პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოდიბილდერი, ფინანსური მენეჯერი და ყოფილი "მისტერ საქართველო" - გაიცანით გიორგი ორბელაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან"
ბოდიბილდერი, ფინანსური მენეჯერი და ყოფილი "მისტერ საქართველო" - გაიცანით გიორგი ორბელაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან"

"სპორ­ტი და ვარ­ჯი­ში ჩემი ცხოვ­რე­ის წე­სია. ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან სხვა­დახ­ვა სა­ხე­ო­ბა­ში წრა­მა­ტებ­ლად გა­მოვ­დი­ო­დი", - გვე­უბ­ნე­ბა ბო­დი­ბილ­დე­რი გი­ორ­გი ორ­ბე­ლა­ძე, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ სა­ერ­თა­შო­რი­სო შერ­ჯიბ­რე­ბა­ზე ათ­ლე­ტიზ­მში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, ვერ­ცხლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და. ის ამ­ჟა­მად მე­გაპ­რო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობს. სა­ნამ ბო­დი­ბილ­დე­რი გახ­დე­ბო­და, ბან­კში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ სხვადსხვა კომ­პა­ნი­ა­ში, იყო ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი.

"იმ პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რის მერე ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ერთი-ორი სა­ა­თი სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და­მეთ­მო, მერე შე­ვა­ტყე, რომ ჩემი მო­ნა­ცემ­ბი, სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­და, სპორ­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­ტად გა­მე­ვი­თა­რე­ბი­ნა. გა­ა­მარ­თლა - 2016-2017 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი", - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი.

- დღეს ბო­დი­ბილ­დე­რი ხარ, ბევ­რის­თვის ასე­თი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია, ოჯახ­ში, ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ხომ არ შეგ­ხვედ­რია?

- არ­სე­ბობს ბო­დი­ბილ­დინ­გის სხვა­დასვხა კა­ტე­გო­რი­ე­ბი. ჩვენს კა­ტე­გო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი, პრო­პორ­ცი­ე­ბი და არა დიდი კუნ­თუ­რი მასა, რაც ეს­თე­ტი­კურ სი­ა­მოვ­ნე­ბას არ იწ­ვევს. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში მსა­ჯე­ბი აქ­ცენტს კუნ­თურ მა­სა­ზე არ აკე­თე­ბენ. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია სხე­უ­ლის სი­ლა­მა­ზე. მე არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შემ­ხვედ­რია. თუ რა­ტომ მაქვს ლა­მა­ზი სხე­უ­ლი, ამა­ში ჩემ გარ­შე­მო ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს სა­გან­გა­შოს ვერ ხე­დავ­და და ხე­დავს.

- ანუ შენი სხე­უ­ლი ლა­მა­ზად აღიქ­მე­ბა?

- კი, რამ­დე­ნად ეს­თე­ტუ­რი და პრო­პორ­ცი­უ­ლია ის, ასე ფას­დე­ბა... ვარ­ჯი­ში ჩემ­თვის გან­ტვირ­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია. ფიტ­ნე­სი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაა და კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მე კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არ არის შექ­მნი­ლი. მი­სით ნე­ბის­მი­ერს, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა და სქე­სი­სა შე­უძ­ლია და­კავ­დეს. უპირ­ვე­ლე­სად ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ. თან, ამ საქ­მე­ში იმის­თვის ჩა­ვერ­თე, რომ ეს სფე­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მე­ხა­და... მოკ­ლედ, უკვე წლე­ბია, ვმუ­შა­ობ, მაქვს ჩემი "ფე­ი­ჯი", სა­დაც ამ ყვე­ლა­ფერს პრო­პა­გან­დას ვუ­წევ. მინ­და, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ივარ­ჯი­შონ.

- კმა­ყო­ფი­ლი ხარ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის პრო­პორ­ცი­ე­ბით?

- ამ ვარ­ჯი­შის გარ­და სა­ჭი­როა, დიდი რე­სურ­სი რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ისე ფი­ნან­სუ­რი, თუნ­დაც იმის­თვის, რომ სწო­რად იკ­ვე­ბო, რაც ძვი­რი ჯდე­ბა. ჩვენ ვიკვვე­ბით ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბით იმის­თვის, რომ კარ­გი სხე­უ­ლი გვქონ­დეს. რა­ცი­ო­ნი მო­ი­ცავს ჯან­საღ ცი­ლებს, ცხი­მებს, ზღვის პრო­დუქ­ტებს, რა­ცი­ონ­შია ასე­ვე საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი, რო­მელ­საც სპორ­ტსმე­ნე­ბი შე­დე­გე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად იყე­ნე­ბენ, რაც ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. იმ პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა პი­რო­ბებ­შიც ჩვენ ვართ ზო­გა­დად, ამ ყვე­ლაფ­რის ზუს­ტად დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, მაგ­რამ მა­ინც კარგ შე­დე­გებს ვაღ­წევთ. სხე­უ­ლის ყვე­ლა ნა­წი­ლი ჰარ­მო­ნი­ა­შია.

- 2010 წელს "მის­ტერ სა­ქარ­თვე­ლო" ყო­ფილ­ხარ...

- მა­შინ პირ­ველ­კურ­სე­ლი და 18 წლის ვი­ყა­ვი. რო­მელ­საც ჯერ არ მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, რამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დო­დი. ერთ-ერთი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა იყო, გა­რეგ­ნო­ბა ხელს მი­წყობ­და. ის კონ­კურ­სიც მა­შინ პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და. გა­ვი­მარ­ჯვე და სა­ქარ­თვე­ლო სამ­ხერთ კო­რე­ა­ში წარ­მო­ვად­გი­ნე. თუმ­ცა მერე მივ­ხვდი, რომ სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა არ იყო ის, რაც სა­მო­მავ­ლოდ უნდა მე­კე­თე­ბი­ნა, თან, ამ სფე­რო­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად არ ვიგ­რძნობ­დი, არც ის მეგ­ნა, თუ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი და ამი­ტომ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვარგრძე­ლე სწავ­ლა.

- ახლა პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მო­ნა­წი­ლე­ობ. კმა­ყო­ფი­ლი ხარ, რომ კონ­კურ­სან­ტო­ბას და­თან­ხმდი?

- სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ნამ­დვი­ლად შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, თუმ­ცა ად­ვი­ლად არ დავ­თან­ხმე­ბულ­ვარ. უბ­რა­ლოდ, შე­ჯიბ­რე­ბა რომ მე­ლო­და, ამის გამო ვყოყ­მა­ნობ­დი. რად­გა­ნაც სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ას­პა­რე­ზო­ბა იყო. თან, ამ სა­ხე­ო­ბა­ში მომ­ზა­დე­ბა, სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის­გან გან­სხვავ­ბით, რთუ­ლია, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში გვი­წევს, სა­ში­ნე­ლი დი­ე­ტის დაც­ვა, რაც ორ­გა­ნიზმსთვის არ არის ად­ვი­ლი. ასე­ვე ვარ ფიტ­ნეს კლუ­ბის მე­ნე­ჯე­რი და ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. მოკლლედ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­მარ­წმუ­ნეს, რომ გა­ვუძ­ლებ­დი, თან, დე­დას უნ­დო­და მე­ცეკ­ვა... მი­ხა­რია, რომ გა­ვუ­ძე­ლი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კი­დევ მეტს შევ­ძლებ. ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს მი­ცეკ­ვია, თან, ცოტა კომ­პლექ­სიც მქონ­და, მე­გო­ნა, არ გა­მო­მი­ვი­დო­და. თუმ­ცა ცეკ­ვებ­მა და­მა­ნა­ხა, რომ შე­მიძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოვ­ნა­ხო გა­მო­სა­ვა­ლი. თურ­მე მომთმე­ნი და ამ­ტა­ნი ვყო­ფილ­ვარ. იმი­ტომ, რომ ბოლო 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ სტრესს გა­ვუ­ძე­ლი. ვა­ტყობ, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მე­რეც და­მეხ­მა­რე­ბა, ჩემი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და კა­რი­ე­რა სა­მო­მავ­ლოდ უკეთ რომ დავ­გეგ­მო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ბოდიბილდერი, ფინანსური მენეჯერი და ყოფილი "მისტერ საქართველო" - გაიცანით გიორგი ორბელაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან"

ბოდიბილდერი, ფინანსური მენეჯერი და ყოფილი "მისტერ საქართველო" - გაიცანით გიორგი ორბელაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან"

"სპორტი და ვარჯიში ჩემი ცხოვრეის წესია. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკიდან სხვადახვა სახეობაში წრამატებლად გამოვდიოდი", - გვეუბნება ბოდიბილდერი გიორგი ორბელაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საერთაშორისო შერჯიბრებაზე ათლეტიზმში წარმატებას მიაღწია, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ის ამჟამად მეგაპროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს. სანამ ბოდიბილდერი გახდებოდა, ბანკში მუშაობდა, შემდეგ სხვადსხვა კომპანიაში, იყო ფინანსური მენეჯერი.

"იმ პერიოდში სამსახურის მერე ყოველთვის ვცდილობდი, ერთი-ორი საათი საკუთარი თავისთვის დამეთმო, მერე შევატყე, რომ ჩემი მონაცემბი, საშუალებას მაძლევდა, სპორტული მიმართულებით მეტად გამევითარებინა. გაამართლა - 2016-2017 წლებში საქართველოს ჩემპიონი გავხდი", - გვეუბნება გიორგი.

- დღეს ბოდიბილდერი ხარ, ბევრისთვის ასეთი სხეულის ფორმები მიუღებელია, ოჯახში, ან საყვარელი ადამიანისგან წინააღმდეგობა ხომ არ შეგხვედრია?

- არსებობს ბოდიბილდინგის სხვადასვხა კატეგორიები. ჩვენს კატეგორიაში მნიშვნელოვანია სხეულის ფორმები, პროპორციები და არა დიდი კუნთური მასა, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას არ იწვევს. ჩვენ შემთხვევაში მსაჯები აქცენტს კუნთურ მასაზე არ აკეთებენ. ჩვენ შემთხვევაში აქტუალურია სხეულის სილამაზე. მე არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვედრია. თუ რატომ მაქვს ლამაზი სხეული, ამაში ჩემ გარშემო ვერავინ ვერაფერს საგანგაშოს ვერ ხედავდა და ხედავს.

- ანუ შენი სხეული ლამაზად აღიქმება?

- კი, რამდენად ესთეტური და პროპორციულია ის, ასე ფასდება... ვარჯიში ჩემთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა, ჯანსაღი ცხოვრების წესია. ფიტნესი სპორტის სახეობაა და კონკრეტულად რომელიმე კატეგორიის ადამიანებისთვის არ არის შექმნილი. მისით ნებისმიერს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა შეუძლია დაკავდეს. უპირველესად ჯანსაღი ცხოვრების წესია და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რამ. თან, ამ საქმეში იმისთვის ჩავერთე, რომ ეს სფერო პოპულარული გამეხადა... მოკლედ, უკვე წლებია, ვმუშაობ, მაქვს ჩემი "ფეიჯი", სადაც ამ ყველაფერს პროპაგანდას ვუწევ. მინდა, რომ ადამიანებმა ივარჯიშონ.

- კმაყოფილი ხარ საკუთარი სხეულის პროპორციებით?

- ამ ვარჯიშის გარდა საჭიროა, დიდი რესურსი როგორც მატერიალური, ისე ფინანსური, თუნდაც იმისთვის, რომ სწორად იკვებო, რაც ძვირი ჯდება. ჩვენ ვიკვვებით ჯანსაღი საკვებით იმისთვის, რომ კარგი სხეული გვქონდეს. რაციონი მოიცავს ჯანსაღ ცილებს, ცხიმებს, ზღვის პროდუქტებს, რაციონშია ასევე საკვები დანამატები, რომელსაც სპორტსმენები შედეგების გასაუმჯობესებლად იყენებენ, რაც ძვირი სიამოვნებაა. იმ პირობების გათვალისწინებით, რა პირობებშიც ჩვენ ვართ ზოგადად, ამ ყველაფრის ზუსტად დაცვის საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მაინც კარგ შედეგებს ვაღწევთ. სხეულის ყველა ნაწილი ჰარმონიაშია.

- 2010 წელს "მისტერ საქართველო" ყოფილხარ...

- მაშინ პირველკურსელი და 18 წლის ვიყავი. რომელსაც ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი, რამ მიმართულებით წავიდოდი. ერთ-ერთი სამოდელო კარიერა იყო, გარეგნობა ხელს მიწყობდა. ის კონკურსიც მაშინ პირველად ჩატარდა. გავიმარჯვე და საქართველო სამხერთ კორეაში წარმოვადგინე. თუმცა მერე მივხვდი, რომ სამოდელო საქმიანობა არ იყო ის, რაც სამომავლოდ უნდა მეკეთებინა, თან, ამ სფეროში თავს კომფორტულად არ ვიგრძნობდი, არც ის მეგნა, თუ წარმატებას მივაღწევდი და ამიტომ, უნივერსიტეტში გავარგრძელე სწავლა.

- ახლა პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეობ. კმაყოფილი ხარ, რომ კონკურსანტობას დათანხმდი?

- სასიამოვნო იყო ნამდვილად შემოთავაზება, თუმცა ადვილად არ დავთანხმებულვარ. უბრალოდ, შეჯიბრება რომ მელოდა, ამის გამო ვყოყმანობდი. რადგანაც საპასუხისმგებლო ასპარეზობა იყო. თან, ამ სახეობაში მომზადება, სხვა სახეობებისგან განსხვავბით, რთულია, ძალიან დატვირთული ფიზიკური ვარჯიში გვიწევს, საშინელი დიეტის დაცვა, რაც ორგანიზმსთვის არ არის ადვილი. ასევე ვარ ფიტნეს კლუბის მენეჯერი და ძალიან დაკავებული. მოკლლედ, მიუხედავად ამისა, დამარწმუნეს, რომ გავუძლებდი, თან, დედას უნდოდა მეცეკვა... მიხარია, რომ გავუძელი, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მეტს შევძლებ. ცხოვრებაში არასდროს მიცეკვია, თან, ცოტა კომპლექსიც მქონდა, მეგონა, არ გამომივიდოდა. თუმცა ცეკვებმა დამანახა, რომ შემიძლია, ნებისმიერ სიტუაციაში მოვნახო გამოსავალი. თურმე მომთმენი და ამტანი ვყოფილვარ. იმიტომ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესს გავუძელი. ვატყობ, ეს გამოცდილება მერეც დამეხმარება, ჩემი ღირებულებები და კარიერა სამომავლოდ უკეთ რომ დავგეგმო.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს