პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უილიამ ფოლკნერი, ლევ ტოლსტოი, ალექსანდრე დიუმა... - ისინი ბავშვებისთვისაც წერდნენ
უილიამ ფოლკნერი, ლევ ტოლსტოი, ალექსანდრე დიუმა... - ისინი ბავშვებისთვისაც წერდნენ

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ურ სამ­ყა­რო­ში ბავ­შვებ­სა და წიგ­ნებს მე­გობ­რო­ბა ცოტა უჭირთ. და­მე­გობ­რე­ბის პრო­ცეს­ში კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ოჯა­ხის, ისე სკო­ლის სწო­რი ჩარ­თუ­ლო­ბა. თუმ­ცა დიდი როლი აკის­რია გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­საც, რომ­ლებ­მაც მო­ზარ­დე­ბის­თვის სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბი უნდა გა­მოს­ცენ. წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ კი­თხვას შე­აყ­ვა­რებს და დიდ ლი­ტე­რა­ტუ­რამ­დე მარ­ტი­ვად მი­იყ­ვანს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" წიგ­ნე­ბის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა "კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის" სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. წიგ­ნე­ბის სე­რია, ლევ ტოლსტო­ის, ვირ­ჯი­ნია ვულ­ფის, ჯეკ ლონ­დო­ნის, ალექ­სან­დრე დი­უ­მას, უი­ლი­ამ ფოლკ­ნე­რის და სხვა კლა­სი­კოს ავ­ტორ­თა იმ წიგ­ნებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, რო­მე­ლიც მათ ბავ­შვე­ბის­თვის და­წე­რეს. "პა­ლიტ­რა L-ის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნა­თია ზაქ­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი მუ­დამ ფიქ­რო­ბენ გზებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­ზარ­დებს კი­თხვას შე­აყ­ვა­რებს. კლა­სი­კო­სე­ბის სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ცე­მა კი სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცე­მა კლა­სი­კოს­თა სა­ბავ­შვო თხზუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც ამ დრომ­დე ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნი­ლი არ იყო.

"ჩვენ გვჯე­რა რომ წიგნ­თან სწო­რად და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შემ­დგომ უკვე მთელ ცხოვ­რე­ბას გან­სა­ზღვრავს, სწო­რედ ამი­ტომ, სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ, მუდ­მივ ძი­ე­ბა­ში ვართ, ვი­პო­ვოთ გზე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­ა­ახ­ლო­ვებს მათ წიგნ­თებ­თან, შე­აყ­ვა­რებს კი­თხვას. ამ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში კი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, დიდი ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, უი­ლი­ამ ფოკლნერს სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. ასე მივ­ყე­ვით და უკვე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოვ­ძებ­ნეთ, რო­მე­ლი ავ­ტო­რე­ბი­წერ­დნენ ბავ­შვე­ბის­თვის. ეს იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა არა მარ­ტო ბავ­შვე­ბის­თვის, არა­მედ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა ყვე­ლა კლა­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის.მშობ­ლე­ბის­თვის კი გზა, რომ ბავ­შვებს წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კლა­სი­კით და­ა­წყე­ბი­ნონ. ეს არ არის ვრცელ­ტა­ნი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი. ეს არის ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სე­რია, ორი­გი­ნა­ლუ­რი ტექ­სტე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ბავ­შვე­ბის­თვის და­ი­წე­რა. - გან­მარ­ტავს ნა­თია ზაქ­რა­ძე.

სე­რი­ა­ში სულ 12 წიგ­ნია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი კი ლევ ტოლსტო­ის მო­თხრო­ბე­ბია, რო­მე­ლიც 19 ნო­ემ­ბერს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

უილიამ ფოლკნერი, ლევ ტოლსტოი, ალექსანდრე დიუმა... - ისინი ბავშვებისთვისაც წერდნენ

უილიამ ფოლკნერი, ლევ ტოლსტოი, ალექსანდრე დიუმა... - ისინი ბავშვებისთვისაც წერდნენ

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ბავშვებსა და წიგნებს მეგობრობა ცოტა უჭირთ. დამეგობრების პროცესში კი მნიშვნელოვანია როგორც ოჯახის, ისე სკოლის სწორი ჩართულობა. თუმცა დიდი როლი აკისრია გამომცემლობებსაც, რომლებმაც მოზარდებისთვის საჭირო და საინტერესო წიგნები უნდა გამოსცენ. წიგნები, რომლებიც მათ კითხვას შეაყვარებს და დიდ ლიტერატურამდე მარტივად მიიყვანს.

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" წიგნების ახალი მიმართულება "კლასიკოსები ბავშვებისთვის" სწორედ ამ მიზანს ემსახურება. წიგნების სერია, ლევ ტოლსტოის, ვირჯინია ვულფის, ჯეკ ლონდონის, ალექსანდრე დიუმას, უილიამ ფოლკნერის და სხვა კლასიკოს ავტორთა იმ წიგნებს გააერთიანებს, რომელიც მათ ბავშვებისთვის დაწერეს. "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ნათია ზაქრაძის განმარტებით, ისინი მუდამ ფიქრობენ გზებსა და საშუალებებზე, რომლებიც მოზარდებს კითხვას შეაყვარებს. კლასიკოსების საბავშვო ნაწარმოებების გამოცემა კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სერიის ფარგლებში გამოიცემა კლასიკოსთა საბავშვო თხზულებები, რომელთა უმეტესობაც ამ დრომდე ქართულ ენაზე თარგმნილი არ იყო.

"ჩვენ გვჯერა რომ წიგნთან სწორად დაწყებული ურთიერთობა შემდგომ უკვე მთელ ცხოვრებას განსაზღვრავს, სწორედ ამიტომ, საბავშვო ლიტერატურა ჩვენი გამომცემლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, მუდმივ ძიებაში ვართ, ვიპოვოთ გზები, რომელიც ბავშვობიდანვე დააახლოვებს მათ წიგნთებთან, შეაყვარებს კითხვას. ამ ძიების პროცესში კი აღმოვაჩინეთ, დიდი ამერიკელი მწერლის, უილიამ ფოკლნერს საბავშვო ნაწარმოებები. ასე მივყევით და უკვე მიზანმიმართულად მოვძებნეთ, რომელი ავტორებიწერდნენ ბავშვებისთვის. ეს იქნება საინტერესო აღმოჩენა არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ დიდი სიამოვნება ყველა კლასიკის მოყვარული მკითხველისთვის.მშობლებისთვის კი გზა, რომ ბავშვებს წიგნთან ურთიერთობა კლასიკით დააწყებინონ. ეს არ არის ვრცელტანიანი ნაწარმოებების შემოკლებული ან ადაპტირებული ვარიანტი. ეს არის ნამდვილად განსაკუთრებული სერია, ორიგინალური ტექსტები, რომლებიც სპეციალურად ბავშვებისთვის დაიწერა. - განმარტავს ნათია ზაქრაძე.

სერიაში სულ 12 წიგნია გაერთიანებული. პირველი კი ლევ ტოლსტოის მოთხრობებია, რომელიც 19 ნოემბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა.

წაიკითხეთ ვრცლად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს