პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90-იან წლებში საქართველოში მომხდარი "საუკუნის მკვლელობა", რომელიც დღემდე გაუხსნელია
90-იან წლებში საქართველოში მომხდარი "საუკუნის მკვლელობა", რომელიც დღემდე გაუხსნელია

90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა მა­შინ მსოფ­ლიო სენ­სა­ცი­ად იქცა - აშშ-ს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლის, ფრე­დი ვუდრო­ფის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი საქ­მე, დღე­საც დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ვუდრო­ფი CIA-ს (ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო) ოფი­ცე­რი იყო და ოპე­რა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რა­ტის კას­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს სექ­ტორს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ვუდრო­ფი თბი­ლის­ში აშშ სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლის სა­ფარ­ქვეშ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ოპე­რა­ცი­ებს. მისი მო­ნი­ტო­რინ­გით იწ­ვრთნე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის - ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვა და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფი "ომე­გა".

  • მკვლე­ლო­ბის დღე

1993 წლის აგ­ვის­ტო­ში ვუდრო­ფი შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის ხელ­მძღვა­ნელ­თან ელ­დარ გო­გო­ლა­ძეს­თან და ორ გო­გო­ნას­თან ერ­თად "ნი­ვით" ბრუნ­დე­ბო­და ყაზ­ბე­გი­დან თბი­ლის­ში. ქა­ლებს შო­რის ერთ-ერთი სას­ტუმ­რო "მე­ტე­ხი პა­ლა­სის" თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­რი­ნა კ. იყო. ვუდრო­ფი ამ სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რობ­და და ქალს, რო­მე­ლიც კარ­გად ფლობ­და ინ­გლი­სურ ენას, ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მას­თან.

რო­გორც საქ­მის მა­სა­ლებ­შია მო­ცე­მუ­ლი, თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვალ მან­ქა­ნას ნა­ტახ­ტარ­ში გზა სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდამ გა­და­უ­ღო­ბა და გა­ჩე­რე­ბა მოს­თხო­ვა. მან­ქა­ნას გო­გო­ლა­ძე მარ­თავ­და, ის არ და­ე­მორ­ჩი­ლა მო­თხოვ­ნას, რა­საც ჯა­რის­კა­ცე­ბის მხრი­დან გას­რო­ლა მოჰ­ყვა. ინ­ცი­დენ­ტი­სას გას­რო­ლი­ლი ერ­თა­დერ­თი ტყვია თავ­ში სწო­რედ ვუდროფს მოხ­ვდა...

მა­რი­ნა კ. ჩვე­ნე­ბა­ში ყვე­ბო­და: "ფრე­დი ჩუ­მად იყო... შევ­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე რომ თავ­ზე რა­ღაც სჭირ­და. გა­ჩერ­დი, გა­ჩერ­დი!" - უყ­ვი­რო­და ქალი მძღოლს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი ყვე­ბო­და: "ყველ­გან სის­ხლი იყო... ჩემი პირ­ვე­ლი ემო­ცია იყო, რომ ეს რუ­სე­ბი არი­ან, მათ მე ვე­ზი­ზღე­ბო­დი" - იხ­სე­ნებ­და გო­გო­ლა­ძე და მი­სი­ვე თქმით, მან გა­უ­ჩე­რებ­ლად იარა პირ­ველ შემ­ხვედრ სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე. თუმ­ცა, ერთი და­კე­ტი­ლი აღ­მოჩ­ნდა, მე­ო­რეს კი შუქი არ ჰქონ­და. როცა თბი­ლის­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს, 45 წლის ვუდრო­ფი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

გო­გო­ლა­ძე იხ­სე­ნებ­და რომ, ვუდრო­ფის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას დაბ­რუნ­და. პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან ახ­ლოს სამი მა­მა­კა­ცი შე­ამ­ჩნია, რო­მე­ლიც იქამ­დე გზა­ზე შე­ნიშ­ნა. ნას­ვა­მი ახალ­გაზ­რდე­ბი - ან­ზორ შარ­მა­ი­ძე და მისი მე­გობ­რე­ბი პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მა­შინ მკვლე­ლად შე­რა­ცხუ­ლი 20 წლის შარ­მა­ი­ძე, სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. შარ­მა­ი­ძე მო­ხა­ლი­სე ჯა­რის­კა­ცი იყო, მან და­კი­თხვა­ზე თქვა, რომ ეგო­ნა პო­ლი­ცი­ამ იმის გამო აიყ­ვა­ნა, რომ და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი ია­რა­ღი ჰქონ­და თან.

ამე­რი­კე­ლი მზვე­რა­ვის მკვლე­ლო­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი მე­დია მა­შინ წერ­და: "სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მით უფრო ამე­რი­კე­ლი და რუსი მზვე­რა­ვე­ბი (ან მათი აგენ­ტე­ბი), უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გამო არ იღუ­პე­ბი­ან. მათ ყო­ველ­თვის ვი­ღაც "ეხ­მა­რე­ბა".

ვუდროფ­საც რომ ვი­ღაც "ეხ­მა­რე­ბო­და" სიკ­ვდილ­ში, ამას საქ­მის რე­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბიც ცხად­ყოფს...

  • "ბრმა შემ­თხვე­ვა"

სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ, მკვლე­ლო­ბი­დან სულ რა­ღაც ერთი დღის შემ­დეგ, თა­ვად შე­ი­თავ­სა გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლოს პრე­რო­გა­ტი­ვა და თა­ვის სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა­ში მკვლე­ლო­ბას "ბრმა შემ­თხვე­ვის" კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცა.

მა­შინ ყვე­ლას უკ­ვირ­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­მო­სუ­ლი კა­ცის მკვლე­ლო­ბის საქ­მე ბო­ლომ­დე არ მი­იყ­ვა­ნა და აშ­კა­რა შე­უ­სა­ბა­მო "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი" და­ი­ჯე­რა. მხო­ლოდ კუ­ლუ­ა­რუ­ლად ის­მე­ბო­და კი­თხვე­ბი - რა­ტომ მის­ცა იმ­თა­ვით­ვე "ბრმა შემ­თხვე­ვის" კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­ვარ­დნა­ძემ მკვლე­ლო­ბას? ხომ არ აფა­რებ­და იგი ხელს ნამ­დვილ დამ­ნა­შა­ვე­ებს და ხომ არ წი­რავ­და ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბის­თვის უდა­ნა­შა­უ­ლო პირს? რა­ტომ მის­ცა შე­ვარ­დნა­ძემ საქ­მე­ში ჩარ­თულ პრო­კუ­რო­რებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრებს ფაქ­ტობ­რი­ვად მი­მარ­თუ­ლე­ბა და ერ­თგვა­რი მი­ნიშ­ნე­ბა, და­ნა­შა­უ­ლის "შემ­თხვე­ვად" მო­ნათ­ვლით?

ინ­ცი­დენ­ტი­დან ძა­ლი­ან მალე, "შემ­თხვე­ვით მკვლელს" შარ­მა­ი­ძეს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს. მან და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა და თქვა, რომ ეს აღი­ა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­უ­საძ­ლი­სი წა­მე­ბის შე­დე­გად მის­ცა. იგი­ვე აღი­ა­რეს საქ­მე­ში არ­სე­ბულ­მა მოწ­მე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც მკვლე­ლად შარ­მა­ი­ძეს ასა­ხე­ლებ­დნენ. მათ თქვეს, რომ ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად ისი­ნი სას­ტი­კად აწა­მეს.

ამე­რი­კულ­მა მხა­რემ გა­მო­ძი­ე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლად ჩა­ა­ტა­რა, ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მელ­მაც ბევრ რა­მეს მოჰ­ფი­ნა ნა­თე­ლი. კერ­ძოდ: ვუდრო­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე, თბი­ლის­ში CIA-ს მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცე­რი ოლდრიჩ ეიმ­სი ჩა­მო­ვი­და, რო­მელ­საც ვუდრო­ფი სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შეხ­ვდა და მათ შო­რის სა­ი­დუმ­ლო სა­უ­ბა­რი შედ­გა. ვუდრო­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­ი­შიფ­რა, რომ ეიმ­სი რუ­სე­თის აგენ­ტი იყო და აშშ-ს სა­სა­მარ­თლომ მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

აქე­დან გაჩ­ნდა სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რი ვერ­სია, რომ ვუდრო­ფი შემ­თხვე­ვით გას­რო­ლილ ტყვი­ას კი არა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სულ-ამე­რი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­ჯა­ხე­ბას ემსხვერ­პლა. რო­გორც გა­ირ­კვა, ამე­რი­კუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტი ვუდრო­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის შეს­წავ­ლით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

მან ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გა­შიფ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უშიშ­რო­ე­ბის, თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და მი­ნის­ტრთა საბ­ჭო­ში მოქ­მე­დი რუ­სე­თის აგენ­ტუ­რა, მიხ­ვდა, რომ ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო სამ­ხედ­რო თუ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით კი აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წი­ნას­წარ იყო გა­ყი­დუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ვუდრო­ფი აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევრ სა­ი­დუმ­ლო და სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და.

ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი საქ­მის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, მა­შინ­დე­ლი უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს. ის მი­იჩ­ნევს, რომ ვუდრო­ფის საქ­მე გა­ყალბ­და.

"ეს იყო ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად და­გეგ­მი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი. ჰქონ­და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სარ­ჩუ­ლი. მე ვემ­ხრო­ბი იმ ვერ­სი­ას, რომ ვუდრო­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეიმ­სის ჩა­მოს­ვლას უკავ­შირ­დე­ბა. მან, რო­გორც ჩანს "გა­შიფ­რა" რომ ეიმ­სი რუ­სე­თის გა­და­ბი­რე­ბუ­ლი აგენ­ტი იყო და ამას მოჰ­ყვა სწო­რედ მკვლე­ლო­ბა. მე თა­ვი­დან­ვე ვა­ცხა­დებ­დი, რომ ეს საქ­მე იყო ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და შარ­მა­ი­ძე არა­ფერ შუ­ა­ში არ იყო" - აღ­ნიშ­ნავს უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი.

ამე­რი­კულ­მა გა­მო­ძი­ე­ბა­მაც ეს ვერ­სია გა­ნა­ვი­თა­რა და ღიად უარ­ყო შარ­მა­ი­ძის კავ­ში­რი ვუდრო­ფის მკვლე­ლო­ბას­თან. მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებ­და ვუდრო­ფის ოჯა­ხი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი. რო­გორც ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, ვუდრო­ფის ამე­რი­კელ­მა ად­ვო­კატ­მა მა­იკლ ფუ­ლა­რამ, რო­გორც შე­ვარ­დნა­ძის ისე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საქ­მე­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის თხოვ­ნით არა­ერ­თხელ მი­მარ­თა. თუმ­ცა, არ­ცერ­თს შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია.

მე­დი­ა­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2004 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მა­იკლ ფუ­ლა­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ვუდრო­ფის საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა სა­ჯა­როდ სთხო­ვა. ამ ფაქ­ტი­დან მა­ლე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა მარ­თლაც დსი­წყო, თუმ­ცა რო­გორც შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ცხად­ყო - მხო­ლოდ საჩ­ვე­ნებ­ლად.

ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რომ ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, იგი და­ი­კი­თხა შე­ვარ­და­ძის დრო­საც და სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს და­წყე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პი­რო­ბებ­შიც. მაგ­რამ საქ­მის "ძი­ე­ბა" მხო­ლოდ ამით შე­მო­ი­ფარ­გლა და სხვა რე­ა­ლუ­რი, წინ­გა­დაგ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი და­ნა­შა­უ­ლის გა­სახ­სნე­ლად არ გა­დად­გმუ­ლა.

შარ­მა­ი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თხოვ­ნით ამ უკა­ნას­კნე­ლის უდა­ნა­შუ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბულ­მა ვუდრო­ფის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ორ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ერ­თხელ მი­მარ­თეს, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. შარ­მა­ი­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან 2008 წელს, მხო­ლოდ მა­შინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რო­დე­საც არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სას­ჯე­ლი სრუ­ლად მო­ი­ხა­და...

2013 წელს, "ნიუ იორკ ტა­იმ­სი" წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვუდრო­ფის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბას გეგ­მავ­და. "საქ­მე სა­თა­ნა­დოდ არ იქნა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვე­ბი გაგ­ვაჩ­ნია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც რე­ა­ლუ­რად მოხ­და" - წერ­და გა­მო­ცე­მა სტა­ტი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კო­მენ­ტარს.

"ნიუ-იორკს თა­იმ­სი" ასე­ვე ავ­რცე­ლებ­და ვუდრო­ფის მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი გა­მომ­ძი­ებ­ლის მა­იკლ პუ­ლა­რას კო­მენ­ტარს: "ერ­თობ სა­სი­ა­მოვ­ნოა თუ ახა­ლი მთავ­რო­ბა ამ მის­ტი­კურ საქ­მეს გა­მო­ი­ძი­ებს. შარ­მა­ი­ძე უბ­რა­ლო მსხვერ­პლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა მხა­რის­თვის მი­სა­ღე­ბი იყო - ვა­შინგტო­ნის­თვის, რო­მელ­საც სურ­და დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბა და რუ­სე­თის­თვის, რო­მელ­საც ამ მკვლე­ლო­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რის ქონა არ სურ­და"...

სა­უ­კუ­ნის მკვე­ლო­ბად წო­დე­ბუ­ლი საქ­მე, რომ­ლის გა­უხ­სნე­ლო­ბაც და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს თვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­ცამ­ტვე­რე­ბის ტოლ­ფა­სი იყო, არ­ცერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ გა­მო­ი­ძია. გვი­ან არც ახლა არის - მით უფრო, რომ შე­საძ­ლოა, საქ­მის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სა­შიშ ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბას მო­ე­ფი­ნოს ნა­თე­ლი...

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rato?/
13

ის რატო არ წერია ეგ უბედური სარმაიძე რა მდგომარეობაშია ახლა???? როგორი ნაწამები და გაუბედურებული იხდიდა ამდენ ხანს ტყუილად სასჯელს??/ იქნებ რაიმე კომპენსაციასავით გამოგეყოთ იამათ ვისაც ეგ გეხებატ!!!!! ნერვები მეშლება, ნუთუ იმ დონის არაპროფესიონალები იყვნენ მაშინაც რომ ის ვერ განესაზღვრათ, კაცი რომელიც ისროდა და ვინმეს მიკლავდა ისივ იმ ადგილას იმდენი ხანი არ იდგებოდა......მართლა ზემოდან ტუ არ იყო ნატქვამი ისე არ აიყვანდნენ იმ დროს ტავის საუბედუროდ იქ მობოდიალე შარმაიძეს..........

მოქალაქე
5

ვიცნობ შორიდან ამ შარმაიძეს,ცხოვრება აერია დ მის შემდეგ კიდევ მოხვდა ციხეში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

90-იან წლებში საქართველოში მომხდარი "საუკუნის მკვლელობა", რომელიც დღემდე გაუხსნელია

90-იან წლებში საქართველოში მომხდარი "საუკუნის მკვლელობა", რომელიც დღემდე გაუხსნელია

90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში მომხდარი მკვლელობა მაშინ მსოფლიო სენსაციად იქცა - აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის, ფრედი ვუდროფის იდუმალებით მოცული საქმე, დღესაც დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში.

ვუდროფი CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ოფიცერი იყო და ოპერატიული დირექტორატის კასპიის დეპარტამენტის საქართველოს სექტორს ხელმძღვანელობდა. ვუდროფი თბილისში აშშ საელჩოს თანამშრომლის საფარქვეშ ხელმძღვანელობდა სადაზვერვო სააგენტოს ოპერაციებს. მისი მონიტორინგით იწვრთნებოდა სახელმწიფოს მეთაურის - ედუარდ შევარდნაძის დაცვა და პირველი ქართული დანიშნულების ქვედანაყოფი "ომეგა".

  • მკვლელობის დღე

1993 წლის აგვისტოში ვუდროფი შევარდნაძის დაცვის ხელმძღვანელთან ელდარ გოგოლაძესთან და ორ გოგონასთან ერთად "ნივით" ბრუნდებოდა ყაზბეგიდან თბილისში. ქალებს შორის ერთ-ერთი სასტუმრო "მეტეხი პალასის" თანამშრომელი მარინა კ. იყო. ვუდროფი ამ სასტუმროში ცხოვრობდა და ქალს, რომელიც კარგად ფლობდა ინგლისურ ენას, ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მასთან.

როგორც საქმის მასალებშია მოცემული, თბილისისკენ მიმავალ მანქანას ნატახტარში გზა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე ახალგაზრდამ გადაუღობა და გაჩერება მოსთხოვა. მანქანას გოგოლაძე მართავდა, ის არ დაემორჩილა მოთხოვნას, რასაც ჯარისკაცების მხრიდან გასროლა მოჰყვა. ინციდენტისას გასროლილი ერთადერთი ტყვია თავში სწორედ ვუდროფს მოხვდა...

მარინა კ. ჩვენებაში ყვებოდა: "ფრედი ჩუმად იყო... შევხედე და დავინახე რომ თავზე რაღაც სჭირდა. გაჩერდი, გაჩერდი!" - უყვიროდა ქალი მძღოლს.

მოგვიანებით, შევარდნაძის დაცვის ხელმძღვანელი ყვებოდა: "ყველგან სისხლი იყო... ჩემი პირველი ემოცია იყო, რომ ეს რუსები არიან, მათ მე ვეზიზღებოდი" - იხსენებდა გოგოლაძე და მისივე თქმით, მან გაუჩერებლად იარა პირველ შემხვედრ საავადმყოფომდე. თუმცა, ერთი დაკეტილი აღმოჩნდა, მეორეს კი შუქი არ ჰქონდა. როცა თბილისში, საავადმყოფოში მიიყვანეს, 45 წლის ვუდროფი უკვე გარდაცვლილი იყო.

გოგოლაძე იხსენებდა რომ, ვუდროფის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, შემთხვევის ადგილას დაბრუნდა. პოლიციის შენობასთან ახლოს სამი მამაკაცი შეამჩნია, რომელიც იქამდე გზაზე შენიშნა. ნასვამი ახალგაზრდები - ანზორ შარმაიძე და მისი მეგობრები პოლიციაში გადაიყვანეს. მაშინ მკვლელად შერაცხული 20 წლის შარმაიძე, სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. შარმაიძე მოხალისე ჯარისკაცი იყო, მან დაკითხვაზე თქვა, რომ ეგონა პოლიციამ იმის გამო აიყვანა, რომ დაურეგისტრირებელი იარაღი ჰქონდა თან.

ამერიკელი მზვერავის მკვლელობით აღშფოთებული ამერიკული მედია მაშინ წერდა: "სპეცსამსახურების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, მით უფრო ამერიკელი და რუსი მზვერავები (ან მათი აგენტები), უბედური შემთხვევის გამო არ იღუპებიან. მათ ყოველთვის ვიღაც "ეხმარება".

ვუდროფსაც რომ ვიღაც "ეხმარებოდა" სიკვდილში, ამას საქმის რეალური მასალებიც ცხადყოფს...

  • "ბრმა შემთხვევა"

საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, მკვლელობიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, თავად შეითავსა გამოძიებისა და სასამართლოს პრეროგატივა და თავის საჯარო გამოსვლაში მკვლელობას "ბრმა შემთხვევის" კვალიფიკაცია მისცა.

მაშინ ყველას უკვირდა, რომ პრეზიდენტმა მისი ხელისუფლების დასახმარებლად ჩამოსული კაცის მკვლელობის საქმე ბოლომდე არ მიიყვანა და აშკარა შეუსაბამო "მტკიცებულებები" დაიჯერა. მხოლოდ კულუარულად ისმებოდა კითხვები - რატომ მისცა იმთავითვე "ბრმა შემთხვევის" კვალიფიკაცია შევარდნაძემ მკვლელობას? ხომ არ აფარებდა იგი ხელს ნამდვილ დამნაშავეებს და ხომ არ წირავდა ხანგრძლივი პატიმრობისთვის უდანაშაულო პირს? რატომ მისცა შევარდნაძემ საქმეში ჩართულ პროკურორებსა და სახელმწიფო მინისტრებს ფაქტობრივად მიმართულება და ერთგვარი მინიშნება, დანაშაულის "შემთხვევად" მონათვლით?

ინციდენტიდან ძალიან მალე, "შემთხვევით მკვლელს" შარმაიძეს განაჩენი გამოუტანეს. მან დანაშაული აღიარა.

თუმცა, მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ ეს აღიარება სამართალდამცავებს გაუსაძლისი წამების შედეგად მისცა. იგივე აღიარეს საქმეში არსებულმა მოწმეებმა, რომლებიც მკვლელად შარმაიძეს ასახელებდნენ. მათ თქვეს, რომ ცრუ ჩვენების მისაღებად ისინი სასტიკად აწამეს.

ამერიკულმა მხარემ გამოძიება დამოუკიდებელად ჩაატარა, ძიების პროცესში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. კერძოდ: ვუდროფის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, თბილისში CIA-ს მაღალი რანგის ოფიცერი ოლდრიჩ ეიმსი ჩამოვიდა, რომელსაც ვუდროფი სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მათ შორის საიდუმლო საუბარი შედგა. ვუდროფის გარდაცვალებიდან მალევე გაიშიფრა, რომ ეიმსი რუსეთის აგენტი იყო და აშშ-ს სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

აქედან გაჩნდა სავსებით ლოგიკური ვერსია, რომ ვუდროფი შემთხვევით გასროლილ ტყვიას კი არა, საქართველოში რუსულ-ამერიკული ინტერესების შეჯახებას ემსხვერპლა. როგორც გაირკვა, ამერიკული სპეცსამსახურების აგენტი ვუდროფი საქართველოში არსებული რუსული სამხედრო ბაზების შესწავლით იყო დაკავებული.

მან ჩამოსვლისთანავე გაშიფრა საქართველოს ხელისუფლების უშიშროების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, პროკურატურასა და მინისტრთა საბჭოში მოქმედი რუსეთის აგენტურა, მიხვდა, რომ ყველა საიდუმლო სამხედრო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება განსაკუთრებით კი აფხაზეთთან დაკავშირებული წინასწარ იყო გაყიდული. გავრცელებული ვერსიით, ვუდროფი აფხაზეთთან დაკავშირებით ბევრ საიდუმლო და სკანდალურ ინფორმაციას ფლობდა.

ბურუსით მოცული საქმის საინტერესო დეტალებს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, მაშინდელი უშიშროების მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი იხსენებს. ის მიიჩნევს, რომ ვუდროფის საქმე გაყალბდა.

"ეს იყო ძალიან სერიოზულად დაგეგმილი ტერორისტული აქტი. ჰქონდა ძალიან სერიოზული სარჩული. მე ვემხრობი იმ ვერსიას, რომ ვუდროფის გარდაცვალება საქართველოში ეიმსის ჩამოსვლას უკავშირდება. მან, როგორც ჩანს "გაშიფრა" რომ ეიმსი რუსეთის გადაბირებული აგენტი იყო და ამას მოჰყვა სწორედ მკვლელობა. მე თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ეს საქმე იყო ფალსიფიცირებული და შარმაიძე არაფერ შუაში არ იყო" - აღნიშნავს უშიშროების ყოფილი მინისტრი.

ამერიკულმა გამოძიებამაც ეს ვერსია განავითარა და ღიად უარყო შარმაიძის კავშირი ვუდროფის მკვლელობასთან. მოსაზრებას იზიარებდა ვუდროფის ოჯახი და უფლებადამცველები. როგორც ირაკლი ბათიაშვილი იხსენებს, ვუდროფის ამერიკელმა ადვოკატმა მაიკლ ფულარამ, როგორც შევარდნაძის ისე სააკაშვილის ხელისუფლებას საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო, საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით არაერთხელ მიმართა. თუმცა, არცერთს შედეგი არ მოჰყოლია.

მედიაში შემონახული ინფორმაციის მიხედვით, 2004 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამართულ პრესკონფერენციაზე, მაიკლ ფულარამ საქართველოს პრეზიდენტს ვუდროფის საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება საჯაროდ სთხოვა. ამ ფაქტიდან მალევე პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება მართლაც დსიწყო, თუმცა როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო - მხოლოდ საჩვენებლად.

ირაკლი ბათიაშვილი იხსენებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, იგი დაიკითხა შევარდაძის დროსაც და სააკაშვილის დროს დაწყებული ხელახალი გამოძიების პირობებშიც. მაგრამ საქმის "ძიება" მხოლოდ ამით შემოიფარგლა და სხვა რეალური, წინგადაგმული ნაბიჯი დანაშაულის გასახსნელად არ გადადგმულა.

შარმაიძის გათავისუფლების თხოვნით ამ უკანასკნელის უდანაშულობაში დარწმუნებულმა ვუდროფის ოჯახის წევრებმა საქართველოს ორ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ - უშედეგოდ. შარმაიძე პატიმრობიდან 2008 წელს, მხოლოდ მაშინ გათავისუფლდა, როდესაც არჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი სრულად მოიხადა...

2013 წელს, "ნიუ იორკ ტაიმსი" წერდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ვუდროფის საქმის გამოძიების განახლებას გეგმავდა. "საქმე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული. ჩვენ სერიოზული ეჭვები გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, რაც რეალურად მოხდა" - წერდა გამოცემა სტატიაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კომენტარს.

"ნიუ-იორკს თაიმსი" ასევე ავრცელებდა ვუდროფის მკვლელობის ერთ-ერთი გამომძიებლის მაიკლ პულარას კომენტარს: "ერთობ სასიამოვნოა თუ ახალი მთავრობა ამ მისტიკურ საქმეს გამოიძიებს. შარმაიძე უბრალო მსხვერპლია, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იყო - ვაშინგტონისთვის, რომელსაც სურდა დამნაშავის დაკავება და რუსეთისთვის, რომელსაც ამ მკვლელობასთან არანაირი კავშირის ქონა არ სურდა"...

საუკუნის მკველობად წოდებული საქმე, რომლის გაუხსნელობაც დანარჩენი მსოფლიოს თვალში საქართველოს ავტორიტეტის გაცამტვერების ტოლფასი იყო, არცერთმა ხელისუფლებამ არ გამოიძია. გვიან არც ახლა არის - მით უფრო, რომ შესაძლოა, საქმის ძიების პროცესში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშ ბევრ მნიშვნელოვან გარემოებას მოეფინოს ნათელი...