მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს
მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს

მე­რი­სის ხე­ო­ბა ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ეკუთ­ვნის და ბა­თუ­მი­დან 5-6 სა­ა­თის სა­ვალ­ზეა. მდი­ნა­რე აკავ­რე­თას ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე მე­რის­ში ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რი რა­მის ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ. ამ ულა­მა­ზეს, მწვა­ნე­ში ჩაფ­ლულ ხე­ო­ბა­ში ნა­ხავთ მე­რი­სის წყა­ლუხვ ჩანჩქერს, რო­მე­ლიც ღრმად შეჭ­რილ, მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­ულ მთებ­შია ჩა­მა­ლუ­ლი, ზენ­დი­დის უძ­ვე­ლე­სი ციხე-სი­მაგ­რის ნან­გრე­ვებს, რომ­ლის კედ­ლებ­შიც ახლა სოფ­ლის მკვიდ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ. აქ­ვეა გუნ­და­უ­რის სამ­კურ­ნა­ლო-მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბიც.

პიკ­ნი­კის­თვის თუ გზად შეს­ვე­ნე­ბას გა­და­წყვეტთ, სო­ფელ გა­რე­ტყეს­თან ახ­ლოს, გვა­ხას სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლას უნდა შე­ჩერ­დეთ – მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში აქ წყლის ბუ­ნებ­რი­ვი აუზი იქ­მნე­ბა. ლურჯ, კამ­კა­მა წყალ­ში ბა­ნა­ო­ბაც შე­გიძ­ლი­ათ და ტყე­ში პიკ­ნი­კის მო­წყო­ბაც.

მე­რი­სის ხე­ო­ბა აჭა­რის ტუ­რის­ტულ რუ­კა­ზე შე­და­რე­ბით ახა­ლი მარ­შრუ­ტია, რო­მელ­საც და­ნარ­ჩე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან აჭა­რის უგემ­რი­ე­ლე­სი, ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი­სა და ბუ­ნებ­რივ – ის­ტო­რი­უ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის გარ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი გა­მო­არ­ჩევს.

აქ ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს სას­ტუმ­რო­ე­ბი ფოლკ­ლო­რულ მას­ტერკლა­სებს სთა­ვა­ზო­ბენ და სტუმ­რე­ბი ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რებ­სა და ცეკ­ვებს სწავ­ლო­ბენ. ავ­სტრა­ლი­ე­ლი ლოიდ ოჰონ­ლო­ნი ჯე­მალ თურ­მა­ნი­ძის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში ერთი წე­ლია ცხოვ­რობს და ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს სწავ­ლობს. ლო­იდ­მა წელს ქე­დე­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ავ­სტრა­ლი­ი­დან ფოლკ­ლო­რის­ტთა 25-კა­ცი­ა­ნი გუნ­დიც ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეც­ნო­ბოდ­ნენ ცეკ­ვა-სიმ­ღე­რის ად­გი­ლობ­რივ ტრა­დი­ცი­ებს. სწო­რედ ფოლკ­ლორ­ში მას­ტერკლა­სე­ბის გამო მე­რი­სის ხე­ო­ბა უცხო­ე­ლი ეთ­ნო­ლო­გე­ბის, ფოლკ­ლო­რის­ტე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია აჭა­რა­ში.

მე­რი­სის ხე­ო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ტრა­დი­ცი­ი­თაა ცნო­ბი­ლი აჭა­რა­ში. აქ მო­ის­მენთ სიმ­ღე­რებს: „მე­რი­სუ­ლი მაყ­რუ­ლი“, „თი­რი­ნი“, „ცა­გუ­ნა“, „ჩაღ­მა ჩაყ­რი­ლო ვე­ნა­ხო“, „ხინწკა­ლა“, „ჩა­თხრო­ბი­ლი“ და სხვა.

https://www.youtube.com/watch?v=ZnZQkAbRmto

ზენ­დი­დის ციხე

მე­რი­სის ხე­ო­ბა­ში ჩას­ვლამ­დე, ქე­დის ცენ­ტრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ორ კი­ლო­მეტრში, ზენ­დი­დის ცი­ხის მო­ნა­ხუ­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. ცი­ხის აგე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია, თუმ­ცა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ად­რე­ულ სა­უ­კუ­ნე­ებ­შია აგე­ბუ­ლი. ციხე სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილ­ზე მდე­ბა­რე­ობს, აქე­დან ქე­დის სოფ­ლე­ბის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა. ცი­ხე­სი­მაგ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახლა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სახ­ლო­ბენ.

ქე­დის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი

ქე­დის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში მე­რის­ში ას­ვლამ­დე მოხ­ვდე­ბით. აქ ად­გი­ლობ­რი­ვი ყო­ფის ამ­სახ­ვე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი ნივ­თე­ბი, სა­მო­სი, შრო­მის ია­რა­ღე­ბი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ცდი­ლობს ექ­სპო­ნა­ტე­ბი გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოს და სა­ქარ­თვე­ლოს ახლო წარ­სუ­ლი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბიც გა­ნა­თავ­სოს მუ­ზე­უმ­ში. აქ საბ­ჭო­თა სიმ­ბო­ლი­კის ნი­მუ­შებ­საც ნა­ხავთ აჭა­რუ­ლი თო­ფის, მა­ჭა­ხე­ლა­სა და ძვე­ლე­ბუ­რი სკივ­რე­ბის, სა­მო­სის გვერ­დით.

მე­რი­სის წყა­ლუხ­ვი ჩანჩქე­რი

ყვე­ლა ჩანჩქერ­თან ზა­ფხულ­ში, გა­ზა­ფხულ­ზე თუ ად­რე­ულ შე­მოდ­გო­მა­ზე ტუ­რის­ტე­ბის სიმ­რავ­ლეა. ხან­და­ხან ასე­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც, წე­სით, და­სას­ვე­ნებ­ლად და გან­სატ­ვირ­თად მი­დი­ან, გა­დატ­ვირ­თუ­ლია და დას­ვე­ნე­ბაც არ ხერ­ხდე­ბა. მე­რი­სის ჩანჩქე­რი კი დიდი ხანი არ არის, რაც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს., ეს ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტი შე­და­რე­ბით ახა­ლია, ბევ­რმა ჯერ არ იცის მის შე­სა­ხებ და ამი­ტომ აქ ნამ­დვი­ლი დას­ვე­ნე­ბის მო­წყო­ბა შე­იძ­ლე­ბა. ჩანჩქერ­ზე წყა­ლი გუბ­დე­ბა და ბა­ნა­ო­ბაც შე­იძ­ლე­ბა. მე­რი­სის ჩანჩქე­რი 30 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან მოჩ­ქებს და წყა­ლუხ­ვო­ბი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი.

გვა­ხას სა­პიკ­ნი­კე

ეს იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია ბუ­ნე­ბა­ში დას­ვე­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის – სუფ­თა, ლურ­ჯი წყა­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი აუზი, რო­მელ­საც მდი­ნა­რის ხე­ო­ბა ქმნის იდე­ა­ლუ­რია სა­ბა­ნა­ოდ და გა­საგ­რი­ლებ­ლად. აქ­ვეა მთის სუფ­თა წყა­როც. მდი­ნა­რის ხე­ო­ბა მწვა­ნე ლი­ა­ნებ­შია ჩაფ­ლუ­ლი. ბუ­ნე­ბა აქ ყვე­ლა პი­რო­ბას ქმნის სრუ­ლი გან­ტვირ­თვის­თვის. გვა­ხას სა­პიკ­ნი­კე და სა­ბა­ნაო ად­გი­ლებს სო­ფელ გა­რე­ტყის პირ­ველ შე­სახ­ვევ­ში­ვე მი­ად­გე­ბით.

მსუ­ყე კერ­ძე­ბი

აჭა­რა­ში გემ­რი­ე­ლი ბო­რა­ნო და სი­ნო­რი არა­ვის უკ­ვირს, მაგ­რამ მე­რის­ში ბევრ სხვა ტრა­დი­ცი­ულ, აჭა­რულ კერძსაც სა­უ­კე­თე­სოდ ამ­ზა­დე­ბენ: ყათ­მერს, ფხალ-ლო­ბი­ოს, ქა­ლა­ჯოს და ქა­თამს ნიგვზით. – ყათ­მე­რი ტკბი­ლე­უ­ლია და ცომ­ში ნიგვზი­თა და შაქ­რის გუ­ლით ცხვე­ბა. ქა­ლა­ჯოს მო­სამ­ზა­დებ­ლად კი ადუ­ღე­ბულ იაღს, ნა­დუღს და ნი­ორს დაფშვნილ მჭადს უმა­ტე­ბენ.

სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­ში ყვე­ლა ოჯახს სა­კუ­თა­რი მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს: ბო­რა­ნოს­თვის ოჯა­ხე­ბი ძრო­ხის რძის­გან ამ­ზა­დე­ბენ ყველს. სა­ლა­თებ­ში იქვე დაკ­რე­ფი­ლი კიტ­რი და პო­მი­დო­რია. ღვი­ნოც ად­გი­ლობ­რი­ვია: თეთ­რი ცო­ლი­კა­უ­რი ან ვარ­დის­ფე­რი ჩხა­ვე­რი.

სწო­რედ ამ ნაზი, არო­მა­ტუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის ზო­მი­ერ დო­ზა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხი­ა­რუ­ლე­ბა, რაც მე­რი­სულ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­ში მირ­თმე­ულ სა­დი­ლებს ყო­ველ­თვის სდევს თან. მე­რის­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სტუმ­რებს გემ­რი­ე­ლად მირ­თმე­ვის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გუ­ლი­ა­ნად არ უმ­ღე­რონ – ისე, რო­გორც მხო­ლოდ მე­რის­ში მღე­რი­ან. ამ დროს იგ­რძნობთ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად სა­დი­ლი არ არის მხო­ლოდ სა­დი­ლი. ახალ­გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად სიმ­ღე­რაც არ არის მხო­ლოდ სიმ­ღე­რა და ასეთ მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ში ჩნდე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და იბა­დე­ბა ამ­ბე­ბი.

https://www.youtube.com/watch?v=Tl0ySLQeLqM

სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი მე­რის­ში

თუ გა­ვით­ვალსწი­ნებთ, რომ ბა­თუ­მი­დან მე­რი­სამ­დე 5-6 სა­ა­თის სა­ვა­ლი გზაა, მა­შინ ლო­გი­კუ­რია, რომ აქა­უ­რო­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ერთი დღე ძა­ლი­ან მცი­რე დროდ მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. მე­რი­სის ხე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როა, სა­დაც შვე­ბუ­ლე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბის გა­ტა­რე­ბას შეძ­ლებთ.

§ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო „მოყ­ვა­რე“

ჯე­მალ თურ­მა­ნი­ძის ეს სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო მე­რი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ გა­რე­ტყე­ში, ზღვის დო­ნი­დან 700 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. ოჯა­ხის სამი თა­ო­ბა, გარ­და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბი­სა, ტუ­რის­ტებს ხალ­ხურ ცეკ­ვებ­სა და სიმ­ღე­რებს ას­წავ­ლის. თურ­მა­ნი­ძე­ე­ბის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში ყო­ველ წელს ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი ჩა­მო­დის. ამ სახ­ლი­დან ყო­ველ­თვის ცეკ­ვის, სიმ­ღე­რი­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბის ხმა ის­მის.

§ რე­ვაზ სურ­მა­ნი­ძის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო

სო­ფელ მე­რის­ში მდე­ბა­რე­ობს, ჩანჩქერ­თან ახ­ლოს. აქ თუ რამ­დე­ნი­მე დღით დარ­ჩე­ბით, მე­რი­სის ჩანჩქერს მო­ი­ნა­ხუ­ლებთ და სოფ­ლის ირ­გვლივ ლაშ­ქრო­ბას მო­ა­წყობთ, მდი­ნა­რე­ში ითევ­ზა­ვებთ და მე­რი­სის ხე­ო­ბის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით დატ­კბე­ბით დი­ლა­ო­ბით.

§ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო „ჯიჯი”

ეს სას­ტუმ­როც მე­რი­სის ჩანჩქერ­თა­ნაა ახ­ლოს. აქე­დან გუნ­და­უ­რის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად გა­ე­მარ­თე­ბით, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე­ებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი თა­ვად მოჰ­ყავთ და უგემ­რი­ე­ლეს, ახალ­დამ­ზა­დე­ბულ კერ­ძებს შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ ნე­ბის­მი­ერ დროს.

§ გუ­რამ თურ­მა­ნი­ძის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო

ეს შე­ნო­ბაც ასე­ვე სო­ფელ მე­რის­ში მდე­ბა­რე­ობს. სას­ტუმ­როს­თან ახ­ლო­საა გვა­ხას სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლი, სა­დაც იბა­ნა­ვებთ, ითევ­ზა­ვებთ, ად­გი­ლობ­რივ აგ­როპ­რო­დუქ­ტებს და­ა­გე­მოვ­ნებთ და სუფ­თა ჰა­ერ­ზე ისე­ირ­ნებთ ტყე­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს

მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს

მერისის ხეობა ქედის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ბათუმიდან 5-6 საათის სავალზეა. მდინარე აკავრეთას ხეობაში მდებარე მერისში ერთდროულად ბევრი რამის ნახვა შეგიძლიათ. ამ ულამაზეს, მწვანეში ჩაფლულ ხეობაში ნახავთ მერისის წყალუხვ ჩანჩქერს, რომელიც ღრმად შეჭრილ, მიხვეულ-მოხვეულ მთებშია ჩამალული, ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევებს, რომლის კედლებშიც ახლა სოფლის მკვიდრები ცხოვრობენ. აქვეა გუნდაურის სამკურნალო-მინერალური წყლებიც.

პიკნიკისთვის თუ გზად შესვენებას გადაწყვეტთ, სოფელ გარეტყესთან ახლოს, გვახას საპიკნიკე ადგილას უნდა შეჩერდეთ – მდინარის ხეობაში აქ წყლის ბუნებრივი აუზი იქმნება. ლურჯ, კამკამა წყალში ბანაობაც შეგიძლიათ და ტყეში პიკნიკის მოწყობაც.

მერისის ხეობა აჭარის ტურისტულ რუკაზე შედარებით ახალი მარშრუტია, რომელსაც დანარჩენი მიმართულებებისგან აჭარის უგემრიელესი, ტრადიციული კერძებისა და ბუნებრივ – ისტორიული ღირსშესანიშნაობების გარდა განსხვავებული საოჯახო სასტუმროები გამოარჩევს.

აქ ჩამოსულ ტურისტებს სასტუმროები ფოლკლორულ მასტერკლასებს სთავაზობენ და სტუმრები ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს სწავლობენ. ავსტრალიელი ლოიდ ოჰონლონი ჯემალ თურმანიძის საოჯახო სასტუმროში ერთი წელია ცხოვრობს და ხალხურ სიმღერებს სწავლობს. ლოიდმა წელს ქედელობის დღესასწაულზე ავსტრალიიდან ფოლკლორისტთა 25-კაციანი გუნდიც ჩამოიყვანა, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ ცეკვა-სიმღერის ადგილობრივ ტრადიციებს. სწორედ ფოლკლორში მასტერკლასების გამო მერისის ხეობა უცხოელი ეთნოლოგების, ფოლკლორისტების საყვარელი ადგილია აჭარაში.

მერისის ხეობა გამორჩეული ცეკვისა და სიმღერის ტრადიციითაა ცნობილი აჭარაში. აქ მოისმენთ სიმღერებს: „მერისული მაყრული“, „თირინი“, „ცაგუნა“, „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“, „ხინწკალა“, „ჩათხრობილი“ და სხვა.

https://www.youtube.com/watch?v=ZnZQkAbRmto

ზენდიდის ციხე

მერისის ხეობაში ჩასვლამდე, ქედის ცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, ზენდიდის ციხის მონახულება შეგიძლიათ. ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა არქიტექტურული დეტალები მიგვანიშნებს, რომ ადრეულ საუკუნეებშია აგებული. ციხე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს, აქედან ქედის სოფლების ულამაზესი ხედები იშლება. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ახლა ადგილობრივები სახლობენ.

ქედის ისტორიული მუზეუმი

ქედის ისტორიულ მუზეუმში მერისში ასვლამდე მოხვდებით. აქ ადგილობრივი ყოფის ამსახველი ყოველდღიური ნივთები, სამოსი, შრომის იარაღები და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი. მუზეუმის დირექტორი ცდილობს ექსპონატები გაამრავალფეროვნოს და საქართველოს ახლო წარსულიდან შემორჩენილი ნივთებიც განათავსოს მუზეუმში. აქ საბჭოთა სიმბოლიკის ნიმუშებსაც ნახავთ აჭარული თოფის, მაჭახელასა და ძველებური სკივრების, სამოსის გვერდით.

მერისის წყალუხვი ჩანჩქერი

ყველა ჩანჩქერთან ზაფხულში, გაზაფხულზე თუ ადრეულ შემოდგომაზე ტურისტების სიმრავლეა. ხანდახან ასეთი ადგილები, სადაც, წესით, დასასვენებლად და განსატვირთად მიდიან, გადატვირთულია და დასვენებაც არ ხერხდება. მერისის ჩანჩქერი კი დიდი ხანი არ არის, რაც ადგილობრივებმა აღმოაჩინეს., ეს ტურისტული მარშრუტი შედარებით ახალია, ბევრმა ჯერ არ იცის მის შესახებ და ამიტომ აქ ნამდვილი დასვენების მოწყობა შეიძლება. ჩანჩქერზე წყალი გუბდება და ბანაობაც შეიძლება. მერისის ჩანჩქერი 30 მეტრის სიმაღლიდან მოჩქებს და წყალუხვობითაა გამორჩეული.

გვახას საპიკნიკე

ეს იდეალური ადგილია ბუნებაში დასვენების მოყვარულებისთვის – სუფთა, ლურჯი წყალი, ბუნებრივი აუზი, რომელსაც მდინარის ხეობა ქმნის იდეალურია საბანაოდ და გასაგრილებლად. აქვეა მთის სუფთა წყაროც. მდინარის ხეობა მწვანე ლიანებშია ჩაფლული. ბუნება აქ ყველა პირობას ქმნის სრული განტვირთვისთვის. გვახას საპიკნიკე და საბანაო ადგილებს სოფელ გარეტყის პირველ შესახვევშივე მიადგებით.

მსუყე კერძები

აჭარაში გემრიელი ბორანო და სინორი არავის უკვირს, მაგრამ მერისში ბევრ სხვა ტრადიციულ, აჭარულ კერძსაც საუკეთესოდ ამზადებენ: ყათმერს, ფხალ-ლობიოს, ქალაჯოს და ქათამს ნიგვზით. – ყათმერი ტკბილეულია და ცომში ნიგვზითა და შაქრის გულით ცხვება. ქალაჯოს მოსამზადებლად კი ადუღებულ იაღს, ნადუღს და ნიორს დაფშვნილ მჭადს უმატებენ.

საოჯახო სასტუმროებში ყველა ოჯახს საკუთარი მეურნეობა აქვს: ბორანოსთვის ოჯახები ძროხის რძისგან ამზადებენ ყველს. სალათებში იქვე დაკრეფილი კიტრი და პომიდორია. ღვინოც ადგილობრივია: თეთრი ცოლიკაური ან ვარდისფერი ჩხავერი.

სწორედ ამ ნაზი, არომატული ღვინოების ზომიერ დოზაზეა დამოკიდებული მხიარულება, რაც მერისულ საოჯახო სასტუმროებში მირთმეულ სადილებს ყოველთვის სდევს თან. მერისში წარმოუდგენელია სტუმრებს გემრიელად მირთმევის შემდეგ ადგილობრივებმა გულიანად არ უმღერონ – ისე, როგორც მხოლოდ მერისში მღერიან. ამ დროს იგრძნობთ, რომ ადგილობრივებთან ერთად სადილი არ არის მხოლოდ სადილი. ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად სიმღერაც არ არის მხოლოდ სიმღერა და ასეთ მოგზაურობებში ჩნდება ყველაზე საინტერესო თავგადასავლები და იბადება ამბები.

https://www.youtube.com/watch?v=Tl0ySLQeLqM

საოჯახო სასტუმროები მერისში

თუ გავითვალსწინებთ, რომ ბათუმიდან მერისამდე 5-6 საათის სავალი გზაა, მაშინ ლოგიკურია, რომ აქაურობის მოსანახულებლად ერთი დღე ძალიან მცირე დროდ მოგეჩვენებათ. მერისის ხეობაში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, სადაც შვებულების სასიამოვნო დღეების გატარებას შეძლებთ.

§ საოჯახო სასტუმრო „მოყვარე“

ჯემალ თურმანიძის ეს საოჯახო სასტუმრო მერისის ხეობის სოფელ გარეტყეში, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს. ოჯახის სამი თაობა, გარდა გემრიელი კერძების შეთავაზებისა, ტურისტებს ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებს ასწავლის. თურმანიძეების საოჯახო სასტუმროში ყოველ წელს ქართული ფოლკლორით დაინტერესებული უამრავი უცხოელი სტუმარი ჩამოდის. ამ სახლიდან ყოველთვის ცეკვის, სიმღერისა და მხიარულების ხმა ისმის.

§ რევაზ სურმანიძის საოჯახო სასტუმრო

სოფელ მერისში მდებარეობს, ჩანჩქერთან ახლოს. აქ თუ რამდენიმე დღით დარჩებით, მერისის ჩანჩქერს მოინახულებთ და სოფლის ირგვლივ ლაშქრობას მოაწყობთ, მდინარეში ითევზავებთ და მერისის ხეობის ულამაზესი ხედებით დატკბებით დილაობით.

§ საოჯახო სასტუმრო „ჯიჯი”

ეს სასტუმროც მერისის ჩანჩქერთანაა ახლოს. აქედან გუნდაურის მინერალური წყლის დასაგემოვნებლად გაემართებით, საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებს სოფლის მეურნეობის პროდუქტები თავად მოჰყავთ და უგემრიელეს, ახალდამზადებულ კერძებს შემოგთავაზებენ ნებისმიერ დროს.

§ გურამ თურმანიძის საოჯახო სასტუმრო

ეს შენობაც ასევე სოფელ მერისში მდებარეობს. სასტუმროსთან ახლოსაა გვახას საპიკნიკე ადგილი, სადაც იბანავებთ, ითევზავებთ, ადგილობრივ აგროპროდუქტებს დააგემოვნებთ და სუფთა ჰაერზე ისეირნებთ ტყეში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი