პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზები ქართველების უძრავ ქონებას ვერ იყოფენ - სისხლიანი გარჩევები ომის შემდეგ მიტოვებული ობიექტებისთვის
აფხაზები ქართველების უძრავ ქონებას ვერ იყოფენ - სისხლიანი გარჩევები ომის შემდეგ მიტოვებული ობიექტებისთვის

წლე­ბის შემ­დეგ, აფხა­ზე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის უძ­რავ ქო­ნე­ბას ვერ იყო­ფენ

ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის დას­რუ­ლე­ბი­დან 25 წლის შემ­დეგ, ქარ­თვე­ლე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა-მი­ტა­ცე­ბას, არა­ერ­თი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. ასე გრძელ­დე­ბა დღემ­დე.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ გაგ­რა­ში ორი ობი­ექ­ტის გა­და­ნა­წი­ლე­ბა, რომ­ლებ­საც ომამ­დე ქარ­თვე­ლე­ბი ამუ­შა­ვებ­დნენ, კი­დევ ერთი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. უფრო სწო­რად, კონ­ფლიქ­ტი წლე­ბის წინ იყო და­წყე­ბუ­ლი და დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ძველ გაგ­რა­ში, რეს­ტო­რან "აბა­ტას" მიმ­დე­ბა­რედ, ორი ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბა დგას. ერთ-ერთ მათ­გან­ში ომამ­დე სურ­სა­თის მა­ღა­ზია იყო, მე­ო­რე­ში - რეს­ტო­რა­ნი. ორი­ვე მათ­განს ქარ­თვე­ლი უფ­რო­სი ჰყავ­და, თუმ­ცა იქ აფხა­ზე­ბიც მუ­შა­ობ­დნენ.

"ომის შემ­დეგ თით­ქმის ყვე­ლა ასეთ ობი­ექტს, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლე­ბი ამუ­შა­ვებ­დნენ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­უს­წორ­დნენ, თით­ქოს, მას ქარ­თვე­ლე­ბი თან წა­ი­ღებ­დნენ", - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

არა­და, თა­ვად შე­ნო­ბა გაგ­რის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ეკუთ­ვნო­და. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ორი­ვე მათ­გა­ნის შეს­ყიდ­ვას ქარ­თვე­ლე­ბი აპი­რებ­დნენ. თუმ­ცა, მა­ლე­ვე ომი და­ი­წყო... შემ­დეგ კი, უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი ქო­ნე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბის­თვის ბრძო­ლა აფხა­ზებ­მა და­ი­წყეს - ომამ­დე იქ მო­მუ­შა­ვე ლე­სიკ სა­ბუ­ამ და აფხა­ზე­თის ყო­ფი­ლი ე.წ შს მი­ნის­ტრის აბე­სა­ლომ ბე­ი­ას ცოლ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და.

ომის შემ­დეგ, ლე­სიკ სა­ბუ­ამ და "ექს-მი­ნის­ტრის" 36 წლის შვილ­მა, თე­მურ ბე­ი­ამ ობი­ექ­ტე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ომი და­ი­წყეს. ლე­სიკს მისი შეს­ყიდ­ვა უნ­დო­და. მსგავ­სი მცდე­ლო­ბა არ ჰქო­ნია თე­მურს, რო­მელ­საც მა­მის ხა­ზით, მეტი გავ­ლე­ნე­ბი ჰქონ­და და, რო­გორც ჩანს, ფორ­მა­ლუ­რი მხა­რეც არ მი­აჩ­ნდა აუ­ცი­ლებ­ლო­ბად.

თა­ვის მხრივ არც სა­ბუა აპი­რებ­და უკან და­ხე­ვას, რად­გან აფხა­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, 90-იანი წლე­ბის "ომის მო­ნა­წი­ლე, ვე­ტე­რა­ნია და შშმ პი­რის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს". შე­სა­ბა­მი­სად, მათ აქვთ ამ­ბი­ცია, რომ რე­გი­ონ­ში გარ­კვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით უნდა სარ­გებ­ლობ­დნენ.

ერთი სი­ტყვით, 2018 წლის აპ­რილ­ში, მამა-შვილ­მა ბე­ი­ებ­მა შე­ნო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყეს. ლე­სიკ სა­ბუ­ამ პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა ჯერ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბით სცა­და. რომ არ გაჭ­რა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან გახ­სნა ცე­ცხლი, თუმ­ცა ჰა­ერ­ში და მამა-შვი­ლი გა­აფრ­თხი­ლა, რომ თუ არ შეჩრდე­ბოდ­ნენ, ეს­რო­და. მამა-შვი­ლი შე­ჩერ­და. სა­ბუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ კი "სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე" აღიძ­რა და მას სამ­წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი მი­უ­სა­ჯეს.

თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი ასე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა... მა­ი­სის ბო­ლოს სა­ბუა და ბე­ი­ე­ბი ისევ შე­ე­ჯახ­ნენ ერ­თმა­ნეთს. თე­მურ ბე­ი­ამ პის­ტო­ლე­ტით მძი­მედ დაჭ­რა სა­ბუა, რომ­ლის ჯანრმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ომის შემ­დეგ, ისე­დაც მძი­მე იყო. ბეია ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა და რაც მთა­ვა­რია, მისი ძებ­ნა არც არა­ვის უც­დია.

თა­ვის მხრივ, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზე­ბი ამ­ბო­ბენ, ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ომის შემ­დეგ ად­გი­ლორ­ბი­ვებ­მა გა­ძარ­ცვეს, დღემ­დე ბაგგრის რა­ი­ო­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში რჩე­ბა. თუმ­ცა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის აპა­რა­ტი ამ ყვე­ლა­ფერს ჩუ­მად ადევ­ნებს თვალს. რაც ნიშ­ნავს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ბე­ი­ებ­მა ფული გა­და­უ­ხა­დეს ან რა­ღაც გა­რი­გე­ბა შედ­გა.

სა­ბუ­ამ ე.წ. პრე­ზი­დენტს, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს მი­მარ­თა თხოვ­ნით, და­იც­ვან მისი უფ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა, ბე­ი­ას ძებ­ნა ისევ არ და­წყე­ბუ­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ ბე­ი­ამ უკვე და­ტო­ვა აფხა­ზე­თი, რა­საც "პრო­კუ­რა­ტუ­რა" უარ­ყოფს. მე­ტიც, ის არ ჩანს, მაგ­რამ "სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტეტ­ში", რო­მელ­შიც ის მუ­შა­ობ­და, რჩე­ბა და ხელ­ფა­სიც ერი­ცხე­ბა.

"ასე­თი კარ­გი სა­ხელ­მწი­ფოს გვაქვს, გაგ­რის მუ­ნი­ცი­პი­ლი­ტე­ტი დუმს, რად­გან კო­რუფ­ცია ყვე­ლა­ფერს მარ­თავს. ბეია, რო­მე­ლიც პის­ტო­ლე­ტით მოძ­რა­ობ­და და მისი კარ­გი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის, გა­უ­ჩი­ნარ­და, თუმ­ცა, ხელ­ფა­სი ერი­ცხე­ბა. რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს, ადა­მა­ი­ნე­ბი ია­რა­ღით არ­კვე­ვენ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. აქ კი, ია­რა­ღი ყვე­ლას აქვს", - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

"რამ­დე­ნი­მე წლის მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა, ქარ­თვე­ლის სახ­ლი რომ ვერ გა­იყ­ვეს აფხა­ზებ­მა და ერ­თმა, მე­ო­რის ჯი­ნა­ზე, ბომ­ბი აა­ფეთ­ქა სახ­ლში და ასე და­ან­გრია სახ­ლი, რო­მე­ლიც ომს უვ­ნე­ბე­ლი გა­და­ურ­ჩა. დღემ­დე ისეა, ხე­ე­ბი ამო­ვი­და, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ეკა­რე­ბა. ჩა­მოვ­თვა­ლო ყვე­ლა სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის ქო­ნე­ბის გარ­შე­მო მომ­ხდა­რა? მარ­ტო ავ­ტო­ფა­რე­ხის ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვი რად ღირს, რო­მე­ლიც შემ­დეგ სო­მეხ­მა ვე­ტე­რა­ნებ­მა მი­ი­სა­კუთ­რეს და ხმაც ვერ ამო­ი­ღო ვე­რა­ვინ?არა­და, გარ­შე­მო ამ­დე­ნი უსახ­ლკა­რო ბავ­შვი და მო­ხუ­ცი გვყავს. 25 წე­ლია პი­რად ინ­ტე­რე­სებს ვწი­რავთ ყვე­ლა­ფერს. და­სა­ცი­ნე­ბი ვართ, აბა რა", - წე­რენ ად­გი­ლობ­რივ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის თქმით, "არც სა­ბუაა ან­გე­ლო­ზი - რად­გან ვე­ტე­რა­ნია, მი­აჩ­ნია, რომ ნა­დავ­ლი ეკუთ­ვნის და გაგ­რა­ში ლა­მის მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა მი­ი­სა­კუთ­რა".

ავტორი:

აფხაზები ქართველების უძრავ ქონებას ვერ იყოფენ - სისხლიანი გარჩევები ომის შემდეგ მიტოვებული ობიექტებისთვის

აფხაზები ქართველების უძრავ ქონებას ვერ იყოფენ - სისხლიანი გარჩევები ომის შემდეგ მიტოვებული ობიექტებისთვის

წლების შემდეგ, აფხაზები ქართველების უძრავ ქონებას ვერ იყოფენ

ქართულ-აფხაზური ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ, ქართველების მიერ დატოვებული უძრავი ქონების გაყოფა-მიტაცებას, არაერთი დაპირისპირება მოჰყვა. ასე გრძელდება დღემდე.

რამდენიმე თვის წინ გაგრაში ორი ობიექტის გადანაწილება, რომლებსაც ომამდე ქართველები ამუშავებდნენ, კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა. უფრო სწორად, კონფლიქტი წლების წინ იყო დაწყებული და დღემდე გრძელდება.

ძველ გაგრაში, რესტორან "აბატას" მიმდებარედ, ორი ნახევრად დანგრეული შენობა დგას. ერთ-ერთ მათგანში ომამდე სურსათის მაღაზია იყო, მეორეში - რესტორანი. ორივე მათგანს ქართველი უფროსი ჰყავდა, თუმცა იქ აფხაზებიც მუშაობდნენ.

"ომის შემდეგ თითქმის ყველა ასეთ ობიექტს, რომელსაც ქართველები ამუშავებდნენ, ადგილობრივები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ, თითქოს, მას ქართველები თან წაიღებდნენ", - წერს აფხაზური მედია.

არადა, თავად შენობა გაგრის რაიონის ადმინისტრაციას ეკუთვნოდა. არსებული ვერსიით, ორივე მათგანის შესყიდვას ქართველები აპირებდნენ. თუმცა, მალევე ომი დაიწყო... შემდეგ კი, უპატრონოდ დარჩენილი ქონების მისაკუთრებისთვის ბრძოლა აფხაზებმა დაიწყეს - ომამდე იქ მომუშავე ლესიკ საბუამ და აფხაზეთის ყოფილი ე.წ შს მინისტრის აბესალომ ბეიას ცოლმა, რომელიც ასევე რესტორანში მუშაობდა.

ომის შემდეგ, ლესიკ საბუამ და "ექს-მინისტრის" 36 წლის შვილმა, თემურ ბეიამ ობიექტებისთვის ნამდვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ომი დაიწყეს. ლესიკს მისი შესყიდვა უნდოდა. მსგავსი მცდელობა არ ჰქონია თემურს, რომელსაც მამის ხაზით, მეტი გავლენები ჰქონდა და, როგორც ჩანს, ფორმალური მხარეც არ მიაჩნდა აუცილებლობად.

თავის მხრივ არც საბუა აპირებდა უკან დახევას, რადგან აფხაური მედიის ცნობით, 90-იანი წლების "ომის მონაწილე, ვეტერანია და შშმ პირის სტატუსით სარგებლობს". შესაბამისად, მათ აქვთ ამბიცია, რომ რეგიონში გარკვეული პრივილეგიებით უნდა სარგებლობდნენ.

ერთი სიტყვით, 2018 წლის აპრილში, მამა-შვილმა ბეიებმა შენობების დემონტაჟი დაიწყეს. ლესიკ საბუამ პროცესის შეჩერება ჯერ სიტყვიერი გაფრთხილებით სცადა. რომ არ გაჭრა, ავტომატური იარაღიდან გახსნა ცეცხლი, თუმცა ჰაერში და მამა-შვილი გააფრთხილა, რომ თუ არ შეჩრდებოდნენ, ესროდა. მამა-შვილი შეჩერდა. საბუას წინააღმდეგ კი "სისხლის სამართლის საქმე" აღიძრა და მას სამწლიანი პირობითი მიუსაჯეს.

თუმცა, ყველაფერი ასე არ დასრულებულა... მაისის ბოლოს საბუა და ბეიები ისევ შეეჯახნენ ერთმანეთს. თემურ ბეიამ პისტოლეტით მძიმედ დაჭრა საბუა, რომლის ჯანრმთელობის მდგომარეობა ომის შემდეგ, ისედაც მძიმე იყო. ბეია ადგილიდან მიიმალა და რაც მთავარია, მისი ძებნა არც არავის უცდია.

თავის მხრივ, როგორც ადგილობრივი აფხაზები ამბობენ, ნახევრად დანგრეული შენობები, რომლებიც ომის შემდეგ ადგილორბივებმა გაძარცვეს, დღემდე ბაგგრის რაიონის საკუთრებაში რჩება. თუმცა, ადმინისტრაციის აპარატი ამ ყველაფერს ჩუმად ადევნებს თვალს. რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ბეიებმა ფული გადაუხადეს ან რაღაც გარიგება შედგა.

საბუამ ე.წ. პრეზიდენტს, გენერალურ პროკურატურასა და ყველა შესაბამის ორგანოს მიმართა თხოვნით, დაიცვან მისი უფლებები, თუმცა, ბეიას ძებნა ისევ არ დაწყებულა. არსებული ინფორმაციით, თემურ ბეიამ უკვე დატოვა აფხაზეთი, რასაც "პროკურატურა" უარყოფს. მეტიც, ის არ ჩანს, მაგრამ "სახელმწიფო კომიტეტში", რომელშიც ის მუშაობდა, რჩება და ხელფასიც ერიცხება.

"ასეთი კარგი სახელმწიფოს გვაქვს, გაგრის მუნიციპილიტეტი დუმს, რადგან კორუფცია ყველაფერს მართავს. ბეია, რომელიც პისტოლეტით მოძრაობდა და მისი კარგი საქმეების შესახებ ყველამ იცის, გაუჩინარდა, თუმცა, ხელფასი ერიცხება. როდესაც სახელმწიფო უწყებები არ არსებობს, ადამაინები იარაღით არკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას. აქ კი, იარაღი ყველას აქვს", - წერენ აფხაზები.

"რამდენიმე წლის მომხდარი ამბავი მახსენდება, ქართველის სახლი რომ ვერ გაიყვეს აფხაზებმა და ერთმა, მეორის ჯინაზე, ბომბი ააფეთქა სახლში და ასე დაანგრია სახლი, რომელიც ომს უვნებელი გადაურჩა. დღემდე ისეა, ხეები ამოვიდა, მაგრამ ვერავინ ეკარება. ჩამოვთვალო ყველა სამარცხვინო ფაქტი, რომელიც ქართველების ქონების გარშემო მომხდარა? მარტო ავტოფარეხის ცნობილი ამბავი რად ღირს, რომელიც შემდეგ სომეხმა ვეტერანებმა მიისაკუთრეს და ხმაც ვერ ამოიღო ვერავინ?არადა, გარშემო ამდენი უსახლკარო ბავშვი და მოხუცი გვყავს. 25 წელია პირად ინტერესებს ვწირავთ ყველაფერს. დასაცინები ვართ, აბა რა", - წერენ ადგილობრივ სოციალურ ქსელში.

კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებლის თქმით, "არც საბუაა ანგელოზი - რადგან ვეტერანია, მიაჩნია, რომ ნადავლი ეკუთვნის და გაგრაში ლამის მთელი სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი