მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქოციონალი", შტაბკვარწირა", ფეიკ-გვერდები და ტროლები - წინასაარჩევნო დეზინფორმაცია "ფეისბუქში"
"ქოციონალი", შტაბკვარწირა", ფეიკ-გვერდები და ტროლები - წინასაარჩევნო დეზინფორმაცია "ფეისბუქში"

რო­გორ ვებ­რძო­ლოთ "ფე­ის­ბუქ­ში" გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას? - ეს არის კი­თხვა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ექ­სპერ­ტებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს, უკვე ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლებ­საც აწუ­ხებთ. მა­შინ რო­დე­საც, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ნა­კა­დი ღვა­რად მო­ე­დი­ნე­ბა, მას­ში რე­ა­ლუ­რი და სი­მარ­თლეს­თან მიმსგავ­სე­ბუ­ლი ამ­ბის გარ­ჩე­ვა ნე­ბის­მი­ერს გა­უ­ჭირ­დე­ბა.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში კი, "ამ­ღვრე­ულ წყალ­ში" დიდი თევ­ზის და­ჭე­რას, მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის სხვა­დას­ხვა ნა­პირ­ზე მყო­ფი ძა­ლე­ბი ახერ­ხე­ბენ... ვინ ამ­ღვრევს წყალს ანუ ვინ მი­მარ­თავს ე.წ Fake News-ების პრაქ­ტი­კას ყვე­ლა­ზე ხში­რად, რო­გორ მუ­შა­ობს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მან­ქა­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და რა მე­ქა­ნიზ­მით მოქ­მე­დე­ბენ "ტრო­ლე­ბი"?

გარ­და იმი­სა, რომ AMBEBI.GE-მ სა­ეჭ­ვო წარ­მო­მავ­ლო­ბის ფე­ის­ბუქ-გვერ­დებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა აწარ­მოა, კი­თხვე­ბით სფე­როს ექ­სპერ­ტებს, ანა­ლი­ტი­კო­სებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მრავ­ლა­დაა გვერ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რი­სა თუ პრო­ცე­სის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­სა და გა­შარ­ჟე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და მათი ლი­დე­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი, წლე­ბია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

მა­გა­ლი­თად, ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი გვერ­დი "მი­ხე­ილ უკ­რა­ი­ნო­ლო­გი", რო­მე­ლიც 2012 წლის 15 აგ­ვის­ტოს შე­იქ­მნა და რო­მელ­საც 133 ათას­ზე მეტი მომ­წო­ნე­ბე­ლი და 137 ათას­ზე მეტი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. თუმ­ცა, არის ისე­თი გვერ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლად წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ შე­იქ­მნა.

  • რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ტრო­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ში"?

ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტის დათო აბ­ზი­ა­ნი­ძის გა­მოც­დი­ლე­ბას თუ და­ვუ­ჯე­რებთ, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი Facebook ჯგუ­ფებს ყი­დუ­ლო­ბენ და იქ მათ­თვის ხელ­საყ­რელ ინ­ფორ­მა­ცი­ას მარ­ტი­ვად და სრუ­ლი­ად უფა­სოდ ავ­რცე­ლე­ბენ.

Fake news-ების გავ­რცე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია ფე­ის­ბუქ ჯგუ­ფე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბი, ძი­რი­თა­დად ემიგ­რან­ტე­ბის ჯგუ­ფე­ბი აქვთ ნა­ყი­დი. არ­სე­ბობს ასე­თი პრაქ­ტი­კა - 100-200 ლა­რად ყი­დუ­ლო­ბენ ჯგუ­ფებს, რო­მელ­შიც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

რო­დე­საც ჯგუ­ფის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ხდე­ბი, შე­გიძ­ლია, უკვე სრუ­ლი­ად უფა­სოდ რეკ­ლა­მის გა­რე­შე გა­ავ­რცე­ლო პოს­ტი, რო­მე­ლიც ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რს შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით მის­დის. ამ მე­თოდს იყე­ნე­ბენ ძა­ლი­ან კარ­გად“ - გან­მარ­ტა აბ­ზი­ა­ნი­ძემ.

„სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლმა დი­რექ­ტო­რმა მი­ხე­ილ ბე­ნი­ძემ გვი­თხრა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვხდე­ბა ისე­თი ფაქ­ტე­ბიც, რო­დე­საც სა­წყის ეტაპ­ზე Facebook გვერ­დე­ბი სხვა მიზ­ნით იქ­მნე­ბა და რო­გორც წესი გა­სარ­თო­ბი ხა­სი­ა­თი აქვს, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­ზიდ­ვის შემ­დეგ კი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტენ­ტის გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა.

AMBEBI.GE ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, რა სა­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბი­დან ან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის რო­მე­ლი გვერ­დი­დან მო­დის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი ნა­კა­დი. ანა­ლი­ტი­კო­სი ნიკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო ხში­რად ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბიც არი­ან, ეპი­ცენ­ტრში კი "რუს­თა­ვი 2"-ია.

"Fake news-ის მთა­ვა­რი ინ­დუსტრია, გავ­რცე­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრი ეს არის "რუს­თა­ვი 2", რად უნდა მა­გას დიდი დაკ­ვირ­ვე­ბა?! "რუს­თა­ვი 2" მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და გეგ­მა­ზო­მი­ე­რად ეწე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის ძი­რის გა­მო­თხრას" - გვი­პა­სუ­ხა ლა­ლი­აშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ამის ბოლო მა­გა­ლი­თე­ბად რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, ზაზა სა­რა­ლი­ძის დე­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ჯვრის­წე­რის­თვის სვე­ტი­ცხო­ვე­ლის და­კეტ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია მო­იყ­ვა­ნა.

„მა­გა­ლი­თად შე­მიძ­ლია და­გი­სა­ხე­ლოთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლიც, რო­მელ­საც პირ­და­პირ ემუქ­რე­ბი­ან, მათ შო­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით. ამას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, რო­გორც დას­პონ­სო­რე­ბუ­ლი გვერ­დე­ბი, ასე­ვე Fake-ექა­უნ­თე­ბი, ბო­ტე­ბი და ტრო­ლე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად" - აღ­ნიშ­ნა ნიკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი დათო აბ­ზი­ა­ნი­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი Facebook გვერ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

„ძი­რი­თა­დად ახლა გრი­გოლ ვა­შა­ძე­ზე აქვთ კონ­ცენ­ტრა­ცია, თა­ვი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" ჰქონ­დათ აქ­ცენ­ტი და არა მა­გა­ლი­თად "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ზე" და სხვა პარ­ტი­ებ­ზე. ეს გვერ­დე­ბი აზი­ა­რე­ბენ "ფეიკ ნი­უ­სებს", ავ­რცე­ლე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას და ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რეკ­ლა­მა­საც იყე­ნე­ბენ.

ყვე­ლა გვერ­დზე რაც კი ამ­ჟა­მად მაქვს აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თით­ქმის ყვე­ლა მე­ო­რე პოს­ტი დას­პონ­სო­რე­ბუ­ლი აქვთ, რა­შიც საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფულს ხარ­ჯა­ვენ“ - გან­მარ­ტა დათო აბ­ზი­ა­ნი­ძემ.

ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­მარ­თლი­ა­ნმა არ­ჩევ­ნე­ბმა“ პირ­ვე­ლი ტუ­რის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­ვო­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­მო­აქ­ვეყ­ნა ან­გა­რი­ში, სა­დაც გა­მოჩ­ნდა, რომ ორი ძი­რი­თა­დი კან­დი­და­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი გვერ­დე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბით მოქ­მე­დებ­დნენ: 26 ანო­ნი­მუ­რი ფე­ის­ბუქ გვერ­დი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და 27 გვერ­დი - გრი­გოლ ვა­შა­ძის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

მა­გა­ლი­თად, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის შექ­მნილ გვერ­დებს შო­რი­საა: ბრძე­ნი ქოცი, ქო­ცი­ო­ნა­ლი, STOP ბი­ძი­ნა, რე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე და ა.შ.

"რამ­დე­ნი­მე გვერ­დი გაჩ­ნდა არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდ­ში, თუმ­ცა იმ გვერ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობ­და, მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­და, უბ­რა­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბით. ხოლო მას შემ­დეგ, რაც „ოც­ნე­ბამ“ ზუ­რა­ბიშ­ვილს და­უ­ჭი­რა მხა­რი, ამ გვერ­დე­ბის ფო­კუსს და­ე­მა­ტა კან­დი­და­ტის დის­კრე­დი­ტა­ცია" - აღ­ნიშ­ნა არა­სამ­თავ­რო­ბოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ბე­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, იგი­ვე პრინ­ცი­პი შე­ი­ნიშ­ნე­ბა გრი­გოლ ვა­შა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ გვერ­დებ­ზე, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დი გვერ­დე­ბის 2/3 კონ­კრე­ტუ­ლად 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ შე­იქ­მნა. ამ გვერ­დებს შო­რი­საა: გას­ტრო­ლი­ო­რი; ნა­ცია - ადა­მი­ა­ნი?!; ერ­თი­ა­ნი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა; Unofficial: Rustavi 5 და ა.შ.

"ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ უფრო მეტი დას­პონ­სო­რე­ბუ­ლი კონ­ტენ­ტი მი­ე­მარ­თე­ბო­და გრი­გოლ ვა­შა­ძის წი­ნაღ­მდეგ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დი გვერ­დე­ბი, ალ­ბათ, არა­საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის გამო, იმ­დენ პოს­ტებ­სა და კონ­ტენტს არ ას­პონ­სო­რებ­დნენ“ - გან­მარ­ტა ­­ბე­ნი­ძემ.

იმის გამო, რომ ე.წ Fake news ანუ ყალ­ბი ამ­ბე­ბი არა მხო­ლოდ ვიწ­რო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვა გახ­და, ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა სტა­ტი­ე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვა­მოწ­მოთ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბა.

ჩვე­ნი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის რჩე­ვე­ბი კი ასე­თია:

  • პირ­ველ რიგ­ში გა­და­ა­მოწ­მეთ ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო და ის გვერ­დი, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.
  • გავ­რცე­ლე­ბამ­დე წა­ი­კი­თხეთ არა მხო­ლოდ სა­თა­უ­რი, არა­მედ ტექ­სტიც, რად­გან ისი­ნი შე­საძ­ლოა ერ­თმა­ნეთს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს.
  • ნა­ხეთ ვინ არის ტექ­სტის ავ­ტო­რი
  • შე­ა­მოწ­მეთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის თა­რი­ღი
  • შე­ა­ფა­სეთ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი

და ეცა­დეთ, ნაკ­ლე­ბად გა­ე­ბათ თქვენ­თვის წი­ნას­წარ და­გე­ბულ მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხა­ფან­გში!

ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა: ISFED; ფბ-გვერ­დე­ბი: მი­ხე­ილ უკ­რა­ი­ნო­ლო­გი; ბრძე­ნი ქოცი; გრი­გოლ შტა­ბკ­ვარ­წი­რა; ღმერ­თო ტა­ბუ­რეტ­კა გვეს­რო­ლე;

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ქოციონალი", შტაბკვარწირა", ფეიკ-გვერდები და ტროლები - წინასაარჩევნო დეზინფორმაცია "ფეისბუქში"

"ქოციონალი", შტაბკვარწირა", ფეიკ-გვერდები და ტროლები - წინასაარჩევნო დეზინფორმაცია "ფეისბუქში"

როგორ ვებრძოლოთ "ფეისბუქში" გავრცელებულ დეზინფორმაციას? - ეს არის კითხვა, რომელიც არა მხოლოდ ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს, უკვე ინტერნეტ-მომხმარებლებსაც აწუხებთ. მაშინ როდესაც, ინფორმაციული ნაკადი ღვარად მოედინება, მასში რეალური და სიმართლესთან მიმსგავსებული ამბის გარჩევა ნებისმიერს გაუჭირდება.

წინასაარჩევნო პერიოდში კი, "ამღვრეულ წყალში" დიდი თევზის დაჭერას, მხოლოდ ქართული პოლიტიკის სხვადასხვა ნაპირზე მყოფი ძალები ახერხებენ... ვინ ამღვრევს წყალს ანუ ვინ მიმართავს ე.წ Fake News-ების პრაქტიკას ყველაზე ხშირად, როგორ მუშაობს დეზინფორმაციის მანქანა სოციალურ ქსელში და რა მექანიზმით მოქმედებენ "ტროლები"?

გარდა იმისა, რომ AMBEBI.GE-მ საეჭვო წარმომავლობის ფეისბუქ-გვერდებზე დაკვირვება აწარმოა, კითხვებით სფეროს ექსპერტებს, ანალიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მიმართა.

სოციალურ ქსელში მრავლადაა გვერდები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური აქტორისა თუ პროცესის დისკრედიტაციასა და გაშარჟებას ემსახურება. ზოგიერთი მათგანი, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მათი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, წლებია ფუნქციონირებს.

მაგალითად, ყველასთვის კარგად ნაცნობი გვერდი "მიხეილ უკრაინოლოგი", რომელიც 2012 წლის 15 აგვისტოს შეიქმნა და რომელსაც 133 ათასზე მეტი მომწონებელი და 137 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს. თუმცა, არის ისეთი გვერდები, რომლებიც კონკრეტულად წინასაარჩევნოდ შეიქმნა.

  • როგორ მუშაობენ ტროლები "ფეისბუქში"?

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის დათო აბზიანიძის გამოცდილებას თუ დავუჯერებთ, დაინტერესებული პირები Facebook ჯგუფებს ყიდულობენ და იქ მათთვის ხელსაყრელ ინფორმაციას მარტივად და სრულიად უფასოდ ავრცელებენ.

Fake news-ების გავრცელებისთვის ყველაზე კარგი და აპრობირებული მეთოდია ფეისბუქ ჯგუფების გამოყენება. რასაც ვაკვირდები, ძირითადად ემიგრანტების ჯგუფები აქვთ ნაყიდი. არსებობს ასეთი პრაქტიკა - 100-200 ლარად ყიდულობენ ჯგუფებს, რომელშიც ათასობით ადამიანია გაერთიანებული.

როდესაც ჯგუფის ადმინისტრატორი ხდები, შეგიძლია, უკვე სრულიად უფასოდ რეკლამის გარეშე გაავრცელო პოსტი, რომელიც ჯგუფის ყველა წევრს შეტყობინების სახით მისდის. ამ მეთოდს იყენებენ ძალიან კარგად“ - განმარტა აბზიანიძემ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ გვითხრა, რომ სოციალურ ქსელში გვხდება ისეთი ფაქტებიც, როდესაც საწყის ეტაპზე Facebook გვერდები სხვა მიზნით იქმნება და როგორც წესი გასართობი ხასიათი აქვს, მომხმარებლების მოზიდვის შემდეგ კი პოლიტიკური კონტენტის გავრცელების საშუალებად გადაიქცევა.

AMBEBI.GE ასევე დაინტერესდა, რა სახის საინფორმაციო საშუალებიდან ან სოციალური ქსელის რომელი გვერდიდან მოდის დეზინფორმაციის ყველაზე ინტენსიური ნაკადი. ანალიტიკოსი ნიკა ლალიაშვილი ამბობს, რომ დეზინფორმაციის წყარო ხშირად ტელევიზიებიც არიან, ეპიცენტრში კი "რუსთავი 2"-ია.

"Fake news-ის მთავარი ინდუსტრია, გავრცელების ეპიცენტრი ეს არის "რუსთავი 2", რად უნდა მაგას დიდი დაკვირვება?! "რუსთავი 2" მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ეწევა საქართველოს ეროვნული ინტერესების ძირის გამოთხრას" - გვიპასუხა ლალიაშვილმა, რომელმაც ამის ბოლო მაგალითებად რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, ზაზა სარალიძის დედის საავადმყოფოში გადაყვანასთან და ბერა ივანიშვილის ჯვრისწერისთვის სვეტიცხოველის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია მოიყვანა.

„მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც პირდაპირ ემუქრებიან, მათ შორის სიცოცხლის მოსპობით. ამას ახორციელებენ, როგორც დასპონსორებული გვერდები, ასევე Fake-ექაუნთები, ბოტები და ტროლები და ყველაფერი ერთად" - აღნიშნა ნიკა ლალიაშვილმა.

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი დათო აბზიანიძე კი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ გააქტიურებული Facebook გვერდების უმეტესობა, ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ძირითადად ახლა გრიგოლ ვაშაძეზე აქვთ კონცენტრაცია, თავიდან "ნაციონალურ მოძრაობაზე" ჰქონდათ აქცენტი და არა მაგალითად "ევროპულ საქართველოზე" და სხვა პარტიებზე. ეს გვერდები აზიარებენ "ფეიკ ნიუსებს", ავრცელებენ დეზინფორმაციას და ძალიან დიდი რაოდენობით რეკლამასაც იყენებენ.

ყველა გვერდზე რაც კი ამჟამად მაქვს აღმოჩენილი, თითქმის ყველა მეორე პოსტი დასპონსორებული აქვთ, რაშიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ფულს ხარჯავენ“ - განმარტა დათო აბზიანიძემ.

ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ პირველი ტურის წინ სოციალურ ქსელში მიმდინარე აქტივობის ანალიზის შედეგად გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც გამოჩნდა, რომ ორი ძირითადი კანდიდატის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი გვერდები ფაქტობრივად თანაბარი რაოდენობით მოქმედებდნენ: 26 ანონიმური ფეისბუქ გვერდი ფუნქციონირებდა სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ და 27 გვერდი - გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ.

მაგალითად, ზურაბიშვილის და "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის შექმნილ გვერდებს შორისაა: ბრძენი ქოცი, ქოციონალი, STOP ბიძინა, რეზიდენტი სალომე და ა.შ.

"რამდენიმე გვერდი გაჩნდა არჩევნების წინა პერიოდში, თუმცა იმ გვერდების უმეტესობა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუშაობდა, მანამდეც არსებობდა, უბრალოდ არჩევნებამდე დაკავებულები იყვნენ "ქართული ოცნებისა" და პარტიის ლიდერების დისკრედიტაციული მასალების გავრცელებით. ხოლო მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი, ამ გვერდების ფოკუსს დაემატა კანდიდატის დისკრედიტაცია" - აღნიშნა არასამთავრობოს აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

მისივე თქმით, იგივე პრინციპი შეინიშნება გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მიმართულ გვერდებზე, იმ განსხვავებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ მოქმედი გვერდების 2/3 კონკრეტულად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა. ამ გვერდებს შორისაა: გასტროლიორი; ნაცია - ადამიანი?!; ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა; Unofficial: Rustavi 5 და ა.შ.

"ჩვენი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ უფრო მეტი დასპონსორებული კონტენტი მიემართებოდა გრიგოლ ვაშაძის წინაღმდეგ. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მოქმედი გვერდები, ალბათ, არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, იმდენ პოსტებსა და კონტენტს არ ასპონსორებდნენ“ - განმარტა ბენიძემ.

იმის გამო, რომ ე.წ Fake news ანუ ყალბი ამბები არა მხოლოდ ვიწრო ნაციონალური, არამედ გლობალური გამოწვევა გახდა, ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ვრცელდება სტატიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია გადავამოწმოთ კონკრეტული ინფორმაციის სანდოობა.

ჩვენი და საერთაშორისო ექსპერტების რჩევები კი ასეთია:

  • პირველ რიგში გადაამოწმეთ ინფორმაციის წყარო და ის გვერდი, რომელიც ინფორმაციას ავრცელებს.
  • გავრცელებამდე წაიკითხეთ არა მხოლოდ სათაური, არამედ ტექსტიც, რადგან ისინი შესაძლოა ერთმანეთს არ შეესაბამებოდეს.
  • ნახეთ ვინ არის ტექსტის ავტორი
  • შეამოწმეთ გამოქვეყნების თარიღი
  • შეაფასეთ გამოყენებული წყაროები

და ეცადეთ, ნაკლებად გაებათ თქვენთვის წინასწარ დაგებულ მცდარი ინფორმაციის ხაფანგში!

ვიზუალური მასალა: ISFED; ფბ-გვერდები: მიხეილ უკრაინოლოგი; ბრძენი ქოცი; გრიგოლ შტაბკვარწირა; ღმერთო ტაბურეტკა გვესროლე;

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა პირველ მარტამდე არ აღდგება

როდემდე იქნება ძალაში "კომენდანტის საათი"

სავაჭრო ცენტრები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ ექნება