პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამედიცინო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ქართველი მშობიარის უმძიმესი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმმა გულის შეტევა მიიღო
"სამედიცინო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ქართველი მშობიარის უმძიმესი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმმა გულის შეტევა მიიღო

ერთი ბეწო მა­ჯა­ზე სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­უ­ბამთ პა­ტა­რა, მომ­წვა­ნო მუ­შამ­ბის ნა­ჭე­რი, რო­მელ­ზეც გაკ­რუ­ლი ხე­ლით წა­უ­წე­რი­ათ: ქალი – წონა 3-600, სიგ­რძე – 52. კა­რის­ქალს ვარ­დის­ფე­რი ვარ­დე­ბი და ბა­რა­თი შე­მო­აქვს. გო­გო­ნა თექ­ვსმეტ­ში და­ი­ბა­და. "ეს თექ­ვსმე­ტი ვარ­დი"... – კი­თხუ­ლობს ახალ­გაზ­რდა ქალი და ვარ­დებს მე­ქა­ნი­კუ­რად ით­ვლის.

– აქ რომ ათი ვარ­დია?! – უფრო თა­ვის თავს ეკი­თხე­ბა, ვიდ­რე კა­რის­ქალს.

– უი, მე­გო­ნა, არ და­ით­ვლი­დი, გო­გო­ებს ისე მოგ­ვე­წო­ნა ეს ლა­მა­ზი ვარ­დე­ბი...

– არა უშავს, – იქით "და­ამ­შვი­და" და მიხ­ვდა, რო­გორ აუწ­ვა თვა­ლი ცრემ­ლმა. თა­ვის ვარ­დის­ფერ­ლო­ყე­ბა ნამ­ცე­ცა გო­გოს და­ხე­და და­ვარ­დის­ფე­რი ვარ­დე­ბი მომცრო მა­გი­და­ზე და­ა­წყო.რო­გორ უნ­დო­და თექ­ვსმე­ტი ყო­ფი­ლი­ყო... ერთხანს ხან პა­ტა­რას დას­ცქე­რო­და და ხან – ვარ­დებს, ხან კი­დევ სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე წე­რილს. პა­ლა­ტის ექთა­ნი შე­მო­ვი­და და აღ­ტა­ცე­ბულ­მა წა­მო­ი­ძა­ხა: – წი­თე­ლი ვარ­დე­ბი კი მი­ნა­ხავს ასე გრძელ­ფე­ხე­ბა, მაგ­რამ ვარ­დის­ფე­რი არაო.

– წა­ი­ღეთ, პა­ლა­ტა­ში მა­ინც არ შე­იძ­ლე­ბა ყვა­ვი­ლე­ბი, – ნირ­წამ­ხდარ­მა ჩა­ი­ლა­პა­რა­კა. ახლა ძა­ლი­ან უნ­დო­და, ამ "ნაკ­ლუ­ლი" ვარ­დე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნა! ისევ წა­მოდ­გო­მა სცა­და. არ გა­მო­უ­ვი­და. სუს­ტად იყო, სი­ცხეც მა­ღა­ლი ჰქონ­და. მის­მა ექიმ­მა, გა­მოც­დილ­მა, თბი­ლის­ში იმ­დრო­ის­თვის ერთ-ერ­თმა სა­უ­კე­თე­სომ, წი­ნას­წარ აყ­ვა­ნილ­მა და შე­სა­ფე­რი­სად და­ჯილ­დო­ე­ბულ­მა, სი­ცხე მკერდს და­აბ­რა­ლა და არც გა­სინ­ჯა. არა­და, მშვე­ნივ­რად იცო­და, რო­გორ მო­ევ­ლო მკერ­დის­თვის. თა­ვის ახ­ლო­ბელ ბე­ბი­ა­ქალ­საც ვე­რა­ფე­რი უთხრა. ძლი­ე­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და­უ­ნიშ­ნეს. სი­ცხე ხან იკ­ლებ­და, ხან იმა­ტებ­და.

მხო­ლოდ მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე დღეს გა­მო­წე­რეს.ძლივს ჩა­ლას­ლას­და მიმ­ღებ­ში. ბავ­შვი ექთანს მიჰ­ყავ­და. სა­ბუ­თე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას გული წა­უ­ვი­და. მო­აბ­რუ­ნეს... არა­ვის უფიქ­რია, გულ­წა­სუ­ლი ზე­მოთ აეყ­ვა­ნათ და გა­ე­სინ­ჯათ. ალ­ბათ მალე გა­მივ­ლი­სო და დამ­შვი­დე­ბუ­ლი ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში... ბედ­ნი­ერ მა­მას ვარ­დის­ფერ მაქ­მა­ნებ­ში გახ­ვე­უ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი დიდი სიფრ­თხი­ლით მიჰ­ყავს. დიდი ოჯა­ხი სი­ხა­რუ­ლით და გაშ­ლი­ლი სუფ­რით შეხ­ვდა მე­ო­რე შვი­ლიშ­ვი­ლის შე­მობ­რძა­ნე­ბას. პირ­ვე­ლი ვაჟი ჰყავ­დათ, 8 წლის ლაშა. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან სა­ლო­მე ბე­ბოს უხა­რო­და პა­ტა­რა სა­ლო­მეს და­ბა­დე­ბა.მოს­კო­ვი­დან ძმამ მი­უ­ლო­ცა ტე­ლე­ფო­ნით. ძლივს აიღო ყურ­მი­ლი. ერთხანს თით­ქოს გა­ხა­ლის­და, როცა მამა და ბიძა ტე­ლე­ფო­ნის ყურ­მილ­ზე "უჭა­ხუ­ნებ­დნენ" შამ­პა­ნუ­რის ბო­კალს. სა­წოლ­ზე ნე­ბი­ე­რად მი­წო­ლილ პა­ტა­რას მშვი­დად ეძი­ნა. წყალს გა­და­ვივ­ლებ და მერე ვაჭ­მე­ვო, გა­ი­ფიქ­რა და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვი­და. უფრო სწო­რად, კა­რის მო­ხურ­ვა ვერ მო­ას­წრო, რომ იგ­რძნო, კო­კის­პი­რუ­ლი­ვით წა­მო­სუ­ლი სის­ხლი... სამ­შო­ბი­ა­რო­ში სის­ხლის­გან თით­ქმის დაც­ლი­ლი მი­აბ­რუ­ნეს.შუ­ა­ღა­მე­ზე აღ­ვი­ძე­ბენ გა­მოც­დილ ექიმს და­ვით ქო­რი­ძეს. სა­დარ­ბა­ზოს­თან ხვდე­ბა იგი შეშ­ფო­თე­ბულ ახ­ლობ­ლებს. მთელ თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას ცრემ­ლებ­საც უმა­ტებს მო­რი­გე ექი­მი დოდო გვე­ლე­სი­ა­ნი, ეში­ნია, ხელ­ში არ ჩა­მაკ­ვდეს ეს სა­ცო­და­ვი გო­გოო. მთე­ლი ღამე მისი მაჯა უჭი­რავს ხელ­ში ანეს­თე­ზი­ო­ლოგ მა­რი­ნა ჯაშს, მედ­დას ლელა ვა­სა­ძეს.

იქ, ქვე­მოთ, მომცრო ოთახ­ში, მკლავ­გაწ­ვდი­ლი დგა­ნან ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი. მო­წყა­ლე­ბის დას ფრთხი­ლად შე­მო­აქვს ახა­ლა­ღე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის ტოლ­ფა­სი სის­ხლი.სიკ­ვდილ­თან პირ­ვე­ლი შებ­რძო­ლე­ბა დამ­თავ­რდა. ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც უეჭ­ვე­ლად უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, დრო­ე­ბით გა­და­ი­დო იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ქა­ლის და­სუს­ტე­ბუ­ლი სხე­უ­ლი ვერ გა­და­ი­ტან­და.

და­ი­წყო წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი... მაგ­რამ... კვლავ სის­ხლის­დე­ნა. ამ­ჯე­რად მო­რი­გე თე­მურ არა­ბი­ძეა, ახალ­გაზ­რდა ექი­მი.

– ჩარ­თეთ სა­ო­პე­რა­ციო! "ასე გამ­წა­რე­ბით ალ­ბათ ძმა თუ იყ­ვი­რებ­და ჩემი", – რა­ტომ­ღაც ფიქ­რობს უმ­წეო ქალი. სა­ო­პე­რა­ციო მე­სა­მე სარ­თულ­ზეა, ავად­მყო­ფი – პირ­ველ­ზე. ბე­დის და­ცინ­ვა – ლიფ­ტი არ მუ­შა­ობს! სა­კა­ცის მო­ტა­ნას არ და­ლო­დე­ბია, ახალ­გაზ­რდა ქალი ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი მიჰ­ყავს თე­მურ არა­ბი­ძეს. ექთანს წვე­თო­ვა­ნი უჭი­რავს ორი­ვე ხე­ლით და სირ­ბი­ლით მიჰ­ყვე­ბა... ეს იყო ურ­თუ­ლე­სი და ამა­ვე დროს უჩ­ვე­უ­ლო ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც ექვს სა­ათს გრძელ­დე­ბო­და. მე­ო­რედ გა­იხ­სნა თექ­ვსმეტ­ნა­კე­რი­ა­ნი ჭრი­ლო­ბა. მთე­ლი თა­ვი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა ცნო­ბილ­მა დას­ტა­ქარ­მა თენ­გიზ მეს­ხმა, რათა ერ­თდრო­უ­ლად გა­ე­კე­თე­ბი­ნა ორი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია – გი­ნე­კო­ლო­გი­სა და ან­გი­ო­ლო­გის. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სამედიცინო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ქართველი მშობიარის უმძიმესი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმმა გულის შეტევა მიიღო

"სამედიცინო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ქართველი მშობიარის უმძიმესი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმმა გულის შეტევა მიიღო

ერთი ბეწო მაჯაზე საგულდაგულოდ შეუბამთ პატარა, მომწვანო მუშამბის ნაჭერი, რომელზეც გაკრული ხელით წაუწერიათ: ქალი – წონა 3-600, სიგრძე – 52. კარისქალს ვარდისფერი ვარდები და ბარათი შემოაქვს. გოგონა თექვსმეტში დაიბადა. "ეს თექვსმეტი ვარდი"... – კითხულობს ახალგაზრდა ქალი და ვარდებს მექანიკურად ითვლის.

– აქ რომ ათი ვარდია?! – უფრო თავის თავს ეკითხება, ვიდრე კარისქალს.

– უი, მეგონა, არ დაითვლიდი, გოგოებს ისე მოგვეწონა ეს ლამაზი ვარდები...

– არა უშავს, – იქით "დაამშვიდა" და მიხვდა, როგორ აუწვა თვალი ცრემლმა. თავის ვარდისფერლოყება ნამცეცა გოგოს დახედა დავარდისფერი ვარდები მომცრო მაგიდაზე დააწყო.როგორ უნდოდა თექვსმეტი ყოფილიყო... ერთხანს ხან პატარას დასცქეროდა და ხან – ვარდებს, ხან კიდევ სიყვარულით სავსე წერილს. პალატის ექთანი შემოვიდა და აღტაცებულმა წამოიძახა: – წითელი ვარდები კი მინახავს ასე გრძელფეხება, მაგრამ ვარდისფერი არაო.

– წაიღეთ, პალატაში მაინც არ შეიძლება ყვავილები, – ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა. ახლა ძალიან უნდოდა, ამ "ნაკლული" ვარდების გარეშე დარჩენა! ისევ წამოდგომა სცადა. არ გამოუვიდა. სუსტად იყო, სიცხეც მაღალი ჰქონდა. მისმა ექიმმა, გამოცდილმა, თბილისში იმდროისთვის ერთ-ერთმა საუკეთესომ, წინასწარ აყვანილმა და შესაფერისად დაჯილდოებულმა, სიცხე მკერდს დააბრალა და არც გასინჯა. არადა, მშვენივრად იცოდა, როგორ მოევლო მკერდისთვის. თავის ახლობელ ბებიაქალსაც ვერაფერი უთხრა. ძლიერი ანტიბიოტიკი დაუნიშნეს. სიცხე ხან იკლებდა, ხან იმატებდა.

მხოლოდ მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე დღეს გამოწერეს.ძლივს ჩალასლასდა მიმღებში. ბავშვი ექთანს მიჰყავდა. საბუთების გაფორმებისას გული წაუვიდა. მოაბრუნეს... არავის უფიქრია, გულწასული ზემოთ აეყვანათ და გაესინჯათ. ალბათ მალე გამივლისო და დამშვიდებული ჩაჯდა მანქანაში... ბედნიერ მამას ვარდისფერ მაქმანებში გახვეული ქალიშვილი დიდი სიფრთხილით მიჰყავს. დიდი ოჯახი სიხარულით და გაშლილი სუფრით შეხვდა მეორე შვილიშვილის შემობრძანებას. პირველი ვაჟი ჰყავდათ, 8 წლის ლაშა. ყველაზე ძალიან სალომე ბებოს უხაროდა პატარა სალომეს დაბადება.მოსკოვიდან ძმამ მიულოცა ტელეფონით. ძლივს აიღო ყურმილი. ერთხანს თითქოს გახალისდა, როცა მამა და ბიძა ტელეფონის ყურმილზე "უჭახუნებდნენ" შამპანურის ბოკალს. საწოლზე ნებიერად მიწოლილ პატარას მშვიდად ეძინა. წყალს გადავივლებ და მერე ვაჭმევო, გაიფიქრა და სააბაზანოში შევიდა. უფრო სწორად, კარის მოხურვა ვერ მოასწრო, რომ იგრძნო, კოკისპირულივით წამოსული სისხლი... სამშობიაროში სისხლისგან თითქმის დაცლილი მიაბრუნეს.შუაღამეზე აღვიძებენ გამოცდილ ექიმს დავით ქორიძეს. სადარბაზოსთან ხვდება იგი შეშფოთებულ ახლობლებს. მთელ თავის გამოცდილებას ცრემლებსაც უმატებს მორიგე ექიმი დოდო გველესიანი, ეშინია, ხელში არ ჩამაკვდეს ეს საცოდავი გოგოო. მთელი ღამე მისი მაჯა უჭირავს ხელში ანესთეზიოლოგ მარინა ჯაშს, მედდას ლელა ვასაძეს.

იქ, ქვემოთ, მომცრო ოთახში, მკლავგაწვდილი დგანან ახლობლები და მეგობრები. მოწყალების დას ფრთხილად შემოაქვს ახალაღებული, სიცოცხლის ტოლფასი სისხლი.სიკვდილთან პირველი შებრძოლება დამთავრდა. ოპერაცია, რომელიც უეჭველად უნდა გაკეთებულიყო, დროებით გადაიდო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქალის დასუსტებული სხეული ვერ გადაიტანდა.

დაიწყო წინასაოპერაციო მოსამზადებელი პერიოდი... მაგრამ... კვლავ სისხლისდენა. ამჯერად მორიგე თემურ არაბიძეა, ახალგაზრდა ექიმი.

– ჩართეთ საოპერაციო! "ასე გამწარებით ალბათ ძმა თუ იყვირებდა ჩემი", – რატომღაც ფიქრობს უმწეო ქალი. საოპერაციო მესამე სართულზეა, ავადმყოფი – პირველზე. ბედის დაცინვა – ლიფტი არ მუშაობს! საკაცის მოტანას არ დალოდებია, ახალგაზრდა ქალი ხელში აყვანილი მიჰყავს თემურ არაბიძეს. ექთანს წვეთოვანი უჭირავს ორივე ხელით და სირბილით მიჰყვება... ეს იყო ურთულესი და ამავე დროს უჩვეულო ოპერაცია, რომელიც ექვს საათს გრძელდებოდა. მეორედ გაიხსნა თექვსმეტნაკერიანი ჭრილობა. მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენა ცნობილმა დასტაქარმა თენგიზ მესხმა, რათა ერთდროულად გაეკეთებინა ორი ურთულესი ოპერაცია – გინეკოლოგისა და ანგიოლოგის. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ