ავტორი:

კახა კალაძემ ფონიჭალის ტრაგედიაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა

კახა კალაძემ ფონიჭალის ტრაგედიაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა და სიტყვა ვერ დაასრულა.

"ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, დედა და პატარა შვილი" - აღნიშნა კალაძემ, რომელიც ფონიჭალაში ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა.

VIDEO: ატირებული კახა კალაძე - ფონიჭალაში დედა-შვილის გარდაცვალების გამო მერმა სიტყვა ვერ დაასრულა

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში დაახლოებით დილის 11 საათზე, სავარუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შედეგად სამი დაშავებული ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სტაციონარში მოთავსებული არიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები. ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს კი კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ, სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ