სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს ინფორმაციით, ბავშვის გატაცების მცდელობაზე "ფეისბუქში" გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება
შსს-ს ინფორმაციით, ბავშვის გატაცების მცდელობაზე "ფეისბუქში" გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ქუ­თა­ის­ში ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო ძო­წე­ნი­ძემ 14 ნო­ემ­ბერს "ფე­ის­ბუქ­ში" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქუ­თა­ის­ში, მღვდლის ანა­ფო­რა­ში ჩაც­მუ­ლი პირი ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბას შე­ე­ცა­და. პოსტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - ორა­სამ­დე გა­ზი­ა­რე­ბა და ამ­დე­ნი­ვე კო­მენ­ტა­რი, ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი საკ­მა­ოდ შე­შინ­დნენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო.

ძო­წე­ნი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შვის დე­და­ზე დაყ­რდნო­ბით წერს და რომ შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მოხ­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშობ­ლე­ბი ამ ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ.

"შემ­თხვე­ვა ოთხი დღის წინ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გრანდ მოლ­ში მოხ­და". მღვდლის ფორ­მა ეცვა და თავ­სა­ბუ­რა­ვი ეკე­თაო. თით­ქოს უნ­დო­და უცხო­ე­ლის იმი­ჯი შე­ექ­მნა, მაგ­რამ დედა რომ და­ე­დევ­ნა, ჩა­მო­ვარ­დნია თავ­სა­ბუ­რა­ვი და ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ყო­ფი­ლა. დე­დამ მი­მარ­თა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას და და­ი­წყო შეს­წავ­ლა. აღარ სა­უბ­რო­ბენ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე, რად­გან ეში­ნი­ათ მათ­ზე თვალ­თვა­ლი არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს" - აცხა­დებს ის.

თუმ­ცა, ძო­წე­ნი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

"ქუ­თა­ი­სის პო­ლი­ცი­ამ, მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­და­ა­მოწ­მა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბავ­შვს იტა­ცებ­და. შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, არ და­დას­ტურ­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტორ ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­და ბავ­შვის მო­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ.

გარ­და ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბი­სა, პო­ლი­ცი­ა­ში იმე­რეთ­ში ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბის ან ადევ­ნე­ბის არც ერთი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ შე­სუ­ლა" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ავ­ტო­რი: ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვის გატაცების მცდელობაზე "ფეისბუქში" გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვის გატაცების მცდელობაზე "ფეისბუქში" გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ქუთაისში ბავშვის გატაცების მცდელობასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

ჟურნალისტმა ნინო ძოწენიძემ 14 ნოემბერს "ფეისბუქში" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისში, მღვდლის ანაფორაში ჩაცმული პირი ბავშვის გატაცებას შეეცადა. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ორასამდე გაზიარება და ამდენივე კომენტარი, ფეისბუქ-მომხმარებლები კი საკმაოდ შეშინდნენ ამ ინფორმაციის გამო.

ძოწენიძე ირწმუნება, რომ ინფორმაციას ბავშვის დედაზე დაყრდნობით წერს და რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. მისივე ინფორმაციით, მშობლები ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.

"შემთხვევა ოთხი დღის წინ სავაჭრო ცენტრ "გრანდ მოლში მოხდა". მღვდლის ფორმა ეცვა და თავსაბურავი ეკეთაო. თითქოს უნდოდა უცხოელის იმიჯი შეექმნა, მაგრამ დედა რომ დაედევნა, ჩამოვარდნია თავსაბურავი და ქართული გარეგნობის ყოფილა. დედამ მიმართა საპატრულო პოლიციას და დაიწყო შესწავლა. აღარ საუბრობენ დამატებით დეტალებზე, რადგან ეშინიათ მათზე თვალთვალი არ მიმდინარეობდეს" - აცხადებს ის.

თუმცა, ძოწენიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კატეგორიულად უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"ქუთაისის პოლიციამ, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გადაამოწმა ინფორმაცია, თითქოს შავებში ჩაცმული მამაკაცი სავაჭრო ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვს იტაცებდა. შესაბამისი ღონისძიების შედეგად, არ დადასტურდა შეტყობინებაში არსებული ინფორმაცია. აღნიშნულის შესახებ ეცნობა შეტყობინების ინიციატორ ქალბატონს, რომელმაც პოლიციაში განაცხადა ბავშვის მოტაცების შესახებ.

გარდა ამ შეტყობინებისა, პოლიციაში იმერეთში ბავშვების გატაცების მცდელობის ან ადევნების არც ერთი შეტყობინება არ შესულა" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს