ავტორი:

ვის არ შეეხება ახალი რეგულაციები სესხის აღებისას

ვის არ შეეხება ახალი რეგულაციები სესხის აღებისას

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის რეგულაციები 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. საუბარია, ეროვნული ბანკის დებულებაზე, რომელიც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის პირობებს აწესრიგებს.

აღსანიშნავია, რომ დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად შევა ძალაში. მათ შორის სებ-ის მიერ შემუშავებული დებულების პროექტის ბოლო ვარიანტში გაწერილია ისიც, თუ ვისზე და რა შემთხვევაში არ გავრცელდება დოკუმენტში გაწერილი მოთხოვნები. მათ შორის, მოთხოვნები არ გავრცლელდება ფიზიკურ პირზე გაცემულ მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხზე; ფიზიკურ პირზე, რომლის ჯამური სასესხო ვალდებულებები სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ სესხის გაცემის შემდეგ 200 ლარზე ნაკლებია ან 2 მლნ ლარს აღემატება, ან მის ექვივალენტს უცხოური ვალუტით.

რეგულაციები არ გავრცელდება დასაკუთრებული უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეზე ან მის ოჯახის წევრზე უკან დაბრუნების შემთხვევაზე, როდესაც შესაბამისი სესხი გაიცემა; ასევე იმავე ან სხვა სესხის გამცემ ორგანიზაციაში რესტრუქტურიზებულ სესხზე, თუ ამავდროულად არ ხდება ვალდებულებების ზრდა. აღსანიშნავია, რომ ვალდებულებების ზრდად არ ჩაითვლება სესხზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს, ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია და სხვა დაკავშირებული ხარჯი, როგორიცაა ნოტარიუსის, თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯი. წაიკითხეთ სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ