პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამივე დამწვრობითი შოკის მდგომარეობაშია" - გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებულთა შესახებ
"სამივე დამწვრობითი შოკის მდგომარეობაშია" - გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებულთა შესახებ

ფო­ნი­ჭა­ლა­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს სა­სუნ­თქი გზე­ბის დამ­წვრო­ბაც აღე­ნიშ­ნე­ბათ.

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის გუგა ქა­ში­ბა­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბით, ერთი ოჯა­ხის და­შა­ვე­ბუ­ლი სა­მი­ვე წევ­რი მკურ­ნა­ლო­ბას რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

„სა­მი­ვე და­შა­ვე­ბულს აღე­ნიშ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა მი­და­მოს თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. მათ დამ­წვა­რი აქვთ ხე­ლის მტევ­ნე­ბი, სა­ხე­ე­ბი, გულ­მკერ­დი, ქვე­მო კი­დუ­რე­ბი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი დამ­წვრო­ბი­თი შო­კის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. სა­მი­ვე მათ­განს აღე­ნიშ­ნე­ბა თერ­მულ-ინ­გა­ლა­ცი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა და გარე ტრავ­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­და გუგა ქა­ში­ბა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, თუმ­ცა სტა­ბი­ლუ­რი.

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში პა­ცი­ენ­ტე­ბი დღეს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ზაზა ბო­ხუ­ამ და პრე­ზი­დენ­ტო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს.

"სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა არის გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში და იმე­დია მალე დას­რულ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ამ ორი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა და პოვ­ნა მოხ­დეს. მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ. მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. საფრ­თხის შემ­ცვე­ლია შე­ნო­ბის შიგ­ნით მუ­შა­ო­ბა. რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე 30-მდე მაშ­ვე­ლი და მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

ფო­ნი­ჭა­ლა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ისი­ნი დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან 44 წლის მა­მა­კა­ცი, მისი 24 წლის შვი­ლი და 6 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი. მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე ეძე­ბენ დედა-შვილს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნან­გრე­ვებ­შია მო­ყო­ლი­ლი.

ავტორი:

"სამივე დამწვრობითი შოკის მდგომარეობაშია" - გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებულთა შესახებ

"სამივე დამწვრობითი შოკის მდგომარეობაშია" - გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებულთა შესახებ

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ პაციენტებს სასუნთქი გზების დამწვრობაც აღენიშნებათ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განაცხადებით, ერთი ოჯახის დაშავებული სამივე წევრი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გააგრძელებენ.

„სამივე დაშავებულს აღენიშნება სხვადასხვა მიდამოს თერმული დაზიანება. მათ დამწვარი აქვთ ხელის მტევნები, სახეები, გულმკერდი, ქვემო კიდურები. სამივე მათგანი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება. სამივე მათგანს აღენიშნება თერმულ-ინგალაციური დაზიანება და გარე ტრავმები", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

დამწვრობის ცენტრში პაციენტები დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ და პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოინახულეს.

"სამაშველო ღონისძიება არის გადამწყვეტ ფაზაში და იმედია მალე დასრულდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ორი ადამიანის გადარჩენა და პოვნა მოხდეს. მერიის სამსახურებთან ერთად ვმუშაობთ. მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები. საფრთხის შემცველია შენობის შიგნით მუშაობა. რთული მდგომარეობაა", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე 30-მდე მაშველი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს, რომელიც სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი