Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ბანერები ბათუმიდან
ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ბანერები ბათუმიდან

თბი­ლის­ის შემ­დეგ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბზე ბა­თუმ­შიც გა­მოჩ­ნდა. თუმ­ცა, ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის გარ­და ბილ­ბორ­დებ­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­საც იხი­ლავთ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის მხარ­დამ­ჭე­რი ახა­ლი ბა­ნე­რე­ბი თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში გუ­შინ გა­მოჩ­ნდა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნაც­ვლად, ბილ­ბორ­დებ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი, სა­არ­ჩევ­ნო სლო­გა­ნი კი ასე­თია - "პრინ­ცი­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი". ბა­ნე­რებ­ზე ასე­ვე წე­რია ფრა­ზა - "ღირ­სე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა". ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის შემ­თხვე­ვა­ში კი ბა­ნერ­ზე არის ფრა­ზა "არა დიქ­ტა­ტუ­რას, აირ­ჩიე თა­ვი­სუფ­ლე­ბა".

მე­ო­რე ტუ­რის­თვის სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლდა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბიც, შეც­ვლი­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტის ფო­ტო­ე­ბი და სლო­გა­ნი - ფრა­ზა "ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ახა­ლი დე­ვი­ზით - "პრინ­ცი­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი" ჩა­ნაც­ვლდა.

გან­მარ­ტე­ბა იმა­ზე, თუ რა­ტომ არის გა­მო­სა­ხუ­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რებ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, დღეს მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­მაც გა­ა­კე­თა:

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი მხარს უჭერს და­მო­უ­კი­დე­ბელ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს. შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, მათ შო­რის პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

ფოტო: მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

00:00 / 00:00
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ბანერები ბათუმიდან

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ბანერები ბათუმიდან

თბილისის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო ბანერებზე ბათუმშიც გამოჩნდა. თუმცა, ზღვისპირა ქალაქში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გარდა ბილბორდებზე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც იხილავთ.

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი ახალი ბანერები თბილისსა და ბათუმში გუშინ გამოჩნდა.

სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილია გამოსახული, საარჩევნო სლოგანი კი ასეთია - "პრინციპული არჩევანი". ბანერებზე ასევე წერია ფრაზა - "ღირსება, თავისუფლება, განვითარება". ირაკლი კობახიძის შემთხვევაში კი ბანერზე არის ფრაზა "არა დიქტატურას, აირჩიე თავისუფლება".

მეორე ტურისთვის სრულიად განახლდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებიც, შეცვლილია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ფოტოები და სლოგანი - ფრაზა "ერთად საქართველოსთვის" ახალი დევიზით - "პრინციპული არჩევანი" ჩანაცვლდა.

განმარტება იმაზე, თუ რატომ არის გამოსახული სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილი, დღეს მთავრობის თავმჯდომარემაც გააკეთა:

„ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელიც, ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში. ამაში განსაკუთრებული არაფერია“, - განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

ფოტო: მარიკო კეკელიძე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები