პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ტირილი დარჩა ჩემი გადაღებული კადრების მიღმა..." - იური მეჩითოვი სკანდალურ ინტერვიუს განმარტავს
"ჩემი ტირილი დარჩა ჩემი გადაღებული კადრების მიღმა..." - იური მეჩითოვი სკანდალურ ინტერვიუს განმარტავს

"სა­შინ­ლად გული მტკი­ვა, რომ ამ­დე­ნი ტკი­ვი­ლი მი­ვა­ყე­ნე ჩემს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ჩემი ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით" - ამის შე­სა­ხებ ფო­ტოგ­რაფ­მა იური მე­ჩი­თოვ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „ალ ჯა­ზი­რას­თვის“ მი­ცე­მულ სკან­და­ლურ ინ­ტერ­ვი­უს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მე­ჩი­თო­ვი აცხა­დებს, რომ მისი 30-წუ­თი­ა­ნი სა­უბ­რი­დან მხო­ლოდ 3 წუთი გა­ვი­და ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­ჩინ­და.

„წარ­მო­იშ­ვა ძა­ლი­ან ცუდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ჩემს გან­წყო­ბა­ზე ამ ტრა­გე­დი­ის მი­მართ, სა­დაც ჩემი კი­ნოს­ტუ­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლის შვი­ლიც და­ი­ღუ­პა. უამ­რა­ვი წუ­ხი­ლი იყო გა­მოთ­ქმუ­ლი ამ ტრა­გე­დი­ის მი­მართ. ჩემი მთე­ლი ტი­რი­ლი, გო­დე­ბა, დარ­ჩა ჩემს მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის მიღ­მა. ბევრ რა­მეს იყე­ნე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით.

ვი­ცით, რა დროს ვცხოვ­რობთ, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლოა გახ­დეს ვაჭ­რო­ბის სა­გა­ნი. ბევრ რა­მეს რაც ჩემს მი­მართ გა­მო­ით­ქვა, ვი­ზი­ა­რებ. ჩემი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო, მაგ­რამ იმე­დი მაქვს გა­ი­გე­ბენ და ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რო­გორც სჩ­ვე­ვია, სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­დავს.

მთა­ვა­რია, ჩვენ ისე გა­ვა­კე­თოთ და ისე მო­ვიქ­ცეთ, რომ ავა­შე­ნოთ ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო, რომ­ლი­თაც ვი­ა­მა­ყებთ და ვი­ცხოვ­რებთ ერ­თად ბედ­ნი­ე­რად და კარ­გად“, - გა­ნა­ცხა­და მე­ჩი­თოვ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, იური მე­ჩი­თოვ­მა ტე­ლე­არხ Al Jazeera-ს მიერ მომ­ზა­დე­ბულ ფილმში გა­ნა­ცხა­და, რომ 1989 წლის 9 აპ­რილს ხალ­ხი ას­ფიქ­სი­ის გამო და­ი­ღუ­პა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ჩემი ტირილი დარჩა ჩემი გადაღებული კადრების მიღმა..." - იური მეჩითოვი სკანდალურ ინტერვიუს განმარტავს

"ჩემი ტირილი დარჩა ჩემი გადაღებული კადრების მიღმა..." - იური მეჩითოვი სკანდალურ ინტერვიუს განმარტავს

"საშინლად გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამემამულეებს ჩემი ასეთი განცხადებებით" - ამის შესახებ ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ სკანდალურ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მეჩითოვი აცხადებს, რომ მისი 30-წუთიანი საუბრიდან მხოლოდ 3 წუთი გავიდა ინტერვიუში, სადაც ყველაფერი სხვანაირად წარმოჩინდა.

„წარმოიშვა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება ჩემს განწყობაზე ამ ტრაგედიის მიმართ, სადაც ჩემი კინოსტუდიის თანამშრომლის შვილიც დაიღუპა. უამრავი წუხილი იყო გამოთქმული ამ ტრაგედიის მიმართ. ჩემი მთელი ტირილი, გოდება, დარჩა ჩემს მიერ გადაღებული კადრების მიღმა. ბევრ რამეს იყენებენ პოლიტიკური მიზნით.

ვიცით, რა დროს ვცხოვრობთ, როდესაც ყველაფერი შესაძლოა გახდეს ვაჭრობის საგანი. ბევრ რამეს რაც ჩემს მიმართ გამოითქვა, ვიზიარებ. ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ იმედი მაქვს გაიგებენ და ჩემს მდგომარეობას ქართველი ხალხი, როგორც სჩვევია, სხვანაირად შეხედავს.

მთავარია, ჩვენ ისე გავაკეთოთ და ისე მოვიქცეთ, რომ ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომლითაც ვიამაყებთ და ვიცხოვრებთ ერთად ბედნიერად და კარგად“, - განაცხადა მეჩითოვმა.

შეგახსენებთ, იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა.