საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ - საპატრულო პოლიციის უფროსის კომენტარი
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ - საპატრულო პოლიციის უფროსის კომენტარი

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფო­ნი­ჭა­ლა­ში, მე­ო­რე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, დედა-შვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­მელ­თა ძებ­ნაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც კუ­პა­ტა­ძემ ად­გილ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ძებ­ნას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

„სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, მე­სა­მე სარ­თულ­ზე მოხ­და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია აფეთ­ქე­ბა, შე­დე­გად მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან სამ­შე­ნებ­ლო ფილა ჩა­მო­ვარ­და მე­ო­რე სარ­თულ­ზე. მე­სა­მე სარ­თულ­ზე ამ დროს იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ცოლი-ქმა­რი და შვი­ლი, რომ­ლე­ბიც ამ ფი­ლას­თან ერ­თად ჩა­მო­ვარ­დნენ მე­ო­რე სარ­თულ­ზე. ისი­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლი არი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ად­გილ­ზე დრო­უ­ლად გა­მო­ცხად­დნენ სა­პატ­რუ­ლო და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი.

ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნა, კი­დევ ხომ არ არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი. სულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოთხი პი­რია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე სარ­თულ­ზე, სა­დაც სამ­შე­ნებ­ლო ფილა ჩა­ვარ­და, იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ დედა და შვი­ლი, რომ­ლე­ბიც ჯერ ნა­პოვ­ნი არ არი­ან. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი, ეს სამ­შე­ნებ­ლო ფილა არის რთუ­ლი კონ­სტრუქ­ცია, უნდა მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა და მისი აწე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.

ად­გილ­ზე მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ. სა­დარ­ბა­ზო­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ად­გილ­ზე 30-მდე მაშ­ვე­ლი და მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

"სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა არის გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში და იმე­დია მალე დას­რულ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ამ ორი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა და პოვ­ნა მოხ­დეს. მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ. მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. საფრ­თხის შემ­ცვე­ლია შე­ნო­ბის შიგ­ნით მუ­შა­ო­ბა. რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა",- გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

ფო­ნი­ჭა­ლა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტი კი დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან 44 წლის მა­მა­კა­ცი, მისი 24 წლის შვი­ლი და 6 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ - საპატრულო პოლიციის უფროსის კომენტარი

ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ - საპატრულო პოლიციის უფროსის კომენტარი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, მეორე სართულზე მდებარე ბინაში სავარაუდოდ, დედა-შვილი იმყოფებოდნენ, რომელთა ძებნაც მიმდინარეობს.

როგორც კუპატაძემ ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ძებნას ახორციელებენ.

„საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება, შედეგად მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე ამ დროს იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, ცოლი-ქმარი და შვილი, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ საპატრულო და სამაშველო სამსახურები.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ძებნა, კიდევ ხომ არ არიან დაშავებულები და დაზიანებულები. სულ საავადმყოფოში ოთხი პირია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სადაც სამშენებლო ფილა ჩავარდა, იმყოფებოდნენ დედა და შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები, ეს სამშენებლო ფილა არის რთული კონსტრუქცია, უნდა მოხდეს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და მისი აწევა“, - განაცხადა კუპატაძემ.

ადგილზე მაშველები მუშაობას განაგრძობენ. სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ადგილზე 30-მდე მაშველი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

"სამაშველო ღონისძიება არის გადამწყვეტ ფაზაში და იმედია მალე დასრულდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ორი ადამიანის გადარჩენა და პოვნა მოხდეს. მერიის სამსახურებთან ერთად ვმუშაობთ. მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები. საფრთხის შემცველია შენობის შიგნით მუშაობა. რთული მდგომარეობაა",- განაცხადა ხუციშვილმა.

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი კი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო