ავტორი:

ძლიერი აფეთქება ზემო ფონიჭალაში: ჩამონგრეულია კორპუსის ორი სართული, არიან დაშავებულები

ძლიერი აფეთქება ზემო ფონიჭალაში: ჩამონგრეულია კორპუსის ორი სართული, არიან დაშავებულები

ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

იხილეთ ვიდეო

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კონტაქტური არიან. შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი და ორი მოზრდილი დაშავდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია