Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეყვარებულს ძლიერი ტკივილის მიყენების განზრახვით, 33 ჭრილობა მიაყენა" - პროკურატურა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე
"შეყვარებულს ძლიერი ტკივილის მიყენების განზრახვით, 33 ჭრილობა მიაყენა" - პროკურატურა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე

პრო­კუ­რა­ტუ­რა თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის­თვის უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის მის­ჯა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, გა­მო­ძალ­ვი­სა და სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა­სა და გავ­რცე­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლ.გ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2018 წლის 22 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 05:30 სა­ათ­ზე, პი­რა­დი მო­ტი­ვით გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა ლ.გ.-მ სახ­ლი­დან გა­მო­იხ­მო ა.ნ. და შა­ტი­ლის ქუჩა N11-ის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ ავ­ტო­ფა­რე­ხებ­თან მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი­სა და ტან­ჯვის მი­ყე­ნე­ბის გან­ზრახ­ვით, თა­ვი­სა და კის­რის არე­ში, და­ნით და სხვა საგ­ნით 33 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ა.ნ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

„სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად ასე­ვე და­დას­ტურ­და, რომ 2018 წლის 8-9 თე­ბერ­ვალს, ლ.გ.-მ შემ­დგომ­ში ფუ­ლა­დი თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, მე­გო­ბარს ა.ც.-ს, სა­სურ­ველ პო­ზა­ში შიშ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­და­ღე­ბა და მის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დაგ­ზავ­ნა მოს­თხო­ვა.

შემ­დეგ კი ა.ც.-ს ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­ხე­ლის გა­ტეხ­ვის მიზ­ნით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის „ფე­ის­ბუ­ქის“ მეშ­ვე­ო­ბით თა­ვის მე­გობ­რებს - დ.ა.-ს და გ.მ.-ს გა­და­უგ­ზავ­ნა, რი­თაც ა.ც.-ს რე­პუ­ტა­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ლა­ხა და მის კა­ნო­ნი­ერ ინ­ტე­რე­სებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. ასე­ვე, ლ.გ.-მ 2018 წლის 10 თე­ბერ­ვალს ა.ც.-ს შან­ტა­ჟის გზით შე­ზღუ­დულ ვა­დებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­დახ­და მოს­თხო­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი მისი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბით და­ე­მუქ­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ლ.გ. 2018 წლის 22 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. მას სა­ბო­ლოო ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), 157-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა) და 181-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გა­მო­ძალ­ვა) წა­რედ­გი­ნა. 2018 წლის 23 თე­ბერ­ვალს ლ.გ.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ლ.გ. სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად, და­ნა­შა­ულ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სას­ჯე­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზომა - უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"შეყვარებულს ძლიერი ტკივილის მიყენების განზრახვით, 33 ჭრილობა მიაყენა" - პროკურატურა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე

"შეყვარებულს ძლიერი ტკივილის მიყენების განზრახვით, 33 ჭრილობა მიაყენა" - პროკურატურა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე

პროკურატურა თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ლადო გრიგალაშვილისთვის უვადო პატიმრობის მისჯაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, გამოძალვისა და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვასა და გავრცელებაში ბრალდებული ლ.გ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, თბილისში, დაახლოებით 05:30 საათზე, პირადი მოტივით განაწყენებულმა ლ.გ.-მ სახლიდან გამოიხმო ა.ნ. და შატილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხებთან მიიყვანა, სადაც შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, თავისა და კისრის არეში, დანით და სხვა საგნით 33 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ა.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 8-9 თებერვალს, ლ.გ.-მ შემდგომში ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით, მეგობარს ა.ც.-ს, სასურველ პოზაში შიშველი სურათებისა და ვიდეოჩანაწერის გადაღება და მისთვის სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით გადაგზავნა მოსთხოვა.

შემდეგ კი ა.ც.-ს ნების საწინააღმდეგოდ, დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი სურათები და ვიდეომასალა, სახელის გატეხვის მიზნით, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით თავის მეგობრებს - დ.ა.-ს და გ.მ.-ს გადაუგზავნა, რითაც ა.ც.-ს რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახა და მის კანონიერ ინტერესებს მნიშვნელოვანი მორალური ზიანი მიაყენა. ასევე, ლ.გ.-მ 2018 წლის 10 თებერვალს ა.ც.-ს შანტაჟის გზით შეზღუდულ ვადებში მნიშვნელოვანი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების საჯაროდ გავრცელებით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ლ.გ. 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მას საბოლოო ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა), 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვა, გავრცელება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა) წარედგინა. 2018 წლის 23 თებერვალს ლ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის მაქსიმალური ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია განცხადებაში.

თემქაზე მომხდარი სასტიკი დანაშაული გახსნილია - მკვლელობის საქმეზე მამაკაცი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს

"ლევანი გამოიქცა, თორემ მასაც მიშოსავით მოკლავდა... მკვლელი იქ გოგოსთან ერთად მისულა" - რას ამბობს თაკო ჩარკვიანი თანაპარტიელის სახლში მომხდარ მკვლელობაზე

მკვლელობა თემქაზე - მამაკაცს ყელი გამოჭრეს