მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის ბრალ­დე­ბულ ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა და მას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო გა­მო­ძალ­ვის ეპი­ზოდ­შიც, კერ­ძოდ, სხვი­სი ქო­ნებ­რი­ვი სარ­გებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­ში, რა­საც თან ახ­ლდა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ა.ც.-ს სა­ხე­ლის გამ­ტე­ხი ცნო­ბის გახ­მა­უ­რე­ბა და ასე­თი ცნო­ბის გავ­რცე­ლე­ბის მუ­ქა­რა. ბრალ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე, გამ­ტყუნ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა, გა­მო­ყე­ნე­ბა და გავ­რცე­ლე­ბის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ში, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

საქ­მე ეხე­ბა, 2018 წლის 22 თე­ბერ­ვალს, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ბრალ­დე­ბულ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი პი­რის ა.ნ.-ს მკვლე­ლო­ბას, რა დრო­საც ლადო გ.-მ, გამ­თე­ნი­ი­სას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სახ­ლი­დან გა­იხ­მო და მის­თვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი­სა და ტან­ჯვის მი­ყე­ნე­ბის გან­ზრახ­ვით, და­ნის მრა­ვალ­ჯე­რა­დი და მრავ­ლო­ბი­თი დარ­ტყმით, და­ზა­რა­ლე­ბულს 33 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. თა­ვი­სა და კის­რის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბით ა.ნ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

„საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვი­სას ბრალ­დე­ბულ­მა თავი არ ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში და გან­მარ­ტა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ძებ­ნა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა მის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ უპა­სუ­ხა.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, კერ­ძოდ, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სა და ჩხრე­კის ოქ­მე­ბით, ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­თა და საქ­მის მა­სა­ლე­ბის ანა­ლი­ზით, სა­სა­მარ­თლომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ა. ნ.-ს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა.

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო შან­ტა­ჟის გზით ა.ც.-ს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დეო მა­სა­ლის გა­მო­ძალ­ვი­სათ­ვის და სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბის მუ­ქა­რი­სათ­ვის. ასე­ვე, ამ მა­სა­ლე­ბის შე­ნახ­ვის, გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის "ფე­ის­ბუ­ქის“ მეშ­ვე­ო­ბით, უკა­ნო­ნოდ გავ­რცე­ლე­ბი­სათ­ვის“, - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის სა­ბო­ლოო სი­ტყვა, სა­ნამ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას მი­უს­ჯიდ­ნენ - "და­მი­სა­ხე­ლოს რა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მო­ტი­ვი და ნე­ბის­მი­ერ გა­ნა­ჩენს მო­ვუ­წერ ხელს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ანა ნაცვლიშვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო გამოძალვის ეპიზოდშიც, კერძოდ, სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც თან ახლდა დაზარალებულის ა.ც.-ს სახელის გამტეხი ცნობის გახმაურება და ასეთი ცნობის გავრცელების მუქარა. ბრალდებული, ასევე, გამტყუნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვა, გამოყენება და გავრცელების ბრალდების საქმეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქმე ეხება, 2018 წლის 22 თებერვალს, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით და განსაკუთრებული სისასტიკით, ბრალდებულთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირის ა.ნ.-ს მკვლელობას, რა დროსაც ლადო გ.-მ, გამთენიისას შეყვარებული სახლიდან გაიხმო და მისთვის ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, დანის მრავალჯერადი და მრავლობითი დარტყმით, დაზარალებულს 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ა.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

„საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ შეყვარებულის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა მის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმის მასალების ანალიზით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მიერ ა. ნ.-ს განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო შანტაჟის გზით ა.ც.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი სურათებისა და ვიდეო მასალის გამოძალვისათვის და საჯაროდ გავრცელების მუქარისათვის. ასევე, ამ მასალების შენახვის, გამოყენებისა და სოციალური ქსელის "ფეისბუქის“ მეშვეობით, უკანონოდ გავრცელებისათვის“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ლადო გრიგალაშვილის საბოლოო სიტყვა, სანამ უვადო პატიმრობას მიუსჯიდნენ - "დამისახელოს რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი და ნებისმიერ განაჩენს მოვუწერ ხელს"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"