ავტორი:

ლელა წურწუმიას და მამულიჩას ფოტოები "რეიტინგის" არქივიდან, რომლებიც თავადაც არ აქვთ

ლელა წურწუმიას და მამულიჩას ფოტოები "რეიტინგის" არქივიდან, რომლებიც თავადაც არ აქვთ

ლელა წურწუმია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მომღერალია, რომლის კარიერაც 1991 წელს დაიწყო. ლელა 1969 წლის 12 თებერვალს თბილისში, მხატვრის ოჯახში დაიბადა. ჰყავს დედა, ორი და, მეუღლე და ქალიშვილი მარიკო მამულაშვილი.

ის თბილისის საესტრადო-საცირკო სასწავლებელში სწავლობდა. 1990 წელს კი თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა, მუსკომედიის ფაკულტეტზე, 1992 წელს კი გადავიდა სამსახიობო ფაკულტეტზე. 1994—1996 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში, ვოკალის განხრით. თეატრალურ-მუსიკალური განათლება და გამოცდილება მას დაეხმარა შეექმნა მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური იმიჯი, შესრულების მანერა.

მას შემდეგ რაც ლელა წურწუმიას ცხოვრებაში პროდუსერი კახა მამულაშვილი, მამულიჩა გამოჩნდა, მისი კარიერა უფრო წარმატებულად განვითარდა. ცნობილმა წყვილმა 2000 წელს, საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ფილარმონიაში პირველი სოლო კონცერტი ჩაატარეს. სადაც მუსიკალური ნომრები ქორეოგრაფიით და კოსტიუმებით იყო გაფორმებული. ეს კი ქართული შოუ-ბიზნესის ისტორიაში ახალი სიტყვა გახლდათ...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ლელას და მამულიჩას ფოტოები "რეიტინგის" არქივიდან

"გამიმართლა ცხოვრებაში, რომ ჯერ მარიამს შევხვდი, შემდეგ კი ბატონი პაატას ოჯახს" - რას ყვება პაატა იმნაძის ოჯახის დამხმარე?

თბილისში ავტობუსების რაოდენობა გაიზრდება

„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი შექმნა