პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უვლიან სხეულს ცნობილი მოცეკვავეები - "თუ გახდომა უნდათ, ამ წესების დაცვაზე უარის თქმა არ შეიძლება!"
როგორ უვლიან სხეულს ცნობილი მოცეკვავეები - "თუ გახდომა უნდათ, ამ წესების დაცვაზე უარის თქმა არ შეიძლება!"

წო­ნის რე­გუ­ლი­რე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და ამი­ტო­მაც მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად არა­ერ­თი წელი მტან­ჯვე­ლი დი­ე­ტე­ბის დაც­ვა­ში გა­დის.

ზოგი, ამ პრობ­ლე­მის­გან გა­სა­თა­ვი­სუფლბ­ლად, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვას, კუ­ჭის რე­ზექ­ცი­ას ირ­ჩევს, თუმ­ცა ჩვენს რეს­პონ­დენ­ტებს არც მკაც­რი დი­ე­ტა და არც კუ­ჭის ე.წ. და­პა­ტა­რა­ვე­ბა არ სჭირ­დე­ბათ, რად­გა­ნაც მძი­მე წო­ნის აკ­რე­ფი­სა და დაგ­რო­ვე­ბის­კენ არ არი­ან მიდ­რე­კილ­ნი. თუმ­ცა რომც იყ­ვნენ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას დღეს­დღე­ო­ბით მათი პრო­ფე­სია არ აძ­ლევთ.

ისი­ნი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და პარტნი­ო­რო­ბას ცნო­ბილ კონ­კურ­სან­ტებს უწე­ვენ.

ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი (ამი­კო ჩო­ხა­რა­ძის მე­წყვი­ლე):

- წო­ნის პრობ­ლე­მა გე­ნე­ტი­კუ­რად არ მაქვს, რაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ წო­ნა­ში ად­ვი­ლად არ ვი­მა­ტებ, მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მა­ინც ვცდი­ლობ, სწო­რად ვიკ­ვე­ბო. ამას­თან, რა თქმა უნდა, ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­შე­ბი გვაქვს. მოკ­ლედ, ვარ­ჯი­ში და სწო­რი კვე­ბა შე­დეგს გვაძ­ლევს. დღე­ში 7 სა­ა­თი გა­უ­ჩე­რებ­ლად ვმოძ­რა­ობ. ასეთ დროს რაც უნდა ჭამო, ძა­ლი­ა­ნაც რომ გინ­დო­დეს, ალ­ბათ ვერ მო­ი­მა­ტებ.

ცო­მე­ულს ნაკ­ლე­ბად მი­ვირ­თმევ, თუმ­ცა სიტ­კბოს გა­რე­შე ვერ ვძლებ, შო­კო­ლა­დი მჭირ­დე­ბა, თუნ­დაც კარ­გი ხა­სი­ა­თის­თვის. ვცდი­ლობ, ბევ­რი ხილი, წყა­ლი მი­ვი­ღო. ჩემს და­ბა­ლან­სე­ბულ კვე­ბა­ზე ჩემი დე­დი­კო ზრუ­ნავს, - სახ­ლი­დან რომ გა­მოვ­დი­ვარ, თან საკ­ვე­ბით სავ­სე ბევ­რი კონ­ტე­ი­ნე­რი მო­მაქვს. დღე­ში აუ­ცი­ლებ­ლად წვნი­ა­ნი უნდა მი­ვირ­თვა, რაც სა­სარ­გებ­ლოა", - გვე­უბ­ნე­ბა ჯუ­ლი­ა­ნა, რომ­ლის იდე­ა­ლუ­რი წონა 46 კი­ლოგ­რა­მია.

მი­აჩ­ნია, რომ როცა ადა­მი­ა­ნი დი­ლით ადრე დგე­ბა, დარ­ბის, წო­ნის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად ესეც სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. "დი­ლით ბუ­ნე­ბა­ში რომ გავ­დი­ვარ, მერე მთე­ლი დღე ენერ­გი­ით ვარ სავ­სე, რაც ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა. სა­ვარ­ჯი­შოდ და სა­მუ­შა­ოდ მეტი სტი­მუ­ლი მაქვს", - ამ­ბობს ჯუ­ლი­ა­ნა და სხვებ­საც ურ­ჩევს სწო­რი რე­ჟი­მით იცხოვ­რონ, რად­გა­ნაც მხო­ლოდ ვარ­ჯი­შით რთუ­ლია, კარგ შე­დეგს მი­აღ­წი­ონ.

ამი­ტომ სა­სურ­ველ შე­დეგს ყვე­ლა­ფე­რი კომ­პლექსში გვაძ­ლევს. მი­აჩ­ნია, რომ წო­ნის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში მთა­ვა­რი მა­ინც ნე­ბის­ყო­ფაა და სი­ზარ­მა­ცეც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­იძ­ლი­ოს. "რო­დე­საც მე­უბ­ნე­ბი­ან, დი­ე­ტას ვი­ცავ და კარ­გი შე­დე­გი არ მაქვს, მა­შინ­ვე ვე­კი­თხე­ბი, - ფი­ზი­კუ­რად რამ­დე­ნად ხარ დატ­ვირ­თუ­ლი? თუ არ ვარ­ჯი­შობს, ე.ი. ბო­ლომ­დე არ ცდი­ლობს, წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას. სწორ კვბას აუ­ცი­ლე­ბად უნდა შე­უ­ხა­მონ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა.

ეს ყვე­ლაფ­რეი წვავს კა­ლო­რი­ებს და გა­რეგ­ნუ­ლა­დაც სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბი, სი­ცო­ცხლით სავ­სე. უბ­რა­ლოდ, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბია რთუ­ლი, რაც უნდა და­იძ­ლი­ოს, ზრდას­რულ ადა­მი­ანს ამის გა­და­ლახ­ვა უნდა შე­ეძ­ლოს! თუ გახ­დო­მა უნ­დათ, ამა­ზე უა­რის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა", - დას­ძენს ჯუ­ლი­ა­ნა.

ირა კვი­ტინ­სკა­ია (გი­ორ­გი ორ­ბე­ლა­ძის მე­წყვი­ლე):

"ყვე­ლა მო­ცეკ­ვა­ვე ცდი­ლობს, წო­ნაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ფორ­მა­შიც იყოს. რომ გი­თხრათ, ამას დი­დად ვცდი­ლობ-მეთ­ქი, - ასე არ არის. სულ დი­ე­ტა­საც არ ვი­ცავ. უბ­რა­ლოდ, მინ­და, რომ ყო­ველ­თვის სწო­რად ვიკ­ვე­ბო.

ცო­მე­უ­ლი და ტკბი­ლე­უ­ლი მიყ­ვარს და ცოტ-ცო­ტას მა­ინც ვე­პა­რე­ბი, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ზო­მი­ე­რად მი­ვი­ღო. თუ საჭ­მე­ლი ბევ­რი მო­მი­ვი­და, მერე ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ჩე­რებ­ლად ვვარ­ჯი­შობ, რომ ისევ ფორ­მა­ში ჩავ­დგე. სამ-ოთხ კი­ლოს თუ ვი­მა­ტებ, ეს ცეკ­ვა­ში ძა­ლი­ან მიშ­ლის ხელს", - გვე­უბ­ნე­ბა ირა, რო­მე­ლიც სხვებ­საც ურ­ჩევს ბევ­რი ივარ­ჯი­შონ, რად­გა­ნაც ვარ­ჯი­ში ზო­გა­დად ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საა კარ­გი. სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის დროს თავს კარ­გად ვგრძნობ, მინ­და, რომ ეს ყვე­ლამ გა­ნი­ცა­დოს, იგ­რძნოს, ისი­ა­მოვ­ნონ და თავი დი­ე­ტე­ბით არ და­ი­ტან­ჯონ.

კა­ტე­რი­ნა კლი­ში­ნა უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, ერთი თვის წინ ხარ­კო­ვი­დან ჩა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც პარტნი­ო­რო­ბას რატი დურ­გლიშ­ვილს უწევს:

- ამ სფე­რო­ში ჩემი ხსნა ცეკ­ვე­ბია, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი მაქვს, ყო­ველ დღე დიდ ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ, მაგ­რამ კვე­ბაც რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს ფაქ­ტია, რის­თვი­საც ვცდი­ლობ, ბევ­რი ბოსტნე­უ­ლი, ხილი, თევ­ზი მი­ვი­ღო. არ ვჭამ შემ­წვარს, მსი­ა­მოვ­ნებს ორ­თქლზე მომ­ზად­ბულს კერ­ძე­ბი. და­მი­ჯე­რეთ, ეს რე­ა­ლუ­რი ხსნაა. ასე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბრო­კო­ლი, ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო, ყა­ბა­ყი სა­სარ­გებ­ლო და გემ­რი­ე­ლია. ვსვამ ასე­ვე ბევრ წყალს, ფე­ხით დავ­დი­ვარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პარკში და ქა­ლაქ­ში სე­ირ­ნო­ბა.

კა­ტე­რი­ნას მი­აჩ­ნია, რომ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ სხე­ულს ყური უნდა და­უგ­დოს. მისი მუდ­მი­ვი წონა 57 კი­ლოგ­რა­მია და თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. მო­ცეკ­ვავს თქმით, ქალ­ბა­ტო­ნებ­მა ხვადსხვა დი­ე­ტით კი არ უნდა გა­იწ­ვა­ლონ თავი, ყვე­ლაფ­რი ზო­მი­ე­რად უნდა მი­ი­ღონ. სა­კუ­თარ სხე­ულს ყვე­ლა უნდა გრძნობ­დეს. თუ ვინ­მე ვერ გრძნობს თავს შე­სა­ბა­მი­სად, ე.ი. რა­ღაც ისე არ მი­დის.

კა­ტე­რი­ნა მავ­ნე ტკბი­ლე­ულს გა­ურ­ბის - "ვი­ღებ ბევრ თაფლს, მშრალ ხილს, შავ შო­კო­ლადს, ანუ ის, რაც სა­სარ­გებ­ლოა. ნუ ფიქ­რობთ, რომ სა­სარ­გებ­ლო საკ­ვე­ბი უგე­მუ­რია. ბოსტნე­უ­ლი, ხილი, მშრა­ლი ხილი, თევ­ზი, ნაკ­ლებ ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცი გიყ­ვარ­დეს, ამა­ში რა არის ცუდი. მთა­ვა­რი მი­ანც ის არის, სა­კუ­თა­რი თავი გიყ­ვარ­დეს და მერე უკვე ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ. ჰარ­მო­ნია ჩვენს თვა­ში უნდა ვი­პო­ვოთ. ხარ ის, რა­საც და რო­გორც ჭამ. ვე­ცა­დოთ, მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი მი­ვი­ღოთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ გემ­რი­ე­ლია ყვე­ლა­ფე­რი? ამი­ტომ, აქ კარ­გად იკ­ვე­ბო და ასე­ვე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, არ არის რთუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

როგორ უვლიან სხეულს ცნობილი მოცეკვავეები - "თუ გახდომა უნდათ, ამ წესების დაცვაზე უარის თქმა არ შეიძლება!"

როგორ უვლიან სხეულს ცნობილი მოცეკვავეები - "თუ გახდომა უნდათ, ამ წესების დაცვაზე უარის თქმა არ შეიძლება!"

წონის რეგულირება ბევრი ადამიანისთვის სერიოზული პრობლემაა და ამიტომაც მის შესანარჩუნებლად არაერთი წელი მტანჯველი დიეტების დაცვაში გადის.

ზოგი, ამ პრობლემისგან გასათავისუფლბლად, თანამედროვე მედიცინის მიღწევას, კუჭის რეზექციას ირჩევს, თუმცა ჩვენს რესპონდენტებს არც მკაცრი დიეტა და არც კუჭის ე.წ. დაპატარავება არ სჭირდებათ, რადგანაც მძიმე წონის აკრეფისა და დაგროვებისკენ არ არიან მიდრეკილნი. თუმცა რომც იყვნენ, ამის საშუალებას დღესდღეობით მათი პროფესია არ აძლევთ.

ისინი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობენ და პარტნიორობას ცნობილ კონკურსანტებს უწევენ.

ჯულიანა ბარგნარი (ამიკო ჩოხარაძის მეწყვილე):

- წონის პრობლემა გენეტიკურად არ მაქვს, რაც ძალიან მეხმარება იმაში, რომ წონაში ადვილად არ ვიმატებ, მაგრამ ამის პარალელურად მაინც ვცდილობ, სწორად ვიკვებო. ამასთან, რა თქმა უნდა, ყოველდღიური ვარჯიშები გვაქვს. მოკლედ, ვარჯიში და სწორი კვება შედეგს გვაძლევს. დღეში 7 საათი გაუჩერებლად ვმოძრაობ. ასეთ დროს რაც უნდა ჭამო, ძალიანაც რომ გინდოდეს, ალბათ ვერ მოიმატებ.

ცომეულს ნაკლებად მივირთმევ, თუმცა სიტკბოს გარეშე ვერ ვძლებ, შოკოლადი მჭირდება, თუნდაც კარგი ხასიათისთვის. ვცდილობ, ბევრი ხილი, წყალი მივიღო. ჩემს დაბალანსებულ კვებაზე ჩემი დედიკო ზრუნავს, - სახლიდან რომ გამოვდივარ, თან საკვებით სავსე ბევრი კონტეინერი მომაქვს. დღეში აუცილებლად წვნიანი უნდა მივირთვა, რაც სასარგებლოა", - გვეუბნება ჯულიანა, რომლის იდეალური წონა 46 კილოგრამია.

მიაჩნია, რომ როცა ადამიანი დილით ადრე დგება, დარბის, წონის დასარეგულირებლად ესეც საუკეთესო საშუალებაა. "დილით ბუნებაში რომ გავდივარ, მერე მთელი დღე ენერგიით ვარ სავსე, რაც ყველაფერში მეხმარება. სავარჯიშოდ და სამუშაოდ მეტი სტიმული მაქვს", - ამბობს ჯულიანა და სხვებსაც ურჩევს სწორი რეჟიმით იცხოვრონ, რადგანაც მხოლოდ ვარჯიშით რთულია, კარგ შედეგს მიაღწიონ.

ამიტომ სასურველ შედეგს ყველაფერი კომპლექსში გვაძლევს. მიაჩნია, რომ წონის დარეგულირებაში მთავარი მაინც ნებისყოფაა და სიზარმაცეც მაქსიმალურად უნდა დაიძლიოს. "როდესაც მეუბნებიან, დიეტას ვიცავ და კარგი შედეგი არ მაქვს, მაშინვე ვეკითხები, - ფიზიკურად რამდენად ხარ დატვირთული? თუ არ ვარჯიშობს, ე.ი. ბოლომდე არ ცდილობს, წონაში დაკლებას. სწორ კვბას აუცილებად უნდა შეუხამონ ფიზიკური აქტივობა.

ეს ყველაფრეი წვავს კალორიებს და გარეგნულადაც სხვანაირი ხდები, სიცოცხლით სავსე. უბრალოდ, პირველი ნაბიჯებია რთული, რაც უნდა დაიძლიოს, ზრდასრულ ადამიანს ამის გადალახვა უნდა შეეძლოს! თუ გახდომა უნდათ, ამაზე უარის თქმა არ შეიძლება", - დასძენს ჯულიანა.

ირა კვიტინსკაია (გიორგი ორბელაძის მეწყვილე):

"ყველა მოცეკვავე ცდილობს, წონაც შეინარჩუნოს და ფორმაშიც იყოს. რომ გითხრათ, ამას დიდად ვცდილობ-მეთქი, - ასე არ არის. სულ დიეტასაც არ ვიცავ. უბრალოდ, მინდა, რომ ყოველთვის სწორად ვიკვებო.

ცომეული და ტკბილეული მიყვარს და ცოტ-ცოტას მაინც ვეპარები, მაგრამ მთავარია, ზომიერად მივიღო. თუ საჭმელი ბევრი მომივიდა, მერე ერთი საათის განმავლობაში გაუჩერებლად ვვარჯიშობ, რომ ისევ ფორმაში ჩავდგე. სამ-ოთხ კილოს თუ ვიმატებ, ეს ცეკვაში ძალიან მიშლის ხელს", - გვეუბნება ირა, რომელიც სხვებსაც ურჩევს ბევრი ივარჯიშონ, რადგანაც ვარჯიში ზოგადად ჯანმრთელობისთვისაა კარგი. სპორტული აქტივობის დროს თავს კარგად ვგრძნობ, მინდა, რომ ეს ყველამ განიცადოს, იგრძნოს, ისიამოვნონ და თავი დიეტებით არ დაიტანჯონ.

კატერინა კლიშინა უკრაინელი მოცეკვავეა, ერთი თვის წინ ხარკოვიდან ჩამოვიდა, რომელიც პარტნიორობას რატი დურგლიშვილს უწევს:

- ამ სფეროში ჩემი ხსნა ცეკვებია, აქტიური ცხოვრების სტილი მაქვს, ყოველ დღე დიდ ენერგიას ვხარჯავ, მაგრამ კვებაც რომ მნიშვნელოვანია, ეს ფაქტია, რისთვისაც ვცდილობ, ბევრი ბოსტნეული, ხილი, თევზი მივიღო. არ ვჭამ შემწვარს, მსიამოვნებს ორთქლზე მომზადბულს კერძები. დამიჯერეთ, ეს რეალური ხსნაა. ასე მომზადებული ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი სასარგებლო და გემრიელია. ვსვამ ასევე ბევრ წყალს, ფეხით დავდივარ. ძალიან მიყვარს პარკში და ქალაქში სეირნობა.

კატერინას მიაჩნია, რომ ადამიანმა საკუთარ სხეულს ყური უნდა დაუგდოს. მისი მუდმივი წონა 57 კილოგრამია და თავს კომფორტულად გრძნობს. მოცეკვავს თქმით, ქალბატონებმა ხვადსხვა დიეტით კი არ უნდა გაიწვალონ თავი, ყველაფრი ზომიერად უნდა მიიღონ. საკუთარ სხეულს ყველა უნდა გრძნობდეს. თუ ვინმე ვერ გრძნობს თავს შესაბამისად, ე.ი. რაღაც ისე არ მიდის.

კატერინა მავნე ტკბილეულს გაურბის - "ვიღებ ბევრ თაფლს, მშრალ ხილს, შავ შოკოლადს, ანუ ის, რაც სასარგებლოა. ნუ ფიქრობთ, რომ სასარგებლო საკვები უგემურია. ბოსტნეული, ხილი, მშრალი ხილი, თევზი, ნაკლებ ცხიმიანი ხორცი გიყვარდეს, ამაში რა არის ცუდი. მთავარი მიანც ის არის, საკუთარი თავი გიყვარდეს და მერე უკვე ყველაფერს შეძლებ. ჰარმონია ჩვენს თვაში უნდა ვიპოვოთ. ხარ ის, რასაც და როგორც ჭამ. ვეცადოთ, მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტები მივიღოთ. საქართველოში ხომ გემრიელია ყველაფერი? ამიტომ, აქ კარგად იკვებო და ასევე გამოიყურებოდე, არ არის რთული.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება