პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია მეტრეველი - ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა
ია მეტრეველი - ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა

ნამ­დვი­ლად არ სჭირ­დე­ბო­და ზაზა სა­რა­ლი­ძეს ასე­თი ამ­ბის ატეხ­ვა და მკვლე­ლე­ბის გვერ­დით დგო­მა, – ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 2004 წელს მოკ­ლუ­ლი ბუტა რო­ბა­ქი­ძის დე­დამ, ია მეტ­რე­ველ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შვილმკვდარ მშობ­ლებს ნამ­დვი­ლად არ აპა­ტი­ებ­და იმას, რო­გორც ზაზა სა­რა­ლი­ძე იქ­ცე­ვა.

„ნამ­დვი­ლად არა­ვინ გვა­პა­ტი­ებ­და იმას, რაც დღეს ხდე­ბა. ყვე­ლა­ნა­ირ სა­ზღვრებს გას­ცდა, გან­სა­კუთ­რე­ბით ზაზა სა­რა­ლი­ძე, დე­მოკ­რა­ტი­ა­შიც აღარ ჯდე­ბა. ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. სა­ხელ­მწი­ფო კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში არ მოქ­მე­დებს და სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის პო­ლი­ცი­ელს ვერ იცავს. ტვი­ნის შერ­ყე­ვით აგერ პო­ლი­ცი­ე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს“, – გა­ნა­ცხა­და მეტ­რე­ველ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ზაზა სა­რა­ლი­ძის­თვის შვი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს არ მო­უკ­ლავს.

„სა­უ­ბე­დუ­როდ, ბავ­შვი ქუ­ჩურ გარ­ჩე­ვებ­ში მოკ­ვდა – ზაზა სა­რა­ლი­ძეს შვი­ლი ბავ­შვებ­მა მო­უკ­ლეს. ჩვენ პირ­და­პირ სა­ხელ­მწი­ფომ დაგ­ვიხვრი­ტა შვი­ლე­ბი. სა­ხელ­მწი­ფოს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა წა­მე­ბით მოკ­ლეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი, პატ­რულ­მა დახ­ვრი­ტა გი­ორ­გი გამ­ცემ­ლი­ძე და ასე შემ­დეგ. ასე რომ, ჩვენ­სა და მათ შო­რის, ამ უბე­დურ საქ­მე­ებს შო­რის, ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. საქ­მე­ზე და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. ორი თუ სამი არას­რულ­წლო­ვა­ნია და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი. თუ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, მო­ზარ­დებს რო­გორ და­ი­ჭერს სა­ხელ­მწი­ფო და პრო­კუ­რა­ტუ­რა?! ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. მიმ­დი­ნა­რე­ობს ძი­ე­ბა. ნამ­დვი­ლად არ სჭირ­დე­ბო­და სა­რა­ლი­ძეს ასე­თი ამ­ბის ატეხ­ვა და მკვლე­ლე­ბის გვერ­დით დგო­მა. მივ­მარ­თავ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს, რო­დე­საც მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის შვი­ლე­ბი ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­სას, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს დახ­ვრი­ტეს, რო­გორ დად­გა იმ მკვლე­ლე­ბის გვერ­დით?! სა­რა­ლი­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე მას დიდ პა­ტივს ვცემ,“ – გა­ნა­ცხა­და ია მეტ­რე­ველ­მა.

მისი თქმით, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს მის­გან ბევ­რად მეტი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბო­და.

მეტ­რე­ველ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე კი­თხვე­ბი მა­საც აქვს და მი­აჩ­ნია, რომ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი ტე­რო­რის­ტი რომც ყო­ფი­ლი­ყო, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს იგი ცო­ცხა­ლი უნდა აეყ­ვა­ნათ.

ავტორი:

ია მეტრეველი - ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა

ია მეტრეველი - ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა

ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მაშინდელი ხელისუფლება შვილმკვდარ მშობლებს ნამდვილად არ აპატიებდა იმას, როგორც ზაზა სარალიძე იქცევა.

„ნამდვილად არავინ გვაპატიებდა იმას, რაც დღეს ხდება. ყველანაირ საზღვრებს გასცდა, განსაკუთრებით ზაზა სარალიძე, დემოკრატიაშიც აღარ ჯდება. ჩემთვის მიუღებელია. სახელმწიფო კანონის ფარგლებში არ მოქმედებს და სახელმწიფო თავის პოლიციელს ვერ იცავს. ტვინის შერყევით აგერ პოლიციელი საავადმყოფოში წევს“, – განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძისთვის შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს.

„საუბედუროდ, ბავშვი ქუჩურ გარჩევებში მოკვდა – ზაზა სარალიძეს შვილი ბავშვებმა მოუკლეს. ჩვენ პირდაპირ სახელმწიფომ დაგვიხვრიტა შვილები. სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა წამებით მოკლეს სანდრო გირგვლიანი, პატრულმა დახვრიტა გიორგი გამცემლიძე და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩვენსა და მათ შორის, ამ უბედურ საქმეებს შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა. საქმეზე დაპატიმრებები გრძელდება. ორი თუ სამი არასრულწლოვანია დაპატიმრებული. თუ მტკიცებულება არ არსებობს, მოზარდებს როგორ დაიჭერს სახელმწიფო და პროკურატურა?! ეს დაუშვებელია. მიმდინარეობს ძიება. ნამდვილად არ სჭირდებოდა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა. მივმართავ მაჩალიკაშვილს, როდესაც მისი თანამემამულეების შვილები ლაფანყურის სპეცოპერაცისას, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დახვრიტეს, როგორ დადგა იმ მკვლელების გვერდით?! სარალიძისგან განსხვავებით, მე მას დიდ პატივს ვცემ,“ – განაცხადა ია მეტრეველმა.

მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს მისგან ბევრად მეტი მხარდაჭერა ექნებოდა.

მეტრეველმა აღნიშნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კითხვები მასაც აქვს და მიაჩნია, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტი რომც ყოფილიყო, სამართალდამცველებს იგი ცოცხალი უნდა აეყვანათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"