ავსტრალიის პოლიცია ეძებს ორ ქალს, რომლებმაც, სავარაუდოდ, 600 დოლარის ღირებულების ვიბრატორები მოიპარეს. ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.
პერტში მდებარე ეროტიკულ მაღაზიაში Libido კამერებმა სამი ქალი დააფიქსირა. ორმა მათგანმა, რომლებსაც მაღალწელიანი შარვლები ეცვათ, როგორც ჩანს, ვიბრატორები შეფუთვებიდან ამოიღეს და სამოსში დამალეს, შემდეგ კი - მაღაზია დატოვეს.
„ლიბიდოს“ მეპატრონე, გერი სმიტი ამბობს, რომ ქალებმა ოთხი ყველაზე მოთხოვნადი ვიბრატორი მოიპარეს. ერთ-ერთი მათგანის, Come Hither Rabbit-ის ფასი 280 დოლარია.
კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ქალებმა ვიბრატორები აიღეს და გამოსაცვლელში გაიტანეს. შეფუთვები გამოსაცვლელ ოთახში დატოვეს, ძვირადღირებული პროდუქცია კი საკუთარ სამოსში დამალეს და მაღაზიიდან შეუმჩნევლად გავიდნენ.
სმიტის თქმით, ყოველი 6 თვის განმავლობაში მას 2 500 დოლარის საქონელს ჰპარავენ, ქურდებს, უმეტესად, ქალებისთვის განკუთვნილი სექსსათამაშოები მიაქვთ.
ავსტრალიის სექსსათამაშოების ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება, რადგან პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან დიდია.