საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

პოლ­კოვ­ნიკ სერ­გო თეთ­რა­ძის წა­მე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უც­ვლე­ლი და­ტო­ვა.

კერ­ძოდ, საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ყო­ფილ თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა და მის­ჯი­ლი 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ძა­ლა­ში და­ტო­ვა. სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და­ად­გი­ნა ახა­ლა­ი­ას მო­ად­გი­ლის, ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვი­ლის მი­მარ­თაც და მას 4 წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სერ­გო თეთ­რა­ძის წა­მე­ბის საქ­მე­ზე თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და მის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვილს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში გა­მო­უ­ტა­ნა. ბაჩო ახა­ლა­ი­ას რამ­დე­ნი­მე მუხ­ლი ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, მათ შო­რის პოლ­კოვ­ნიკ სერ­გო თეთ­რა­ძის წა­მე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, და­ვით ლონ­და­რი­ძის და გია გო­რე­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბის, ასე­ვე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი სი­ყალ­ბი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა, ხოლო საქ­მე­ზე მსა­ჯავ­რდე­ბულ ნი­კო­ლოზ ძიმ­ცე­იშ­ვილს ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბო­და.

პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გო თეთ­რა­ძე, გია გო­რე­ლაშ­ვი­ლი, სერ­გეი ჩაპ­ლი­გი­ნი და და­ვით ლონ­და­რი­ძე ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით 2011 წელს და­ა­კა­ვეს. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შემ­დეგ ისი­ნი გლ­და­ნის ნო­მერ მერ­ვე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­პა­ტიმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან ოთხ დღე­ში პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გო თეთ­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ თეთ­რა­ძე წა­მე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მისი წა­მე­ბის მო­ტი­ვი მის­გან სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

კერძოდ, საქმეზე ბრალდებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მისჯილი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ახალაიას მოადგილის, ამავე საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართაც და მას 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და მის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის აპრილში გამოუტანა. ბაჩო ახალაიას რამდენიმე მუხლი ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, დავით ლონდარიძის და გია გორელაშვილის წამების, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურეობრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, ხოლო საქმეზე მსაჯავრდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილს ბრალდების მხარე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, გია გორელაშვილი, სერგეი ჩაპლიგინი და დავით ლონდარიძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ ისინი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. საპატიმროში გადაყვანიდან ოთხ დღეში პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გარდაიცვალა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მისი წამების მოტივი მისგან სასურველი ჩვენების მიცემა იყო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს