ავტორი:

მომავალი მეფე შვილებთან, შვილიშვილებთან, რძლებთან ერთად - ჩარლზის საიუბილეო ფოტოები გავრცელდა

მომავალი მეფე შვილებთან, შვილიშვილებთან, რძლებთან ერთად - ჩარლზის საიუბილეო ფოტოები გავრცელდა

პრინცი ჩარლზი 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალ საოჯახო ფოტოებს ავრცელებს. ბრიტანეთის მომავალმა მეფემ ფოტოკამერების წინ ცოლთან - კამილა პარკერთან, შვილებთან - უილიამთან და ჰარისთან, რძლებთან - ქეით მიდლტონსა და მეგან მარკლთან და შვილიშვილებთან, ჯორჯთან, შარლოტასთან და ლუისთან ერთად იპოზიორა.

სურათები კლერენს ჰაუსშია გადაღებული, ჩარლზი ოჯახის წევრებთან ერთად სასახლის ეზოში, სკამზე ზის. ფოტოების გადაღების დროს ლუი 4 თვის იყო, ის ხელში დედას, ქეით მიდლტონს უჭირავს - კემბრიჯის ჰერცოგინია ლურჯ კოპლებიან კაბაში შესანიშნავად გამოიყურება. კაბა ალესანდრა რიჩის მიერ არის შექმნილი და მისი ფასი 1,225 ფუნტია. ზუსტად ასეთი კაბა ეცვა მეგანისა და ჰარის ქორწილში მარკლის მეგობარს, აბიგაილ სპენსერს.

საოჯახო ფოტოებზე დიდ ყურადღებას იპყრობენ მომავალი მეფის უფროსი შვილიშვილებიც, 5 წლის ჯორჯი ბაბუას კალთაში უზის, შარლოტამ კი - კამილას გვერდით მოიკალათა.

მეგან მარკლი ფოტოს გადაღების დროს რამდენიმე კვირის ორსული იყო, თეთრ კაბაში სასექსის ჰერცოგინია არაჩვეულებრივად გამოიყურება.

სურათები კლერენს ჰაუსის ბაღში სამეფო ოჯახს ფოტოგრაფმა კრის ჯექსონმა 5 სექტემბერს გადაუღო.

ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს

თუ ბაიდენი სომეხთა გენოციდს აღიარებს, როგორ შეიძლება ეს ჩვენს რეგიონზე აისახოს ? - "ვვარაუდობ, რომ აშშ-მა გარკვეული მესიჯი გაგზავნა და თურქეთს რაღაც დაათმობინა“

"მხარს ვუჭერ პროტესტს "ნამახვანჰესის" აშენების წინააღმდეგ" - რას წერს ევროპარლამენტის ვიცე - პრეზიდენტი