პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

9

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:58-ზე, მთვარე კუროშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. დღეს ადამიანი მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადრე ბევრი უცხოელი ქირაობდა ბინას, ახლა იშვიათად" - თბილისში უძრავი ქონების გაქირავების ფასი 15%-ით შემცირდა
"ადრე ბევრი უცხოელი ქირაობდა ბინას, ახლა იშვიათად" - თბილისში უძრავი ქონების გაქირავების ფასი 15%-ით შემცირდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­მო­სავ­ლის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­როა. ბოლო პე­რი­ოდ­ში დე­და­ქა­ლაქ­ში ბი­ნის ქი­რა­ზე მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ლა­რის კურ­სის ცვა­ლე­ბა­დო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბამ კი, თა­ვის მხრივ გა­მო­იწ­ვია ქი­რის გა­და­სა­ხა­დის 10-15 %-ით შემ­ცი­რე­ბაც.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა ღირს ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ში.

ss.ge-ზე გა­მოქ­ვე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, 50 კვ/მ ბი­ნის ქი­რის ფასი თბი­ლის­ში 300 ლა­რი­დან იწყე­ბა და უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით 400 დო­ლა­რამ­დეც ადის. ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ბინა და რო­მელ უბან­ში მდე­ბა­რე­ობს.

რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტოს "კი­ბეს" დი­რექ­ტორ­მა ნელი გო­გუ­ა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, იმის გამო რომ მო­სახ­ლე­ო­ბას შე­მო­სა­ვა­ლი ლარ­ში აქვს, ხოლო ქი­რას დო­ლარ­ში იხ­დის, კურ­სის ცვა­ლე­ბა­დო­ბამ მათ გა­და­სა­ხად­ზე პირ­და­პირ იმოქ­მე­და.

"რო­დე­საც კურ­სი არას­ტა­ბი­ლუ­რია და ქირა დო­ლარ­ში აქვთ, ფას­დაკ­ლე­ბას ითხო­ვენ ხოლ­მე. ზო­გა­დად მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა ძა­ლი­ან ჭირს. რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ზე კარ­გად ერთ და ორო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნე­ბი ქი­რავ­დე­ბა.

სა­ბურ­თა­ლო­ზე ბი­ნის ქი­რის ფასი მი­ნი­მუმ 250 დო­ლა­რია, უფრო მე­ტად 300 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა ხოლ­მე. სამ ოთა­ხი­ა­ნი, შე­საძ­ლოა 500-700 დო­ლა­რიც კი ღირ­დეს. ფასი რა თქმა უნდა, ბი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რო­გორც წესი, მსურ­ვე­ლებს უფრო ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი აინ­ტე­რე­სებთ, თუმ­ცა მცი­რე ბი­უ­ჯე­ტის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე თვალს ხუ­ჭა­ვენ. მო­თხოვ­ნა ბოლო პე­რი­ოდ­ში ნამ­დვი­ლად შემ­ცირ­და, ამი­ტომ ქი­რას გამ­ქი­რა­ვებ­ლე­ბიც აკ­ლე­ბენ.

მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე ბევ­რი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს. ადრე ბევ­რი უცხო­ე­ლი იყო, რომ­ლე­ბიც ბი­ნას ქი­რა­ობ­დნენ, ახლა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად, რომ უცხო­ელ­მა ბინა და­ი­ქი­რა­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლებს, ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა ძი­რი­თა­დად რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლებს სურთ, ისი­ნი ვინც სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან და რო­გორც წესი, და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან ბი­ნებს ეძე­ბენ.

ყვე­ლა ამ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ქი­რა­ვე­ბის ფა­სე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად შემ­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა 10-15%-იანი შემ­ცი­რე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა" - გა­ნა­ცხა­და გო­გუ­ა­ძემ.

პორ­ტა­ლი ss.ge-ს რე­დაქ­ტორ­მა ლელა არა­ბულ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ თბი­ლის­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი ფასი 150 ლა­რი­დან იწყე­ბა და 12 000 ლა­რამ­დეც კი ადის. მი­სი­ვე თქმით, 150-200 ლა­რის ფარ­გლებ­ში ბი­ნებ­ში ან კერ­ძო სახ­ლებ­ში ერთი ოთა­ხი ქი­რავ­დე­ბა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნო­ნი იუ­რი­დი­ულ პი­რებს ავალ­დებ­ლებს ლარ­ში მოხ­დეს ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, მა­ინც დო­ლა­რის კურ­სის მი­ხედ­ვით ხდე­ბა გა­დახ­და.

ჩვენს სა­იტ­ზე ასე­თი ფუნ­ქცი­აა, რომ მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია ავ­ტო­მა­ტუ­რად ლარ­ში ნა­ხოს ფასი და დო­ლარ­შიც, ან­გა­რიშს­წო­რე­ბა კი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის კურ­სის მი­ხედ­ვით ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ათ­ვლას მა­ინც დო­ლარ­ში აკე­თე­ბენ. და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან ბი­ნებ­ზე კურ­სის ცვა­ლე­ბა­დო­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე" - აღ­ნიშ­ნა არა­ბულ­მა.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ბი­ნის ფა­სის შემ­ცი­რე­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს კომ­პა­ნია "ბე­რუ­კას" დი­რექ­ტო­რი ავ­თან­დილ გუ­გე­შაშ­ვი­ლიც. მისი თქმით, ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა რო­გორც ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში, ასე­ვე გა­რე­უბ­ნებ­შიც.

"დო­ლა­რის კურ­სი ფას­ზე პირ­და­პირ მოქ­მე­დებს. ამ ეტაპ­ზე ფა­სე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ფასი 10-15 პრო­ცენ­ტი­თაა დაკ­ლე­ბუ­ლი. ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად ვა­კის რა­ი­ონ­ში, ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბის ფასი 300-350 დო­ლა­რია, მა­შინ როცა მი­ნი­მუმ 400 დო­ლა­რი იყო ხოლ­მე.

გა­რე­უბ­ნებ­ში ფასი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია, თუმ­ცა შემ­ცი­რე­ბა იქაც შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ფასი 150-200 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნას, ადრე უცხო­ე­ლე­ბი უფრო მე­ტად ქი­რა­ობ­დნენ, ახლა აღარ - ალ­ბათ ეს იმან გა­მო­იწ­ვია, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ", - გვი­თხრა გუ­გე­შაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მოქალაქეები მაცხოვრის შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ
ავტორი:

"ადრე ბევრი უცხოელი ქირაობდა ბინას, ახლა იშვიათად" - თბილისში უძრავი ქონების გაქირავების ფასი 15%-ით შემცირდა

"ადრე ბევრი უცხოელი ქირაობდა ბინას, ახლა იშვიათად" - თბილისში უძრავი ქონების გაქირავების ფასი 15%-ით შემცირდა

საქართველოში ბინის გაქირავება მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ბოლო პერიოდში დედაქალაქში ბინის ქირაზე მოთხოვნა შემცირდა, რაც სავარაუდოდ, ლარის კურსის ცვალებადობამ განაპირობა. მოთხოვნის შემცირებამ კი, თავის მხრივ გამოიწვია ქირის გადასახადის 10-15 %-ით შემცირებაც.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ღირს ბინის დაქირავება თბილისის სხვადასხვა უბნებში.

ss.ge-ზე გამოქვენებული განცხადებების მიხედვით, 50 კვ/მ ბინის ქირის ფასი თბილისში 300 ლარიდან იწყება და უბნების მიხედვით 400 დოლარამდეც ადის. ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ბინა და რომელ უბანში მდებარეობს.

როგორც უძრავი ქონების სააგენტოს "კიბეს" დირექტორმა ნელი გოგუაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, იმის გამო რომ მოსახლეობას შემოსავალი ლარში აქვს, ხოლო ქირას დოლარში იხდის, კურსის ცვალებადობამ მათ გადასახადზე პირდაპირ იმოქმედა.

"როდესაც კურსი არასტაბილურია და ქირა დოლარში აქვთ, ფასდაკლებას ითხოვენ ხოლმე. ზოგადად მაღალფასიანი ბინების გაქირავება ძალიან ჭირს. რეალურად, ყველაზე კარგად ერთ და ოროთახიანი ბინები ქირავდება.

საბურთალოზე ბინის ქირის ფასი მინიმუმ 250 დოლარია, უფრო მეტად 300 დოლარიდან იწყება ხოლმე. სამ ოთახიანი, შესაძლოა 500-700 დოლარიც კი ღირდეს. ფასი რა თქმა უნდა, ბინის მდგომარეობაზე და ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.

როგორც წესი, მსურველებს უფრო ახალაშენებული ბინები აინტერესებთ, თუმცა მცირე ბიუჯეტის შემთხვევაში ძალიან ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ. მოთხოვნა ბოლო პერიოდში ნამდვილად შემცირდა, ამიტომ ქირას გამქირავებლებიც აკლებენ.

მოთხოვნის შემცირებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ადრე ბევრი უცხოელი იყო, რომლებიც ბინას ქირაობდნენ, ახლა ძალიან იშვიათად, რომ უცხოელმა ბინა დაიქირაოს. რაც შეეხება ქართველებს, ბინის დაქირავება ძირითადად რეგიონებიდან ჩამოსულებს სურთ, ისინი ვინც სტუდენტები არიან და როგორც წესი, დაბალბიუჯეტიან ბინებს ეძებენ.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გაქირავების ფასები კატასტროფულად შემცირებული არ არის, თუმცა 10-15%-იანი შემცირება შეინიშნება" - განაცხადა გოგუაძემ.

პორტალი ss.ge-ს რედაქტორმა ლელა არაბულმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 150 ლარიდან იწყება და 12 000 ლარამდეც კი ადის. მისივე თქმით, 150-200 ლარის ფარგლებში ბინებში ან კერძო სახლებში ერთი ოთახი ქირავდება.

"მიუხედავად იმისა, რომ კანონი იურიდიულ პირებს ავალდებლებს ლარში მოხდეს ანგარიშსწორება, მაინც დოლარის კურსის მიხედვით ხდება გადახდა.

ჩვენს საიტზე ასეთი ფუნქციაა, რომ მომხმარებელს შეუძლია ავტომატურად ლარში ნახოს ფასი და დოლარშიც, ანგარიშსწორება კი ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით ხდება. სამწუხაროდ, ათვლას მაინც დოლარში აკეთებენ. დაბალბიუჯეტიან ბინებზე კურსის ცვალებადობა მაინცდამაინც არ აისახება ხოლმე" - აღნიშნა არაბულმა.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას ბინის ფასის შემცირებაზე აკეთებს აქცენტს კომპანია "ბერუკას" დირექტორი ავთანდილ გუგეშაშვილიც. მისი თქმით, ფასების ცვლილება ფიქსირდება როგორც ცენტრალურ უბნებში, ასევე გარეუბნებშიც.

"დოლარის კურსი ფასზე პირდაპირ მოქმედებს. ამ ეტაპზე ფასები შემცირებულია, გასაქირავებელი ბინების ფასი 10-15 პროცენტითაა დაკლებული. ცენტრალურ უბნებში, მაგალითად ვაკის რაიონში, ერთოთახიანი ბინის გაქირავების ფასი 300-350 დოლარია, მაშინ როცა მინიმუმ 400 დოლარი იყო ხოლმე.

გარეუბნებში ფასი შედარებით დაბალია, თუმცა შემცირება იქაც შეინიშნება და ფასი 150-200 დოლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება მოთხოვნას, ადრე უცხოელები უფრო მეტად ქირაობდნენ, ახლა აღარ - ალბათ ეს იმან გამოიწვია, რომ უძრავი ქონების ყიდვის საშუალება მიეცათ", - გვითხრა გუგეშაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ