პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამლაგებლად ვმუშაობდი, მერე მუშის თანაშემწედ" - რას ამბობდა ივანიშვილი პირველ ინტერვიუში გატაცებულ ძმაზე, ოჯახსა და ბიზნესზე
"დამლაგებლად ვმუშაობდი, მერე მუშის თანაშემწედ" - რას ამბობდა ივანიშვილი პირველ ინტერვიუში გატაცებულ ძმაზე, ოჯახსა და ბიზნესზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ნამ ბიზ­ნე­სი­დან პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­დო­და, დიდ­ხანს იყო ჩრდილ­ში. ის Forbes-ის სი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე ხვდე­ბო­და, რომ მის გრა­ფა­ში მხო­ლოდ სა­ხე­ლი და გვა­რი ეწე­რა. ჩრდი­ლი­დან გა­მოს­ვლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 2005 წელს გა­და­წყვი­ტა და პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მო­ცე­მა Forbes-ს მის­ცა.

პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე და იმ წლებ­ზე ისა­უბ­რა, როცა სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. გთა­ვა­ზობთ ივა­ნიშ­ვი­ლის თით­ქმის 15 წლის წი­ნან­დელ ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც მა­შინ ჟურ­ნალ­მა "რე­ი­ტინ­გმა" თარ­გმნა და ახლა მის არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა:

- აქამ­დე სა­ერ­თოდ არ თან­ხმდე­ბო­დით ინ­ტერ­ვი­უ­ებს და ჩრდილ­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებ­დით. რას უკავ­შირ­დე­ბო­და ეს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა?

- მე მარ­თლაც არ ვარ სა­ჯა­რო ადა­მი­ა­ნი, ეს ჩემს ხა­სი­ათს უკავ­შირ­დე­ბა. არ მიყ­ვარს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, წვე­უ­ლე­ბებ­ზე დას­წრე­ბა. იქ ნი­ღა­ბი უნდა მო­ირ­გო, მე კი ვერ ვი­ტან ფორ­მა­ლო­ბებს.

ბუ­ნე­ბით მა­ტე­რი­ა­ლის­ტი ვარ, არ მწამს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ სი­ცო­ცხლის, თვით ცხოვ­რე­ბა კი მე­ტის­მე­ტად ხან­მოკ­ლეა. არ მიყ­ვარს ზე­ი­მე­ბი, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ებ­საც კი არ აღ­ვნიშ­ნავ. არას­დროს და­მირ­ღვე­ვია კა­ნო­ნი, არც და­სა­მა­ლი მაქვს რამე. უბ­რა­ლოდ მშვი­დად და უხ­მა­უ­როდ მიყ­ვარს საქ­მის კე­თე­ბა. გა­ცი­ლე­ბით იო­ლია ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა, როცა ნაკ­ლე­ბად იპყრობ ყუ­რა­დღე­ბას.

- გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, რუ­სეთ­ში მარ­თლაც და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, მაგ­რამ ყვე­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი თქვენ­სა­ვით სა­ზღვარ­გა­რეთ არ წა­სუ­ლა. რო­დის წახ­ვე­დით უცხო­ეთ­ში და რა­ტომ?

- პირ­ვე­ლად 1993 წელს წა­ვე­დი რუ­სე­თი­დან, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ძმა გა­ი­ტა­ცეს. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, თან­ხას ითხოვ­დნენ. ერთი თვე ჰყავ­დათ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ თან­ხა არ გა­და­მიხ­დია, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ანა­ლო­გი­უ­რი რის­კის ქვეშ მო­ვაქ­ცევ­დი ჩემს მშობ­ლებს, დებს. მერე სა­ქარ­თვე­ლო­დან ბევ­რი ჩი­ნო­სა­ნი ჩა­მო­დი­ო­და, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ ძმის პოვ­ნა­ში დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ, თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მთა­ვა­ზობ­დნენ.

ჩემს ბიზ­ნეს­ში მათი შეშ­ვე­ბა არ მსურ­და, ამი­ტომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას რომ მოვ­რი­დე­ბო­დი, ფორ­მა­ლუ­რად ბანკ "როსკრე­დიტს" ჩა­მოვ­შორ­დი. გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ პრე­ზი­დენ­ტის პოსტს ვტო­ვებ­დი და 1994 წელს ოჯახ­თან ერ­თად, ნა­ხე­ვა­რი წლით ამე­რი­კა­ში გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად.

იმ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი იყო, უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბა უფრო მშვი­დი ჩან­და. მე და ჩემი ცოლი ვფიქ­რობ­დით, შვი­ლე­ბის გამო ღირ­და უცხო­ეთ­ში დარ­ჩე­ნა. ავირ­ჩი­ეთ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­ვწონ­და - საფ­რან­გე­თი. პა­რიზ­თან ახ­ლოს სახ­ლი ვი­ყი­დეთ, თუმ­ცა, მუდ­მი­ვად იქ არ ვცხოვ­რობ­დით, ბიზ­ნე­სის გამო, მოს­კოვ­ში ხში­რად მი­წევ­და ყოფ­ნა.

- რითი იყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ნამ ბანკ "როსკრე­დიტს" და­ა­არ­სებ­დით?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭორ­ლი­ვა­ში და­ვი­ბა­დე. მამა ჭი­ა­თურ­მარ­გა­ნეც­ში მუ­შა­ობ­და მე­შახ­ტედ. სკო­ლის შემ­დეგ თბი­ლის­ში წა­ვე­დი, სა­ინ­ჟინ­რო-ეკო­ნო­მი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი კა­მოს სა­ხე­ლო­ბის მე­ქა­ნი­კურ ქარ­ხა­ნა­ში დამ­ლა­გებ­ლად, მერე მუ­შის თა­ნა­შემ­წედ, მერე კი მუ­შად.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე და ქარ­ხა­ნა­ში დავ­რჩი სა­მუ­შა­ოდ, შემ­დეგ სა­მე­დი­ცი­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად დამ­ნიშ­ნეს. 1982 წელს მოს­კოვ­ში წა­ვე­დი, ას­პი­რან­ტუ­რის გა­სავ­ლე­ლად, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კი შრო­მის სა­მეც­ნი­ე­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ეკო­ნო­მი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ვი­ცა­ვი დი­სერ­ტა­ცია და თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი. იქვე და­ვი­წყე პირ­ვე­ლი ბიზ­ნე­სი.

- რო­გორ გა­გიჩ­ნდათ ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბის იდეა?

- რას წარ­მო­ად­გენ­და უფ­რო­სი მეც­ნი­ერ თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში? არც სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო, არც პერ­სპექ­ტი­ვა. მა­შინ არც ბინა მქონ­და, არც ოჯა­ხი მყავ­და, ქარ­ხნის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დი და ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ბანკს შევ­ქმნი­დი და მი­ლი­არ­დე­რად ვიქ­ცე­ო­დი, უბ­რა­ლოდ ფუ­ლის შოვ­ნა მინ­დო­და.

გა­დავ­წყვი­ტე, არ­მი­რე­ბუ­ლი შლან­გე­ბი გა­მო­მეშ­ვა, რაც მა­შინ დე­ფი­ცი­ტი იყო, და­ვა­რე­გის­ტრი­რე კო­ო­პე­რა­ტი­ვი, კა­მოს სა­ხე­ლო­ბის ქარ­ხა­ნა­ში ვი­ქი­რა­ვე ფარ­თი და წარ­მო­ე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი. სა­ღა­მო­ო­ბით თვი­თონ ვა­კე­თებ­დი და­ნად­გა­რებს, ან­გა­რებს, თუმ­ცა, შლან­გე­ბის გა­მოშ­ვე­ბამ­დე საქ­მე არ მი­ვი­და - კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გა­ყიდ­ვა და­ვი­წყე... წა­ი­კი­თეთ ვრცლად

ფო­ტო­ე­ბი: ferl.org

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დამლაგებლად ვმუშაობდი, მერე მუშის თანაშემწედ" - რას ამბობდა ივანიშვილი პირველ ინტერვიუში გატაცებულ ძმაზე, ოჯახსა და ბიზნესზე

"დამლაგებლად ვმუშაობდი, მერე მუშის თანაშემწედ" - რას ამბობდა ივანიშვილი პირველ ინტერვიუში გატაცებულ ძმაზე, ოჯახსა და ბიზნესზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სანამ ბიზნესიდან პოლიტიკაში მოვიდოდა, დიდხანს იყო ჩრდილში. ის Forbes-ის სიაში წლების განმავლობაში ისე ხვდებოდა, რომ მის გრაფაში მხოლოდ სახელი და გვარი ეწერა. ჩრდილიდან გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა 2005 წელს გადაწყვიტა და პირველი ინტერვიუ გამოცემა Forbes-ს მისცა.

პირველ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ცხოვრებაზე და იმ წლებზე ისაუბრა, როცა სოფელ ჭორვილადან თბილისში ჩამოვიდა. გთავაზობთ ივანიშვილის თითქმის 15 წლის წინანდელ ინტერვიუს, რომელიც მაშინ ჟურნალმა "რეიტინგმა" თარგმნა და ახლა მის არქივში ინახება:

- აქამდე საერთოდ არ თანხმდებოდით ინტერვიუებს და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდით. რას უკავშირდებოდა ეს გასაიდუმლოება?

- მე მართლაც არ ვარ საჯარო ადამიანი, ეს ჩემს ხასიათს უკავშირდება. არ მიყვარს ჟურნალისტებთან შეხვედრა, საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა, წვეულებებზე დასწრება. იქ ნიღაბი უნდა მოირგო, მე კი ვერ ვიტან ფორმალობებს.

ბუნებით მატერიალისტი ვარ, არ მწამს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის, თვით ცხოვრება კი მეტისმეტად ხანმოკლეა. არ მიყვარს ზეიმები, ჩემს დაბადების დღეებსაც კი არ აღვნიშნავ. არასდროს დამირღვევია კანონი, არც დასამალი მაქვს რამე. უბრალოდ მშვიდად და უხმაუროდ მიყვარს საქმის კეთება. გაცილებით იოლია ბიზნესის წარმოება, როცა ნაკლებად იპყრობ ყურადღებას.

- გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, რუსეთში მართლაც დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ ყველა ბიზნესმენი თქვენსავით საზღვარგარეთ არ წასულა. როდის წახვედით უცხოეთში და რატომ?

- პირველად 1993 წელს წავედი რუსეთიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩემი ძმა გაიტაცეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, თანხას ითხოვდნენ. ერთი თვე ჰყავდათ დატყვევებული, მაგრამ თანხა არ გადამიხდია, რადგან ამ შემთხვევაში ანალოგიური რისკის ქვეშ მოვაქცევდი ჩემს მშობლებს, დებს. მერე საქართველოდან ბევრი ჩინოსანი ჩამოდიოდა, რომლებიც ცდილობდნენ ძმის პოვნაში დამხმარებოდნენ, თანამშრომლობას მთავაზობდნენ.

ჩემს ბიზნესში მათი შეშვება არ მსურდა, ამიტომ მათთან ურთიერთობას რომ მოვრიდებოდი, ფორმალურად ბანკ "როსკრედიტს" ჩამოვშორდი. გამოვაცხადე, რომ პრეზიდენტის პოსტს ვტოვებდი და 1994 წელს ოჯახთან ერთად, ნახევარი წლით ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად.

იმ დროს საქართველოში სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, უცხოეთში ცხოვრება უფრო მშვიდი ჩანდა. მე და ჩემი ცოლი ვფიქრობდით, შვილების გამო ღირდა უცხოეთში დარჩენა. ავირჩიეთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონდა - საფრანგეთი. პარიზთან ახლოს სახლი ვიყიდეთ, თუმცა, მუდმივად იქ არ ვცხოვრობდით, ბიზნესის გამო, მოსკოვში ხშირად მიწევდა ყოფნა.

- რითი იყავით დაკავებული, სანამ ბანკ "როსკრედიტს" დააარსებდით?

- საქართველოში საჩხერის რაიონის სოფელ ჭორლივაში დავიბადე. მამა ჭიათურმარგანეცში მუშაობდა მეშახტედ. სკოლის შემდეგ თბილისში წავედი, საინჟინრო-ეკონომიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. პარალელურად ვმუშაობდი კამოს სახელობის მექანიკურ ქარხანაში დამლაგებლად, მერე მუშის თანაშემწედ, მერე კი მუშად.

უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და ქარხანაში დავრჩი სამუშაოდ, შემდეგ სამედიცინო ორგანიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელად დამნიშნეს. 1982 წელს მოსკოვში წავედი, ასპირანტურის გასავლელად, რამდენიმე წელიწადში კი შრომის სამეცნიერო ორგანიზაციის და ეკონომიკის სპეციალობით დავიცავი დისერტაცია და თბილისში დავბრუნდი. იქვე დავიწყე პირველი ბიზნესი.

- როგორ გაგიჩნდათ ბიზნესის წამოწყების იდეა?

- რას წარმოადგენდა უფროსი მეცნიერ თანამშრომელი გასული საუკუნის 80-იან წლებში? არც საინტერესო სამუშაო, არც პერსპექტივა. მაშინ არც ბინა მქონდა, არც ოჯახი მყავდა, ქარხნის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი და ვერც ვიფიქრებდი, რომ ბანკს შევქმნიდი და მილიარდერად ვიქცეოდი, უბრალოდ ფულის შოვნა მინდოდა.

გადავწყვიტე, არმირებული შლანგები გამომეშვა, რაც მაშინ დეფიციტი იყო, დავარეგისტრირე კოოპერატივი, კამოს სახელობის ქარხანაში ვიქირავე ფართი და წარმოებისთვის ვემზადებოდი. საღამოობით თვითონ ვაკეთებდი დანადგარებს, ანგარებს, თუმცა, შლანგების გამოშვებამდე საქმე არ მივიდა - კომპიუტერების გაყიდვა დავიწყე... წაიკითეთ ვრცლად

ფოტოები: ferl.org

ზღვაზე, უსაყვარლეს ბებიასთან ერთად - ლიკა ქავჟარაძის უცნობი ფოტო

"წასვლა გადავწყვიტე, მე არ შემიძლია..." - "ზეგ"-ის პროგრამების მენეჯერი თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო მიმოწერას ასაჯაროებს

სად არის ნებადართული თბილისის ზღვაზე ბანაობა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტება