საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერას და ნანუკას გადაწყვეტილება იყო, საჩუქრები არ მიგვეტანა..." - რას ყვება გახმაურებული ქორწილის დეტალებზე ბერას მეგობარი
"ბერას და ნანუკას გადაწყვეტილება იყო, საჩუქრები არ მიგვეტანა..." - რას ყვება გახმაურებული ქორწილის დეტალებზე ბერას მეგობარი

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ქორ­წი­ლი, ალ­ბათ წლის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს შო­რის მოხ­ვდე­ბა. ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ვაჟ­მა და მის­მა რჩე­ულ­მა ჯვა­რი 11 ნო­ემ­ბერს სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რეს, სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბა კი კო­ჯორ­ში მდე­ბა­რე "ბი­ო­ლი ჰოლ­ში" გა­ი­მარ­თა და მას 150-მდე სტუ­მა­რი და­ეს­წრო.

ჯვრის­წე­რა­ზე სიძე-პა­ტარ­ძა­ლი "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლის" ქარ­თულ სა­მოს­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, ქორ­წილ­ში კი სხვა ტან­საც­მლით მი­ვიდ­ნენ. სი­ძეს კლა­სი­კუ­რი შარ­ვა­ლი და პი­ჯა­კი ეცვა, ხოლო ნა­ნუ­კას Ralph & Russo-ს ცის­ფე­რი, აბ­რე­შუ­მის კაბა ეცვა, რო­მე­ლიც სა­მო­დე­ლო სახ­ლის 2016 წლის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 42 000 დო­ლარ­ზე მე­ტია. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის რძალ­მა ულა­მა­ზე­სი კაბა პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას შე­ი­ძი­ნა.

ქორ­წი­ლის სტუმ­რებს შო­რის იყო ბე­რას მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი თემო მჟა­ვია, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს მკი­თხველს წვე­უ­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს უზი­ა­რებს:

- ნა­ნუ­კას და ბე­რას ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლი ჰქონ­დათ! ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც ამ ულა­მა­ზეს წყვილს შე­ე­ფე­რე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც მათ ჯვრის­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცელ­და. და­ი­წე­რა თით­ქოს სვე­ტი­ცხო­ვე­ლი და­კე­ტეს, რაც არ არის სი­მარ­თლე. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო იქ და ამა­ში ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა. ხალ­ხს გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ხელი ნამ­დვი­ლად არ შეშ­ლია. არა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა ჩა­კე­ტი­ლი და ტყუ­ი­ლია რაც გავ­რცელ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
13:36 / 12-11-2018

ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილის ექსკლუზიური დეტალები - "ახალგაზრდობა ჭარბობდა... თამადა ბერას მეგობარი იყო"

15:46 / 12-11-2018

"ჯვრისწერაც კი პოლიტიზირებული გავხადეთ..." - რეალურად, დაკეტეს თუ არა სვეტიცხოველი ბერა ივანიშვილის ქორწილის გამო

18:44 / 13-11-2018

ბერა ქორწილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქზე" ეხმაურება - "იმდენი წყევლა-კრულვა, ბოღმა და შური დავინახე..."

21:16 / 13-11-2018

მიხეილ სააკაშვილი ბერას - "გაგაცნობ ჩემს შვილს და შეგიძლია ესტუმრო ოთახნახევრიან ნაქირავებ ბინაში"

16:05 / 19-11-2018

"ჩემი და ნანუკას ბედნიერი დღე 3 წუთში" - ბერა ივანიშვილი ქორწილის ვიდეოს აქვეყნებს

- თქვენ რო­დის გა­გაც­ნოთ ბე­რამ ნა­ნუ­კა?

- არ მგო­ნია ჩემი მხრი­დან ამა­ზე სა­უ­ბა­რი სა­ინ­ტე­რე­სო იყოს... ქორ­წი­ლამ­დე დიდი ხნით ადრე გა­მაც­ნო ბე­რამ ნა­ნუ­კა და თა­ვი­დან­ვე მო­მე­წო­ნა, ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნაა და ამა­ვე დროს უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნი, რაც იშ­ვი­ა­თო­ბაა. რო­დის გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი და სხვა დე­ტა­ლე­ბი მე ნამ­დვი­ლად არ ვიცი, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად გან­ვი­თარ­და და გაგ­რძელ­და მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი.

ბერა ქორ­წილ­ში უბედ­ნი­ე­რე­სი იყო და მეც ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი ჩემი ძმა­კა­ცის ბედ­ნი­ე­რე­ბით! რაც შე­ე­ხე­ბა მშობ­ლებს, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან ასეთ დროს და ასე მოხ­და ბე­რას ქორ­წილ­შიც.

- ქორ­წი­ლის და­გეგ­მვი­სას რჩე­ვებს გე­კი­თხე­ბო­დათ ბერა?

- მე როცა დავ­ქორ­წინ­დი, ქორ­წი­ლი არ მქო­ნია, შე­სა­ბა­მი­სად რჩე­ვებს ვერ მკი­თხავ­და. უფრო გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­ვაა ამ დროს სა­ჭი­რო. ჩემი რჩე­ვა არც გა­მო­ად­გე­ბო­და.

- რა აჩუ­ქეთ ძმა­კაცს ქორ­წილ­ში?

- ბე­რას და ნა­ნუ­კას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, სა­ჩუქ­რე­ბი არ მიგ­ვე­ტა­ნა. გვი­თხრეს, სა­ჩუქ­რე­ბის თან­ხით გა­ჭირ­ვე­ბულ ბავ­შვებს დავ­ხმა­რე­ბო­დით და ასეც მო­ვი­ქე­ცით.

- ვინ იყო ქორ­წი­ლის თა­მა­და?

- ქორ­წილს ჰყავ­და წამ­ყვა­ნი, ხოლო თა­მა­და გახ­ლდათ ჯე­რო­ნი­მო. ქორ­წილ­ში იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი უცხო­ე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი მათი მე­გობ­რის - ბე­რას ქორ­წი­ლის სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ. ესე­ნი იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი ჯგუ­ფი The Supermen Lovers, Patoranking (ქორ­წილ­ში რამ­დე­ნი­მე ჰიტი შე­ას­რუ­ლა სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კის ბრა­ზი­ლი­ელ­მა ვარ­სკვლავ­მა სა­ლო­მე დე ბა­ი­ამ, ავტ.)

ავტორი:

"ბერას და ნანუკას გადაწყვეტილება იყო, საჩუქრები არ მიგვეტანა..." - რას ყვება გახმაურებული ქორწილის დეტალებზე ბერას მეგობარი

"ბერას და ნანუკას გადაწყვეტილება იყო, საჩუქრები არ მიგვეტანა..." - რას ყვება გახმაურებული ქორწილის დეტალებზე ბერას მეგობარი

ბერა ივანიშვილის ქორწილი, ალბათ წლის ყველაზე გახმაურებულ ღონისძიებებს შორის მოხვდება. ყოფილი პრემიერის ვაჟმა და მისმა რჩეულმა ჯვარი 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს, საქორწილო წვეულება კი კოჯორში მდებარე "ბიოლი ჰოლში" გაიმართა და მას 150-მდე სტუმარი დაესწრო.

ჯვრისწერაზე სიძე-პატარძალი "სამოსელი პირველის" ქართულ სამოსში იყო გამოწყობილი, ქორწილში კი სხვა ტანსაცმლით მივიდნენ. სიძეს კლასიკური შარვალი და პიჯაკი ეცვა, ხოლო ნანუკას Ralph & Russo-ს ცისფერი, აბრეშუმის კაბა ეცვა, რომელიც სამოდელო სახლის 2016 წლის კოლექციიდანაა და მისი ღირებულება 42 000 დოლარზე მეტია. ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილების რძალმა ულამაზესი კაბა პარიზში ყოფნისას შეიძინა.

ქორწილის სტუმრებს შორის იყო ბერას მეგობარი, მსახიობი თემო მჟავია, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველს წვეულების საინტერესო დეტალებს უზიარებს:

- ნანუკას და ბერას ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ! ზუსტად ისეთი, როგორიც ამ ულამაზეს წყვილს შეეფერება. აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო იმ ინფორმაციას, რაც მათ ჯვრისწერასთან დაკავშირებით გავრცელდა. დაიწერა თითქოს სვეტიცხოველი დაკეტეს, რაც არ არის სიმართლე. უამრავი ადამიანი იყო იქ და ამაში ყველა დამეთანხმება. ხალხს გადაადგილებაში ხელი ნამდვილად არ შეშლია. არაფერი არ ყოფილა ჩაკეტილი და ტყუილია რაც გავრცელდა.

- თქვენ როდის გაგაცნოთ ბერამ ნანუკა?

- არ მგონია ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი საინტერესო იყოს... ქორწილამდე დიდი ხნით ადრე გამაცნო ბერამ ნანუკა და თავიდანვე მომეწონა, ულამაზესი გოგონაა და ამავე დროს უშუალო ადამიანი, რაც იშვიათობაა. როდის გაიცნეს ერთმანეთი და სხვა დეტალები მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად განვითარდა და გაგრძელდა მათი სიყვარულის ამბავი.

ბერა ქორწილში უბედნიერესი იყო და მეც ბედნიერი ვიყავი ჩემი ძმაკაცის ბედნიერებით! რაც შეეხება მშობლებს, ისინი განსაკუთრებით ბედნიერები არიან ასეთ დროს და ასე მოხდა ბერას ქორწილშიც.

- ქორწილის დაგეგმვისას რჩევებს გეკითხებოდათ ბერა?

- მე როცა დავქორწინდი, ქორწილი არ მქონია, შესაბამისად რჩევებს ვერ მკითხავდა. უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევაა ამ დროს საჭირო. ჩემი რჩევა არც გამოადგებოდა.

- რა აჩუქეთ ძმაკაცს ქორწილში?

- ბერას და ნანუკას გადაწყვეტილება იყო, საჩუქრები არ მიგვეტანა. გვითხრეს, საჩუქრების თანხით გაჭირვებულ ბავშვებს დავხმარებოდით და ასეც მოვიქეცით.

- ვინ იყო ქორწილის თამადა?

- ქორწილს ჰყავდა წამყვანი, ხოლო თამადა გახლდათ ჯერონიმო. ქორწილში იყვნენ ჩამოსული უცხოელი მუსიკოსები, მაგრამ ისინი მათი მეგობრის - ბერას ქორწილის სტუმრები იყვნენ. ესენი იყვნენ ცნობილი ფრანგული ჯგუფი The Supermen Lovers, Patoranking (ქორწილში რამდენიმე ჰიტი შეასრულა საცეკვაო მუსიკის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა სალომე დე ბაიამ, ავტ.)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ