საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც დასასჯელია, აუცილებლად მოეკითხება" - რა ელის საქართველოს მისი ასტროლოგიური რუკის ანალიზის მიხედვით
"ვინც დასასჯელია, აუცილებლად მოეკითხება" - რა ელის საქართველოს მისი ასტროლოგიური რუკის ანალიზის მიხედვით

რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას სა­ქარ­თვე­ლო? ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქვეყ­ნის სა­მო­მავ­ლო ბე­დის შე­სა­ხებ ანა­ლიზს ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი გვი­ზი­ა­რებს:

"6 ნო­ემ­ბერს კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბის ღერძმა ლომი/მერ­წყუ­ლის ნიშ­ნე­ბი­დან კირჩხი­ბი/თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. მათი აქ სვლა 2020 წლის 5 მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა და მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნებს მი­სი­ად - პატ­რი­ო­ტიზმს, ეროვ­ნუ­ლო­ბას, ნა­ცი­ო­ნა­ლურ იდე­ას; რო­გორც ამ იდე­ის ძი­რი­თად საყ­რდენს - ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებს, წი­ნა­პარ­თა ხსოვ­ნას, ფეს­ვებს. მთე­ლი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე დღის წეს­რიგ­ში ეს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი იდ­გე­ბა! რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია და ყო­ვე­ლი­ვე ეს ჩვენც ისე­ვე გვე­ხე­ბა, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენ დიდ თუ პა­ტა­რა ქვეყ­ნებს. უფრო მე­ტიც - მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვენ­თვის შე­საძ­ლოა უფრო დიდი დატ­ვირ­თვაც კი ჰქონ­დეს, ვიდ­რე სხვე­ბის­თვის. და არა იმი­ტომ, რომ სხვებ­ზე უფრო მე­ტად ეროვ­ნუ­ლე­ბი და პატ­რი­ო­ტე­ბი ვართ...

საქ­მე ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ას­ტრო­ლო­გი­ურ ჰო­როს­კოპ­ში (09/04/91) კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი ამ­ჟა­მინ­დე­ლი გან­ლა­გე­ბის თით­ქმის ანა­ლო­გი­უ­რია. სულ ერთი მცი­რე გან­სხვა­ვე­ბით - დღეს აღ­მა­ვა­ლი კირჩხიბ­შია, სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის მი­ხედ­ვით კი, ჩვენ იქ დაღ­მა­ვა­ლი გვყავს. ანუ უკუ­ფა­ზა­ში ვხვდე­ბით. ესეთ დროს კი კარ­მა აქ­ტი­ურ­დე­ბა და თუ შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას ქონ­და გან­ვლი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე ად­გი­ლი, პა­სუხს გვთხოვს. თუ სწო­რად ვვი­თარ­დე­ბო­დით - გვა­ჯილ­დო­ვებს.

რა მოგ­ვე­თხო­ვე­ბო­და? - იკი­თხავთ ალ­ბათ თქვენ. სწო­რი სტრუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. გვქონ­და ეს? მგო­ნი რომ - არა. სწო­რედ ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ვინც და­სას­ჯე­ლია ამი­სათ­ვის, მათ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ე­კი­თხე­ბათ! მო­ე­კი­თხე­ბათ, რომ არ ეყ­რდნო­ბოდ­ნენ ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, არ აფა­სებ­დნენ ტრა­დი­ცი­ებს და არას­წორ მი­მარ­თუ­ლე­ბას გვთა­ვა­ზობ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

კვან­ძე­ბის ზუს­ტი შე­ერ­თე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე გვექ­ნე­ბა. ვნა­ხოთ, რას მო­ი­ტანს ეს მდე­ბა­რე­ო­ბა, ვფიქ­რობ, წინ არ­ცთუ იოლი, მაგ­რამ ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი გვე­ლის".

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ვინც დასასჯელია, აუცილებლად მოეკითხება" - რა ელის საქართველოს მისი ასტროლოგიური რუკის ანალიზის მიხედვით

"ვინც დასასჯელია, აუცილებლად მოეკითხება" - რა ელის საქართველოს მისი ასტროლოგიური რუკის ანალიზის მიხედვით

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? ასტროლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე, ქვეყნის სამომავლო ბედის შესახებ ანალიზს ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს:

"6 ნოემბერს კარმული კვანძების ღერძმა ლომი/მერწყულის ნიშნებიდან კირჩხიბი/თხის რქის ზოდიაქოებში გადაინაცვლა. მათი აქ სვლა 2020 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება და მთელი კაცობრიობის წინაშე დააყენებს მისიად - პატრიოტიზმს, ეროვნულობას, ნაციონალურ იდეას; როგორც ამ იდეის ძირითად საყრდენს - ოჯახურ ტრადიციებს, წინაპართა ხსოვნას, ფესვებს. მთელი წელიწადნახევრის მანძილზე დღის წესრიგში ეს და ამასთან დაკავშირებული საკითხები იდგება! რასაკვირველია, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ორგანული ნაწილია და ყოველივე ეს ჩვენც ისევე გვეხება, როგორც სხვა დანარჩენ დიდ თუ პატარა ქვეყნებს. უფრო მეტიც - მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის შესაძლოა უფრო დიდი დატვირთვაც კი ჰქონდეს, ვიდრე სხვებისთვის. და არა იმიტომ, რომ სხვებზე უფრო მეტად ეროვნულები და პატრიოტები ვართ...

საქმე ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ასტროლოგიურ ჰოროსკოპში (09/04/91) კარმული კვანძები ამჟამინდელი განლაგების თითქმის ანალოგიურია. სულ ერთი მცირე განსხვავებით - დღეს აღმავალი კირჩხიბშია, საქართველოს რუკის მიხედვით კი, ჩვენ იქ დაღმავალი გვყავს. ანუ უკუფაზაში ვხვდებით. ესეთ დროს კი კარმა აქტიურდება და თუ შეუსრულებლობას ქონდა განვლილი წლების მანძილზე ადგილი, პასუხს გვთხოვს. თუ სწორად ვვითარდებოდით - გვაჯილდოვებს.

რა მოგვეთხოვებოდა? - იკითხავთ ალბათ თქვენ. სწორი სტრუქტურული განვითარება. გვქონდა ეს? მგონი რომ - არა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ვინც დასასჯელია ამისათვის, მათ აუცილებლად მოეკითხებათ! მოეკითხებათ, რომ არ ეყრდნობოდნენ ეროვნულ ფასეულობებს, არ აფასებდნენ ტრადიციებს და არასწორ მიმართულებას გვთავაზობდნენ სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში.

კვანძების ზუსტი შეერთება გაზაფხულზე გვექნება. ვნახოთ, რას მოიტანს ეს მდებარეობა, ვფიქრობ, წინ არცთუ იოლი, მაგრამ ძალზე საინტერესო პერიოდი გველის".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ