პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, საზღვარზევე დააკავებენ - 4 საქმე, რომელსაც ექს-პრეზიდენტს გამოძიება ედავება
თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, საზღვარზევე დააკავებენ - 4 საქმე, რომელსაც ექს-პრეზიდენტს გამოძიება ედავება

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე აცხა­დებს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ი­წყა­ლებს და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და­უბ­რუ­ნებს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, შე­წყა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ექს პრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვე­ბენ.

იუ­რისტ რე­ვაზ აჭა­რა­ძის თქმით, ვიდ­რე პი­რის მი­მართ გა­ნა­ჩე­ნი არ დად­გე­ბა და მსჯავ­რდე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი არ ექ­ნე­ბა, მისი შე­წყა­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ­ჟა­მად ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ ორ საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნია დამ­დგა­რი, ხოლო სის­ხლის სა­მარ­თლის ორ საქ­მე­ზე აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­კაშ­ვილს ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვე­ბენ.

"მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მელ ეტაპ­ზეა საქ­მის გან­ხილ­ვა - აპე­ლა­ცი­ა­ში თუ უზე­ნა­ეს­ში, რად­გან პირ­ვე­ლი­ვე ინ­სტან­ცი­ის გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ, პი­როვ­ნე­ბა ით­ვლე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლად. კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით, პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია შე­ი­წყა­ლოს მსჯავ­რდე­ბუ­ლი. პრე­ზი­დენტს რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა, რომ შე­ი­წყა­ლოს მსჯავ­რდე­ბუ­ლი, იმის მი­უ­ხე­და­ვად საქ­მე უზე­ნა­ეს­შია თუ აპე­ლა­ცი­ა­ში, არ აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა საქ­მეს, სა­დაც აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, იმ საქ­მე­ებ­ში პი­როვ­ნე­ბა ით­ვლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად და არა მსჯავ­რდე­ბუ­ლად. რო­დე­საც პირი ით­ვლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად და არა მსჯავ­რდე­ბუ­ლად, ანუ სა­ნამ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ით გა­ნა­ჩე­ნი არ არის გა­მო­ტა­ნი­ლი, პრე­ზი­დენტს ბრალ­დე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ნა­წილ­ში გაგ­რძელ­დე­ბა საქ­მე. თუ პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს საია-ს იუ­რის­ტმა.

სა­ა­კაშ­ვილს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შემ­დეგ ორ საქ­მე­ზე აქვს მის­ჯი­ლი: "ტე­ლე­ი­მე­დის" 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვი­სა და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ქო­ნე­ბის და­უფ­ლე­ბის საქ­მე­ზე და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის კუთ­ვნი­ლი თან­ხის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე.

კი­დევ ორ საქ­მე­ზე - სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბი­სა და ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მე­ებ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უც­ვლე­ლად და­ტო­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ, რის შემ­დე­გაც დაც­ვის მხა­რემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კა­სა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რა. ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მის გან­ხილ­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • "იმე­დის" დარ­ბე­ვის საქ­მე

"ტე­ლე­ი­მე­დის" 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვი­სა და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ქო­ნე­ბის და­უფ­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლია სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ, ძა­ლა­დო­ბი­თა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია) და სსკ-ის 333-ემუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია).

სა­ა­კაშ­ვილს შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა და მას­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა. ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან - ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი, გიგი უგუ­ლა­ვა.

  • სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე

ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2018 წლის 5 იან­ვარს ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში გა­სა­მარ­თლე­ბულ პირ­თა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით შე­წყა­ლე­ბის ეპი­ზოდ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 332 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და 1 წლით და 6 თვით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ან თვით­მარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი, რო­გორც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის, ისე სას­ჯე­ლის ნა­წილ­ში დარ­ჩა უც­ვლე­ლად. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია სა­კა­სა­ციო წე­სით. ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან დათა და ბაჩო ახა­ლა­ი­ე­ბი და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

  • თან­ხის გაფ­ლან­გვის საქ­მე

სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის კუთ­ვნი­ლი თან­ხის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, 2014 წლის 13 აგ­ვის­ტოს, წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი სსკ-ის 182-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა", "დ" ქვე­პუნ­ქტით და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (დიდი ოდე­ნო­ბით გაფ­ლან­გვა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის.

სას­ჯე­ლის სა­ხით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შვი­დი­დან თერ­თმეტ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე. სა­ა­კაშ­ვილს ამ საქ­მე­ზე აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას­ზე ძებ­ნა არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა. ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლია სდსს-ს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­შია, რო­მელ­საც აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

  • გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მე

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მეს, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ AMBEBI.GE-ის­თვის მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია შემ­დე­გი:

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ქვე­პუნ­ქტით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით), 25,117-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა) და სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 (ექ­ვსი) წლის ვა­დით, მას­ვე 2 (ორი) წლი­სა და 3 (სამი) თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ში.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. ამა­ვე საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ერეკ­ლე კო­დუა და გია სი­რა­ძე.

ავტორი:

თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, საზღვარზევე დააკავებენ - 4 საქმე, რომელსაც ექს-პრეზიდენტს გამოძიება ედავება

თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, საზღვარზევე დააკავებენ - 4 საქმე, რომელსაც ექს-პრეზიდენტს გამოძიება ედავება

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეიწყალებს და მოქალაქეობას დაუბრუნებს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, როგორც ირკვევა, შეწყალების მიუხედავად, ექს პრეზიდენტს საქართველოში შემოსვლისთანავე დააკავებენ.

იურისტ რევაზ აჭარაძის თქმით, ვიდრე პირის მიმართ განაჩენი არ დადგება და მსჯავრდებულის სტატუსი არ ექნება, მისი შეწყალება შეუძლებელია. ამჟამად ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ორ საქმეზე განაჩენია დამდგარი, ხოლო სისხლის სამართლის ორ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. აქედან გამომდინარე, სააკაშვილს ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.

"მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ეტაპზეა საქმის განხილვა - აპელაციაში თუ უზენაესში, რადგან პირველივე ინსტანციის განაჩენის შემდეგ, პიროვნება ითვლება მსჯავრდებულად. კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული. პრეზიდენტს რაიმე შეზღუდვა, რომ შეიწყალოს მსჯავრდებული, იმის მიუხედავად საქმე უზენაესშია თუ აპელაციაში, არ აქვს.

რაც შეეხება სხვა საქმეს, სადაც აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, იმ საქმეებში პიროვნება ითვლება ბრალდებულად და არა მსჯავრდებულად. როდესაც პირი ითვლება ბრალდებულად და არა მსჯავრდებულად, ანუ სანამ პირველი ინსტანციით განაჩენი არ არის გამოტანილი, პრეზიდენტს ბრალდებულის შეწყალების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, ამ ნაწილში გაგრძელდება საქმე. თუ პატიმრობა აქვს შეფარდებული, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე იქნება დაკავებული" - განუცხადა AMBEBI.GE-ს საია-ს იურისტმა.

სააკაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შემდეგ ორ საქმეზე აქვს მისჯილი: "ტელეიმედის" 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე.

კიდევ ორ საქმეზე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა. ვალერი გელაშვილის ცემის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

  • "იმედის" დარბევის საქმე

"ტელეიმედის" 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება ასე გამოიყურება:

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება წარდგენილია სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების დასახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და სსკ-ის 333-ემუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

სააკაშვილს შეფარდებული აქვს პატიმრობა და მასზე გამოცხადებულია ძებნა. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან - ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, ივანე მერაბიშვილი, გიგი უგულავა.

  • სანდრო გირგვლიანის საქმე

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის 5 იანვარს ცნობილი იქნა დამნაშავედ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მე-2 ნაწილით და "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან თვითმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებულია საკასაციო წესით. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან დათა და ბაჩო ახალაიები და ვანო მერაბიშვილი.

  • თანხის გაფლანგვის საქმე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, 2014 წლის 13 აგვისტოს, წარედგინა ბრალი სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "დ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სააკაშვილს ამ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა მასზე ძებნა არ გამოცხადებულა. ამავე საქმეზე ბრალდებულია სდსს-ს ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელსაც აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.

  • გელაშვილის ცემის საქმე

რაც შეეხება ვალერი გელაშვილის ცემის საქმეს, პროკურატურის მიერ AMBEBI.GE-ისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებულია შემდეგი:

მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, მასვე 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.

ამჟამად მიმდინარეობს საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამავე საქმეზე მსჯავრდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე.

"სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ. ოქრუაშვილი არ არის ყველასთან შეთანხმებული კანდიდატი", - გიორგი ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს პასუხობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლო - ხვიჩა მღებრიშვილმა დანაშაული აღიარა და სასამართლოს ჰუმანურობისთვის მადლობა გადაუხადა

ოპოზიციის მემორანდუმი -  ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბს პაატა დავითაია უხელმძღვანელებს