პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცი ოჯახის წევრს თავშესაფარში ეძებდა და გარდაცვლილი ნახა... მასთან ერთად ვტიროდი" - რას ყვება ქართველი სტუდენტი კალიფორნიის ხანძარზე
"კაცი ოჯახის წევრს თავშესაფარში ეძებდა და გარდაცვლილი ნახა... მასთან ერთად ვტიროდი" - რას ყვება ქართველი სტუდენტი კალიფორნიის ხანძარზე

ძლი­ე­რი ხან­ძა­რი, რო­მე­ლიც კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში 8 ნო­ემ­ბრი­დან მძვინ­ვა­რებს, შტა­ტის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კია. ხან­ძარ­მა ქა­ლა­ქი პე­რე­და­ი­სი (Paradise - სა­მო­თხე) ჯო­ჯო­ხეთს და­ამ­სგავ­სა, ათა­სო­ბით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და შე­ნო­ბა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, იწ­ვის ტყე. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სტი­ქი­ამ 44 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, 200-ზე მეტი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

პე­რე­და­ი­სი კა­ლი­ფორ­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ საკ­რა­მენ­ტო­დან 100 მილ­შია და ჩი­კოს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. თა­მარ (თათა) გუ­რე­ვი­ჩი ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტია, რო­მე­ლიც ჩი­კოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, არის დე­კა­ნის სი­ა­ში, სა­დაც მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ხვდე­ბი­ან.

წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ამ ტრა­გე­დი­ის თვითმხილ­ვე­ლია და ხან­ძრის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ერთ-ერთი დამ­ხმა­რეც - რო­დე­საც ცე­ცხლი გაჩ­ნდა, თათა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში.

AMBEBI.GE-ს მკი­თხველს თათა გუ­რე­ვი­ჩი თა­ვად უამ­ბობს უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბის შე­სა­ხებ:

"იმ დი­ლით, 6:30-ზე გა­მეღ­ვი­ძა და 7-ზე უკვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ყა­ვი. შორი მან­ძი­ლი­და­ნაც კი მო­ჩან­და ხან­ძა­რი, თავ­და­პირ­ვე­ლად ისიც კი ვი­ფიქ­რე, რომ ძა­ლი­ან ნა­თე­ლი მზე იყო, შემ­დეგ თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი გა­შავ­და... ლექ­ცი­ა­ზე მის­ვლი­დან 15 წუთ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რია კვამ­ლით და­ი­ფა­რა და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ქა­ლა­ქი შავ­მა კვამლმა მო­იც­ვა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ვი­გებ­დი და ვხე­დავ­დი, რო­გორ ტო­ვებ­და მო­სახ­ლე­ო­ბა ხან­ძრის კე­რას, ულა­მა­ზეს ქა­ლაქს - პე­რე­და­ი­სს. ეს ქა­ლა­ქი ჩი­კოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან 15 წუ­თის სა­ვალ­ზეა.

სას­წრა­ფოდ გა­მო­ცხად­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის და კამ­პუ­სის ევა­კუ­ა­ცია, ავი­ღეთ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი და დრო­უ­ლად გა­მო­ვე­დით ქა­ლა­ქი­დან. დავ­ბრუნ­დი მშობ­ლებ­თან. შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მე­ი­ლი მი­ვი­ღე, სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს დახ­მა­რე­ბას გვთხოვ­დნენ, წი­თელ ჯვარ­თან ერ­თად თავ­შე­სა­ფარ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს დავ­ხმა­რე­ბო­დით. მო­მა­ვა­ლი მე­დი­კო­სი ვარ და ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბად ვთვლი, გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს ადა­მი­ა­ნე­ბი არ მი­ვა­ტო­ვო. ამი­ტომ მშობ­ლებ­თან ერ­თად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე და დავ­ბრუნ­დი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩი­კო­ში.

ეს იყო გზა ჯო­ჯო­ხე­თის­კენ! წი­თე­ლი ცა, კვამ­ლი, ცა­რი­ე­ლი ქუ­ჩე­ბი... ერთ დროს სი­ცო­ცხლით სავ­სე ქა­ლა­ქი, მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ქა­ლა­ქად გა­და­იქ­ცა. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის გამო სუნ­თქვა ჭირ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან სა­რის­კო იყო ჩემი იმ ად­გი­ლას დაბ­რუ­ნე­ბა, თბილ სა­წოლ­ში წოლა და ამ ყვე­ლა­ფე­რის შო­რი­დან ყუ­რე­ბა არ შე­მეძ­ლო. მე, ისე­ვე რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ჩემ გვერ­დით მყო­ფი ადა­მი­ა­ნი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ვჭირ­დე­ბით. ჩიკო ჩემი მე­ო­რე სახ­ლია. ამი­ტომ როცა იქ დავ­ბრუნ­დი, ჩემს სახ­ლში მი­ვე­დი, ჩა­ვიც­ვი ფორ­მა და იმ თავ­შე­სა­ფარ­ში წა­ვე­დი, სა­დაც წი­თელ­მა ჯვარ­მა გა­მა­ნა­წი­ლა, ჩემი სახ­ლის ახ­ლოს მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ა­ში (იქ არის ერთ-ერთი თავ­შე­სა­ფა­რი).

ძა­ლი­ან მძი­მეა იმის ყუ­რე­ბა, თუ რო­გორ და­კარ­გეს ადა­მი­ა­ნებ­მა წლო­ბით შექ­მნი­ლი, ქუ­ჩა­ში დარ­ჩნენ. იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­თან სა­უბ­რი­სას, მინ­დო­და მე­ტი­რა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ შევ­ძე­ლი ჩემი ემო­ცი­ის მარ­თვა. თუმ­ცა ძნე­ლია, და­ამ­შვი­დო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ისიც კი არ იცის, მისი ოჯა­ხი­დან გა­დარ­ჩა თუ არა ვინ­მე, და­კარ­გა სახ­ლი, ქა­ლა­ქი, სა­დაც და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და და რო­მელ­თა­ნაც უამ­რა­ვი მო­გო­ნე­ბა აკავ­ში­რებს, მხო­ლოდ რუ­კა­ზე დარ­ჩა!

იყო ერთი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მა­მა­კა­ცი ოჯა­ხის წევ­რს ჩვენს თავ­შე­სა­ფარ­ში ეძებ­და და სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლი ნახა. აქ მარ­თლა გა­მი­ჭირ­და ემო­ცი­ის მარ­თვა, გა­და­ვეხ­ვიე და მას­თან ერ­თად ვი­ტი­რე. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. "ფე­ის­ბუკ­სა" და "ინ­სტაგ­რამ­ზე" დავ­დე გან­ცხა­დე­ბა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში 2 700 დო­ლა­რი შეგ­როვ­და, რი­თაც შე­ვი­ძი­ნე პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი. ყვე­ლა ცდი­ლობს დახ­მა­რე­ბას, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი, წი­თე­ლი ჯვა­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­გი­თი ამე­რი­კე­ლე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ახალ­გაზ­რდო­ბა" - გვიყ­ვე­ბა ჩი­კოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი.

თა­მარ გუ­რე­ვი­ჩი 3 წლის ასაკ­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მი­აჩ­ნია, რომ იქა­უ­რებს, რომ­ლებ­საც ეს ტრა­გე­დია უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხოთ, ია­რე­ბის მო­სა­შუ­შებ­ლად დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბათ. თათა ჩვენ­თან სა­უ­ბარს ასე ას­რუ­ლებს:

"მინ­და მჯე­რო­დეს, რომ იმე­დი არ კვდე­ბა. ხალ­ხიც ნელ-ნელა გონს მოვა, შო­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­ივ­ლის, მაგ­რამ პა­ტა­რა ქა­ლა­ქი პა­რა­და­ი­სი აღარ არ­სე­ბობს. ვწუხ­ვარ, იმ მო­ხუ­ცე­ბის გამო, რო­მელ­თაც ასა­კი არ აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყონ. ჩვენ, ახალ­გაზ­რდე­ბი თა­ვი­დან ავა­შე­ნებთ და ერ­თად დავ­დგე­ბით ფეხ­ზე..."

ფოტო: Eric Thayer, Reuters, GEtty Images

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"კაცი ოჯახის წევრს თავშესაფარში ეძებდა და გარდაცვლილი ნახა... მასთან ერთად ვტიროდი" - რას ყვება ქართველი სტუდენტი კალიფორნიის ხანძარზე

"კაცი ოჯახის წევრს თავშესაფარში ეძებდა და გარდაცვლილი ნახა... მასთან ერთად ვტიროდი" - რას ყვება ქართველი სტუდენტი კალიფორნიის ხანძარზე

ძლიერი ხანძარი, რომელიც კალიფორნიაში 8 ნოემბრიდან მძვინვარებს, შტატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკია. ხანძარმა ქალაქი პერედაისი (Paradise - სამოთხე) ჯოჯოხეთს დაამსგავსა, ათასობით საცხოვრებელი სახლი და შენობა განადგურებულია, იწვის ტყე. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 44 ადამიანი იმსხვერპლა, 200-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

პერედაისი კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოდან 100 მილშია და ჩიკოს უნივერსიტეტთან ახლოს მდებარეობს. თამარ (თათა) გურევიჩი ამ უნივერსიტეტის ერთადერთი ქართველი სტუდენტია, რომელიც ჩიკოს უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც შევიტყვეთ, არის დეკანის სიაში, სადაც მხოლოდ წარმატებული სტუდენტები ხვდებიან.

წარმოშობით ქართველი გოგონა ამ ტრაგედიის თვითმხილველია და ხანძრისგან დაზარალებული ადამიანების ერთ-ერთი დამხმარეც - როდესაც ცეცხლი გაჩნდა, თათა აქტიურად ჩაერთო დაზარალებულების დახმარების პროცესში.

AMBEBI.GE-ს მკითხველს თათა გურევიჩი თავად უამბობს უმძიმესი დღეების შესახებ:

"იმ დილით, 6:30-ზე გამეღვიძა და 7-ზე უკვე უნივერსიტეტში ვიყავი. შორი მანძილიდანაც კი მოჩანდა ხანძარი, თავდაპირველად ისიც კი ვიფიქრე, რომ ძალიან ნათელი მზე იყო, შემდეგ თანდათან ყველაფერი გაშავდა... ლექციაზე მისვლიდან 15 წუთში, უნივერსიტეტის ტერიტორია კვამლით დაიფარა და რამდენიმე საათში ქალაქი შავმა კვამლმა მოიცვა. სოციალური ქსელიდან ვიგებდი და ვხედავდი, როგორ ტოვებდა მოსახლეობა ხანძრის კერას, ულამაზეს ქალაქს - პერედაისს. ეს ქალაქი ჩიკოს უნივერსიტეტიდან 15 წუთის სავალზეა.

სასწრაფოდ გამოცხადდა უნივერსიტეტის და კამპუსის ევაკუაცია, ავიღეთ საჭირო ნივთები და დროულად გამოვედით ქალაქიდან. დავბრუნდი მშობლებთან. შემდეგ უნივერსიტეტიდან მეილი მივიღე, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს დახმარებას გვთხოვდნენ, წითელ ჯვართან ერთად თავშესაფარში დაზარალებულებს დავხმარებოდით. მომავალი მედიკოსი ვარ და ჩემს მოვალეობად ვთვლი, გაჭირვების ჟამს ადამიანები არ მივატოვო. ამიტომ მშობლებთან ერთად, გადაწყვეტილება მივიღე და დავბრუნდი დაზარალებულების დასახმარებლად ჩიკოში.

ეს იყო გზა ჯოჯოხეთისკენ! წითელი ცა, კვამლი, ცარიელი ქუჩები... ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქი, მოჩვენებების ქალაქად გადაიქცა. დაბინძურებული ჰაერის გამო სუნთქვა ჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სარისკო იყო ჩემი იმ ადგილას დაბრუნება, თბილ საწოლში წოლა და ამ ყველაფერის შორიდან ყურება არ შემეძლო. მე, ისევე როგორც თითოეული ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი, დაზარალებულებს ვჭირდებით. ჩიკო ჩემი მეორე სახლია. ამიტომ როცა იქ დავბრუნდი, ჩემს სახლში მივედი, ჩავიცვი ფორმა და იმ თავშესაფარში წავედი, სადაც წითელმა ჯვარმა გამანაწილა, ჩემი სახლის ახლოს მდებარე ეკლესიაში (იქ არის ერთ-ერთი თავშესაფარი).

ძალიან მძიმეა იმის ყურება, თუ როგორ დაკარგეს ადამიანებმა წლობით შექმნილი, ქუჩაში დარჩნენ. იყო მომენტი, როდესაც გადარჩენილებთან საუბრისას, მინდოდა მეტირა, მაგრამ საბედნიეროდ შევძელი ჩემი ემოციის მართვა. თუმცა ძნელია, დაამშვიდო ადამიანი, რომელმაც ისიც კი არ იცის, მისი ოჯახიდან გადარჩა თუ არა ვინმე, დაკარგა სახლი, ქალაქი, სადაც დაიბადა, გაიზარდა და რომელთანაც უამრავი მოგონება აკავშირებს, მხოლოდ რუკაზე დარჩა!

იყო ერთი შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ოჯახის წევრს ჩვენს თავშესაფარში ეძებდა და სამწუხაროდ, გარდაცვლილი ნახა. აქ მართლა გამიჭირდა ემოციის მართვა, გადავეხვიე და მასთან ერთად ვიტირე. დაზარალებულების დასახმარებლად სოციალური მედია ძალიან დამეხმარა. "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" დავდე განცხადება და დაზარალებულებისთვის რამდენიმე საათში 2 700 დოლარი შეგროვდა, რითაც შევიძინე პირველადი დახმარების ნივთები. ყველა ცდილობს დახმარებას, სადაზღვევო კომპანიები, წითელი ჯვარი, ჩვეულებრივი რიგითი ამერიკელები და რაც მთავარია, ახალგაზრდობა" - გვიყვება ჩიკოს უნივერსიტეტის ერთადერთი ქართველი სტუდენტი.

თამარ გურევიჩი 3 წლის ასაკში მშობლებთან ერთად საქართველოდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მიაჩნია, რომ იქაურებს, რომლებსაც ეს ტრაგედია უშუალოდ შეეხოთ, იარების მოსაშუშებლად დიდი დრო დასჭირდებათ. თათა ჩვენთან საუბარს ასე ასრულებს:

"მინდა მჯეროდეს, რომ იმედი არ კვდება. ხალხიც ნელ-ნელა გონს მოვა, შოკური მდგომარეობაც გაივლის, მაგრამ პატარა ქალაქი პარადაისი აღარ არსებობს. ვწუხვარ, იმ მოხუცების გამო, რომელთაც ასაკი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყონ. ჩვენ, ახალგაზრდები თავიდან ავაშენებთ და ერთად დავდგებით ფეხზე..."

ფოტო: Eric Thayer, Reuters, GEtty Images

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე