ავტორი:

რა შემთხვევაში აღარ დაიბეგრებიან ბინის გამქირავებლები

რა შემთხვევაში აღარ დაიბეგრებიან ბინის გამქირავებლები

პირთა ნაწილი, ვინც ბინას აქირავებს, შესაძლოა, აღარ დაიბეგროს. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია. პროექტის ავტორი - პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხოლო ინიციატორი „ევროპული საქართველოა“.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილების მიზანია ქვეყანაში უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებით არსებული მაღალი ფასების დაწევა.

როგორც ცნობილია, უძრავი ქონების საცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას, პირი იხდის 5%-ს, თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, ის პირები, რომლებიც უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან (გაქირავებიდან) შემოსავლების სახით წელიწადში 30 000 ლარზე ნაკლებს მიიღებენ, აღარ დაიბეგრებიან.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, ეს ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუ მთავრობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის ახალი კანონპროექტის მიხედვით, გაქირავებისას გადახდილი გადასახადები წავა სახელმწიფო ბიუჯეტში და არა თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო