მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელში ჭურვები ცვივა - ღაზას სექტორიდან 300-ზე მეტი რაკეტა ისროლეს
ისრაელში ჭურვები ცვივა - ღაზას სექტორიდან 300-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა. სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ის­რა­ე­ლის მიერ ღა­ზა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად 7 პა­ლეს­ტი­ნე­ლი და ერთი ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა.

BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 300-ზე მეტი ჭურ­ვი ის­რო­ლეს. მათ­გან ერთი ავ­ტო­ბუსს და­ე­ცა, შე­დე­გად ახ­ლოს მყოფ­მა ჯა­რის­კაც­მა სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ის­რა­ელ­მაც - ღა­ზას სექ­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­ი­ე­რი­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის „ჰა­მა­სი­სა“ და „ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის“ 70-ზე მეტ ობი­ექ­ტზე მი­ი­ტა­ნეს. შე­დე­გად სამი პა­ლეს­ტი­ნე­ლი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლია ცხრა პა­ლეს­ტი­ნე­ლი.

ის­რა­ე­ლე­ლი ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ნას­რო­ლი ჭურ­ვე­ბის შე­დე­გად 10 მო­ქა­ლა­ქე და­იჭ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერთ-ერთი ჭურ­ვი ის­რა­ე­ლის ქა­ლაქ აშ­ქე­ლონ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს და­ე­ცა, რა­საც ერთი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა.

ის­რა­ე­ლე­ლი მა­ი­ო­რის გენ ქა­მილ აბუ რუ­კუ­ნის თქმით, ჰა­მა­სმა „წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თა“ და ის­რა­ე­ლი „რკი­ნის მუშ­ტით გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას ტე­რო­რის­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მენ ნე­თა­ნი­აჰუმ საფ­რან­გეთ­ში ვი­ზი­ტი შე­წყვი­ტა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შე­სახ­ვედ­რად ის­რა­ელ­ში დაბ­რუნ­და.

რა მოხ­და კვი­რას?

სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მათ შო­რის იყ­ვნენ ჰა­მა­სის ერთ-ერთი მე­თა­უ­რი და ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცი.

პა­ლეს­ტი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­თა­უ­რი მოკ­ლა ის­რა­ე­ლის და­ნა­ყოფ­მა, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. მათი გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­ყო­ფი ღა­ზას სექ­ტორ­ში სა­ზღვრი­დან 3 კმ-ს და­შო­რე­ბით მოძ­რა­ობ­და, მათი მან­ქა­ნა ჰა­მა­სის წევ­რებ­მა გა­ა­ჩე­რეს. პა­ლეს­ტი­ნის წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­რა­ე­ლელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ცე­ცხლი გახ­სნეს და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­თა­უ­რი, ნურ ბა­რა­კე­ჰი მოკ­ლეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ ცე­ცხლი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ა­მაც გახ­სნა.

ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ჰა­მა­სის 6 პა­ლეს­ტი­ნე­ლი წევ­რი. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვი­თი ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი და­ი­ღუ­პა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ყო­ფის ერთი წევ­რი, ერთი მსუ­ბუ­ქად და­იჭ­რა.

ის­რა­ე­ლე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი სამ­შობ­ლო­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვერ­ტმფრე­ნით და­აბ­რუ­ნეს.

რა­ტომ მოკ­ლეს ის­რა­ე­ლე­ლებ­მა ჰა­მა­სის მე­თა­უ­რი?

სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლი არ სა­უბ­რობს. ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, „ტე­რო­რის­ტე­ბის და­ხოც­ვა ან გა­ტა­ცე­ბა და­გეგ­მი­ლი არ ყო­ფი­ლა და ოპე­რა­ცი­ის მი­ზანს მხო­ლოდ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და“.

BBC-ს ჟურ­ნა­ლის­ტი იე­რუ­სა­ლიმ­ში, ტომ ბე­იტ­მე­ნი ყო­ფილ ის­რა­ე­ლელ გე­ნე­რალ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ოპე­რა­ცია დაზ­ვერ­ვი­თი იყო, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და. მი­სი­ვე თქმით, ის­რა­ე­ლის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ასე­თი მარ­ცხით ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად სრულ­დე­ბა.

რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი კვი­რას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ?

ჰა­მა­სის წარ­მო­მად­გენ­ლის, ფავ­ზი ბარ­ჰო­უ­მი ინ­ცი­დენტს ის­რა­ე­ლის „ლაჩ­რულ თავ­დას­ხმად" აფა­სებს.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვი­თი ძა­ლე­ბის ლე­ი­ტე­ნან­ტმა გენ გადი ეი­ზენ­კოტ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის და­ნა­ყო­ფი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ოპე­რა­ცი­ას ატა­რებ­და, თუმ­ცა დე­ტა­ლებ­ზე არ უსა­უბ­რია.

ის­რა­ე­ლის ჯა­რის ცნო­ბით, მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე ღა­ზას სექ­ტო­რი­დან მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით 17 ჭურ­ვი ის­რო­ლეს.

ორ­შა­ბათს კი პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა ის­რა­ე­ლის­კენ სა­მას­ზე მეტი ჭურ­ვი გა­უშ­ვეს, უმე­ტე­სო­ბა ღია სივ­რცე­ებ­ში ჩა­მო­ვარ­და, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა ათე­უ­ლო­ბით ჭურ­ვის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა შეძ­ლეს.

ასე­ვე, ის­რა­ე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰა­მა­სი­სა და „ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის“ 70-ზე მეტ ობი­ექ­ტზე მი­ი­ტა­ნეს ავი­ა­ი­ე­რი­ში.

პა­ლეს­ტი­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­და შე­ნო­ბა ღა­ზას სექ­ტორ­ში, სა­დაც ჰა­მა­სის მიერ მარ­თუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ოფი­სი მდე­ბა­რე­ობს. ის­რა­ელ­მა შე­ნო­ბა­ზე ავი­ა­ი­ე­რი­შის შე­სა­ხებ პა­ლეს­ტი­ნა წი­ნას­წარ გა­აფრ­თხი­ლა, თავ­დას­ხმის დროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ის­რა­ე­ლის გან­მარ­ტე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია ჰა­მა­სის პრო­პა­გან­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მა­უ­წყებ­ლო­ბა მა­ლე­ვე გა­ნახ­ლდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ისრაელში ჭურვები ცვივა - ღაზას სექტორიდან 300-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

ისრაელში ჭურვები ცვივა - ღაზას სექტორიდან 300-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

ისრაელსა და პალესტინას შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელის მიერ ღაზაში ჩატარებული საიდუმლო ოპერაციის შედეგად 7 პალესტინელი და ერთი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

BBC-ს ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი ჭურვი ისროლეს. მათგან ერთი ავტობუსს დაეცა, შედეგად ახლოს მყოფმა ჯარისკაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

საპასუხო დარტყმები განახორციელა ისრაელმაც - ღაზას სექტორის მიმართულებით ავიაიერიში ტერორისტული ორგანიზაციების „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 70-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს. შედეგად სამი პალესტინელი სამხედრო დაიღუპა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილია ცხრა პალესტინელი.

ისრაელელი ექიმები ამბობენ, რომ ღაზას სექტორიდან ნასროლი ჭურვების შედეგად 10 მოქალაქე დაიჭრა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ჭურვი ისრაელის ქალაქ აშქელონში საცხოვრებელ სახლს დაეცა, რასაც ერთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

ისრაელელი მაიორის გენ ქამილ აბუ რუკუნის თქმით, ჰამასმა „წითელი ხაზი გადაკვეთა“ და ისრაელი „რკინის მუშტით გააგრძელებს ბრძოლას ტერორისტული მოქმედებების წინააღმდეგ“.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამენ ნეთანიაჰუმ საფრანგეთში ვიზიტი შეწყვიტა და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან შესახვედრად ისრაელში დაბრუნდა.

რა მოხდა კვირას?

საიდუმლო ოპერაციის მიმდინარეობისას რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის იყვნენ ჰამასის ერთ-ერთი მეთაური და ისრაელელი ჯარისკაცი.

პალესტინის ინფორმაციით, მეთაური მოკლა ისრაელის დანაყოფმა, რომელიც სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდა. მათი განცხადებით, დანაყოფი ღაზას სექტორში საზღვრიდან 3 კმ-ს დაშორებით მოძრაობდა, მათი მანქანა ჰამასის წევრებმა გააჩერეს. პალესტინის წყაროების ინფორმაციით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს და ადგილობრივი მეთაური, ნურ ბარაკეჰი მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირების შემდეგ ცეცხლი ტერიტორიაზე ისრაელის ავიაციამაც გახსნა.

ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა ჰამასის 6 პალესტინელი წევრი. ისრაელის თავდაცვითი ძალების ინფორმაციით კი დაიღუპა სპეციალური დანაყოფის ერთი წევრი, ერთი მსუბუქად დაიჭრა.

ისრაელელი სამხედროები სამშობლოში, მოგვიანებით, ვერტმფრენით დააბრუნეს.

რატომ მოკლეს ისრაელელებმა ჰამასის მეთაური?

საიდუმლო ოპერაციის დეტალების შესახებ ისრაელი არ საუბრობს. ქვეყნის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ტერორისტების დახოცვა ან გატაცება დაგეგმილი არ ყოფილა და ოპერაციის მიზანს მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება წარმოადგენდა“.

BBC-ს ჟურნალისტი იერუსალიმში, ტომ ბეიტმენი ყოფილ ისრაელელ გენერალზე დაყრდნობით ამბობს, რომ სავარაუდოდ, ოპერაცია დაზვერვითი იყო, თუმცა წარუმატებლად დასრულდა. მისივე თქმით, ისრაელის მიერ ჩატარებული ოპერაციები ასეთი მარცხით ძალიან იშვიათად სრულდება.

როგორ განვითარდა მოვლენები კვირას ჩატარებული ოპერაციის შემდეგ?

ჰამასის წარმომადგენლის, ფავზი ბარჰოუმი ინციდენტს ისრაელის „ლაჩრულ თავდასხმად" აფასებს.

ისრაელის თავდაცვითი ძალების ლეიტენანტმა გენ გადი ეიზენკოტმა კი განაცხადა, რომ ისრაელის დანაყოფი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ოპერაციას ატარებდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ისრაელის ჯარის ცნობით, მომხდარიდან მალევე ღაზას სექტორიდან მათი მიმართულებით 17 ჭურვი ისროლეს.

ორშაბათს კი პალესტინელებმა ისრაელისკენ სამასზე მეტი ჭურვი გაუშვეს, უმეტესობა ღია სივრცეებში ჩამოვარდა, ისრაელის სამხედრო ძალებმა ათეულობით ჭურვის გაუვნებელყოფა შეძლეს.

ასევე, ისრაელის ინფორმაციით, ჰამასისა და „ისლამური ჯიჰადის“ 70-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს ავიაიერიში.

პალესტინელი სამართალდამცველები ამბობენ, რომ თავდასხმის ობიექტი გახდა შენობა ღაზას სექტორში, სადაც ჰამასის მიერ მართული ტელეკომპანიის ოფისი მდებარეობს. ისრაელმა შენობაზე ავიაიერიშის შესახებ პალესტინა წინასწარ გააფრთხილა, თავდასხმის დროს თანამშრომლები ევაკუირებულები იყვნენ. ისრაელის განმარტებით, ტელეკომპანია ჰამასის პროპაგანდას ემსახურება. მაუწყებლობა მალევე განახლდა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ