მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია აფხაზეთში - 11 წლის მოზარდს მამის იარაღით 8 წლის ბავშვი შემოაკვდა
ტრაგედია აფხაზეთში - 11 წლის მოზარდს მამის იარაღით 8 წლის ბავშვი შემოაკვდა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში 11 წლის მო­ზარდს 8 წლის ბავ­შვი შე­მო­აკ­ვდა. შემ­თხვე­ვა 8 ნო­ემ­ბერს მოხ­და. ორი­ვე მათ­გა­ნი გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხუ­ა­პის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ისი­ნი სახ­ლში მარ­ტო­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. 11 წლის მო­ზარ­დმა კა­რა­დი­დან გა­და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ტა­ნა და 8 წლის ბიჭს თავ­ში და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლა. იგი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, შუ­ა­დღის­თვის ჯერ გას­რო­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს და შემ­დეგ - შე­ში­ნე­ბუ­ლი ბავ­შვის ყვი­რი­ლი.

"მე­ექ­ვსე კლა­სე­ლი ბიჭი იმ დღეს ცუ­დად იყო და სკო­ლა­ში არ წა­სუ­ლა. რო­გორც ჩანს, მის მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი მე­სა­მე კლა­სე­ლი ბიჭი სკო­ლი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, მას­თან სა­თა­მა­შოდ მი­ვი­და... მო­ზარ­დი სახ­ლში მარ­ტო იყო, მისი მშობ­ლე­ბი გას­ვე­ნე­ბა­ში იყ­ვნენ. თა­მა­შობ­დნენ, რო­დე­საც უფ­როს­მა მო­ზარ­დმა კა­რა­დი­დან მა­მის კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი სა­თა­მა­შოდ გა­მო­ი­ტა­ნა და პა­ტა­რა ბიჭს თავ­ში ახლო მან­ძი­ლი­დან და­უ­მიზ­ნა...

გას­რო­ლის შემ­დეგ ბავ­შვი გა­რეთ გა­ვარ­დნი­ლა, ყვი­რი­ლით - ია­რა­ღი გა­მი­ვარ­დაო... თა­ვი­დან ეგო­ნათ, რომ მხო­ლოდ დაჭ­რი­ლი იყო. თუმ­ცა ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ბავ­შვი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. ეტყო­ბა ძა­ლი­ან ახ­ლო­დან ეს­რო­ლა, თავი მთლი­ა­ნად მოგ­ლე­ჯი­ლი აქვს... "- იხ­სე­ნე­ბენ მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი.

ფაქტს მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან. ისი­ნი იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას 90-იანი წლებს ადა­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ მა­შინ­დე­ლი­ვით, ია­რა­ღი ახ­ლაც "კა­რა­დებ­ში უყ­რი­ათ და ბავ­შვე­ბიც კი არ ერი­დე­ბი­ან მას".

ირაკ­ლი სუ­ხუმსკი - "უპატ­რო­ნო ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ქორ­წი­ლე­ბი­თა და გას­ვე­ნე­ბე­ბით ცხოვ­რობს და ორი­ვე შემ­თხვე­ვებ­ში სიკ­ვდი­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გახ­და... ქორ­წი­ლებ­ში სრო­ლე­ბი მსხვერ­პლით სრულ­დე­ბა, გას­ვე­ნე­ბე­ბის ქელე­ხებ­ში ბათ­ქა-ბუთ­ქია. ბავ­შვე­ბი ეზო­ში მა­მე­ბის ია­რა­ღით თა­მა­შო­ბენ... გი­ლო­ცავთ, სა­ო­ცარ ქვე­ყა­ნას ვა­შე­ნებთ..."

ლუ­ი­ზა ჩამ­ბა - "არა­ვის ანაღ­ვლებს ბაშ­ვე­ბის სი­ცო­ცხლე და მო­მა­ვა­ლი, არც უფ­რო­სე­ბის. ორი ბავ­შვი უპატ­რო­ნოდ და­ტო­ვეს... არა­და, მშობ­ლებ­მა ორი­ვე ახ­ლო­ბელს ჩა­ა­ბა­რა, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ე­თო... არა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ ვე­რაფ­რით გა­ი­გეს, ია­რა­ღი კა­რა­და­ში კი არა, სე­იფ­ში უნდა შე­ი­ნა­ხონ".

ია­სონ აფხა­ზი - "იმ რა­ო­დე­ნო­ბის ია­რა­ღი აქვს ზო­გი­ერთ აფხაზს ოჯახ­ში, რომ სე­იფ­ში კი არა, სა­წყობ­ში უნდა შე­ი­ნა­ხოს. არა­ერ­თხელ შევ­სწრე­ბი­ვარ და შემ­თხვე­ვი­თაც მო­მის­მე­ნია, რო­გორ ტრა­ბა­ხო­ბენ მო­ზარ­დე­ბი მა­მე­ბის ია­რა­ღის არ­სე­ნა­ლით. ავ­ტო­მა­ტებს ვინ ჩი­ვის, სახ­ლის სარ­და­ფებ­ში ხალ­ხს ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი, ქვე­მე­ხე­ბი და სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნე­ბი აქვთ. ვინ­მე და­ინ­ტე­რეს­და მათ მიერ მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლებ­ში რას მა­ლა­ვენ და ინა­ხა­ვენ?!. - არა."

ლუ­ი­ზა შე­ლია - "გა­ვი­გეთ, რომ ია­რა­ღი 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ შე­მო­ი­ნა­ხა ხალ­ხმა და ჩა­ბა­რე­ბა­ზე კი არ ფიქ­რო­ბენ, პი­რი­ქით, კო­ლექ­ცი­ას ამ­დიდ­რე­ბენ. მე ვიცი ოჯა­ხე­ბი, სა­დაც პრო­დუქ­ტის კა­რა­და­შიც კი ია­რა­ღი უყ­რი­ათ და ბავ­შვებს არც კი ერი­დე­ბი­ან. რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ა­ცხა­და შსს-მ, ჩა­ა­ბე­რეთ ია­რა­ღიო, მაგ­რამ ვინ უს­მენს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს
ავტორი:

ტრაგედია აფხაზეთში - 11 წლის მოზარდს მამის იარაღით 8 წლის ბავშვი შემოაკვდა

ტრაგედია აფხაზეთში - 11 წლის მოზარდს მამის იარაღით 8 წლის ბავშვი შემოაკვდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 წლის მოზარდს 8 წლის ბავშვი შემოაკვდა. შემთხვევა 8 ნოემბერს მოხდა. ორივე მათგანი გუდაუთის რაიონის სოფელ ხუაპის მაცხოვრებლები არიან. როგორც ცნობილია, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი სახლში მარტოები იმყოფებოდნენ. 11 წლის მოზარდმა კარადიდან გადატენილი იარაღი გამოიტანა და 8 წლის ბიჭს თავში დამიზნებით ესროლა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც მეზობლები ჰყვებიან, შუადღისთვის ჯერ გასროლის ხმა გაიგონეს და შემდეგ - შეშინებული ბავშვის ყვირილი.

"მეექვსე კლასელი ბიჭი იმ დღეს ცუდად იყო და სკოლაში არ წასულა. როგორც ჩანს, მის მეზობლად მცხოვრები მესამე კლასელი ბიჭი სკოლიდან წამოსვლის შემდეგ, მასთან სათამაშოდ მივიდა... მოზარდი სახლში მარტო იყო, მისი მშობლები გასვენებაში იყვნენ. თამაშობდნენ, როდესაც უფროსმა მოზარდმა კარადიდან მამის კუთვნილი იარაღი სათამაშოდ გამოიტანა და პატარა ბიჭს თავში ახლო მანძილიდან დაუმიზნა...

გასროლის შემდეგ ბავშვი გარეთ გავარდნილა, ყვირილით - იარაღი გამივარდაო... თავიდან ეგონათ, რომ მხოლოდ დაჭრილი იყო. თუმცა ადგილზე მისულებს ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ეტყობა ძალიან ახლოდან ესროლა, თავი მთლიანად მოგლეჯილი აქვს... "- იხსენებენ მომხდარ ტრაგედიას სოფლის მაცხოვრებლები.

ფაქტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა აფხაზი ინტერნეტმომხმარებლებისგან. ისინი იქ არსებულ ვითარებას 90-იანი წლებს ადარებენ და ამბობენ, რომ მაშინდელივით, იარაღი ახლაც "კარადებში უყრიათ და ბავშვებიც კი არ ერიდებიან მას".

ირაკლი სუხუმსკი - "უპატრონო ქვეყანა, რომელიც ქორწილებითა და გასვენებებით ცხოვრობს და ორივე შემთხვევებში სიკვდილი ჩვეულებრივი გახდა... ქორწილებში სროლები მსხვერპლით სრულდება, გასვენებების ქელეხებში ბათქა-ბუთქია. ბავშვები ეზოში მამების იარაღით თამაშობენ... გილოცავთ, საოცარ ქვეყანას ვაშენებთ..."

ლუიზა ჩამბა - "არავის ანაღვლებს ბაშვების სიცოცხლე და მომავალი, არც უფროსების. ორი ბავშვი უპატრონოდ დატოვეს... არადა, მშობლებმა ორივე ახლობელს ჩააბარა, ყურადღება მიაქციეთო... არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვერაფრით გაიგეს, იარაღი კარადაში კი არა, სეიფში უნდა შეინახონ".

იასონ აფხაზი - "იმ რაოდენობის იარაღი აქვს ზოგიერთ აფხაზს ოჯახში, რომ სეიფში კი არა, საწყობში უნდა შეინახოს. არაერთხელ შევსწრებივარ და შემთხვევითაც მომისმენია, როგორ ტრაბახობენ მოზარდები მამების იარაღის არსენალით. ავტომატებს ვინ ჩივის, სახლის სარდაფებში ხალხს ყუმბარმტყორცნები, ქვემეხები და სნაიპერული შაშხანები აქვთ. ვინმე დაინტერესდა მათ მიერ მისაკუთრებული ქართველების სახლებში რას მალავენ და ინახავენ?!. - არა."

ლუიზა შელია - "გავიგეთ, რომ იარაღი 90-იანი წლების შემდეგ შემოინახა ხალხმა და ჩაბარებაზე კი არ ფიქრობენ, პირიქით, კოლექციას ამდიდრებენ. მე ვიცი ოჯახები, სადაც პროდუქტის კარადაშიც კი იარაღი უყრიათ და ბავშვებს არც კი ერიდებიან. რამდენჯერმე გამოაცხადა შსს-მ, ჩააბერეთ იარაღიო, მაგრამ ვინ უსმენს".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი