მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯვრისწერაც კი პოლიტიზირებული გავხადეთ..." - რეალურად, დაკეტეს თუ არა სვეტიცხოველი ბერა ივანიშვილის ქორწილის გამო
"ჯვრისწერაც კი პოლიტიზირებული გავხადეთ..." - რეალურად, დაკეტეს თუ არა სვეტიცხოველი ბერა ივანიშვილის ქორწილის გამო

11 ნო­ემ­ბერს, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა. ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა რჩე­ულ­მა ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ ჯვა­რი სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს.

სა­დღე­სას­წა­უ­ლო ცე­რე­მო­ნი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძა­რი ყვა­ვი­ლე­ბით იყო მორ­თუ­ლი და ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო გამ­კაც­რე­ბუ­ლი.

"ოლი­გარ­ქის შვი­ლის ქორ­წი­ლის გამო მთე­ლი მცხე­თა ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია, სვე­ტი­ცხოვ­ლი­დან გა­მო­ყა­რეს მლოც­ვე­ლე­ბი და მთე­ლი ქა­ლა­ქი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რის შვი­ლის ქორ­წილს „ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე.

გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ ტა­ძა­რი ჯვრის­წე­რის გამო და­ი­კე­ტა და იქ მომ­ლოც­ვე­ლებს არ უშ­ვებ­დნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს, ამის გა­და­მოწ­მე­ბა სვე­ტი­ცხოვ­ლის მღვდელმსა­ხურ­თან, მამა პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ვცა­დეთ:

- პირ­ველ რიგ­ში, ვუ­ლო­ცავ ახ­ლად­და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვილს ჯვრის­წე­რას და ოჯა­ხის შექ­მნას! და­ვი­წყებ იმით, რომ გუ­შინ, სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში წირ­ვა ჩვე­უ­ლებ­რივ ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც ბუ­ნებ­რი­ვია, ეს­წრე­ბო­და მრევ­ლი და მხო­ლოდ წირ­ვის მერე და­ი­წყო მზა­დე­ბა ქორ­წი­ლი­სათ­ვის, მაგ­რამ ის, რომ იქ ხალ­ხი არ შე­უშ­ვეს და ვი­ღა­ცე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი შე­ი­ლა­ხა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მიერ, არის სიც­რუე! არ შე­იძ­ლე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს და­ვაბ­რა­ლოთ ის, რაც არ მომ­ხდა­რა და ამ ადა­მი­ა­ნებს ცილი დავ­წა­მოთ. ჩვენ რა უფ­ლე­ბა გვქონ­და, რომ მომ­ლოც­ვე­ლი ტა­ძარ­ში არ შეგ­ვეშ­ვა?!

- მამა პეტ­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია იყო მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი...

- ის რაც მოხ­და გუ­შინ და ზო­გა­დად, რაც ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არის იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის ჯვრის­წე­რაც კი გავ­ხა­დეთ პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი. ერის ასე­თი გა­ბო­რო­ტე­ბა და ასე­თი და­ბოღმვა, ვფიქ­რობ არას­წო­რია. რაც არ უნდა გულ­ნატ­კე­ნი იყო მა­მა­ზე (მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ვი­ნაა მამა), შვილ­მა რა და­ა­შა­ვა, რომ მის­თვის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღე ასე­თი სა­ლა­პა­რა­კო გა­ხა­დო და ამ­დე­ნი სი­ბო­რო­ტე ილა­პა­რა­კო?!

ზო­გა­დად, დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია და ადა­მი­ა­ნე­ბის კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით და­ყო­ფა არ მომ­წონს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ქო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. მდი­და­რიც და ღა­რი­ბიც, უფ­ლის წი­ნა­შე ვართ თა­ნას­წო­რე­ბი. უფა­ლი ყვე­ლას გვე­კუთ­ვნის და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი შე­ლა­ხოს და მას ტა­ძარ­ში მი­სას­ვლე­ლი გზა გა­და­უ­კე­ტოს, მაგ­რამ ჯვრის­წე­რის­თვის რომ სამ­ზა­დი­სი იყო და ამის­თვის ტა­ძა­რი მორ­თეს, ამა­ში გა­სა­ო­ცარს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ასე მოხ­დე­ბო­და ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში და ნე­ბის­მი­ერ ტა­ძარ­ში. გა­სა­გე­ბია, რომ ვი­ღა­ცას გუ­შინ უნ­დო­და იქ მის­ვლა, მაგ­რამ ჯვრის­წე­რის შემ­დეგ ხომ მი­ე­ცათ ტა­ძარ­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა?!

- ზო­გა­დად თუ გახ­სენ­დე­ბათ შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ასე ვთქვათ, ტა­ძა­რი მრევ­ლის­თვის და­კე­ტი­ლა?

- მე მახ­სოვს, როცა 2004 წელს, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი რომ გა­იხ­სნა (თუ არ ვცდე­ბი 23 ნო­ემ­ბე­რი იყო), მომ­ლოც­ვე­ლებს არ უშ­ვებ­დნენ ტა­ძარ­ში, მრევ­ლი გა­რეთ იდგა კო­კის­პი­რულ წვი­მა­ში და სა­ში­ნე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი ამო­ვარ­და... ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, გა­რეთ და­ტო­ვეს ადა­მი­ა­ნე­ბი და ეკ­ლე­სი­ა­ში არ შე­უშ­ვეს და ამას აკე­თებ­დნენ სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც აღ­შფო­თე­ბუ­ლი წერს, სვე­ტი­ცხო­ველ­ში მრევ­ლი არ შე­უშ­ვე­სო და მა­შინ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს წინა პლან­ზე იდ­გნენ და აკონ­ტრო­ლებ­დნენ ვინ შე­სუ­ლი­ყო და ვინ არა! მა­შინ ეს ხალ­ხი თა­ვად ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ტა­ძარ­ში შეს­ვლა საშ­ვი­თაა დაშ­ვე­ბუ­ლი, რად­გან პრე­ზი­დენ­ტი და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ეს­წრე­ბი­ან წირ­ვა­სო და დიდი ამ­ბა­ვი, თუ პრე­ზი­დენ­ტის წას­ვლის მერე შევ­ლენ ეკ­ლე­სი­ა­შიო.

ღმერ­თი ყვე­ლა­სია და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ მას­თან მი­სას­ვლე­ლი გზა და­უ­კე­ტოს ადა­მი­ანს. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, არა­ვის­თვის არ უთ­ქვამთ ტა­ძარ­ში შეს­ვლა­ზე უარი. პი­რი­ქით, ნე­ტავ ხალ­ხი მო­ვი­დეს და ტა­ძა­რე­ბი გა­ივ­სოს მრევ­ლით. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, მაგ­რამ სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, მრევლზე მეტი ტუ­რის­ტია და ესეც გუ­შინ­დე­ლი ჯვრის­წე­რის ბრა­ლია?!

მე არ ვარ არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის მე­ხოტ­ბე, პი­რი­ქით, ყვე­ლა მხა­რის ოპო­ზი­ცი­ა­ში ვარ, მაგ­რამ გუ­შინ, ვფიქ­რობ რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამო, სთხო­ვეს ხალ­ხს (და არა მოს­თხო­ვეს) რომ ჯვრის­წე­რის დროს ცოტა სიფრ­თხი­ლე გა­მო­ე­ჩი­ნათ, თუმ­ცა ის ფაქ­ტი, რომ იქ იდ­გნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მრევლს არ უშ­ვებ­დნე­ნო, არის სიც­რუე. ერის პრობ­ლე­მა სხვა რა­მე­შია - ჩვენ რომ ნამ­დვი­ლად მორ­წმუ­ნე­ე­ბი ვი­ყოთ და ნამ­დვი­ლად შეგვტკი­ო­დეს გული ადა­მი­ა­ნებ­ზე, მა­შინ ამ თე­მას ასე სა­ლა­პა­რა­კოს არ გავ­ხდი­დით...

ავ­ტო­რი: ლადო გო­გო­ლა­ძე

ფოტო: savemoment_studio

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ჯვრისწერაც კი პოლიტიზირებული გავხადეთ..." - რეალურად, დაკეტეს თუ არა სვეტიცხოველი ბერა ივანიშვილის ქორწილის გამო

"ჯვრისწერაც კი პოლიტიზირებული გავხადეთ..." - რეალურად, დაკეტეს თუ არა სვეტიცხოველი ბერა ივანიშვილის ქორწილის გამო

11 ნოემბერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ქორწილი გაიმართა. ბერა ივანიშვილმა და მისმა რჩეულმა ნანუკა გუდავაძემ ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერეს.

სადღესასწაულო ცერემონიალთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარი ყვავილებით იყო მორთული და ტაძრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული.

"ოლიგარქის შვილის ქორწილის გამო მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს მლოცველები და მთელი ქალაქი საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს" - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერის შვილის ქორწილს „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ტაძარი ჯვრისწერის გამო დაიკეტა და იქ მომლოცველებს არ უშვებდნენ, საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ამის გადამოწმება სვეტიცხოვლის მღვდელმსახურთან, მამა პეტრე კვარაცხელიასთან ვცადეთ:

- პირველ რიგში, ვულოცავ ახლადდაქორწინებულ წყვილს ჯვრისწერას და ოჯახის შექმნას! დავიწყებ იმით, რომ გუშინ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა ჩვეულებრივ ჩატარდა, რომელსაც ბუნებრივია, ესწრებოდა მრევლი და მხოლოდ წირვის მერე დაიწყო მზადება ქორწილისათვის, მაგრამ ის, რომ იქ ხალხი არ შეუშვეს და ვიღაცეების უფლებები შეილახა სასულიერო პირების მიერ, არის სიცრუე! არ შეიძლება სასულიერო პირებს დავაბრალოთ ის, რაც არ მომხდარა და ამ ადამიანებს ცილი დავწამოთ. ჩვენ რა უფლება გვქონდა, რომ მომლოცველი ტაძარში არ შეგვეშვა?!

- მამა პეტრე, საზოგადოების რეაქცია იყო მკვეთრად უარყოფითი...

- ის რაც მოხდა გუშინ და ზოგადად, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, არის იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი, მათ შორის ჯვრისწერაც კი გავხადეთ პოლიტიზირებული. ერის ასეთი გაბოროტება და ასეთი დაბოღმვა, ვფიქრობ არასწორია. რაც არ უნდა გულნატკენი იყო მამაზე (მნიშვნელობა არ აქვს ვინაა მამა), შვილმა რა დააშავა, რომ მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ასეთი სალაპარაკო გახადო და ამდენი სიბოროტე ილაპარაკო?!

ზოგადად, დიფერენციაცია და ადამიანების კლასების მიხედვით დაყოფა არ მომწონს. მნიშვნელობა არ აქვს ქონებრივ შესაძლებლობებს. მდიდარიც და ღარიბიც, უფლის წინაშე ვართ თანასწორები. უფალი ყველას გვეკუთვნის და არავის აქვს უფლება, რომ ადამიანის უფლებები შელახოს და მას ტაძარში მისასვლელი გზა გადაუკეტოს, მაგრამ ჯვრისწერისთვის რომ სამზადისი იყო და ამისთვის ტაძარი მორთეს, ამაში გასაოცარს ვერაფერს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, ეს ასე მოხდებოდა ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ ტაძარში. გასაგებია, რომ ვიღაცას გუშინ უნდოდა იქ მისვლა, მაგრამ ჯვრისწერის შემდეგ ხომ მიეცათ ტაძარში თავისუფლად გადაადგილების საშუალება?!

- ზოგადად თუ გახსენდებათ შემთხვევები, როცა ასე ვთქვათ, ტაძარი მრევლისთვის დაკეტილა?

- მე მახსოვს, როცა 2004 წელს, სამების საკათედრო ტაძარი რომ გაიხსნა (თუ არ ვცდები 23 ნოემბერი იყო), მომლოცველებს არ უშვებდნენ ტაძარში, მრევლი გარეთ იდგა კოკისპირულ წვიმაში და საშინელი ქარიშხალი ამოვარდა... ასეთ სიტუაციაში, გარეთ დატოვეს ადამიანები და ეკლესიაში არ შეუშვეს და ამას აკეთებდნენ სწორედ ის ადამიანები, ვინც აღშფოთებული წერს, სვეტიცხოველში მრევლი არ შეუშვესო და მაშინ, წინა ხელისუფლების დროს წინა პლანზე იდგნენ და აკონტროლებდნენ ვინ შესულიყო და ვინ არა! მაშინ ეს ხალხი თავად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ტაძარში შესვლა საშვითაა დაშვებული, რადგან პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ესწრებიან წირვასო და დიდი ამბავი, თუ პრეზიდენტის წასვლის მერე შევლენ ეკლესიაშიო.

ღმერთი ყველასია და არავის აქვს უფლება, რომ მასთან მისასვლელი გზა დაუკეტოს ადამიანს. სასულიერო პირებს, არავისთვის არ უთქვამთ ტაძარში შესვლაზე უარი. პირიქით, ნეტავ ხალხი მოვიდეს და ტაძარები გაივსოს მრევლით. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, მრევლზე მეტი ტურისტია და ესეც გუშინდელი ჯვრისწერის ბრალია?!

მე არ ვარ არცერთი პოლიტიკური სპექტრის მეხოტბე, პირიქით, ყველა მხარის ოპოზიციაში ვარ, მაგრამ გუშინ, ვფიქრობ რომ უსაფრთხოების ზომების გამო, სთხოვეს ხალხს (და არა მოსთხოვეს) რომ ჯვრისწერის დროს ცოტა სიფრთხილე გამოეჩინათ, თუმცა ის ფაქტი, რომ იქ იდგნენ სასულიერო პირები და მრევლს არ უშვებდნენო, არის სიცრუე. ერის პრობლემა სხვა რამეშია - ჩვენ რომ ნამდვილად მორწმუნეები ვიყოთ და ნამდვილად შეგვტკიოდეს გული ადამიანებზე, მაშინ ამ თემას ასე სალაპარაკოს არ გავხდიდით...

ავტორი: ლადო გოგოლაძე

ფოტო: savemoment_studio

რა მარშრუტებზე იმოძრავებს ახალი მიკროავტობუსები ორშაბათიდან?

სამტრედიაში გაუჩინარებული ბავშვები სტადიონზე იპოვეს - "ბანკომატმა თანხა ჩაუყლაპა და სახლში მისვლის შეეშინდათ"

396 ახალი შემთხვევა და 19 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი