საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ
ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, 2019 წლის იან­ვრი­დან, ძუ­ძუს კი­ბოს სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ექ­ტი ფარ­თოვ­დე­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მო­მა­ვა­ლი წლი­დან ძუ­ძუს კი­ბოს მე­ო­თხე სტა­დი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს - პერ­ჯე­ტა­სა და ჰერ­ცეპ­ტინს 80%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით მი­ი­ღე­ბენ.

და­ვით სერ­გე­ენ­კოს თქმით, თუ აქამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 80% და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე სტა­დი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს უფი­ნანსდე­ბო­დათ, ახლა პროგ­რა­მა კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­დე­ბა. ამას­თან, და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, 2019 წლის იან­ვრამ­დე და­ა­ვა­დე­ბის მე­ო­თხე სტა­დი­ის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას სა­ხელ­მწი­ფო დიდ ქა­ლა­ქებ­ში ცდი­ლობ­და, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია “რო­შეს” შო­რის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბით კი ყვე­ლა რე­გი­ო­ნის ჩარ­თვა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

“ჯან­დაც­ვა­ში ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა რჩე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ერთ-ერთი სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც მალე ძა­ლა­ში შევა, არის მკერ­დის კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი ფორ­მის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, რო­მე­ლიც აქამ­დე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო მხო­ლოდ სა­წყი­სი სტა­დი­ის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის. ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ათა­სი იყო და ერ­თე­უ­ლებს შე­ეძ­ლოთ მისი შე­ძე­ნა, რო­დე­საც მკურ­ნა­ლო­ბის ამ სქე­მით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­მი­სია და ამ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მი­იღ­წე­ვა”, - აღ­ნიშ­ნა და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რებს, და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ძუ­ძუს კი­ბოს სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 80%-ს მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა, 20%-ს კი ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბენ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წლის თე­ბერ­ვლი­დან, და­ი­წყო ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და, ამ და­ა­ვა­დე­ბის, სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ „ჰერ­ცეპ­ტინ­ზე“ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას.

მა­თი­ვე თქმით, პრო­ექ­ტი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და მე­დი­კა­მენ­ტის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია „რო­შეს“ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და. პროგ­რა­მა თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით მე­დი­კა­მენ­ტის 80%-ს არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მა ფა­რავს, რაც წლი­უ­რად ერთ პა­ცი­ენტზე 6000-მდე ლარს შე­ად­გენს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ პროგ­რა­მის და­წყე­ბი­დან დღემ­დე უკვე ისარ­გებ­ლა 400-ზე მეტ­მა პა­ცი­ენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ

ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება. უფრო კონკრეტულად, მომავალი წლიდან ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს - პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

დავით სერგეენკოს თქმით, თუ აქამდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულების 80% დაავადების პირველი, მეორე და მესამე სტადიის მქონე პაციენტებს უფინანსდებოდათ, ახლა პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. ამასთან, დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრამდე დაავადების მეოთხე სტადიის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას სახელმწიფო დიდ ქალაქებში ცდილობდა, ჯანდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელ კომპანია “როშეს” შორის მიღწეული შეთანხმებით კი ყველა რეგიონის ჩართვა გახდა შესაძლებელი.

“ჯანდაცვაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ერთ-ერთი სიახლე, რომელიც მალე ძალაში შევა, არის მკერდის კიბოთი დაავადებული სპეციფიკური ფორმის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საწყისი სტადიის მქონე პირებისთვის. ამ მედიკამენტების ღირებულება რამდენიმე ათასი იყო და ერთეულებს შეეძლოთ მისი შეძენა, როდესაც მკურნალობის ამ სქემით ძალიან მნიშვნელოვანი რემისია და ამ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიიღწევა”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, დავით სერგეენკოს განცხადებით, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ღირებულების 80%-ს მათ აღნიშნული პროგრამა, 20%-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აუნაზღაურებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის თებერვლიდან, დაიწყო ერთობლივი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა, ამ დაავადების, სამკურნალო მედიკამენტ „ჰერცეპტინზე“ ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მათივე თქმით, პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამა თანადაფინანსებით მედიკამენტის 80%-ს არსებული პროგრამა ფარავს, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000-მდე ლარს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, ამ პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი