მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირდაპირ მოღალატედ ნუ ჩამთვლით..." - რას პასუხობს იური მეჩითოვი კრიტიკას
"პირდაპირ მოღალატედ ნუ ჩამთვლით..." - რას პასუხობს იური მეჩითოვი კრიტიკას

იური მე­ჩი­თო­ვის სკან­და­ლურ ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც ფო­ტოგ­რაფ­მა Al Jazeera-ს მის­ცა, ფე­ის­ბუქ-სივ­რცე­ში კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ალ-ჯა­ზი­რას ფილმში, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლმა მო­ად­გი­ლემ, ფო­ტოგ­რა­ფმა საბ­ჭო­თა წარ­სულ­ზე სა­უბ­რი­სას 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ ტრა­გე­დი­ის დღეს ხალ­ხი "და­ი­ღუ­პა ას­ფიქ­სი­ის გამო... არა­ვინ იყო და­ჩე­ხი­ლი, დაჭ­რი­ლი, არ იყო მკვლე­ლო­ბე­ბი".

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მე­ჩი­თო­ვის ამ კო­მენ­ტარს სა­მარ­ცხვი­ნო და მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი უწო­დეს, ბევ­რმა ისიც კი მო­ი­თხო­ვა, რომ ფო­ტოგ­რაფს ამ სი­ტყვე­ბის გამო პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოს.

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა Newsroom-ის ეთერ­ში მე­ჩი­თოვ­მა პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა აგო­რე­ბულ სკან­დალ­ზე. მან კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა, რომ 1989 წლის 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნე­ბის დროს ადა­მი­ა­ნე­ბი მომ­წამ­ვლე­ლი აი­რით და­ი­ღუპ­ნენ და არა რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ძა­ლა­დო­ბით:

იხი­ლეთ ვი­დეო: იური მე­ჩი­თო­ვის პირ­ვე­ლი გან­მარ­ტე­ბა და კა­მა­თი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან - "სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც გა­გი­ნებთ სრუ­ლი­ად ერი"

"იმის შე­სა­ხებ რომ ხალ­ხი ას­ფიქ­სი­ით და­ი­ღუ­პა, არ­სე­ბობს სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნე­ბი. მე ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ვეც­ნო­ბო­დი 29 წლის წინ, რო­დე­საც ეს დიდი უბე­დუ­რე­ბა და ტრა­გე­დია მოხ­და. მე ვეც­ნო­ბო­დი მა­სა­ლებს... ასე იყო იმ დო­კუ­მენ­ტე­ბით, რა­საც მე ვეც­ნო­ბო­დი... ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი კი იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­მი­სი­ის მიერ შედ­გე­ნი­ლი, რო­მელ­საც ელ­დარ შენ­გე­ლა­ია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და" - თქვა მე­ჩი­თოვ­მა.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე კი, რომ ეს დას­კვნე­ბი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი და რო­გორ გა­ა­კე­თა დას­კვნე­ბი მათ­ზე დაყ­რდნო­ბით, ფო­ტოგ­რაფ­მა უპა­სუ­ხა:

"მა­შინ ამოქ­მედ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­მი­სია, იქ იყო მა­შინ ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცუ­რად იქ­ცე­ო­და და პრაქ­ტი­კუ­ლად და­დეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ჭი­რო იყო. არა­ვის არა­ფე­რი და­უ­მა­ლავს. რა­ტომ­ღაც ყვე­ლას ჯა­რის "გა­შა­ვე­ბა" უნ­დო­და, რო­გორც ჩანს, ეს იყო ტრენ­დი და ამ ტრენ­დის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და... რა თქმა უნდა, იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბას­რი ია­რა­ღი, იყო დაჭ­რი­ლი ჩვე­ნი ვაჟ­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც იბ­რძოდ­ნენ და მათ პი­რა­დად ვიც­ნობ...

(სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში) იმი­ტომ აღ­შფოთ­დნენ, რომ შექ­მნი­ლია მითი. რო­დე­საც და­ა­ძა­ლებ, 30 წელი ერ­თსა და იმა­ვეს ეუბ­ნე­ბი ხალ­ხს, რომ დაგ­ვჩე­ხეს ნიჩ­ბე­ბით და ასე­თი რა­ღა­ცა... მე როცა ვე­კი­თხე­ბი­ან ვპა­სუ­ხობ იმას, რაც ვიცი, თუ უნდა ავ­ყვე სა­ერ­თო დი­ნე­ბას? ეს ჩემი აზ­რია, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია დო­კუ­მენ­ტებ­ზე, პი­რად სა­უბ­რებ­ზე და ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა სხვას სხვა ინ­ფორ­მა­ცია აქვს, თუმ­ცა პირ­და­პირ მო­ღა­ლა­ტედ ნუ ჩამ­თვლის. რა­ტომ უნდა ვი­ფიქ­რო იმა­ზე, რომ ვი­ღაც ჯა­რის­კა­ცი დას­დევ­და და­უძ­ლუ­რე­ბულ ქალ­ბა­ტო­ნებს და უნდა მო­ეკ­ლა ისი­ნი? რო­დე­საც მანდ იყ­ვნენ ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ებ­რძოდ­ნენ მათ და იმათ არ მი­ი­ღეს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი.

იყო ჩა­მო­სუ­ლი Al Jazeera და მე ამო­მირ­ჩი­ეს, ისი­ნი მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან, რო­გორც ამ მოვ­ლე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლეს­თან, რო­გორც თვითმხილ­ველ­თან და მე­მა­ტი­ა­ნეს­თან. მე მაქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ღე­ბუ­ლი: რო­გორ იწყე­ბო­და, რო­გორ იყო გლო­ვა, და­საფ­ლა­ვე­ბა ამ უბე­დუ­რე­ბის, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე ცრემ­ლი მიღ­ვრია... ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­ხო­ცეს, რო­დე­საც ად­გი­ლი არ და­უ­ტო­ვეს გა­საქ­ცე­ვი, რო­დე­საც შე­იქ­მნა ჭყლე­ტა, რო­დე­საც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო გაზი, რა თქმა უნდა ჩა­ხო­ცეს. მე რას მე­და­ვე­ბი­ან? მე ასე ვიცი დო­კუ­მენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით. თუ არას­წო­რია, მი­მი­თი­თეთ და ბო­დიშს მო­ვიხ­დი...

მე გუ­შინ და­ბა­დე­ბუ­ლი არ ვარ იმ გო­გოშ­კე­ბი­ვით, რომ­ლე­ბიც მი­რე­კა­ვენ და მწე­წა­ვენ, დიდ პატ­რი­ო­ტე­ბად მო­აქვთ თავი - პატ­რი­ო­ტო­ბა იმა­ში არ არის, რომ აყვე ყვე­ლას, პატ­რი­ო­ტო­ბა იმა­შია, რომ საქ­მე აკე­თო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" - აღ­ნიშ­ნა იური მე­ჩი­თოვ­მა გა­და­ცე­მა Newsroom-ის ეთერ­ში.

00:00 / 00:00
ავტორი:

"პირდაპირ მოღალატედ ნუ ჩამთვლით..." - რას პასუხობს იური მეჩითოვი კრიტიკას

"პირდაპირ მოღალატედ ნუ ჩამთვლით..." - რას პასუხობს იური მეჩითოვი კრიტიკას

იური მეჩითოვის სკანდალურ ინტერვიუს, რომელიც ფოტოგრაფმა Al Jazeera-ს მისცა, ფეისბუქ-სივრცეში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ალ-ჯაზირას ფილმში, საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ფოტოგრაფმა საბჭოთა წარსულზე საუბრისას 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ ტრაგედიის დღეს ხალხი "დაიღუპა ასფიქსიის გამო... არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები".

ინტერნეტმომხმარებლებმა მეჩითოვის ამ კომენტარს სამარცხვინო და მოღალატეობრივი უწოდეს, ბევრმა ისიც კი მოითხოვა, რომ ფოტოგრაფს ამ სიტყვების გამო პოლიტიკური პასუხი უნდა მოეთხოვოს.

"პალიტრანიუსის" გადაცემა Newsroom-ის ეთერში მეჩითოვმა პირველი კომენტარი გააკეთა აგორებულ სკანდალზე. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს ადამიანები მომწამვლელი აირით დაიღუპნენ და არა რუსი სამხედროების ძალადობით:

იხილეთ ვიდეო: იური მეჩითოვის პირველი განმარტება და კამათი ჟურნალისტებთან - "სამართლიანადაც გაგინებთ სრულიად ერი"

"იმის შესახებ რომ ხალხი ასფიქსიით დაიღუპა, არსებობს სამედიცინო დასკვნები. მე ამ დოკუმენტაციას ვეცნობოდი 29 წლის წინ, როდესაც ეს დიდი უბედურება და ტრაგედია მოხდა. მე ვეცნობოდი მასალებს... ასე იყო იმ დოკუმენტებით, რასაც მე ვეცნობოდი... ეს დოკუმენტები კი იყო დამოუკიდებელი კომისიის მიერ შედგენილი, რომელსაც ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა" - თქვა მეჩითოვმა.

წამყვანის კითხვაზე კი, რომ ეს დასკვნები საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო მომზადებული და როგორ გააკეთა დასკვნები მათზე დაყრდნობით, ფოტოგრაფმა უპასუხა:

"მაშინ ამოქმედდა დამოუკიდებელი კომისია, იქ იყო მაშინ ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი მენაღარიშვილი, რომელიც ძალიან ვაჟკაცურად იქცეოდა და პრაქტიკულად დადეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო. არავის არაფერი დაუმალავს. რატომღაც ყველას ჯარის "გაშავება" უნდოდა, როგორც ჩანს, ეს იყო ტრენდი და ამ ტრენდის გამოყენებისთვის ყველაფერი გაკეთდა... რა თქმა უნდა, იყო გამოყენებული ბასრი იარაღი, იყო დაჭრილი ჩვენი ვაჟკაცები, რომლებიც იბრძოდნენ და მათ პირადად ვიცნობ...

(სოციალურ ქსელში) იმიტომ აღშფოთდნენ, რომ შექმნილია მითი. როდესაც დააძალებ, 30 წელი ერთსა და იმავეს ეუბნები ხალხს, რომ დაგვჩეხეს ნიჩბებით და ასეთი რაღაცა... მე როცა ვეკითხებიან ვპასუხობ იმას, რაც ვიცი, თუ უნდა ავყვე საერთო დინებას? ეს ჩემი აზრია, რომელიც დაფუძნებულია დოკუმენტებზე, პირად საუბრებზე და ჩემს გამოცდილებაზე. შეიძლება სხვას სხვა ინფორმაცია აქვს, თუმცა პირდაპირ მოღალატედ ნუ ჩამთვლის. რატომ უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ ვიღაც ჯარისკაცი დასდევდა დაუძლურებულ ქალბატონებს და უნდა მოეკლა ისინი? როდესაც მანდ იყვნენ ბიჭები, რომლებიც ებრძოდნენ მათ და იმათ არ მიიღეს სასიკვდილო ჭრილობები.

იყო ჩამოსული Al Jazeera და მე ამომირჩიეს, ისინი მოვიდნენ ჩემთან, როგორც ამ მოვლენების მონაწილესთან, როგორც თვითმხილველთან და მემატიანესთან. მე მაქვს ეს ყველაფერი გადაღებული: როგორ იწყებოდა, როგორ იყო გლოვა, დასაფლავება ამ უბედურების, ამ ყველაფერზე მე ცრემლი მიღვრია... ეს ადამიანები ჩახოცეს, როდესაც ადგილი არ დაუტოვეს გასაქცევი, როდესაც შეიქმნა ჭყლეტა, როდესაც გამოყენებული იყო გაზი, რა თქმა უნდა ჩახოცეს. მე რას მედავებიან? მე ასე ვიცი დოკუმენტებზე დაყრდნობით. თუ არასწორია, მიმითითეთ და ბოდიშს მოვიხდი...

მე გუშინ დაბადებული არ ვარ იმ გოგოშკებივით, რომლებიც მირეკავენ და მწეწავენ, დიდ პატრიოტებად მოაქვთ თავი - პატრიოტობა იმაში არ არის, რომ აყვე ყველას, პატრიოტობა იმაშია, რომ საქმე აკეთო საქართველოსთვის" - აღნიშნა იური მეჩითოვმა გადაცემა Newsroom-ის ეთერში.