პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 აპრილს ნიჩბის დარტყმით არავინ მომკვდარა, დაიღუპნენ ასფიქსიით - მეჩითოვის სკანდალური განცხადება და მწვავე კრიტიკა Facebook-ზე
9 აპრილს ნიჩბის დარტყმით არავინ მომკვდარა, დაიღუპნენ ასფიქსიით - მეჩითოვის სკანდალური განცხადება და მწვავე კრიტიკა Facebook-ზე

10 ნო­ემ­ბერს Al Jazeera-ს ეთერ­ში გა­ვი­და ფილ­მი (The Soviet Scar), რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რის კვალს და­ეთ­მო. გა­და­ცე­მის ერთ-ერთ ნა­წილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ფო­ტოგ­რა­ფი იური მე­ჩი­თო­ვი საბ­ჭო­თა წარ­სულ­ზე და 9 აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, 1989 წლის 9 აპ­რილს ხალ­ხი ას­ფიქ­სი­ის გამო და­ი­ღუ­პა:

"9 აპ­რი­ლის პრო­ტეს­ტის დროს შეკ­რე­ბი­ლე­ბი 13-დან 25 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ ძი­რი­თა­დად. 90% შე­იკ­რი­ბა იმი­ტომ, რომ მათ­თვის ეს ერ­თგვა­რი შოუ იყო, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ეს შე­დე­გი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა იყო მათი მხრი­დან, ვინც ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ა­წყო. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის გეგ­მა იყო. არა­ვის უნ­დო­და ვინ­მეს მოკ­ვლა. ისი­ნი და­ი­ღუპ­ნენ პა­ნი­კუ­რი გაქ­ცე­ვი­სას, 20 ქალ­ბა­ტო­ნი და­ი­ღუ­პა ას­ფიქ­სი­ის გამო. არა­ვინ იყო და­ჩე­ხი­ლი, დაჭ­რი­ლი, არ იყო მკვლე­ლო­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და იური მე­ჩი­თოვ­მა.

ფო­ტოგ­რა­ფის სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რი იწე­რე­ბა:

ფო­ტოგ­რაფ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე პრო­ტესტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უპა­სუ­ხა და სა­კუ­თარ გვერ­დზე 9 აპ­რილს გა­და­ღე­ბუ­ლი ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"წუ­ხი­ლი 9 აპ­რილს და­ღუ­პუ­ლე­ბის მი­მართ არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. კა­ტე­გო­რი­უ­ლად უვარ­ყოფ ჩემს მი­სა­მარ­თით აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბებს. ქვე­ყა­ნა­ში ვერ დას­რულ­და მტრე­ბის ძი­ე­ბა. ეხლა მეც გა­მო­მიყ­ვა­ნეს მტრად, რად­გან მაქვს ჩემი ცნო­ბე­ბი ამ მარ­თლა ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნის ირ­გვლივ. მაგ­რამ ჩვენ არ ვი­ცით ადა­მი­ა­ნის მოს­მე­ნა. აი ლაფ­ში ადა­მი­ა­ნის ამოს­ვრა და ამით პატ­რი­ო­ტის ნი­ღა­ბის მორ­გე­ბა, ზო­გი­ერ­თის­თვის საქ­მედ იქცა... სჯობს ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო საქ­მე რომ გვე­კე­თე­ბი­ნა", - წერს მე­ჩი­თო­ვი.

Al Jazeera-ზე სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას იური მე­ჩი­თო­ვი არ უარ­ყოფს "ფორ­ტუ­ნას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში:

"მე ვი­ყა­ვი ამ ყვე­ლაფ­რის მო­ნა­წი­ლე და თით­ქმის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ფოტო, რო­მე­ლიც 9 აპ­რი­ლის დღეს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, მე მე­კუთ­ვნის. 9 აპ­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დიდი ტრა­გე­დია იყო, მოხ­და ძა­ლა­დობ­რი­ვი დაშ­ლა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო გაზი, ასე­ვე ნიჩ­ბე­ბი, თუმ­ცა, ნიჩ­ბის დარყმით იქ არა­ვინ მომ­კვდა­რა. ვი­საც ნი­ჩა­ბი მოხ­ვდა, მათ აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სხე­ულ­ზე, თუმ­ცა ეს სა­სიკ­ვდი­ლო არ იყო. და­ი­ღუპ­ნენ ძი­რი­თა­დად, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ჭყლეტვის დროს, ას­ფიქ­სი­ის შე­დე­გად", - გან­მარ­ტავს ფო­ტოგ­რა­ფი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

9 აპრილს ნიჩბის დარტყმით არავინ მომკვდარა, დაიღუპნენ ასფიქსიით - მეჩითოვის სკანდალური განცხადება და მწვავე კრიტიკა Facebook-ზე

9 აპრილს ნიჩბის დარტყმით არავინ მომკვდარა, დაიღუპნენ ასფიქსიით - მეჩითოვის სკანდალური განცხადება და მწვავე კრიტიკა Facebook-ზე

10 ნოემბერს Al Jazeera-ს ეთერში გავიდა ფილმი (The Soviet Scar), რომელიც საქართველოში საბჭოთა არქიტექტურის კვალს დაეთმო. გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი საბჭოთა წარსულზე და 9 აპრილის მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, 1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა:

"9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათი მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა. ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები", - განაცხადა იური მეჩითოვმა.

ფოტოგრაფის სკანდალურ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელებში უამრავი კრიტიკული კომენტარი იწერება:

ფოტოგრაფმა საზოგადოების მწვავე პროტესტს სოციალურ ქსელში უპასუხა და საკუთარ გვერდზე 9 აპრილს გადაღებული ერთ-ერთი ცნობილი ფოტო გამოაქვეყნა.

"წუხილი 9 აპრილს დაღუპულების მიმართ არ განელებულა. კატეგორიულად უვარყოფ ჩემს მისამართით აბსურდულ ბრალდებებს. ქვეყანაში ვერ დასრულდა მტრების ძიება. ეხლა მეც გამომიყვანეს მტრად, რადგან მაქვს ჩემი ცნობები ამ მართლა ტრაგიკული მოვლენის ირგვლივ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ადამიანის მოსმენა. აი ლაფში ადამიანის ამოსვრა და ამით პატრიოტის ნიღაბის მორგება, ზოგიერთისთვის საქმედ იქცა... სჯობს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე რომ გვეკეთებინა", - წერს მეჩითოვი.

Al Jazeera-ზე სკანდალური განცხადების გაკეთებას იური მეჩითოვი არ უარყოფს "ფორტუნასთან" ინტერვიუში:

"მე ვიყავი ამ ყველაფრის მონაწილე და თითქმის ყველა ცნობილი ფოტო, რომელიც 9 აპრილის დღეს არის გადაღებული, მე მეკუთვნის. 9 აპრილი საქართველოსთვის დიდი ტრაგედია იყო, მოხდა ძალადობრივი დაშლა, გამოყენებული იყო გაზი, ასევე ნიჩბები, თუმცა, ნიჩბის დარყმით იქ არავინ მომკვდარა. ვისაც ნიჩაბი მოხვდა, მათ აღენიშნებოდათ დაზიანებები სხეულზე, თუმცა ეს სასიკვდილო არ იყო. დაიღუპნენ ძირითადად, ქალბატონები ჭყლეტვის დროს, ასფიქსიის შედეგად", - განმარტავს ფოტოგრაფი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს