სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან..." - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი
"მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან..." - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი

საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს და შსს-ს მი­მარ­თავს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს ყვე­ლა იმ უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, რაც მისი თქმით, მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტის თქმით, "მას და მის შვი­ლებს შუბ­ლის გახ­ვრე­ტით ემუქ­რე­ბი­ან":

„ბოლო დღე­ებ­ში 9, 10 და 11 ნო­ემ­ბერს გან­ხორ­ცი­ელ­და ჩემი შვი­ლე­ბის - თე­ი­მუ­რა­ზის და ქე­თე­ვა­ნის, ასე­ვე პი­რა­დად ჩემს მი­მართ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი და ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, სა­დაც ნათ­ლა­დაა გა­მოთ­ქმუ­ლი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა.

გა­მოკ­ვე­თი­ლად სხვა­დას­ხვა უხამ­სი სი­ტყვე­ბით, სა­მი­ვეს მი­მარ­თუ­ლე­ბით გაჟ­ღერ­და „შუბლს გა­გიხვრი­ტავ“, „თქვენს სის­ხლს დავ­ლევ“... მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რია, რა­მე­თუ ავ­ტო­რე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან: ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, თა­ვი­სი­ვე სტა­ტუ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და მის მე­თა­უ­რებ­თან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ მუ­ქა­რის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 284-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით და 151-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ნო­ემ­ბერს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა­ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა და შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" მეშ­ვე­ო­ბით მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მუ­ქა­რა. კერ­ძოდ, მათ მი­ი­ღეს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფის შე­სა­ხებ.

ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, იმა­ვე დღეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე. და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 284-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით და 151-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით. მისი თქმით, საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

„იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ საქ­მე ეხე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს, გა­მო­ძი­ე­ბა წა­რი­მარ­თე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად. ასე­ვე, ვი­ყე­ნებთ კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ყვე­ლა შე­საძ­ლო ბერ­კეტს არ­ჩევ­ნე­ბის მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. რო­გორც კი გვექ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ვაც­ნო­ბებთ,“ - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ.

ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ქვეყ­ნის­თვის, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ემუქ­რე­ბი­ან ქალს და მის შვი­ლებს, მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სა­ხე­ლით, იმ ძა­ლის, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ჩემ­თვის პი­რა­დად ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბის ღირ­სე­ბის და თავ­და­დე­ბის სიმ­ბო­ლოა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თან­ხვედ­რი­ლი და იდენ­ტუ­რი ტექ­სტე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ იმა­საც, რომ სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის­გან წარ­მოთ­ქმუ­ლი მუ­ქა­რე­ბი, რე­ა­ლუ­რად ერთ კო­ლექ­ტი­ურ გეგ­მა­ში იწე­რე­ბა.

ამ ქმე­დე­ბე­ბით კი­დევ ერთი სა­ფე­ხუ­რი გა­და­იდ­გა ქვე­ყა­ნა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის, შუღ­ლის, სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­მოს და­ფუძ­ნე­ბი­სათ­ვის, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ყო­ველ­დღი­უ­რად ერთ პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბის შიდა თუ გარე ლი­დე­რე­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი და ზოგი მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი.

ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ერთ-ერთ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­ზე და მის ოჯახ­ზე სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის გავ­რცე­ლე­ბა მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი.

მივ­მარ­თე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, რათა და­უ­ყო­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა მო­ცე­მულ ფაქ­ტებ­ზე, რომ დრო­უ­ლად იქ­ნას აღ­კვე­თი­ლი ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ და არე­უ­ლო­ბის­კენ.

მივ­მარ­თავ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­მელ­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც არის და­იც­ვან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სიმ­შვი­დე და წო­ნას­წო­რო­ბა. გახ­სე­ნებთ, რომ ჩემი პირ­ვე­ლი მი­მარ­თვა დარ­ჩა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც უნდა იცავ­დნენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, გმობ­დნენ სი­ძულ­ვი­ლის ენას, გენ­დერულ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას და იცავ­დნენ პო­ლი­ტი­კურ კო­რექ­ტუ­ლო­ბას.

ამ­დე­ნად, შე­საძ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის, ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში შე­საძ­ლო დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ საქ­ცი­ე­ლის ავ­ტო­რებ­თან ერ­თად გა­ი­ნა­წი­ლე­ბენ, თუ სა­თა­ნა­დო და მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოყ­ვა ამას“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი - რა მუ­ქა­რებს იღებს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი?

00:00 / 00:00
ავტორი:

"მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან..." - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი

"მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან..." - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო სექტორს და შსს-ს მიმართავს. ზურაბიშვილი რეაგირებას ითხოვს ყველა იმ უფლების დარღვევაზე, რაც მისი თქმით, მის მიმართ ხორციელდება.

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის თქმით, "მას და მის შვილებს შუბლის გახვრეტით ემუქრებიან":

„ბოლო დღეებში 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების - თეიმურაზის და ქეთევანის, ასევე პირადად ჩემს მიმართ მოკლე ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრიტავ“, „თქვენს სისხლს დავლევ“... მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან: ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. კერძოდ, მათ მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ.

ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით. მისი თქმით, საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოძიება წარიმართება ინტენსიურად. ასევე, ვიყენებთ კანონით დასაშვებ ყველა შესაძლო ბერკეტს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. როგორც კი გვექნება გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ,“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალების სახელით, იმ ძალის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართველი ვაჟკაცების ღირსების და თავდადების სიმბოლოა. სოციალურ ქსელებში თანხვედრილი და იდენტური ტექსტები მიუთითებენ იმასაც, რომ სხვადასხვა პირებისგან წარმოთქმული მუქარები, რეალურად ერთ კოლექტიურ გეგმაში იწერება.

ამ ქმედებებით კიდევ ერთი საფეხური გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობის, შუღლის, სიძულვილის გარემოს დაფუძნებისათვის, რაშიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ყოველდღიურად ერთ პოლიტიკურ მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები.

ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული.

მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რათა დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება მოცემულ ფაქტებზე, რომ დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ვალდებულებაც არის დაიცვან წინასაარჩევნოდ სიმშვიდე და წონასწორობა. გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას.

ამდენად, შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემი და ჩემი ოჯახის, ასევე ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან ერთად გაინაწილებენ, თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოყვა ამას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი - რა მუქარებს იღებს პრეზიდენტობის კანდიდატი?

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები