პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდის ვარსკვლავების ვილები ცეცხლმა გაანადგურა - ნახეთ როგორ გამოიყურებოდა მილიონიანი სასახლეები ხანძრამდე
ჰოლივუდის ვარსკვლავების ვილები ცეცხლმა გაანადგურა - ნახეთ როგორ გამოიყურებოდა მილიონიანი სასახლეები ხანძრამდე

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ძლი­ერ­მა ხან­ძარ­მა შო­უ­ბიზ­ნე­სის რამ­დე­ნი­მე ვარ­სკვლა­ვიც და­ა­ზა­რა­ლა. ხან­ძრის შე­დე­გად მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და ჯერ­არდ ბატ­ლე­რის სახ­ლი, მსა­ხი­ო­ბი ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ მა­ლი­ბუ­ში დაბ­რუნ­და და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დამ­წვარ სახ­ლთან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­ა­ზი­ა­რა. ბატ­ლე­რი გმი­რო­ბი­სა და გა­ბე­დუ­ლო­ბის­თვის მე­ხან­ძრე­ებს მად­ლო­ბას უხ­დის.

იხი­ლეთ ვი­დეო

ჯერ­არდ ბატ­ლე­რის კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდე­ბა­რე სახ­ლი 4.4 მლნ დო­ლა­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი.

ხან­ძარ­მა და­ა­ზა­რა­ლა კე­იტ­ლინ ჯე­ნე­რიც. ცნო­ბი­ლი ტრანსგენ­დე­რი აქ­ტი­ვის­ტი "ინ­სტაგ­რამ­ზე" წერს, რომ ევა­კუ­ა­ცია დრო­უ­ლად შეძ­ლო და მე­გო­ბარ ქალ­თან და ძაღ­ლთან ერ­თად უსაფრ­თხოდ იმ­ყო­ფე­ბა.

ჰი­დენ ჰილსზე მდე­ბა­რე სახ­ლი­დან ევა­კუ­ა­ცია გახ­და სა­ჭი­რო კიმ კარ­და­ში­ა­ნი­სა და კა­ნიე უეს­ტის­თვი­საც, მათ­თან ერ­თად კარ­და­ში­ა­ნის სხვა ოჯა­ხის წევ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან. "რე­ა­ლი­თი შოუს" ვარ­სკვლავ­მა კიმ კარ­და­ში­ან­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე"გა­ნა­თავ­სა დის­შვილ­თან, ქლო­უ­ის შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, წარ­წე­რით "ყვე­ლა უსაფრ­თხოდ ვართ".

კა­ნიე უეს­ტმა და მის­მა ცოლ­მა სახ­ლი გა­სულ წელს 17.8 მლნ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნეს, მისი რე­მონ­ტის­თვის კი 20 მლნ დო­ლა­რი და­ხარ­ჯეს.

მა­ლი­ბუ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი ლე­ი­დი გა­გამ პა­რას­კევს და­ტო­ვა, "ტვი­ტერ­ზე" კი ემო­ცი­უ­რი გზავ­ნი­ლი გა­ა­ზი­ა­რა :

"მუდ­მი­ვად ვფიქ­რობ მათ­ზე, ვინც ხან­ძრის­გან და­ზა­რალ­და, ვინც სახ­ლე­ბი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გა... მეც თქვენ­სა­ვით ვზი­ვარ ახლა და ვფიქ­რობ, აქ­ცევს თუ არა ცე­ცხლი ჩემს სახ­ლსაც ფერ­ფლად. მხო­ლოდ ერთი რამ შეგ­ვიძ­ლია, ერ­თად ვი­ლო­ცოთ ერ­თმა­ნე­თის­თვის. ღმერ­თი გფა­რავ­დეთ".

მომ­ღერ­ლის სახ­ლი 23 მლნ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

მსა­ხი­ობ­მა ორ­ლან­დო ბლუმ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­რა სუ­რა­თი, რო­მე­ლიც იმ ქუ­ჩა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც თა­ვად ცხოვ­რობს. ცე­ცხლი მის სახ­ლთან ძა­ლი­ან ახ­ლოს არის. ბლუ­მი ამ­ბობს, რომ ლო­ცუ­ლობს ყვე­ლას­თვის და მად­ლო­ბას უხ­დის მე­ხან­ძრე­ებს მა­მა­ცო­ბის­თვის.

00:00 / 00:00
ავტორი:

ჰოლივუდის ვარსკვლავების ვილები ცეცხლმა გაანადგურა - ნახეთ როგორ გამოიყურებოდა მილიონიანი სასახლეები ხანძრამდე

ჰოლივუდის ვარსკვლავების ვილები ცეცხლმა გაანადგურა - ნახეთ როგორ გამოიყურებოდა მილიონიანი სასახლეები ხანძრამდე

კალიფორნიაში ძლიერმა ხანძარმა შოუბიზნესის რამდენიმე ვარსკვლავიც დააზარალა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა ჯერარდ ბატლერის სახლი, მსახიობი ევაკუაციის შემდეგ მალიბუში დაბრუნდა და სოციალურ ქსელებში დამწვარ სახლთან გადაღებული ფოტო გააზიარა. ბატლერი გმირობისა და გაბედულობისთვის მეხანძრეებს მადლობას უხდის.

იხილეთ ვიდეო

ჯერარდ ბატლერის კალიფორნიაში მდებარე სახლი 4.4 მლნ დოლარად იყო შეფასებული.

ხანძარმა დააზარალა კეიტლინ ჯენერიც. ცნობილი ტრანსგენდერი აქტივისტი "ინსტაგრამზე" წერს, რომ ევაკუაცია დროულად შეძლო და მეგობარ ქალთან და ძაღლთან ერთად უსაფრთხოდ იმყოფება.

ჰიდენ ჰილსზე მდებარე სახლიდან ევაკუაცია გახდა საჭირო კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტისთვისაც, მათთან ერთად კარდაშიანის სხვა ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. "რეალითი შოუს" ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა "ინსტაგრამზე"განათავსა დისშვილთან, ქლოუის შვილთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით "ყველა უსაფრთხოდ ვართ".

კანიე უესტმა და მისმა ცოლმა სახლი გასულ წელს 17.8 მლნ დოლარად შეიძინეს, მისი რემონტისთვის კი 20 მლნ დოლარი დახარჯეს.

მალიბუში მდებარე სახლი ლეიდი გაგამ პარასკევს დატოვა, "ტვიტერზე" კი ემოციური გზავნილი გააზიარა :

"მუდმივად ვფიქრობ მათზე, ვინც ხანძრისგან დაზარალდა, ვინც სახლები, საყვარელი ადამიანები დაკარგა... მეც თქვენსავით ვზივარ ახლა და ვფიქრობ, აქცევს თუ არა ცეცხლი ჩემს სახლსაც ფერფლად. მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია, ერთად ვილოცოთ ერთმანეთისთვის. ღმერთი გფარავდეთ".

მომღერლის სახლი 23 მლნ დოლარად არის შეფასებული.

მსახიობმა ორლანდო ბლუმმა სოციალურ ქსელში გააზიარა სურათი, რომელიც იმ ქუჩაზეა გადაღებული, სადაც თავად ცხოვრობს. ცეცხლი მის სახლთან ძალიან ახლოს არის. ბლუმი ამბობს, რომ ლოცულობს ყველასთვის და მადლობას უხდის მეხანძრეებს მამაცობისთვის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე