საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!" - ინტერნეტში სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა
"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!" - ინტერნეტში სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

უარს ვამ­ბობ ნაძ­ვის ხეზე, ვირ­ჩევ ადა­მი­ანს! - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით ინ­ტერ­ნეტ­ში ზაზა სა­რა­ლი­ძი­სა და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი პე­ტი­ცია შე­იქ­მნა.

პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თუკი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თბი­ლი­სის მთავ­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას აი­ძუ­ლებს, არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს ადა­მი­ა­ნის ფეხ­ქვეშ გა­თე­ლილ უფ­ლე­ბა­სა და ნაძ­ვის ხეს შო­რის, ისი­ნი ირ­ჩე­ვენ ადა­მი­ანს.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლი­სის მერ­მა, კარ­ლო (კახა) კა­ლა­ძემ, 16 წლის, სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის მა­მას, ზაზა სა­რა­ლი­ძეს და სპეც­რაზ­მის მიერ მოკ­ლუ­ლი 20 წლის თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მა­მას, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან პრო­ტეს­ტის გა­და­ტა­ნა “სხვა” ად­გი­ლას მოს­თხო­ვა, სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხისა და სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის "აუ­ცი­ლებ­ლო­ბის" მი­ზე­ზით. ჩვენ უარს ვამ­ბობთ სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხეზე, თუკი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თბი­ლი­სის მთავ­რო­ბა გვა­ი­ძუ­ლებს, არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ ადა­მი­ა­ნის ფეხ­ქვეშ გა­თე­ლილ უფ­ლე­ბა­სა და ნაძ­ვის ხეს შო­რის, ჩვენ ვირ­ჩევთ ადა­მი­ანს, უარს ვამ­ბობთ სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხეზე!", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პე­ტი­ცი­ის ტექ­სტში. ამ დრო­ი­სათ­ვის პე­ტი­ცი­ას 2 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს.

რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გუ­შინ, პარ­ლა­მემ­ტის შე­ნო­ბის წინ 9 კა­რა­ვი გა­ნა­თავ­სა, გამ­თე­ნი­ი­სას კი 6 მათ­გა­ნი აი­ღეს, სამი კი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, მათი თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­დას­ცეს. ამ დრო­ი­სათ­ვის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ, 17 კა­რა­ვია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სო­ლი­და­რო­ბის მიზ­ნით ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მე­სა­მე სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. ღა­მემ ექ­სე­სე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. აქ­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი კი დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შია ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!" - ინტერნეტში სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

"უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!" - ინტერნეტში სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს! - ამ სახელწოდებით ინტერნეტში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა საზოგადოებას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის, ისინი ირჩევენ ადამიანს.

"რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა “სხვა” ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების "აუცილებლობის" მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის, ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე!", - აღნიშნულია პეტიციის ტექსტში. ამ დროისათვის პეტიციას 2 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ, პარლამემტის შენობის წინ 9 კარავი განათავსა, გამთენიისას კი 6 მათგანი აიღეს, სამი კი აქციის მონაწილეებს, მათი თხოვნის საფუძველზე გადასცეს. ამ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ, 17 კარავია განთავსებული.

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, სოლიდარობის მიზნით ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. ღამემ ექსესების გარეშე ჩაიარა. აქციის ოფიციალური ნაწილი კი დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ