პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის რატი დურგლიშვილის უკრაინელი პარტნიორი, რომელიც ქართულ ცეკვას პირველად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შეასრულებს
ვინ არის რატი დურგლიშვილის უკრაინელი პარტნიორი, რომელიც ქართულ ცეკვას პირველად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შეასრულებს

კა­ტე­რი­ნა კლი­ში­ნა ერ­თა­დერ­თი უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობს. ის ქა­ლაქ ხარ­კო­ვი­და­ნაა. თა­ვის ქა­ლაქ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა და ამი­ტო­მაც მო­იწ­ვი­ეს. ერთი თვეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, მისი მე­წყვი­ლე რატი დურ­გლიშ­ვი­ლია. რო­გორც კა­ტე­რი­ნა ამ­ბობს, პარტნი­ორ­ში ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა.

"ჭკვი­ა­ნი ბი­ჭია რატი, კარ­გად მღე­რის, სა­ო­ცა­რი ხმა აქვს და ცეკ­ვებ­შიც მონ­დო­მე­ბუ­ლია. ასე­ვე გულ­წრფე­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნია" - გვე­უბ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ღი­მი­ლის გა­რე­შე არ სა­უბ­რობს. ჩვენ და­ვეს­წა­რით რე­პე­ტი­ცი­ას, სა­დაც კა­ტე­რი­ნა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის შეს­წავ­ლი­სას ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბო­და. სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის აკა­დე­მი­ის მას­წავ­ლე­ბელს უამ­რავ შე­კი­თხვას უს­ვამ­და...

"ერთი თვეა აქ ვარ და უზარ­მა­ზა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი მაქვს... ახლა სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ვის­წავ­ლო ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა, უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ და ამის­თვის სულ რამ­დე­ნი­მე დღეა მხო­ლოდ. სა­რე­პე­ტი­ცი­ო­ში რომ შე­მო­ვე­დი და ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა მო­ვის­მი­ნე, ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა... ძა­ლი­ან მა­გა­რი რამ არის. უზო­მოდ მომ­წონს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა, მისი ილე­თე­ბი, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვი არ არის, ამას რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვე ვამ­ბობ. ახ­ლოს ვგრძნობ ქარ­თულ კულ­ტუ­რას, მის ხა­სი­ათს, სულს, გულს, ის­ტო­რი­ას... ვცდი­ლობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­გო, გა­ვი­აზ­რო. რა­ტის­თან ერ­თად "აფხა­ზურს" ვი­ცეკ­ვებ, ენერ­გი­უ­ლი და ლა­მა­ზი ცეკ­ვაა. ქა­ლის ხე­ლე­ბი სა­ოც­რად ნა­ზია, სხე­ულს მტკი­ცე პო­ზი­ცია აქვს, მთე­ლი "აფხა­ზუ­რი" უკვე შე­ვის­წავ­ლე, სე­რი­ო­ზუ­ლი სირ­თუ­ლე დავძლიე," - გვე­უბ­ნე­ბა კა­ტე­რი­ნა, რო­მე­ლიც პარტნი­ო­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია: "რა­ტი­საც გა­უ­ჭირ­და, მაგ­რამ ცდი­ლობ­და, სირ­თუ­ლე­ე­ბი და­ეძ­ლია. პრო­ექ­ტში წყვი­ლებს შო­რის ერ­თა­დერ­თი ვარ, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­დან არ არის და აქამ­დე ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა არ­სად შე­უს­რუ­ლე­ბია. თი­თო­ე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტის ნო­მე­რი მომ­წონს".

- გი­ყუ­რებ­დით და მარ­თლა დიდი ინ­ტე­რე­სით გა­დი­ო­დით რე­პე­ტი­ცი­ას...

- მინ­და, რომ "ლა­ივ­ზე" არ შევ­რცხვე, კარ­გად გა­მოვ­ჩნდე. ეს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ იცო­დეს, უკ­რა­ი­ნას ეს ქვე­ყა­ნა უყ­ვარს. ვფიქ­რობ, უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს. ორი­ვე ძლი­ე­რი ერია, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე... პირ­ვე­ლად ვარ აქ და ძა­ლი­ან მომ­წონს ყვე­ლა­ფე­რი - ბუ­ნე­ბა, ხალ­ხი, საკ­ვე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი არო­მა­ტუ­ლი, სურ­ნე­ლო­ვა­ნი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი. რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი სი­ტყვაც ვის­წავ­ლე - "მად­ლო­ბა", "გა­მარ­ჯო­ბა", "რო­გორ ხართ?", "კარ­გად"... ენაც მომ­წონს. ასე რომ, გვი­ყუ­რეთ ორ­შა­ბათს.

ავტორი:

ვინ არის რატი დურგლიშვილის უკრაინელი პარტნიორი, რომელიც ქართულ ცეკვას პირველად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შეასრულებს

ვინ არის რატი დურგლიშვილის უკრაინელი პარტნიორი, რომელიც ქართულ ცეკვას პირველად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შეასრულებს

კატერინა კლიშინა ერთადერთი უკრაინელი მოცეკვავეა, რომელიც ამჟამად პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს. ის ქალაქ ხარკოვიდანაა. თავის ქალაქში წარმატებული მოცეკვავეა და ამიტომაც მოიწვიეს. ერთი თვეა, რაც საქართველოში ჩამოვიდა, მისი მეწყვილე რატი დურგლიშვილია. როგორც კატერინა ამბობს, პარტნიორში ძალიან გაუმართლა.

"ჭკვიანი ბიჭია რატი, კარგად მღერის, საოცარი ხმა აქვს და ცეკვებშიც მონდომებულია. ასევე გულწრფელი და კარგი ადამიანია" - გვეუბნება უკრაინელი გოგონა, რომელიც ღიმილის გარეშე არ საუბრობს. ჩვენ დავესწარით რეპეტიციას, სადაც კატერინა ქართული ცეკვის შესწავლისას ბოლომდე იხარჯებოდა. სუხიშვილების აკადემიის მასწავლებელს უამრავ შეკითხვას უსვამდა...

"ერთი თვეა აქ ვარ და უზარმაზარი შთაბეჭდილებები მაქვს... ახლა საშუალება მომეცა, ვისწავლო ქართული ცეკვა, უბედნიერესი ვარ და ამისთვის სულ რამდენიმე დღეა მხოლოდ. სარეპეტიციოში რომ შემოვედი და ცოცხალი მუსიკა მოვისმინე, ჟრუანტელმა დამიარა... ძალიან მაგარი რამ არის. უზომოდ მომწონს ქართული ცეკვა, მისი ილეთები, რომელიც მარტივი არ არის, ამას როგორც მოცეკვავე ვამბობ. ახლოს ვგრძნობ ქართულ კულტურას, მის ხასიათს, სულს, გულს, ისტორიას... ვცდილობ, ეს ყველაფერი გავიგო, გავიაზრო. რატისთან ერთად "აფხაზურს" ვიცეკვებ, ენერგიული და ლამაზი ცეკვაა. ქალის ხელები საოცრად ნაზია, სხეულს მტკიცე პოზიცია აქვს, მთელი "აფხაზური" უკვე შევისწავლე, სერიოზული სირთულე დავძლიე," - გვეუბნება კატერინა, რომელიც პარტნიორით აღფრთოვანებულია: "რატისაც გაუჭირდა, მაგრამ ცდილობდა, სირთულეები დაეძლია. პროექტში წყვილებს შორის ერთადერთი ვარ, ვინც საქართველოდან არ არის და აქამდე ქართული ცეკვა არსად შეუსრულებია. თითოეული კონკურსანტის ნომერი მომწონს".

- გიყურებდით და მართლა დიდი ინტერესით გადიოდით რეპეტიციას...

- მინდა, რომ "ლაივზე" არ შევრცხვე, კარგად გამოვჩნდე. ეს იმისთვის, რომ საქართველომ იცოდეს, უკრაინას ეს ქვეყანა უყვარს. ვფიქრობ, უკრაინა და საქართველო ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე ძლიერი ერია, თავისუფლებისმოყვარე... პირველად ვარ აქ და ძალიან მომწონს ყველაფერი - ბუნება, ხალხი, საკვები, ყველაფერი არომატული, სურნელოვანი, ნატურალური. რამდენიმე ქართული სიტყვაც ვისწავლე - "მადლობა", "გამარჯობა", "როგორ ხართ?", "კარგად"... ენაც მომწონს. ასე რომ, გვიყურეთ ორშაბათს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი