ავტორი:

კიმ კარდაშიანი სომხეთიდან ბავშვს იშვილებს

კიმ კარდაშიანი სომხეთიდან ბავშვს იშვილებს

კიმ კარდაშიანი მამის სამშობლოდან, სომხეთიდან ბავშვების შვილად აყვანას აპირებს. ამის შესახებ დასავლური მედია წერს. Mirror-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ რეალითი შოუს ვარსკვლავის რეპერმა ქმარმა განაცხადა, რომ მას სურს შვიდი შვილი ჰყავდეს და სამშვილიანი წყვილი აპირებს, ბავშვების შვილად აყვანა დაიწყოს.

ოჯახთან დაახლოებულმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ კიმმა და კანიემ სომხეთში ბავშვთა სახლთან დაიწყეს მოლაპარაკება და გეგმავენ რამდენიმე კვირაში ეწვიონ კიდეც. წყვილი ამ ბავშვთა სახლს 2015 წელს, სომხეთში ვიზიტის დროს სტუმრობდა.

"მისი გარდაცვლილი მამის - რობერტის ოჯახი სომხეთიდანაა, ასე რომ ეს სავსებით ბუნებრივი გადაწყვეტილებაა. კიმი აღმერთებდა მამას და ძალიან ეყვარება პატარა ბიჭი, რომელიც მამას გაახსენებს. მათ უკვე გადაწყვიტეს ნაშვილებ ბიჭს სემი დაარქვან, კიმის დიდი ბაბუის - საღათელ კარდაშოფის პატივსაცემად, რომელმაც ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, სემ კარდაშიანი დაირქვა", - ამბობს წყარო.

კიმ კარდაშიანმა ორი ბავშვი - 5 წლის ნორსი და 2 წლის სეინთი ბუნებრივი გზით გააჩინა. მესამე ბავშვი - ჩიკაგო, წყვილს სუროგატმა დედამ გაუჩინა, რადგან რეალითი შოუს ვარსკვლავს ექიმებმა დაორსულება აუკრძალეს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს