პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 ნოემბერს დიდი რაგბია, ძალიან დიდი რაგბი!" - ერთი გულშემატკივრის გრძნობები, რასაც დღეს ყველა განიცდის
"10 ნოემბერს დიდი რაგბია, ძალიან დიდი რაგბი!" - ერთი გულშემატკივრის გრძნობები, რასაც დღეს ყველა განიცდის

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

10 ნო­ემ­ბერს დიდი რაგ­ბია, ძა­ლი­ან დიდი რაგ­ბი!

"ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" იტა­ლი­ას სტუმ­რო­ბენ. ტრა­დი­ცი­უ­ლად იქ­ნე­ბა შე­უ­პო­ვა­რი ბრძო­ლა. 15 ქარ­თვე­ლი კი­დევ ერთხელ ეც­დე­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რის დამ­ტკი­ცე­ბას. ძა­ლი­ან დიდი ტვირ­თია, როცა 4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლით ცდი­ლობ მსოფ­ლი­ოს შენი სიძ­ლი­ე­რე და­უმ­ტკი­ცო, მაგ­რამ წლე­ბია, "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" ამას ახერ­ხე­ბენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ დღე­საც მო­ა­ხერ­ხე­ბენ!

შა­ბათს დიდი დღეა, ძა­ლი­ან დიდი და ეს ასეა ყო­ველ­თვის, როცა მო­ე­დან­ზე "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" გა­დი­ან. კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც აკე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რაც შე­უძ­ლი­ათ და ბო­ლოს, მი­უ­ხე­და­ვად შე­დე­გი­სა, თა­ვა­წე­უ­ლე­ბი ტო­ვე­ბენ მო­ე­დანს! არა­ვის ახ­სოვს, ერთი ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბეც კი ვი­საც ოდ­ნავ მა­ინც და­ე­ზო­გოს თავი. როცა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კვართს იც­მე­ვენ, იცი­ან მისი ფასი და რაც მთა­ვა­რია, ღირ­სე­ბა!

10 ნო­ემ­ბერს ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სრუ­ლი­ად ახა­ლი ის­ტო­რია შე­იძ­ლე­ბა და­ი­წე­როს, ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ქარ­თულ რაგბს კი­დევ უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე აიყ­ვანს.

იმუქ­რე­ბა იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ისე უნდა მო­ვუ­გოთ 5-6 წელი და­ვა­დუ­მო­თო. ბევ­რი მუ­ქა­რა გვი­ნა­ხავს და მოგ­ვის­მე­ნია. ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში, მუ­ქა­რის მეტი რაა, მაგ­რამ იგი­ვე ის­ტო­რია, ბაქი-ბუქა ხალ­ხზე გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­თაა და­ხუნძლუ­ლი. უამ­რავ სუსტ მე­ტო­ქეს შეხ­ვედ­რია ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი, მაგ­რამ არა­სო­დეს და­უმ­ცი­რე­ბია მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დი. აქე­და­ნაც ჩანს, რა ღირ­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბის სტა­ტუ­სი.

რო­გორც წესი, სტუმ­რად თა­მა­შის დროს, ჩვენს ბი­ჭებს, სტა­დი­ონ­ზე ცოტა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავთ ხოლ­მე, მაგ­რამ 10 ნო­ემ­ბერს ასე არ იქ­ნე­ბა. ფლო­რენ­ცი­ის სტა­დი­ონს 10 000-მდე ქარ­თვე­ლი გა­ავ­სებს და ად­გი­ლი­დან გა­ამ­ხნე­ვებს ჩვენს ეროვ­ნულ გუნდს, ეს კი სა­ო­ცა­რი მუხ­ტია, რო­დე­საც სტუმ­რა­დაც გყავს მე­თექ­ვსმე­ტე მო­თა­მა­შე!

ყვე­ლამ ვი­ცით რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას ეკო­ნო­მი­უ­რად უჭირს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმ 10 000-დან უმე­ტე­სო­ბის­თვის, არ იქ­ნე­ბო­და იოლი იმ ფუ­ლის შოვ­ნა, რი­თაც ფლო­რენ­ცი­ა­ში წა­ვი­და, მაგ­რამ მა­ინც მო­ა­ხერ­ხა. გუნ­დი ეი­მე­დე­ბა და იმი­ტომ! სი­ხა­რუ­ლის მო­ლო­დი­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტია, "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­თან" ერ­თად ჰიმ­ნის სიმ­ღე­რა ფას­და­უ­დე­ბე­ლია! რა გან­ძი შე­ედ­რე­ბა იმ სი­ა­მა­ყის გან­ცდას, რო­მე­ლიც მსა­ჯის სა­ფი­ნა­ლო სასტვენ­თან ერ­თად გე­უფ­ლე­ბა გულ­შე­მატ­კი­ვარს?!

10 ნო­ემ­ბერს, ერთი დღით ფლო­რენ­ცი­ის "ოკუ­პა­ცი­ას" მო­ვახ­დენთ - სიყ­ვა­რუ­ლი, სი­ხა­რუ­ლი და სი­ა­მა­ყე იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ია­რა­ღი! სხვა ია­რა­ღი არ­სე­ნალ­ში არ გვაქვს. არც გვჭირ­დე­ბა, რად­გან იმ ომში, რო­მე­ლიც სტა­დი­ონ­ზე უნდა გა­ი­მარ­თოს, ეს ია­რა­ღე­ბია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - სიყ­ვა­რუ­ლი მო­თა­მა­შის და მო­თა­მა­შის­გან გულ­შე­მატ­კი­ვა­რის! ერ­თმა­ნე­თის და ქარ­თუ­ლი დრო­შის და­ნახ­ვის, ჰიმ­ნის გა­გო­ნე­ბის სი­ხა­რუ­ლი და სი­ა­მა­ყე, რომ ხარ ქარ­თვე­ლი, ატა­რებ ქარ­თულ კვართს და შენი დრო­შის ქვეშ იბ­რძვი!

მი­ლი­ო­ნო­ბით ქარ­თვე­ლი სახ­ლი­დან უყუ­რებს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მათ ნათ­ქვამ სი­ტყვებს - "მი­დით ბი­ჭე­ბო!"; "თქვენ­თან ვართ ლო­მე­ბო!"; "არ შედ­რკეთ!"; "თქვენ გე­ნაც­ვა­ლეთ ქარ­თვე­ლე­ბო!"; "მი­აწ­ვა­ა­ა­ა­აა" - აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გე­ბენ და იგ­რძნო­ბენ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი, იგ­რძნო­ბენ და ყვე­ლა­ფერს იზა­მენ რომ გაგ­ვა­ხა­რონ!

ჰოდა, მი­აწ­ვა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­აა!

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

ფოტო: Georgian Rugby

ავტორი:

"10 ნოემბერს დიდი რაგბია, ძალიან დიდი რაგბი!" - ერთი გულშემატკივრის გრძნობები, რასაც დღეს ყველა განიცდის

"10 ნოემბერს დიდი რაგბია, ძალიან დიდი რაგბი!" - ერთი გულშემატკივრის გრძნობები, რასაც დღეს ყველა განიცდის

ლადო გოგოლაძის ბლოგი

10 ნოემბერს დიდი რაგბია, ძალიან დიდი რაგბი!

"ბორჯღალოსნები" იტალიას სტუმრობენ. ტრადიციულად იქნება შეუპოვარი ბრძოლა. 15 ქართველი კიდევ ერთხელ ეცდება, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის დამტკიცებას. ძალიან დიდი ტვირთია, როცა 4 მილიონი ადამიანის სახელით ცდილობ მსოფლიოს შენი სიძლიერე დაუმტკიცო, მაგრამ წლებია, "ბორჯღალოსნები" ამას ახერხებენ. დარწმუნებული ვარ დღესაც მოახერხებენ!

შაბათს დიდი დღეა, ძალიან დიდი და ეს ასეა ყოველთვის, როცა მოედანზე "ბორჯღალოსნები" გადიან. კაცები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ და ბოლოს, მიუხედავად შედეგისა, თავაწეულები ტოვებენ მოედანს! არავის ახსოვს, ერთი ქართველი მორაგბეც კი ვისაც ოდნავ მაინც დაეზოგოს თავი. როცა ეროვნული ნაკრების კვართს იცმევენ, იციან მისი ფასი და რაც მთავარია, ღირსება!

10 ნოემბერს ქართული რაგბის ისტორიაში, სრულიად ახალი ისტორია შეიძლება დაიწეროს, ისტორია, რომელიც ქართულ რაგბს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

იმუქრება იტალიის ნაკრები, საქართველოს ისე უნდა მოვუგოთ 5-6 წელი დავადუმოთო. ბევრი მუქარა გვინახავს და მოგვისმენია. ჩვენს ისტორიაში, მუქარის მეტი რაა, მაგრამ იგივე ისტორია, ბაქი-ბუქა ხალხზე გამარჯვებებითაა დახუნძლული. უამრავ სუსტ მეტოქეს შეხვედრია ჩვენი ნაკრები, მაგრამ არასოდეს დაუმცირებია მოწინააღმდეგე გუნდი. აქედანაც ჩანს, რა ღირსების მატარებელია ქართველი მორაგბის სტატუსი.

როგორც წესი, სტუმრად თამაშის დროს, ჩვენს ბიჭებს, სტადიონზე ცოტა გულშემატკივარი ჰყავთ ხოლმე, მაგრამ 10 ნოემბერს ასე არ იქნება. ფლორენციის სტადიონს 10 000-მდე ქართველი გაავსებს და ადგილიდან გაამხნევებს ჩვენს ეროვნულ გუნდს, ეს კი საოცარი მუხტია, როდესაც სტუმრადაც გყავს მეთექვსმეტე მოთამაშე!

ყველამ ვიცით როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოში. მოსახლეობის უმეტესობას ეკონომიურად უჭირს. დარწმუნებული ვარ იმ 10 000-დან უმეტესობისთვის, არ იქნებოდა იოლი იმ ფულის შოვნა, რითაც ფლორენციაში წავიდა, მაგრამ მაინც მოახერხა. გუნდი ეიმედება და იმიტომ! სიხარულის მოლოდინი ყველაფერზე მეტია, "ბორჯღალოსნებთან" ერთად ჰიმნის სიმღერა ფასდაუდებელია! რა განძი შეედრება იმ სიამაყის განცდას, რომელიც მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად გეუფლება გულშემატკივარს?!

10 ნოემბერს, ერთი დღით ფლორენციის "ოკუპაციას" მოვახდენთ - სიყვარული, სიხარული და სიამაყე იქნება ჩვენი იარაღი! სხვა იარაღი არსენალში არ გვაქვს. არც გვჭირდება, რადგან იმ ომში, რომელიც სტადიონზე უნდა გაიმართოს, ეს იარაღებია ყველაზე მნიშვნელოვანი - სიყვარული მოთამაშის და მოთამაშისგან გულშემატკივარის! ერთმანეთის და ქართული დროშის დანახვის, ჰიმნის გაგონების სიხარული და სიამაყე, რომ ხარ ქართველი, ატარებ ქართულ კვართს და შენი დროშის ქვეშ იბრძვი!

მილიონობით ქართველი სახლიდან უყურებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათ ნათქვამ სიტყვებს - "მიდით ბიჭებო!"; "თქვენთან ვართ ლომებო!"; "არ შედრკეთ!"; "თქვენ გენაცვალეთ ქართველებო!"; "მიაწვაააააა" - აუცილებლად გაიგებენ და იგრძნობენ ჩვენი ბიჭები, იგრძნობენ და ყველაფერს იზამენ რომ გაგვახარონ!

ჰოდა, მიაწვააააააააააააააა!

ლადო გოგოლაძის ბლოგი

ფოტო: Georgian Rugby

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ