პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც მე და მიშკამ დაოჯახება გადავწყვიტეთ, საქორწილო განწყობა არ იყო..." - როგორია თათული ედიშერაშვილის ოჯახური ცხოვრება
"როდესაც მე და მიშკამ დაოჯახება გადავწყვიტეთ, საქორწილო განწყობა არ იყო..." - როგორია თათული ედიშერაშვილის ოჯახური ცხოვრება

მსა­ხი­ო­ბი თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად ოჯა­ხურ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. თე­ატ­რში, აკა­დე­მი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ო­ჯა­ხო საქ­მის კე­თე­ბას არას­დროს გა­ურ­ბის და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბაც სი­ა­მოვ­ნებს. თა­ვი­სე­ბუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს, რო­მან­ტი­კუ­ლი წუ­თე­ბი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის დე­ტა­ლებ­ში აღ­ქმაც შე­უძ­ლია; ტკბე­ბა იმით, რაც ცხოვ­რე­ბამ უბო­ძა.

"საქ­მე ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის გა­რე­შეც შე­გიძ­ლია აკე­თო"

- ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი თუ არ გა­მო­მი­ვა, ვი­ტყვი, რომ შემ­დგა­რი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ. ჩემს ოჯახ­თან ერ­თად, ცალ­კე ვცხოვ­რობ და სხვა გზა არც მაქვს. სი­სუფ­თა­ვეს დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მარ­თლა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გან­რი­გი მაქვს და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს, რომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც დიდ დროს მო­ი­თხოვს, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნას მა­ინც ვა­ხერ­ხებ. ზო­გა­დად, არას­დროს ვწერ გეგ­მებს, მაგ­რამ რო­გორც დი­ა­სახ­ლისს, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი მაქვს, სხვაგ­ვა­რად ვე­რა­ფერს მო­ვას­წრებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ ძა­ლის­ხმე­ვა­სა და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს, მაგ­რამ სურ­ვი­ლიც უნდა გქონ­დეს, რომ შენი სახ­ლი, შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და და­პუ­რე­ბუ­ლე­ბი და­დი­ოდ­ნენ. ზოგ­ჯერ მეც მაქვს მო­მენ­ტე­ბი, როცა სი­ზარ­მა­ცე შე­მო­მი­ტევს, თუმ­ცა, ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის გა­რე­შეც შე­გიძ­ლია საქ­მე აკე­თო ისე, რომ არც შენი თავი და­ა­ზი­ა­ნო და არც სხვა. მი­ნა­ხავს ისე­თი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სულ წა­მო­ძა­ხე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან, რომ რა­ღა­ცას აკე­თე­ბენ. ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო და საყ­ვა­რე­ლი საქ­მე რომ არ მქონ­დეს, ალ­ბათ, მეც იგი­ვე და­მე­მარ­თე­ბო­და, მაგ­რამ ახლა, ჩემ­თვის ეს ტრა­გე­დია ნამ­დვი­ლად არ არის.

- შვი­ლე­ბის მოვ­ლა­ში ძიძა გეხ­მა­რე­ბათ, არა?

- კი, ძიძა გვყავს, რო­მელ­საც ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, რა­ღა­ცით შე­მიმ­სუ­ბუ­ქოს ის საქ­მე, რაც სა­ერ­თოდ არ ევა­ლე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ ჩემს შვი­ლებს აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, სხვა რა­ღა­ცებ­საც აგ­ვა­რებს. მად­ლო­ბა მას ამის­თვის.

"პირ­სა­ხო­ცე­ბი ჩემი სი­სუს­ტეა"

- ვგიჟ­დე­ბი სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის ყიდ­ვა­ზე! ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჭურ­ჭლის, თეთ­რე­უ­ლის შე­ძე­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით, პირ­სა­ხო­ცე­ბია ჩემი სი­სუს­ტე. ყვე­ლა­ნა­ი­რი მინ­და მქონ­დეს (იცი­ნის). თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზეც მაქვს ასე­თი გარ­თუ­ლე­ბა, მაგ­რამ პირ­სა­ხო­ცებ­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლად.

- როცა სა­ზღვარ­გა­რეთ გი­წევთ გამ­გზავ­რე­ბა, იქი­დან რა ჩა­მო­გაქვთ ხოლ­მე?

- პირ­სა­ხო­ცი და თეთ­რე­უ­ლი - ნაკ­ლე­ბად, რად­გან წო­ნის თან­ხა ემა­ტე­ბა, ამი­ტომ, უფრო მე­ტად, შვი­ლე­ბის­თვის, მე­უღ­ლი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ჩა­მო­მაქვს სა­ჩუქ­რე­ბი. თუმ­ცა, წა­მო­მი­ღია, მა­გა­ლი­თად, ლა­მა­ზი ჩა­ი­და­ნი (იღი­მის).

რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შა­მი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

- ბევ­რია ასე­თი. პრინ­ციპ­ში, როცა მე და ჩემი მე­უღ­ლე ვვახ­შმობთ, იქ ყო­ველ­თვი­საა რა­ღაც რო­მან­ტი­კა. ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტო­მაც ვერ გა­ვი­გე, რო­გორ გა­ვი­და 10 წელი. ამას გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ. ეს ის ადა­მი­ა­ნია, ვის­თა­ნაც გა­დავ­წყვი­ტე ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა და მას­თან სა­დი­ლი, ვახ­შა­მი თუ ყა­ვის და­ლე­ვა, ყო­ველ­თვის რო­მან­ტი­კუ­ლია. მგო­ნი, სიყ­ვა­რულს ვუხ­სნი და ვერ ვხვდე­ბი (იცი­ნის).პრან­ჭვის მო­მენ­ტი სულ არის და მე­უღ­ლეს სულ ვეპ­რან­ჭე­ბი, სხვა­დას­ხვა ფორ­მით (იცი­ნის). წლებს და გა­მოც­დი­ლე­ბებს სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხუ­რი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­აქვს. იმე­დია, თვი­თო­ნაც სულ მეპ­რან­ჭე­ბა (იცი­ნის).

"აუ­ცი­ლებ­ლად, ჩვენ გვექ­ნე­ბა ქორ­წი­ლი!"

- ქორ­წი­ლი არ მქო­ნია, რად­გან დედა ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი გახ­ლდათ, რო­დე­საც მე და მიშ­კამ და­ო­ჯა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. სა­ქორ­წი­ლო გან­წყო­ბა არ იყო... მაგ­რამ სულ ვგეგ­მავთ (იღი­მის). ვგეგ­მავთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა ქორ­წი­ლი! ოღონდ ვიწ­რო, სა­მე­გობ­რო წრე­ში, შე­იძ­ლე­ბა, ქა­ლაქ­გა­რე­თაც...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"როდესაც მე და მიშკამ დაოჯახება გადავწყვიტეთ, საქორწილო განწყობა არ იყო..." - როგორია თათული ედიშერაშვილის ოჯახური ცხოვრება

"როდესაც მე და მიშკამ დაოჯახება გადავწყვიტეთ, საქორწილო განწყობა არ იყო..." - როგორია თათული ედიშერაშვილის ოჯახური ცხოვრება

მსახიობი თათული ედიშერაშვილი ამჯერად ოჯახურ თემებზე გვესაუბრება. თეატრში, აკადემიაში მუშაობის პარალელურად და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საოჯახო საქმის კეთებას არასდროს გაურბის და საყვარელი ადამიანებისთვის გემრიელი კერძების მომზადებაც სიამოვნებს. თავისებური სირთულეების მიუხედავად, ცხოვრება ძალიან უყვარს, რომანტიკული წუთებისა და ბედნიერების დეტალებში აღქმაც შეუძლია; ტკბება იმით, რაც ცხოვრებამ უბოძა.

"საქმე ნერვული აშლილობის გარეშეც შეგიძლია აკეთო"

- ხმამაღალი ნათქვამი თუ არ გამომივა, ვიტყვი, რომ შემდგარი დიასახლისი ვარ. ჩემს ოჯახთან ერთად, ცალკე ვცხოვრობ და სხვა გზა არც მაქვს. სისუფთავეს დიდ ყურადღებას ვაქცევ. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან დატვირთული განრიგი მაქვს და ორი ქალიშვილი მყავს, რომლებთან ურთიერთობაც დიდ დროს მოითხოვს, საოჯახო საქმეების ბოლომდე მიყვანას მაინც ვახერხებ. ზოგადად, არასდროს ვწერ გეგმებს, მაგრამ როგორც დიასახლისს, ყოველთვის ყველაფერი დაგეგმილი მაქვს, სხვაგვარად ვერაფერს მოვასწრებ. ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ სურვილიც უნდა გქონდეს, რომ შენი სახლი, შენი ოჯახის წევრები მოწესრიგებულები იყვნენ და დაპურებულები დადიოდნენ. ზოგჯერ მეც მაქვს მომენტები, როცა სიზარმაცე შემომიტევს, თუმცა, ნერვული აშლილობის გარეშეც შეგიძლია საქმე აკეთო ისე, რომ არც შენი თავი დააზიანო და არც სხვა. მინახავს ისეთი დიასახლისები, რომლებიც სულ წამოძახების რეჟიმში არიან, რომ რაღაცას აკეთებენ. ჩემთვის სასიამოვნო და საყვარელი საქმე რომ არ მქონდეს, ალბათ, მეც იგივე დამემართებოდა, მაგრამ ახლა, ჩემთვის ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის.

- შვილების მოვლაში ძიძა გეხმარებათ, არა?

- კი, ძიძა გვყავს, რომელსაც ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, სურვილი უჩნდება, რაღაცით შემიმსუბუქოს ის საქმე, რაც საერთოდ არ ევალება, გარდა იმისა, რომ ჩემს შვილებს აქცევს ყურადღებას, სხვა რაღაცებსაც აგვარებს. მადლობა მას ამისთვის.

"პირსახოცები ჩემი სისუსტეა"

- ვგიჟდები საოჯახო ნივთების ყიდვაზე! ძალიან მიყვარს ჭურჭლის, თეთრეულის შეძენა, განსაკუთრებით, პირსახოცებია ჩემი სისუსტე. ყველანაირი მინდა მქონდეს (იცინის). თავის მოვლის საშუალებებზეც მაქვს ასეთი გართულება, მაგრამ პირსახოცებზე გამორჩეულად.

- როცა საზღვარგარეთ გიწევთ გამგზავრება, იქიდან რა ჩამოგაქვთ ხოლმე?

- პირსახოცი და თეთრეული - ნაკლებად, რადგან წონის თანხა ემატება, ამიტომ, უფრო მეტად, შვილებისთვის, მეუღლისა და ოჯახის წევრებისთვის ჩამომაქვს საჩუქრები. თუმცა, წამომიღია, მაგალითად, ლამაზი ჩაიდანი (იღიმის).

რომანტიკული ვახშამი მეუღლესთან ერთად

- ბევრია ასეთი. პრინციპში, როცა მე და ჩემი მეუღლე ვვახშმობთ, იქ ყოველთვისაა რაღაც რომანტიკა. ალბათ, სწორედ ამიტომაც ვერ გავიგე, როგორ გავიდა 10 წელი. ამას გულწრფელად ვამბობ. ეს ის ადამიანია, ვისთანაც გადავწყვიტე ცხოვრების გატარება და მასთან სადილი, ვახშამი თუ ყავის დალევა, ყოველთვის რომანტიკულია. მგონი, სიყვარულს ვუხსნი და ვერ ვხვდები (იცინის).პრანჭვის მომენტი სულ არის და მეუღლეს სულ ვეპრანჭები, სხვადასხვა ფორმით (იცინის). წლებს და გამოცდილებებს სხვადასხვა საფეხური და დამოკიდებულებები მოაქვს. იმედია, თვითონაც სულ მეპრანჭება (იცინის).

"აუცილებლად, ჩვენ გვექნება ქორწილი!"

- ქორწილი არ მქონია, რადგან დედა ახალი გარდაცვლილი გახლდათ, როდესაც მე და მიშკამ დაოჯახება გადავწყვიტეთ. საქორწილო განწყობა არ იყო... მაგრამ სულ ვგეგმავთ (იღიმის). ვგეგმავთ, რომ აუცილებლად გვექნება ქორწილი! ოღონდ ვიწრო, სამეგობრო წრეში, შეიძლება, ქალაქგარეთაც...წაიკითხეთ სრულად

როგორ ჩატარდა სისხლის პლაზმის გადასხმის პირველი პროცედურა საქართველოში - ინფექციონისტი პროცესს დეტალურად აღწერს

"არ მინდოდა ჯერ მეთქვა, მაგრამ... დიახ, უკვე გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა კრიტიკულ პაციენტზე" - თენგიზ ცერცვაძე

"გარდაცვლილ ბოლო ორ პაციენტს, კოვიდინფექცია აღარ ჰქონდათ, პასუხი ვირუსზე უარყოფითი იყო" - თენგიზ ცერცვაძე