პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლში ტირილით დაბრუნდა..." - რას ჰყვება დედა, რომლის 12 წლის შვილის მიმართ მამაკაცმა გარყვნილი ქმედება განახორციელა
"სახლში ტირილით დაბრუნდა..." - რას ჰყვება დედა, რომლის 12 წლის შვილის მიმართ მამაკაცმა გარყვნილი ქმედება განახორციელა

ჩემი შვი­ლი სახ­ლში ტი­რი­ლით დაბ­რუნ­და და მომ­ხდა­რის შემ­დეგ ერთი კვი­რაა სკო­ლა­ში არ წა­სუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ ბა­თუმ­ში 12 წლის მო­ზარ­დის დე­დამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მო­ზარ­დის დედა 55 წლის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დღეს და­ა­კა­ვა, შვი­ლის მი­მართ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. დე­დის თქმით, ბავ­შვი ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

„ბავ­შვი სკო­ლი­დან სახ­ლში ავ­ტო­ბუ­სით ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც 55 წლის მა­მა­კა­ცი მი­უ­ახ­ლოვ­და და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ბავ­შვმა თავი ცუ­დად იგ­რძნო და ავ­ტო­ბუს­ში მყო­ფებს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. მო­ძა­ლა­დის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად, უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რა და მო­ძა­ლა­დეს უთხრა, რომ ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­სუ­ლიყ­ვნენ და ესა­უბ­რათ, რა­ზეც უარი გა­ნუ­ცხა­და. ჩემი შვი­ლი სახ­ლში ტი­რი­ლით დაბ­რუნ­და. ბავ­შვი სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სკო­ლა­ში არ და­დის. მომ­ხდა­რის გამო, დახ­მა­რე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ვთხო­ვეთ, შემ­დეგ კი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მივ­მარ­თეთ. ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე ვართ ჩა­წე­რი­ლი, ბავ­შვი ერთი კვი­რაა სკო­ლა­ში არ და­დის. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სკო­ლის დი­რექ­ტო­რიც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იგი­ვე მა­მა­კა­ცის­გან მსგავ­სი ქმე­დე­ბა ჩემი შვი­ლის მი­მართ მე­ო­რედ ისევ ავ­ტო­ბუს­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. მა­მა­კა­ცი ვერ ამო­ვი­ცა­ნი, რად­გან არას­დროს მი­ნა­ხავს", - გა­ნა­ცხა­და მო­ზარ­დის დე­დამ.

ბა­თუმ­ში 12 წლის გო­გო­ნას მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით, 55 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა „სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 141-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "სახ­ლში ტი­რი­ლით მო­ვი­და, ეში­ნია მარ­ტო აღარ­სად და­დის" - რას ამ­ბობს დედა, რომ­ლის 12 წლის შვი­ლის მი­მართ მა­მა­კაც­მა გარ­ყვნი­ლი ქვე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სახლში ტირილით დაბრუნდა..." - რას ჰყვება დედა, რომლის 12 წლის შვილის მიმართ მამაკაცმა გარყვნილი ქმედება განახორციელა

"სახლში ტირილით დაბრუნდა..." - რას ჰყვება დედა, რომლის 12 წლის შვილის მიმართ მამაკაცმა გარყვნილი ქმედება განახორციელა

ჩემი შვილი სახლში ტირილით დაბრუნდა და მომხდარის შემდეგ ერთი კვირაა სკოლაში არ წასულა, - ამის შესახებ ბათუმში 12 წლის მოზარდის დედამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მოზარდის დედა 55 წლის მამაკაცს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა, შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. დედის თქმით, ბავშვი ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებს.

„ბავშვი სკოლიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მიუახლოვდა და გარყვნილი ქმედება განახორციელა. ბავშვმა თავი ცუდად იგრძნო და ავტობუსში მყოფებს დახმარება სთხოვა. მოძალადისგან თავის დასაღწევად, უცნობი მამაკაცი გათავისუფლებაში დაეხმარა და მოძალადეს უთხრა, რომ ავტობუსიდან ჩასულიყვნენ და ესაუბრათ, რაზეც უარი განუცხადა. ჩემი შვილი სახლში ტირილით დაბრუნდა. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაშია სკოლაში არ დადის. მომხდარის გამო, დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციას ვთხოვეთ, შემდეგ კი სამართალდამცავებს მივმართეთ. ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე ვართ ჩაწერილი, ბავშვი ერთი კვირაა სკოლაში არ დადის. მომხდარის შესახებ სკოლის დირექტორიც ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ იგივე მამაკაცისგან მსგავსი ქმედება ჩემი შვილის მიმართ მეორედ ისევ ავტობუსში განხორციელდა. მამაკაცი ვერ ამოვიცანი, რადგან არასდროს მინახავს", - განაცხადა მოზარდის დედამ.

ბათუმში 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 55 წლის მამაკაცი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "სახლში ტირილით მოვიდა, ეშინია მარტო აღარსად დადის" - რას ამბობს დედა, რომლის 12 წლის შვილის მიმართ მამაკაცმა გარყვნილი ქვედება განახორციელა

"ტაქსის მძღოლი 9 წლის გოგონას სკოლაში ატარებდა და ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო" - ხონში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალები

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა

იმერეთში 10 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს