ავტორი:

ქეით მიდლტონი გამოჩნდა კაბით, რომელიც 6 წლის წინაც ეცვა

ქეით მიდლტონი გამოჩნდა კაბით, რომელიც 6 წლის წინაც ეცვა

კემბრიჯის ჰერცოგინიამ დაამტკიცა, რომ სრულიად შესაძლებელია, „ძველი“ სამოსი ჩაიცვა და მაინც დედოფალივით გამოიყურებოდე. რა თქმა უნდა, ჯენი პეკჰემის კაბა სულ ახალივით გამოიყურებოდა, თუმცა ქეით მიდლტონის თაყვანისმცემლებს არ დავიწყებიათ 6 წლის წინანდელი ღონისძიება, სადაც ჰერცოგინია პირველად ნახეს ამ კაბით.

გუშინ ქეითი და უილიამი ლონდონში ყოველწლიურ დაჯილდოებას Тusk Conservation Awards დაესწრნენ. მიდლტონი კამერების ყურადღების ცენტრში მოექცა. ჰერცოგინიას თმა გაშლილი ჰქონდა, გულზე კი წითელი ბროში ეკეთა - წითელი ყაყაჩო, ომში გარდაცვლილთა პატივსაცემად.

პირველად ჯენი პეკჰემის კაბით ქეითი 2012 წელს გამოჩნდა კონცერტზე ალბერტ-ჰოლში. მაშინ ჰერცოგინიას თმა შეკრული ჰქონდა, მაკიაჟით კი აქცენტი თვალებზე ჰქონდა გაკეთებული.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე