კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთ ცეკვას ვამზადებთ, სისხლი აუდუღდება მაყურებელს" - კონკურსანტები სუხიშვილების ტურის შესახებ
"ისეთ ცეკვას ვამზადებთ, სისხლი აუდუღდება მაყურებელს" - კონკურსანტები სუხიშვილების ტურის შესახებ

პრო­ექ­ტი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ქარ­თუ­ლი ტუ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა. კონ­კურ­სან­ტებს სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი ამ­ზა­დე­ბენ. ენერ­გი­ას არა­ვინ ზო­გავს, ამა­ში ჩვენც დავ­რწმუნ­დით, რო­დე­საც დარ­ბაზ­ში მათ რე­პე­ტი­ცი­ებს და­ვეს­წა­რით და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და ემო­ცი­ე­ბი ჩავ­წე­რეთ.

რატი დურ­გლიშ­ვი­ლი:

- ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ჩემ­თვის ქარ­თუ­ლი სუ­ლია, ჩემი ხორ­ცი და სის­ხლია, ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლის­თვის. ეს არის ჩვე­ნი კულ­ტუ­რა. მარ­თლაც, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბაა. ეს ტური ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა ჩემ­თვის. ჟი­უ­რის­თან ერ­თად, უამ­რა­ვი ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა შემ­ფა­სე­ბე­ლი, რად­გა­ნაც ქარ­თვე­ლე­ბის 99%-მა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა იცის. უდი­დე­სი მი­ნუ­სი ის არის, რომ ეს სა­რე­პე­ტი­ციო დღე­ე­ბი არის ქარ­თულ ცეკ­ვა­ში ჩემ­თვის პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. არას­დროს არ­სად მი­ცეკ­ვია. ასე მეს­მო­და ყო­ველ­თვის - მხო­ლოდ ერთი ცეკ­ვა რომ მეს­წავ­ლა, ამით შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ვა­ყე­ნებ­დი ქარ­თულ ცე­ვებს. ის სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არის შე­სას­წავ­ლი, რაც აქამ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ისიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ამ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით ვიღ­ლე­ბი, ურ­თუ­ლე­სი ილე­თე­ბია, ასე არც ერთ ცეკ­ვა­ზე არ დავღ­ლილ­ვარ. თურ­მე ჩვე­ნი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი რას უძ­ლე­ბენ, თუმ­ცა ბი­ჭებ­ზე მეტი დატ­ვირ­თუ­ლი ილე­თე­ბი გო­გო­ებს აქვთ. ორ­შა­ბათს "აფხა­ზუ­რი" უნდა ვი­ცეკ­ვო.

ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი:

- ყო­ველ სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვე­ლო­დე­ბი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის ტურს. მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი რა­მაა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა, რი­თიც ყო­ველ­თვის უნდა ვი­ა­მა­ყოთ. მე და ირინ­კა ისეთ ცეკ­ვას ვამ­ზა­დებთ, სის­ხლი რომ აუ­დუღ­დე­ბა რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვე­ებს, ისე მა­ყუ­რე­ბელს. ეს არის "ხან­ჯლუ­რი". კი, ნე­ბის­მი­ერს ჟრუ­ან­ტე­ლი და­უვ­ლის და და­ბუ­რძგავს. ისე­თი ცეკ­ვა გვაქვს, ძვალ­სა და ჯი­გარ­ში რომ ატანს! ამ პრო­ექ­ტის მიღ­მა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა არას­დროს მი­ცეკ­ვია და აქ ისეთ სი­ა­მოვ­ნებს ვი­ღებ, რომ უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ. ამი­ტომ ყო­ველ­თვის დიდი მონ­დო­მე­ბით ვე­ლო­დე­ბი და მერე დიდი სი­ხა­რუ­ლით ვმუ­შა­ობ. სულ სხვა­დას­ხვა ცეკ­ვას ვირ­ჩევ და მირ­ჩე­ვენ. ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი იყო რა­ჭუ­ლი, რო­მელ­საც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. მე და ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილ­მა წარ­მო­ვად­გი­ნეთ, მერე "მო­ხე­უ­რი" ვი­ცეკ­ვე, "აბ­რა­გუ­ლიც" და ბევ­რი სხვა, რაც მე­ა­მა­ყე­ბა.

ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი:

- ჩემ­თვის ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ტური ძა­ლი­ან დიდი ემო­ცი­აა. შე­იძ­ლე­ბა ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლი არ ვარ, მაგ­რამ რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ზარ­დე, ეს არის ჩემი სის­ხლი და ხორ­ცი. როცა ვცეკ­ვავ და მუ­სი­კა მეს­მის, სხე­ულ­ში ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლის. ყვე­ლა­ფე­რი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, გა­მორ­ჩე­ულ სი­ლა­მა­ზეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი გრძნობს. ამი­ტომ, თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე სხვა გუ­ლით ემ­ზა­დე­ბა ამ ცეკ­ვის­თვის. მოკ­ლედ, პრო­ექ­ტში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მაქვს ოსუ­რი, ხო­რუ­მი, ცდო, ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ახლა აჭა­რუ­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, უნი­ჭი­ე­რე­სი პარტნი­ო­რი (ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე) მყავს, ყო­ველ კვი­რას მა­ოგ­ნებს თა­ვი­სი ნი­ჭით და მონ­დო­მე­ბით.

ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე:

- რა­ო­დენ სა­ო­ცა­რი და გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, აჭა­რელს აჭა­რუ­ლის ცეკ­ვა მი­წევს. ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. მჯე­რა, ამით ბევრ მე­გო­ბარს გა­ვა­ხა­რებ, ასე­ვე ბევრ აჭა­რელს და სა­ერ­თოდ, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. უმაგ­რე­სი ცეკ­ვაა, არა იმი­ტომ, რომ ამ კუ­თხი­დან ვარ, ხა­ლი­სი­ა­ნია, სა­ხა­სი­ა­თო და სა­დაც უნდა იყო, გა­ცეკ­ვებს. ასე­ვე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ცაა. ამი­ტომ, მეც და ჯუ­ლი­ა­ნაც ძა­ლი­ან ვინ­დო­მებთ. ჯუ­ლი­ა­ნა ბა­თუმ­ში უნდა წა­ვიყ­ვა­ნო, აჭა­რუ­ლი ყოფა ვაჩ­ვე­ნო, ბე­ბი­ა­ჩე­მის გა­მომ­ცხვა­რი ხა­ჭა­პუ­რი გა­ვა­სინ­ჯო და ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში გა­ვა­სე­ირ­ნო, - ამ ასუ­რელ გო­გო­ნას ჩემი თვა­ლით და­ნა­ხულ აჭა­რა­ზე თვა­ლი უნდა შე­ვავ­ლე­ბი­ნო.

თამ­თა შე­და­ნია:

- ილო­ურს ვცეკ­ვავ, სწრა­ფი, ცე­ცხლო­ვა­ნი და არა­მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი ცეკ­ვაა. გვინ­დო­და, ლა­ზუ­რი ელე­მენ­ტე­ბით შეგ­ვევ­სო. არას­დროს მქო­ნია ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა. ღრმა ბავ­შვო­ბა­ში კი დავ­დი­ო­დი ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე, მაგ­რამ იქი­დან არა­ფე­რი მახ­სოვს. მე­გო­ნა, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ილე­თებს რა­ღაც კარ­გად ვით­ვი­სებ. ჩვენს ნო­მერ­ში ორი­ვეს ბი­ჭის სა­მო­სი გვაც­ვია. უბ­რა­ლოდ, ბო­ლო­ში ვიხ­დი ქუდს.

ნი­ნუ­კა შა­რა­ში­ძე, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი:

- რო­გორც კონ­კურ­სან­ტე­ბი და მათი პარტნი­ო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ელო­დე­ბი­ან ხოლ­მე ქარ­თულ ტურს, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ტუ­რით და­იმ­კვიდ­რა. მას მა­ყუ­რე­ბე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ელო­დე­ბა ხოლ­მე, საკ­მა­ოდ რთუ­ლია სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, არა მარ­ტო კონ­კურ­სარ­ტე­ბის­თვის, ამა­ვე დროს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, რად­გან ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. მა­თაც უწევთ თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლის შეს­წავ­ლა, რად­გა­ნაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი და სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვის სპე­ცი­ფი­კა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი, იგი­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუა, ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნა­რი, ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი და ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტერ­სებთ ხოლ­მე თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი. აქ­ტი­უ­რად არი­ან ცეკ­ვის შერ­ჩე­ვა­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი, თვი­თო­ნაც გვეხ­მა­რე­ბი­ან. მოკ­ლედ, ამ ტუ­რის მომ­ზა­დე­ბა შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია, საკ­მა­ოდ რთუ­ლი. პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­დათ ხოლ­მე, რომ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა გა­მორ­ჩე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნონ და მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე თავი არ შე­ირ­ცხვი­ნონ. პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ჩვენ ყო­ველ­თვის გვიყ­ვარს ამ ტუ­რის მომ­ზა­დე­ბა. ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. თავს არ ზო­გა­ვენ, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში არი­ან და ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­ან­თი მაქ­სი­მუ­მი აჩ­ვე­ნონ. რო­დე­საც პირ­ვე­ლად ილე­თებს ვა­მუ­შა­ვებ­დით, რატი დურ­გლიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, არ გა­მო­მი­ვაო... ასე რომ, მარ­ტი­ვი ილე­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლაფ­რის სწავ­ლე­ბა გვი­წევს. თან, ორი­ვეს ვას­წავ­ლით - ვარ­სკვლა­ვებ­საც და პრო­ფე­სი­ო­ნალ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს. სა­მე­ჯლი­სო მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის­თვის თეძო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ­თან პი­რი­ქით, თეძო გა­ჩე­რე­ბუ­ლია. მათ­თან ხე­ლია უხე­ში, მკაც­რი და ჩვენ­თან რბი­ლი, ნაზი. ამი­ტომ ერთ კვი­რა­ში ყვე­ლაფ­რის გა­და­კე­თე­ბა გვი­წევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ისეთ ცეკვას ვამზადებთ, სისხლი აუდუღდება მაყურებელს" - კონკურსანტები სუხიშვილების ტურის შესახებ

"ისეთ ცეკვას ვამზადებთ, სისხლი აუდუღდება მაყურებელს" - კონკურსანტები სუხიშვილების ტურის შესახებ

პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" ქართული ტურისთვის ემზადება. კონკურსანტებს სუხიშვილების ქორეოგრაფები ამზადებენ. ენერგიას არავინ ზოგავს, ამაში ჩვენც დავრწმუნდით, როდესაც დარბაზში მათ რეპეტიციებს დავესწარით და მონაწილეების შთაბეჭდილებები და ემოციები ჩავწერეთ.

რატი დურგლიშვილი:

- ქართული ცეკვა ჩემთვის ქართული სულია, ჩემი ხორცი და სისხლია, ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის. ეს არის ჩვენი კულტურა. მართლაც, ყველა ადამიანის ღირსებაა. ეს ტური ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის. ჟიურისთან ერთად, უამრავი ტელემაყურებელი იქნება შემფასებელი, რადგანაც ქართველების 99%-მა ქართული ცეკვა იცის. უდიდესი მინუსი ის არის, რომ ეს სარეპეტიციო დღეები არის ქართულ ცეკვაში ჩემთვის პირველი გაკვეთილები. არასდროს არსად მიცეკვია. ასე მესმოდა ყოველთვის - მხოლოდ ერთი ცეკვა რომ მესწავლა, ამით შეურაცხყოფას მივაყენებდი ქართულ ცევებს. ის საფუძვლიანად არის შესასწავლი, რაც აქამდე ვერ მოვახერხე. ისიც აღმოვაჩინე, რომ ამ რეპეტიციებზე განსაკუთრებით ვიღლები, ურთულესი ილეთებია, ასე არც ერთ ცეკვაზე არ დავღლილვარ. თურმე ჩვენი მოცეკვავეები რას უძლებენ, თუმცა ბიჭებზე მეტი დატვირთული ილეთები გოგოებს აქვთ. ორშაბათს "აფხაზური" უნდა ვიცეკვო.

ოთო ფოლადაშვილი:

- ყოველ სეზონზე განსაკუთრებულად ველოდები ქართული ცეკვების ტურს. მსოფლიოში ერთადერთი ღირსშესანიშნავი რამაა ქართული ცეკვა, რითიც ყოველთვის უნდა ვიამაყოთ. მე და ირინკა ისეთ ცეკვას ვამზადებთ, სისხლი რომ აუდუღდება როგორც მოცეკვავეებს, ისე მაყურებელს. ეს არის "ხანჯლური". კი, ნებისმიერს ჟრუანტელი დაუვლის და დაბურძგავს. ისეთი ცეკვა გვაქვს, ძვალსა და ჯიგარში რომ ატანს! ამ პროექტის მიღმა ქართული ცეკვა არასდროს მიცეკვია და აქ ისეთ სიამოვნებს ვიღებ, რომ უბედნიერესი ვარ. ამიტომ ყოველთვის დიდი მონდომებით ველოდები და მერე დიდი სიხარულით ვმუშაობ. სულ სხვადასხვა ცეკვას ვირჩევ და მირჩევენ. ჯერ კიდევ პირველი იყო რაჭული, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მე და ნუკი კოშკელიშვილმა წარმოვადგინეთ, მერე "მოხეური" ვიცეკვე, "აბრაგულიც" და ბევრი სხვა, რაც მეამაყება.

ჯულიანა ბარგნარი:

- ჩემთვის ქართული ცეკვის ტური ძალიან დიდი ემოციაა. შეიძლება ეროვნებით ქართველი არ ვარ, მაგრამ რადგან საქართველოში გავიზარდე, ეს არის ჩემი სისხლი და ხორცი. როცა ვცეკვავ და მუსიკა მესმის, სხეულში ჟრუანტელი მივლის. ყველაფერი დიდ სიამოვნებასთან ერთად, გამორჩეულ სილამაზესთანაა დაკავშირებული, რასაც მაყურებელი გრძნობს. ამიტომ, თითოეული მონაწილე სხვა გულით ემზადება ამ ცეკვისთვის. მოკლედ, პროექტში შესრულებული მაქვს ოსური, ხორუმი, ცდო, ყველა თავისებურად დასამახსოვრებელი, საინტერესო იყო. ახლა აჭარულისთვის ვემზადები, უნიჭიერესი პარტნიორი (ამიკო ჩოხარაძე) მყავს, ყოველ კვირას მაოგნებს თავისი ნიჭით და მონდომებით.

ამიკო ჩოხარაძე:

- რაოდენ საოცარი და გასაკვირიც უნდა იყოს, აჭარელს აჭარულის ცეკვა მიწევს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. მჯერა, ამით ბევრ მეგობარს გავახარებ, ასევე ბევრ აჭარელს და საერთოდ, სრულიად საქართველოს. უმაგრესი ცეკვაა, არა იმიტომ, რომ ამ კუთხიდან ვარ, ხალისიანია, სახასიათო და სადაც უნდა იყო, გაცეკვებს. ასევე საპასუხისმგებლოცაა. ამიტომ, მეც და ჯულიანაც ძალიან ვინდომებთ. ჯულიანა ბათუმში უნდა წავიყვანო, აჭარული ყოფა ვაჩვენო, ბებიაჩემის გამომცხვარი ხაჭაპური გავასინჯო და ბათუმის ქუჩებში გავასეირნო, - ამ ასურელ გოგონას ჩემი თვალით დანახულ აჭარაზე თვალი უნდა შევავლებინო.

თამთა შედანია:

- ილოურს ვცეკვავ, სწრაფი, ცეცხლოვანი და არამოსაბეზრებელი ცეკვაა. გვინდოდა, ლაზური ელემენტებით შეგვევსო. არასდროს მქონია ქართული ცეკვის გამოცდილება. ღრმა ბავშვობაში კი დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, მაგრამ იქიდან არაფერი მახსოვს. მეგონა, ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ილეთებს რაღაც კარგად ვითვისებ. ჩვენს ნომერში ორივეს ბიჭის სამოსი გვაცვია. უბრალოდ, ბოლოში ვიხდი ქუდს.

ნინუკა შარაშიძე, სუხიშვილების ქორეოგრაფი:

- როგორც კონკურსანტები და მათი პარტნიორები აღნიშნავენ, განსაკუთრებით ელოდებიან ხოლმე ქართულ ტურს, რომელმაც სახელი სუხიშვილების ტურით დაიმკვიდრა. მას მაყურებელიც განსაკუთრებით ელოდება ხოლმე, საკმაოდ რთულია სამუშაო პროცესი, არა მარტო კონკურსარტებისთვის, ამავე დროს პროფესიონალებისთვის, რადგან ქართული ცეკვა სამეჯლისო ცეკვებისგან რადიკალურად განსხვავდება. მათაც უწევთ თითოეული დეტალის შესწავლა, რადგანაც აბსოლუტურად განსხვავებულია ქართული და სამეჯლისო ცეკვის სპეციფიკა. პროფესიონალები არიან, ნამდვილი ვარსკვლავები, იგივე სალომე ჭაჭუა, ჯულიანა ბარგნარი, ოთო ფოლადაშვილი და ყოველთვის განსაკუთრებით აინტერსებთ ხოლმე თითოეული დეტალი. აქტიურად არიან ცეკვის შერჩევაშიც ჩართულები, თვითონაც გვეხმარებიან. მოკლედ, ამ ტურის მომზადება შრომატევადი პროცესია, საკმაოდ რთული. პროფესიონალ მოცეკვავეებს განსაკუთრებით უნდათ ხოლმე, რომ ქართული ცეკვა გამორჩეულად წარმოაჩინონ და მაყურებლის წინაშე თავი არ შეირცხვინონ. პროცესი ძალიან საინტერესოა და ჩვენ ყოველთვის გვიყვარს ამ ტურის მომზადება. ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. თავს არ ზოგავენ, დილიდან საღამომდე სარეპეტიციო დარბაზში არიან და ცდილობენ, თავიანთი მაქსიმუმი აჩვენონ. როდესაც პირველად ილეთებს ვამუშავებდით, რატი დურგლიშვილი ამბობდა, არ გამომივაო... ასე რომ, მარტივი ილეთიდან დაწყებული, ყველაფრის სწავლება გვიწევს. თან, ორივეს ვასწავლით - ვარსკვლავებსაც და პროფესიონალ მოცეკვავეებს. სამეჯლისო მოცეკვავეებისთვის თეძო მნიშვნელოვანია. ჩვენთან პირიქით, თეძო გაჩერებულია. მათთან ხელია უხეში, მკაცრი და ჩვენთან რბილი, ნაზი. ამიტომ ერთ კვირაში ყველაფრის გადაკეთება გვიწევს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება