ავტორი:

Digital Mind- ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სწავლის პროცესს ამარტივებს

Digital Mind- ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სწავლის პროცესს ამარტივებს

მაშინ, როდესაც დრო ყველაზე ძვირად ფასობს, ყველაზე დეფიციტური და სასურველია, მსოფლიომ მისი დაზოგვის ეფექტურ მექანიზმებზე დაიწყო მუშაობა, რისი ერთ-ერთი მაგალითიც ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მისი მეშვეობით ადამიანებისთვის საქმის შემსუბუქებაა. ამ ტენდენციას ფეხს უკვე საქართველოც უწყობს, რადგან ახალგაზრდები აქტიურად ცდილობენ, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული პირებისთვის ისეთი პლატფორმები შექმნან, რაც მათ სამუშაოს უკეთ შესრულებაში დაეხმარებათ.

ერთ-ერთი მათგანია 16 წლის მოსწავლე გიორგი ჩახნაშვილი, რომლის მიერ შექმნილი პროგრამა Digital Mind-ი სპეციალურ ალგორითმზეა დაფუძნებული, მოცულობით ინფორმაციას აანალიზებს და ლოგიკურად, ყველაზე შესაბამის პასუხს არჩევს. აღნიშნული პროგრამის შექმნაზე გიორგი დიდი ხანია ფიქრობს, საბოლოოდ კი „ბიზნესისა და ტექნოლგიების უნივერსიტეტისა“ და სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობით ჩანაფიქრი განახორციელა.

როგორც გიორგი განმარტავს, Digital Mind-ს შეუძლია, ვრცელი ვიდეო და ფოტო მასალის სკრიპტი გააკეთოს და საძიებო ველში შეკითხვის ჩაწერის შემდეგ სწორედ ის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც თქვენთვის საინტერესოა. მისივე თქმით, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად და ვიდეოს საყურებლად.

„ჩვენს პროდუქტს აქვს ლოგიკური ძიების უნარი, რომლითაც დასმულ შეკითხვაზე ყველაზე აკურატული პასუხის მიღება შეუძლია და მისი ნაპოვნი ტექსტები მცირე მოცულობისაა. მომხმარებლებს არ დასჭირდებათ, რომ ინფორმაცია თვითონ მოიძიონ, ვიდეო ნახონ და ამაში ბევრი დრო დახარჯონ. მნიშვნელოვანია, რომ Digital Mind-ს როგორც ჩველებრივად დასმული შეკითხვის აღქმა უფრო შეუძლია, ვიდრე ცალკეული საძიებო სიტყვებით. მაგალითად, შეგვიძლია, დავუსვათ ისეთი სპეციფიკური შეკითვები, როგორიც არის “როგორ შევქმნათ ბიზნეს მოდელი, რა იქნებოდა ამისთვის ყველაზე კარგი გზა?” შეკითხვის დასმის შემდეგ იმ ინფორმაციას, რაც კონკრეტულ ვიდეოშია, მოიძიებს და დასმულ შეკითხვებზე რაც შეიძლება სწრაფად უპასუხებს. ამ პროგრამას ჩვენ მალე ისეთ რაღაცასაც ჩავაშენებთ, რომ მომხმარებელს ვიდეოს ატვირთვა თვითონ შეეძლოს, რასაც ჩვენი პროგრამა წამებში გაანალიზებს და საჭირო ინფორმაციას სწრაფად მიაწვდის”, - განმარტავს გიორგი.

გიორგის თქმით, მომავალში გეგმავს, რომ პროგრამის „დრაივის“ ვარიანტი შექმნას, რათა მომხმარებლებმა თავიანთი ფაილები ატვირთონ და Digital Mind-ს მისი გაანალიზების საშუალება მისცენ.

„შემდეგ მისი ქართულ ვერსიაზე გადმოტანა მოხდება. ხელოვნური ინტელექტი უკვე ბევრ ბიზნესში გამოიყენება და ბევრ პრობლემას ხსნის. ჩემი მიზანიც, ამ შემთხვევაში, სწორედ დიდი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემის მოხსნაა“, - აღნიშნა გიორგიმ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამები, რომელთაც ვიდეოს გაანალიზება და ტრანსკრიპტის შექმნა შეუძლიათ, მსოფლიოში უკვე არსებობს, თუმცა ერთდოულად, პუნქტუაციის, ტრასკრიპტისა და გაანალიზების უნარით Digital Mind სხვებისგან გამორჩეულია. გიორგის თქმით, მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.

პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაზე, “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” სპეციალისტები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ განმარტა, ამ ეტაპზე Digital Mind-ი მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამაა, თუმცა მალე მუშაობა ქართული ვერსიის შექმნაზეც დაიწყება. ამასთან, რექტორის თქმით, ეჭვები და მოსაზრებები, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური რესურსის ჩანაცვლება შეუძლია და განსაკუთრებით, განათლების სფეროში, უსაფუძვლოა, რადგან Digital Mind-ის მსგავსი პროგრამები სწორედ სამუშაოს შემსუბუქებაზე და დროის დაზოგვაზეა ორიენტირებული.

„ეს პროდუქტი პროფესორებს არ ჩაანაცვლებს. თავად სტუდენტებს ეს პროდუქტი დაეხმარებათ, რომ იმ უზარმაზარი ინფორმაციიდან, რაც დღეს არსებობს, მოიძიონ, რაც კონკრეტულად აინტერესებთ. ეს პროგრამა სტუდენტს მოიძიოს საშუალებას აძლევს, გაიმარტივოს, მაგალითად, კვლევის მომზადების პროცესი, ამავე დროს ის ლექტორებისთვისაც საინტერესოა. Digital Mind შესაძლებელია, დამწყებმა ბიზნესმენებმაც გამოიყენონ, იმიტომ რომ დამწყებ ბიზნესმენსაც სჭირდება ბევრი ინფორმაციის გაანალიზება, ამ პროდუქტის გამოყენებით კი აღნიშნული მასალების მოძიების პროცესს გაიმარტივებს და დროს დაზოგავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის შემდეგი ფაზა ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა, თუმცა ქართულ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა ფაქტობრივად, თავიდან დასაწყებია. ქართული პროგრამის შექმნით გაიზრდება Digital Mind-ის მომხმარებელთა რაოდენობა, ეს იქნება ძალიან დიდი პროექტი და ჩვენ ამ კონცეფციაზე მუშაობას ვიწყებთ”, - აღნიშნა ანდრო რურუამ.

რაც შეეხება პრაქტიკას, თუ როგორ დაინერგება გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილი პროგრამა Digital Mind-ი სასწავლო პროცესში, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, რომ მისი დემო ვერსია სასწავლო პროცესში სატესტოდ უკვე გამოიყენება. ნინო ენუქიძის თქმით, ის მენეჯმენტის სწავლებაში ეფექტურად დაინერგა და იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტებს სურვილი ექნებათ, მისი გამოყენება სხვა მიმართულებებშიც მოხდება.

„Digital Mind-ის შექმნა იმ ტექნოლოგიური ტრენდების დანერგვით დავიწყეთ, რასაც ხელოვნური ინტელექტი ჰქვია. გვინდოდა, რომ ეს ტრენდი საქართველოს განათლების სისტემაშიც ყოფილიყო ინტეგრირებული. Digital Mind უშუალოდ სპეციალისტებთან ერთად შევქმენით, ეს იყო ერთი დიდი გუნდი ჩვენი BTU-ს სპეციალისტების, უცხოელი მოწვეული სპეციალისტების და უშუალოდ, გიორგი ჩახნაშვილის ჩართულობით, რომელიც უშუალოდ, ამ პროექტის ავტორია და ძალიან მოკლე დროში დაუჯერებელ შედეგს მიაღწია. დღეს, Digital Mind-ი დაიხვეწა იქამდე, რომ თვითონ მომხმარებელს შეუძლია, თავისი ინდივიდუალური პლატფორმა შეიქმნას, გაიღრმაოს ცოდნა იმ სფეროში, რომელიც აინტერესებს და რა თქმა უნდა, ამ პროცესში დრო დაზოგოს“- აღნიშნა მან.

ხელოვნური ინტელექტის რესურსი მსოფლიოში განუსაზღვრელია. ის განათლების პარალელურად თანდათან ინტეგრირდება ისეთ სფეროებში როგორიცაა ჯანდაცვა, წარმოება, ტურიზმი, მენეჯმენტი, მარკეტინგი და ა.შ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ