სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს?
ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს?

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ, შე­საძ­ლოა, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს და კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძლი­დან პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რატ­ში გა­და­ი­ნაც­ვლოს. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა ეკა ბე­სე­ლი­ამ გუნ­დის­გან უკვე მი­ი­ღო.

რო­გორც სა­ა­გენ­ტოს­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ბე­სე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კად­რო ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­კი­თხი მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი 28 ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე იყო და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, პარ­ლა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ეკა ბე­სე­ლი­ას შეც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბას ხე­და­ვენ. იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­თა და ფუნ­ქცი­ე­ბით პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კო­მი­ტე­ტია. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის ლი­დერ­შიპ­ში და­ის­ვა სა­კი­თხი, რომ კო­მი­ტე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას სხვამ უხელ­მძღვა­ნე­ლოს და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ეკა ბე­სე­ლია შე­იც­ვა­ლოს.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტის სა­ნაც­ვლოდ, ბე­სე­ლი­ამ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ვის შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო (უმ­რავ­ლე­სო­ბის კვო­ტით ვიცე-სპი­კე­რის ერთი ად­გი­ლი პარ­ლა­მენ­ტში ვა­კან­ტუ­რია), რათა აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მისი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი დაქ­ვე­ი­თე­ბის სახე არ მი­ე­ცეს.

პარ­ლა­მენ­ტში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბის კონ­ტექ­სტში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ის არა­კე­თილ­გან­წყო­ბა, რაც უმ­რავ­ლე­სო­ბის ცალ­კე­ულ დე­პუ­ტა­ტებ­სა და კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს შო­რის რამ­დენ­ჯერ­მე სა­ჯა­რო სხდო­მა­ზეც გა­მოჩ­ნდა.

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ეკა ბე­სე­ლი­ას შემ­ცვლე­ლად დე­პუ­ტა­ტი ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს?

ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს?

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ასეთი შეთავაზება ეკა ბესელიამ გუნდისგან უკვე მიიღო.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ბესელიასთან დაკავშირებით საკადრო ცვლილების განხორციელების საკითხი მსჯელობის საგანი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იყო და მოსალოდნელია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

უფრო კონკრეტულად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პარლამენტის ხელმძღვანელობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელიას შეცვლის საჭიროებას ხედავენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავისი საქმიანობითა და ფუნქციებით პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია კომიტეტია. არაოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის ლიდერშიპში დაისვა საკითხი, რომ კომიტეტის საქმიანობას სხვამ უხელმძღვანელოს და ამ თანამდებობაზე ეკა ბესელია შეიცვალოს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის სანაცვლოდ, ბესელიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის შეთავაზება მიიღო (უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის ერთი ადგილი პარლამენტში ვაკანტურია), რათა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი თანამდებობრივი დაქვეითების სახე არ მიეცეს.

პარლამენტში მოსალოდნელი ამ საკადრო ცვლილების კონტექსტში აღსანიშნავია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არსებული ის არაკეთილგანწყობა, რაც უმრავლესობის ცალკეულ დეპუტატებსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის რამდენჯერმე საჯარო სხდომაზეც გამოჩნდა.

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეკა ბესელიას შემცვლელად დეპუტატი ანრი ოხანაშვილი განიხილება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები