საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვარ ის ტიპი, რომელიც დარბაზში ქანცის გაწყვეტამდე ივარჯიშებს" - როგორ ახერხებს ეკა ჩხეიძე ფორმაში ყოფნას და რას ურჩევს ქალბატონებს
"არ ვარ ის ტიპი, რომელიც დარბაზში ქანცის გაწყვეტამდე ივარჯიშებს" - როგორ ახერხებს ეკა ჩხეიძე ფორმაში ყოფნას და რას ურჩევს ქალბატონებს

"ეკა ჩხე­ი­ძის გე­ნე­ტი­კუ­რი ჯილ­დო "თა­ვი­სუ­ფა­ლი ჩაც­მუ­ლო­ბა" მიყ­ვარს. აი, ისე­თი, რომ არ გე­ტყო­ბა, სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი სარ­კეს­თან რომ იდე­ქი და აღარ იცო­დი, რა ჩა­გეც­ვა. როცა რა­მეს ვერ ვირ­გებ და "სხვის ტან­ზე გა­დაც­მუ­ლი­ვით" მაქვს, ასე­თი სა­მო­სის ტა­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. აუ­ცი­ლებ­ლად "ჩემი" უნდა იყოს! შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე და­კი­დე­ბუ­ლი გა­და­სა­რე­ვი იყოს, ძა­ლი­ან კარ­გი დი­ზა­ი­ნე­რის მიერ შექ­მნი­ლი, მაგ­რამ მას­ში თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ ვიგ­რძნო", - ამ­ბობს ეკა ჩხე­ი­ძე ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში. მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ფორ­მა­შია, აღ­ნიშ­ნავს, რომ ამის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს აკე­თებს და არც პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის­თვის არა­სო­დეს არ მი­უ­მარ­თავს.

- ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა იმ მხრივ, რომ არ ვსუქ­დე­ბი... არ ვარ ის ტიპი, რო­მე­ლიც დარ­ბაზ­ში ივარ­ჯი­შებს ქან­ცის გა­წყვე­ტამ­დე. ზა­ფხულ­შიც აუზ­ზე იმი­ტომ დავ­დი­ვარ, რომ გა­რუ­ჯვა მიყ­ვარს. დი­ე­ტაც არა­სო­დეს და­მი­ცავს. გე­ნე­ტი­კუ­რად მერ­გო ჯილ­დოდ სი­გამ­ხდრე...

- პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­მი­მარ­თავს, მაგ­რამ ზო­გა­დად, ვემ­ხრო­ბი. თუ სტი­მუ­ლი და ფული აქვს, ვი­საც რა უნდა, ის გა­ი­კე­თოს. უბ­რა­ლოდ, ზედ­მე­ტი არ უნდა მო­უ­ვი­დეს, ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რივს უნდა ჰგავ­დეს. ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი ტუჩი და ძუძუ რომ აქვს, მერე სა­ინ­ტე­რე­სო აღარ არის. პა­ტა­რა ცხვი­რი და დიდი ტუ­ჩე­ბი არ ნიშ­ნავს აუ­ცი­ლებ­ლად ლა­მაზს. ზოგს კე­ხი­ა­ნი ცხვი­რიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა... ერთხელ ლენა ყიფ­ში­ძემ მი­თხრა, - სა­ნამ კე­ხი­ა­ნი და გრძე­ლი ცხვი­რი მქონ­და, ყვე­ლა რე­ჟი­სო­რი მე­ძახ­და, გა­ვი­კე­თე პა­ტა­რა, ლა­მა­ზი ცხვი­რი და როლი აღარ მაქ­ვსო... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ლენა ყიფ­ში­ძე ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, პა­ტა­რა ცხვი­რიც სა­ოც­რად მო­უხ­და, მაგ­რამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა აღარ ჰქონ­და. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზე აქვს და ბუ­ნებ­რი­ვი რაც გიხ­დე­ბა, უნდა შე­ირ­გო. მთა­ვა­რია, თვით­შე­ფა­სე­ბა ყო­ველ­თვის სა­თა­ნა­დო გქონ­დეს!

- რო­მელ ცნო­ბილ ქალ­ბა­ტონს გა­მო­არ­ჩევ­დით, რო­გორც მი­სა­ბა­ძად გე­მოვ­ნე­ბი­ანს?

- ძა­ლი­ან მომ­წონ­და ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი. ნამ­დვი­ლი არის­ტოკ­რა­ტი იყო, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი... იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბი ჰქონ­და, რაც უნდა ჩა­ეც­ვა, ყვე­ლა­ფე­რი უხ­დე­ბო­და. ყო­ველ­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, გე­მოვ­ნე­ბით და სა­ინ­ტე­რე­სოდ ეცვა. ისე­თი სა­უბ­რის მა­ნე­რა ჰქონ­და, მარ­თლაც მი­სა­ბა­ძი იყო... ლი­ა­ნა ასა­თი­ანს კარ­გად ვიც­ნობ­დი, ბევ­რს ვსა­უბ­რობ­დით და ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით: თე­ატ­რის დარ­ბაზ­ში გვერ­დიგ­ვერდ ვის­ხე­დით, ბრი­ტა­ნე­ლე­ბის მო­ნოს­პექ­ტაკ­ლი გა­დი­ო­და... მსა­ხი­ო­ბი იდგა სცე­ნა­ზე, საკ­მა­ოდ მოვ­ლი­ლი და კარ­გი ქალ­ბა­ტო­ნი. ლი­ა­ნას ვკი­თხე, ნე­ტავ ეს ქალი რამ­დე­ნი წლის არის, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა არ უნდა იყოს, ალ­ბათ და­ახ­ლო­ე­ბით ორ­მოც­და­ა­თი წლის იქ­ნე­ბა-მეთ­ქი... ლი­ა­ნამ მი­თხრა, - ორ­მოც­და­ა­თი წლის კი არა, სა­მოც წელ­ზე მე­ტის იქ­ნე­ბაო... სა­ო­ცა­რი თვა­ლი ჰქონ­და და გა­მან­დო, თუ რით მიხ­ვდა ამ ქა­ლის ასაკს: ხე­ლე­ბი ყი­დის და ხე­ლებს ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მი­ხე­დე, ძნე­ლი მო­სავ­ლე­ლია და ქა­ლის ასაკს გას­ცემ­სო... ეს ფრა­ზა იმ­დე­ნად ჩამ­რჩა, რამ­დენ­ჯე­რაც ხე­ლის კრემს წა­ვის­ვამ, სულ ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნის ნათ­ქვა­მი მახ­სენ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გე­მოვ­ნე­ბი­ან ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი და ნანი ბრეგ­ვა­ძე გა­მახ­სენ­და, რად­გან მათ­ში სხვა­ნა­ირ არის­ტოკ­რა­ტულ შარმს ვხე­დავ...

- ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლი­ო­ში მოდა გა­ი­ყი­ნა... ეთან­ხმე­ბით?

- მოდა ტრი­ა­ლებს! იმ­დე­ნი სი­ახ­ლეა, მეტი რაღა უნდა მო­ი­გო­ნონ, არ ვიცი... მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა - დე­ტა­ლე­ბი, ნი­უ­ან­სე­ბი ემა­ტე­ბა, რა­ღა­ცე­ბი იც­ვლე­ბა... შარ­შან რომ პლატ­ფორ­მე­ბი იყო მო­და­ში, იგი­ვე დე­და­ჩე­მის დრო­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­ლდათ... ცოტა სა­ხეც­ვლი­ლად, მაგ­რამ მოდა მა­ინც ბრუნ­დე­ბა.

- ე.წ. თბი­ლი­სუ­რი მოდა და­ი­კარ­გა?

- თბი­ლი­სუ­რი მოდა რას ნიშ­ნავს? თბი­ლი­სი კი არა, ყო­ველ­თვის პა­რი­ზი, მი­ლა­ნი და ნიუ-იორ­კი იყო მო­დის ცენ­ტრი! თბი­ლი­სი მუ­დამ ვი­ღა­ცას ჰბა­ძავ­და... ახლა რომ ვი­ღაც ჩო­ხით და ჩიხ­ტი­კო­პით ქუ­ჩა­ში და­ვი­ნა­ხო, ვი­ფიქ­რებ, რომ გა­გიჟ­და. სუ­ვე­ნი­რად თუ გა­მოგ­ვად­გე­ბა, სად­მე რომ წა­ვი­ღოთ... თბი­ლი­სი იც­ვამს ევ­რო­პუ­ლად, უცხო­ურ ბრენ­დებს. ბევ­რია ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, მაგ­რამ მათ ნა­მუ­შევ­რებ­ში დი­დია ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გავ­ლე­ნა! მო­დის სამ­ყა­რო ქარ­თუ­ლი აკ­ვნით არ დარ­წე­უ­ლა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"არ ვარ ის ტიპი, რომელიც დარბაზში ქანცის გაწყვეტამდე ივარჯიშებს" - როგორ ახერხებს ეკა ჩხეიძე ფორმაში ყოფნას და რას ურჩევს ქალბატონებს

"არ ვარ ის ტიპი, რომელიც დარბაზში ქანცის გაწყვეტამდე ივარჯიშებს" - როგორ ახერხებს ეკა ჩხეიძე ფორმაში ყოფნას და რას ურჩევს ქალბატონებს

"ეკა ჩხეიძის გენეტიკური ჯილდო "თავისუფალი ჩაცმულობა" მიყვარს. აი, ისეთი, რომ არ გეტყობა, საათნახევარი სარკესთან რომ იდექი და აღარ იცოდი, რა ჩაგეცვა. როცა რამეს ვერ ვირგებ და "სხვის ტანზე გადაცმულივით" მაქვს, ასეთი სამოსის ტარება არ შემიძლია. აუცილებლად "ჩემი" უნდა იყოს! შეიძლება ცალკე დაკიდებული გადასარევი იყოს, ძალიან კარგი დიზაინერის მიერ შექმნილი, მაგრამ მასში თავი კომფორტულად ვერ ვიგრძნო", - ამბობს ეკა ჩხეიძე ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში. მსახიობი, რომელიც მუდმივად ფორმაშია, აღნიშნავს, რომ ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს და არც პლასტიკური ქირურგიისთვის არასოდეს არ მიუმართავს.

- ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ არ ვსუქდები... არ ვარ ის ტიპი, რომელიც დარბაზში ივარჯიშებს ქანცის გაწყვეტამდე. ზაფხულშიც აუზზე იმიტომ დავდივარ, რომ გარუჯვა მიყვარს. დიეტაც არასოდეს დამიცავს. გენეტიკურად მერგო ჯილდოდ სიგამხდრე...

- პლასტიკური ოპერაციების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ჯერჯერობით არ მიმიმართავს, მაგრამ ზოგადად, ვემხრობი. თუ სტიმული და ფული აქვს, ვისაც რა უნდა, ის გაიკეთოს. უბრალოდ, ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, ყველაფერი ბუნებრივს უნდა ჰგავდეს. ყველას ერთნაირი ტუჩი და ძუძუ რომ აქვს, მერე საინტერესო აღარ არის. პატარა ცხვირი და დიდი ტუჩები არ ნიშნავს აუცილებლად ლამაზს. ზოგს კეხიანი ცხვირიც ძალიან უხდება... ერთხელ ლენა ყიფშიძემ მითხრა, - სანამ კეხიანი და გრძელი ცხვირი მქონდა, ყველა რეჟისორი მეძახდა, გავიკეთე პატარა, ლამაზი ცხვირი და როლი აღარ მაქვსო... რასაკვირველია, ლენა ყიფშიძე ყოველთვის ძალიან ლამაზი იყო, პატარა ცხვირიც საოცრად მოუხდა, მაგრამ ინდივიდუალურობა აღარ ჰქონდა. ყველაფერს თავისი სილამაზე აქვს და ბუნებრივი რაც გიხდება, უნდა შეირგო. მთავარია, თვითშეფასება ყოველთვის სათანადო გქონდეს!

- რომელ ცნობილ ქალბატონს გამოარჩევდით, როგორც მისაბაძად გემოვნებიანს?

- ძალიან მომწონდა ლიანა ასათიანი. ნამდვილი არისტოკრატი იყო, ძალიან ძლიერი, განათლებული და კულტურული... იმდენად დახვეწილი მანერები ჰქონდა, რაც უნდა ჩაეცვა, ყველაფერი უხდებოდა. ყოველთვის განსხვავებულად, გემოვნებით და საინტერესოდ ეცვა. ისეთი საუბრის მანერა ჰქონდა, მართლაც მისაბაძი იყო... ლიანა ასათიანს კარგად ვიცნობდი, ბევრს ვსაუბრობდით და ერთ ამბავს მოგიყვებით: თეატრის დარბაზში გვერდიგვერდ ვისხედით, ბრიტანელების მონოსპექტაკლი გადიოდა... მსახიობი იდგა სცენაზე, საკმაოდ მოვლილი და კარგი ქალბატონი. ლიანას ვკითხე, ნეტავ ეს ქალი რამდენი წლის არის, კარგად გამოიყურება, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ალბათ დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნება-მეთქი... ლიანამ მითხრა, - ორმოცდაათი წლის კი არა, სამოც წელზე მეტის იქნებაო... საოცარი თვალი ჰქონდა და გამანდო, თუ რით მიხვდა ამ ქალის ასაკს: ხელები ყიდის და ხელებს ყოველთვის ძალიან მიხედე, ძნელი მოსავლელია და ქალის ასაკს გასცემსო... ეს ფრაზა იმდენად ჩამრჩა, რამდენჯერაც ხელის კრემს წავისვამ, სულ ლიანა ასათიანის ნათქვამი მახსენდება. განსაკუთრებულად გემოვნებიან ქალბატონებზე ლიანა ასათიანი და ნანი ბრეგვაძე გამახსენდა, რადგან მათში სხვანაირ არისტოკრატულ შარმს ვხედავ...

- ამბობენ, რომ მსოფლიოში მოდა გაიყინა... ეთანხმებით?

- მოდა ტრიალებს! იმდენი სიახლეა, მეტი რაღა უნდა მოიგონონ, არ ვიცი... მუდმივად ვითარდება - დეტალები, ნიუანსები ემატება, რაღაცები იცვლება... შარშან რომ პლატფორმები იყო მოდაში, იგივე დედაჩემის დროსაც აქტუალური გახლდათ... ცოტა სახეცვლილად, მაგრამ მოდა მაინც ბრუნდება.

- ე.წ. თბილისური მოდა დაიკარგა?

- თბილისური მოდა რას ნიშნავს? თბილისი კი არა, ყოველთვის პარიზი, მილანი და ნიუ-იორკი იყო მოდის ცენტრი! თბილისი მუდამ ვიღაცას ჰბაძავდა... ახლა რომ ვიღაც ჩოხით და ჩიხტიკოპით ქუჩაში დავინახო, ვიფიქრებ, რომ გაგიჟდა. სუვენირად თუ გამოგვადგება, სადმე რომ წავიღოთ... თბილისი იცვამს ევროპულად, უცხოურ ბრენდებს. ბევრია ქართველი დიზაინერი, მაგრამ მათ ნამუშევრებში დიდია ევროპელი დიზაინერების გავლენა! მოდის სამყარო ქართული აკვნით არ დარწეულა...წაიკითხეთ სრულად

"ქალბატონი 60 წლის იყო" - ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი?

"კორონავირუსის 92 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში" - როგორია ვირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება

"მე ვანგა არ ვარ, მაგრამ... 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი" - პაატა იმნაძე