პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბჭოთა ფოტოშედევრების ისტორიები და სტალინის პირადი ფოტოგრაფი, რომელმაც ბელადის ყველაზე ცნობილი კადრი გადაიღო
საბჭოთა ფოტოშედევრების ისტორიები და სტალინის პირადი ფოტოგრაფი, რომელმაც ბელადის ყველაზე ცნობილი კადრი გადაიღო

ლონ­დო­ნის გა­ლე­რეა Atlas-ში საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი კლა­სი­კო­სი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა იმარ­თე­ბა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ისე­თია, რო­მელ­თა მი­მართ ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი იყო. მათ შო­რის არის სა­მა­რი გუ­რა­რი­ის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, რო­მელ­ზეც მსოფ­ლი­ოს სამი ლი­დე­რი - ჩერ­ჩი­ლი, რუზ­ველ­ტი და სტა­ლი­ნი არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, მისი ავ­ტო­რის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი.

"ყვე­ლას არ ჰქონ­და სტა­ლი­ნის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა, გუ­რა­რი­ის კი მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შეს­ვლის პა­ტი­ვი ხვდა. თუმ­ცა, ეს თა­ვის მხრივ უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნიშ­ნავ­და... პრაქ­ტი­კუ­ლად, მას ამის ფა­სად სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დათ­მო­ბა უწევ­და... ის ჰყვე­ბო­და, რომ საბ­ჭო­თა ლი­დე­რის და­სა­ბეჭდ ფო­ტო­ებს ყო­ველ­თვის თა­ვად არ­ჩევ­და, ანუ რა­კურ­სი სწო­რად უნდა შე­ერ­ჩია, ისე, რომ ეს თა­ვად "ბე­სა­რი­ო­ნო­ვიჩს" მოს­წო­ნე­ბო­და. ფოტო უნდა ყო­ფი­ლი­ყო ახლო კად­რი, მაგ­რამ ნა­თე­ლი და მე­ტყვე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით..." - იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­მა­რი გუ­რა­რი­ის ახ­ლო­ბე­ლი მაია კაც­ნელ­სო­ნი.

"რაც შე­ე­ე­ხე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ფო­ტოს "დიდი სა­მე­უ­ლი", ლი­ვა­დი­ის სა­სახ­ლე­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვიდ­რე სამი ლი­დე­რი სა­უბ­რობ­და, მე ერთი ფირი მთლი­ა­ნად ამოვ­წუ­რე და მე­ო­რე­ზე გა­და­ვე­დი. რო­დე­საც ისი­ნი სა­ვარ­ძლებ­ში ჩას­ხდნენ, კი­დევ გა­და­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე დუბ­ლი, შემ­დეგ კი ჩემ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ოთა­ხის­კენ წა­ვე­დი. იქ სა­ვა­რა­უ­დოდ მო­რი­გე­ობ­და "ჩე­კის­ტი", რო­მე­ლიც არ უნდა შე­მემ­ჩნია. გავ­ხსე­ნი პირ­ვე­ლი ფირი და გავ­შტერ­დი, არ­ცერ­თი კად­რი არ ვარ­გო­და, არა­და ამ ფო­ტო­ებ­ზე ჩემი სი­ცო­ცხლე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი... იმ­დე­ნად ცუ­დად გავ­ხდი, რომ "ჩე­კისტსაც" კი შე­ვე­ცო­დე და მკი­თხა, ფერი რა­ტომ და­კარ­გეო... ხომ არ ვე­ტყო­დი, არც ერთი ფოტო არ ვარ­გა-მეთ­ქი... ეს ამ­ბა­ვი სტა­ლი­ნამ­დე ელ­ვის სის­წრა­ფით მი­აღ­წევ­და და დახ­ვრე­ტა არ ამ­ცდე­ბო­და... მე­ო­რე ფი­რის კად­რე­ბი ვარ­გი­სი აღ­მოჩ­ნდა და ასე გა­დავ­რჩი... ფორ­ტუ­ნამ გა­მი­ღი­მა", – ასე იხ­სე­ნებ­და ფო­ტოს ავ­ტო­რი გუ­რა­რიი ურ­თუ­ლეს სა­მუ­შა­ოს.

კი­დევ ერთი ლე­გენ­და­რუ­ლი ფო­ტოს ავ­ტო­რი ევ­გე­ნი ხალ­დე­ია. ფო­ტოს სა­ხე­ლად "საბ­ჭო­თა დრო­შა რა­იხსტაგ­ზე" ჰქვია. მისი გა­და­ღე­ბის ში­ნა­არსსა და ზო­გა­დად ფო­ტოს გარ­შე­მო დღემ­დე უამ­რა­ვი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ხალ­დე­იმ იპო­ვა ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც მის­თვის პო­ზი­ო­რო­ბას დას­თან­ხმდა და გა­და­ღე­ბე­ბის მთე­ლი სე­რია ჩა­ა­ტა­რა. მას სურ­და მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ ჯო რო­ზენ­თა­ლის მსგავ­სად ის­ტო­რი­უ­ლი ფოტო გა­და­ე­ღო. უამ­რა­ვი კად­რი­დან ერთ-ერ­თმა მზის სი­ნათ­ლე იხი­ლა და აღი­ა­რე­ბაც მო­ი­პო­ვა... დღემ­დე კა­მა­თია ფო­ტოს ში­ნა­არსსა და გა­და­ღე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ფო­ტოს­თვის ორი ჯა­რის­კა­ცი შე­ირ­ჩა: ქარ­თვე­ლი მე­ლი­ტონ ქან­თა­რია (სტა­ლი­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მე­ლიც ასე­ვე ქარ­თვე­ლი იყო) და რუსი მი­ხა­ილ ეგო­რო­ვი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში დრო­შა უკ­რა­ი­ნელ­მა ალი­ო­შა კო­ვა­ლი­ოვ­მა აღ­მარ­თა...

ის­ტო­რი­უ­ლი ფოტო პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ Agonyok-ში უნდა და­ბეჭ­დი­ლი­ყო, თუმ­ცა მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა შე­ნიშ­ნა, რომ სერ­ჟანტ აბ­დუ­ლა­ხიმ ის­მა­ი­ლოვს, რო­მე­ლიც კო­ვა­ლი­ოვს ორი­ვე ხე­ლით იჭერ­და, ორი­ვე მა­ჯა­ზე ეკე­თა სა­ა­თი, ერთ-ერ­თზე - ორი ერ­თად... ფოტო ასე არ უნდა გა­სუ­ლი­ყო, რად­გან ეს მითს იმა­ზე, რომ საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცე­ბი არ იპა­რავ­დნენ, გა­ა­ცამ­ტვე­რებ­და... ხალ­დე­იმ ჟურ­ნა­ლის­თვის ჯა­რის­კა­ცის ორი სა­ა­თი "გა­აქ­რო".

ალექ­სან­დე ხლებ­ნი­კო­ვის ფოტო, "რძე" სრუ­ლად გად­მოს­ცემს საბ­ჭო­თა ეპო­ქის მა­ტე­რი­ა­ლურ ყო­ფას, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, მის ფე­რებს... "ვი­საც მცი­რე დრო­ით მა­ინც უცხოვ­რია საბ­ჭო­თა დრო­ში, ამ ნა­ტურ­მორ­ტის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე გა­და­ვარ­დე­ბა საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლიზ­მში..."- წერს bbc.com-ის მი­მომ­ხილ­ვე­ლი ალექ­სან­დრე კანი.

მი­მოხ­ვილ­ვე­ლი ასე­ვე გან­ხი­ლავს ნი­კო­ლაი სვი­შე­ვი-პა­ლას ფო­ტოს "მო­დე­ლი ბურ­თით". ფოტო 1874 წელს არის გა­და­ღე­ბუ­ლი და კრი­ტი­კის ნი­აღ­ვრის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­იხ­ვე­ჭა, თუმ­ცა, სა­ჯა­როდ 1920-იან წლებ­ში გა­მო­ი­ტა­ნეს... მისი ნა­ტუ­რის ვი­ნა­ო­ბა კი, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო, რად­გან მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე­თი თა­მა­მი სცე­ნის­თვის მზად არ აღ­მოჩ­ნდა.

ავტორი:

საბჭოთა ფოტოშედევრების ისტორიები და სტალინის პირადი ფოტოგრაფი, რომელმაც ბელადის ყველაზე ცნობილი კადრი გადაიღო

საბჭოთა ფოტოშედევრების ისტორიები და სტალინის პირადი ფოტოგრაფი, რომელმაც ბელადის ყველაზე ცნობილი კადრი გადაიღო

ლონდონის გალერეა Atlas-ში საბჭოთა დროინდელი კლასიკოსი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა იმართება. წარმოდგენილი ფოტოებიდან რამდენიმე ისეთია, რომელთა მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი იყო. მათ შორის არის სამარი გურარიის მიერ გადაღებული ფოტო, რომელზეც მსოფლიოს სამი ლიდერი - ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი არიან გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი ძალიან პოპულარული იყო, მისი ავტორის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.

"ყველას არ ჰქონდა სტალინის გადაღების უფლება, გურარიის კი მისი აღმატებულების სამყაროში შესვლის პატივი ხვდა. თუმცა, ეს თავის მხრივ უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავდა... პრაქტიკულად, მას ამის ფასად საკუთარი თავისუფლების დათმობა უწევდა... ის ჰყვებოდა, რომ საბჭოთა ლიდერის დასაბეჭდ ფოტოებს ყოველთვის თავად არჩევდა, ანუ რაკურსი სწორად უნდა შეერჩია, ისე, რომ ეს თავად "ბესარიონოვიჩს" მოსწონებოდა. ფოტო უნდა ყოფილიყო ახლო კადრი, მაგრამ ნათელი და მეტყველი გამოსახულებით..." - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში სამარი გურარიის ახლობელი მაია კაცნელსონი.

"რაც შეეეხება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოს "დიდი სამეული", ლივადიის სასახლეში მიმდინარე კონფერენციაზე ვიდრე სამი ლიდერი საუბრობდა, მე ერთი ფირი მთლიანად ამოვწურე და მეორეზე გადავედი. როდესაც ისინი სავარძლებში ჩასხდნენ, კიდევ გადავიღე რამდენიმე დუბლი, შემდეგ კი ჩემთვის განკუთვნილი ოთახისკენ წავედი. იქ სავარაუდოდ მორიგეობდა "ჩეკისტი", რომელიც არ უნდა შემემჩნია. გავხსენი პირველი ფირი და გავშტერდი, არცერთი კადრი არ ვარგოდა, არადა ამ ფოტოებზე ჩემი სიცოცხლე იყო დამოკიდებული... იმდენად ცუდად გავხდი, რომ "ჩეკისტსაც" კი შევეცოდე და მკითხა, ფერი რატომ დაკარგეო... ხომ არ ვეტყოდი, არც ერთი ფოტო არ ვარგა-მეთქი... ეს ამბავი სტალინამდე ელვის სისწრაფით მიაღწევდა და დახვრეტა არ ამცდებოდა... მეორე ფირის კადრები ვარგისი აღმოჩნდა და ასე გადავრჩი... ფორტუნამ გამიღიმა", – ასე იხსენებდა ფოტოს ავტორი გურარიი ურთულეს სამუშაოს.

კიდევ ერთი ლეგენდარული ფოტოს ავტორი ევგენი ხალდეია. ფოტოს სახელად "საბჭოთა დროშა რაიხსტაგზე" ჰქვია. მისი გადაღების შინაარსსა და ზოგადად ფოტოს გარშემო დღემდე უამრავი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ხალდეიმ იპოვა ჯარისკაცი, რომელიც მისთვის პოზიორობას დასთანხმდა და გადაღებების მთელი სერია ჩაატარა. მას სურდა მსოფლიოში აღიარებულ ჯო როზენთალის მსგავსად ისტორიული ფოტო გადაეღო. უამრავი კადრიდან ერთ-ერთმა მზის სინათლე იხილა და აღიარებაც მოიპოვა... დღემდე კამათია ფოტოს შინაარსსა და გადაღების ისტორიაზე. ოფიციალური ცნობების თანახმად, ფოტოსთვის ორი ჯარისკაცი შეირჩა: ქართველი მელიტონ ქანთარია (სტალინის პატივსაცემად, რომელიც ასევე ქართველი იყო) და რუსი მიხაილ ეგოროვი. მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში დროშა უკრაინელმა ალიოშა კოვალიოვმა აღმართა...

ისტორიული ფოტო პირველად ჟურნალ Agonyok-ში უნდა დაბეჭდილიყო, თუმცა მთავარმა რედაქტორმა შენიშნა, რომ სერჟანტ აბდულახიმ ისმაილოვს, რომელიც კოვალიოვს ორივე ხელით იჭერდა, ორივე მაჯაზე ეკეთა საათი, ერთ-ერთზე - ორი ერთად... ფოტო ასე არ უნდა გასულიყო, რადგან ეს მითს იმაზე, რომ საბჭოთა ჯარისკაცები არ იპარავდნენ, გააცამტვერებდა... ხალდეიმ ჟურნალისთვის ჯარისკაცის ორი საათი "გააქრო".

ალექსანდე ხლებნიკოვის ფოტო, "რძე" სრულად გადმოსცემს საბჭოთა ეპოქის მატერიალურ ყოფას, ყოველდღიურობას, მის ფერებს... "ვისაც მცირე დროით მაინც უცხოვრია საბჭოთა დროში, ამ ნატურმორტის დანახვისთანავე გადავარდება საბჭოთა სოციალიზმში..."- წერს bbc.com-ის მიმომხილველი ალექსანდრე კანი.

მიმოხვილველი ასევე განხილავს ნიკოლაი სვიშევი-პალას ფოტოს "მოდელი ბურთით". ფოტო 1874 წელს არის გადაღებული და კრიტიკის ნიაღვრის მიუხედავად, მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, თუმცა, საჯაროდ 1920-იან წლებში გამოიტანეს... მისი ნატურის ვინაობა კი, დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო, რადგან მაშინდელი საზოგადოება ასეთი თამამი სცენისთვის მზად არ აღმოჩნდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"